About

გამარჯობა!

მე ვარ კატო კოპალეიშვილი ან სალ პეტიტ პესტი, რომელიც გინდათ. ძალიან მიყვარს წერა და ამიტომაც მაქვს ეს ბლოგი.ვერ გეტყვით რაზე დავწერ და რაზე არ დავწერ, მაგრამ  რაზეც არ უნდა იყოს  შევეცდები რაც შეიძლება საინტერესო გამოვიდეს და სასაცილოც! 🙂

მე და ინფორმატიკა საერთოდ ვერ ვუგებთ ერთმანეთს, პოსტების დახარისხება და კატეგორიებად დაყოფა ვერ მოვხარხე ამიტომ დიდი არეულობაა ჩემს ბლოგზე მაგრამ მაინც, გამიხარდება თუ წაიკითხავთ და შენიშვნებს/ აზრებს გამიზიარებთ.

ფოტობლოგიც მაქვს რადგან ფოტოების გადაღებაც მიყვარს წერასთან ერთად. აი ლინკი, თუ გაინტერესებთ: http://www.facebook.com/KatosBlog

19 thoughts on “About”

    1. დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგწონს 🙂 ფეისბუქზე უფრო მეტი ფოტო მიდევს და ყველასთვის გახსნილია, შეგიძლია იქაც დაათვალიერო

