მე და მეთორმეტე კლასი

     pff, რა არა-სასაცილო ყოფილა ეს მეთორმეტე კლასი. ყველა დაბღვერილი დადის, თვალებ ჩაშავებული – თითქოს ზომბებად გადაიქცნენ. გაკვეთილზე წესიერად ვეღარც მილაპარაკია, სულ რაღაცეები უნდა ჩაიწერო, ერთი სიტყვაც არ უნდა გამოგრჩეს.

წელს 2 ჯერ ჩამეძინა, სკოლა კი მხოლოდ 3 ჯერ გავაცდინე. უცნაურია რომ ესე ცოტაა, საკუთარი თავის მიკვირს, თუმცა გული სიამაყით  მევსება ცარიელ გაცდენის ფურცლებს რომ ვუყურებ, კიდევ რამდენი დამრჩა გამოსაყენებელი!  ზოგჯერ კლასში მძინავს და ალბათ მაგიტომაც არ მეძინება დილაობით. ყველაზე გემრიელად მაინც ფილოსოფიაზე ჩამთვლიმავს ხოლმე, დაბალი და სასიამოვნო ხმის ტემბრი აქვს მასწავლებელს, ისე კი სისულეებს ბჟუტურებს. მე არ მომწონს. იმ დღეს კლასიდან 5 ბავშვი გაყარა, მერე ასისტენტი შემოვიდა მორიდებით, ამდენს რომ ყრით არ შეიძლება და იქნებ სხვა ზომები მიიღოთო. მე თუ არ მძინავს, ჰანას ველაპარაკები, მესიუ X (სახელი არ ვიცი როგორ იწერება, არც ის ვიცი როგორ ითქმის) კი  სულ მიყურებს, ალბათ მალე  მეც მიმაყოლებს, ამიტომ ჯობია ისევ ჩუმად მეძინოს – ჰოდა უკან ვჯდები და რაფინირებულად მძინავს ხოლმე.

ერთხელ გამოცდაზეც ჩამეძინა, თუმცა ნაწერი უკვე მიცემული მქონდა და ორი საათი იქ უნდა ვმჯდარიყავი ( ეგეთი რამ გინახავთ? 4 საათიან გამოცდას რომ 2 საათში დაწერ და 2 საათი მაინც რომ გტოვებენ, იმ სიჩუმეში, გარშემო კიდევ ყველა წერს, ჩაგეძინება აბა რა უნდა მოგივიდეს) ბავშვების სიცილმა გამაღვიძა, ერთი თვალი გავახილე და ყველა მე მიყურებდა, უცბად შემეშინდა, ვერ მივხვდი სად ვიყავი და ყველა რატომ მაშტერდებოდა, ჰანას გავხედე შეშინებული. თურმე 5 წუთის განმავლობაში ცდილობდა ჩემს გაღვიძებას და ვერ გამაღვიძა, კლასელები კი მაგაზე იცინოდნენ. გამოცდა დამთავრდა, ჰოდა ფეხი დაბუჟებული მქონია და ავდექი თუ არა ეგრევე, გავიშხლართე ვიღაცის მაგიდაზე. ისე ეგ საშინელი გრძნობაა, ერთხელ დილით 7ზე მაღვიძარამ დარეკა, ნინუცამ მთხოვა ( სინამდვილეში დამემუქრა) მე არ გამაღვიძოსო, გავიქეცი გამოსართავად, და უცბად იატაკზე აღმოვჩნდი – მაშინაც ფეხი მქონია დაბუჟებული. ნინუცას რა თქმა უნდა გაეღვიძა, აბა გიგანტი რომ 45 კვადრატში დაეცემა, რა უნდა მოსვლოდა. ჰოდა ესე, მოკლედ ხვალაც სკოლა მაქვს, მე კიდევ ვერ ვიძინებ, თუმცა 2-4მდე  ფილოსოფია მაქვს ასე რომ ავინაზღაურებ.

   კიდევ რა ხდება? ააჰ ჰო. მხოლოდ შარშან აღმოვაჩინე რომ ეროვნულ გამოცდას სპორტშიც ვაბარებ. მერე კი ვინანე ამდენი ხანი რომ ყველაფერს ვაკეთებდი სპორტის გარდა, მაგრამ რა ჩემი ბრალია რომ მოუქნელი ვარ. ჰოდა ორშაბათს სპორტის ეროვნული გამოცდა მქონდა კალათბურთში. წინა დღეს მამაჩემს ვუთხარი:

– მამ, ხვალ იცი კალათბურთის გამოცდა მაქვს!

გაეცინა.

– მეც, ბიძაშენიც და ბაბუაშენიც კალათბურთს ვთამაშობდით, ზუსტად ვიცი გამოგივა, აი ნახე…

ჰოდა დაიწყო ახსნა უცნაური კალათბურთის ტერმინოლოგიით როგორ უნდა მეთამაშა, ამ ყველაფერს ისე მონდომებით ყვებოდა რომ აღარ ვუთხარი : ბურთს არასდროს არავინ არ მაძლევს რადგან არავინ არ მენდობა, ამიტომ გადაწყვიტე ჩემს გუნდელებსაც მე წავართვა ხოლმე. თან ეხლა ახალი რაღაც ვისწავლე, წინიდან ვხვდები და ბურთს ხელს ვურტყავ ჰოდა მერე fuck ya სახით მიმაქვს, თუმცა ვეღარ ვაგდებ. ცუდი მიზანი მაქვს და ზედმეტად ძლიერად ვისვრი, როგორც მასწავლებელმა თქვა.

გამოცდამაც ვერ ჩაიარა ჩემს სასარგებლოდ, ისე რა საშინელებაა როდესაც ეროვნულის საშუალოს, სპორტი გიწევს დაბლა. Horrible! ეხლა სირბილი და ტანვარჯიში დამრჩა, რომ გითხრათ რომელიმეში მაგარი ვართქო მოგატყუებთ. პირამიდების დროს სულ მე ვარ დაბლა და ყველანაირი ზომის ადამიანი მადგება ზურგზე, ძლივს დავდივარ ხოლმე. თან ერთი გოგოა, ჩემზე მსუქანი უფრო სწორედ პუტკუნა, ჰოდა გადაწყვიტა რომ ყველაზე გამდხარია და გვახტება ხოლმე თავზე, ერთხელაც იქნება გადავტყდებით წელში. ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება ეს ყველაფერი.

სხვა საინტერესო არაფერი ხდება, სულ სკოლა და სახლი. ჭამა და ძილიც რ თქმა უნდა. სამეცადინოც ბევრი მაქვს მაგრამ იმდენად მივეჩვიეთ ყველა, აღარავინ ვწუწუნებთ. უნივერსიტეტის საბუთების ვაგროვებ და ერთი სული მაქვს როდის მომივა პასუხები, თან ვნერვიულობ. ყველაზე რთული ალბათ Personal Statement-ის წერაა, საკუთარ თავი რომ უნდა ზომიერად აქო. ჩემი რომ დავწერე, მოდი რაც ონლაინ დევს იმას წავიკითხავთქო. ჰოდა, ”მე რომ დავამყარე გინესის რეკორდი”, ”მე რომ ნობელის პრემია მივიღე ეკონომიკაში”, ”მე რომ 90323092-ჯერ შევხვდი ობამას და ვისაუბრეთ გლობალურ დათბობაზე”… ჰოდა მერე გავთიშე და ტირილი მომინდა. თუმცა ძალები მოვიკრიბე და თავი დავიმშვიდე,  ქართველი ვარ  და ხო, უყვართ მრავალფეროვნება და მულტიკულტურალიზმი. რავიცი. იქნებ ეგ დამეხმაროს.

წავედი ეხლა, ცხვრები დავითვალო.

One thought on “მე და მეთორმეტე კლასი”

  1. ეგ არაფერი გადაღლილობისგან ისეთი რაღაცები მომსვლია, აი მაგალითად წინა დღეს უნივერსიტეტის მერე წავედი სამსახურში და მერე სახლამდე ნახევარი კაცი-ღა დავრჩი, ხოდა მე ნახევარ კაცს მაშინვე ჩამეძინა. ვიღვიძებ დაახლოებით ღამის 11ზე და ვეძებ ტელეფონს, საათი მაინტერესებდა, ვერ ვნახე მერე მეორე მხარეს დავიწყე მაჯის საათის ძებნა, ვერც ის რომ ვერ ვნახე წამოვდექი, გავედი ჩემი ძმის ოთახში და მისი ტელეფონიდან გავუშვი ზარი, ჯიბეში ყოფილა, იმ შარვლის ჯიბეში რომლის გახდაც დამავიწყდა ძილისწინ. საათი ვერ ვიპოვე მანამ სანამ მექანიკურად არ დავიხედე მაჯაზე. ასე ვარ ჯერ-ჯერობით ეჩვევი რეჟიმს 🙂

Leave a comment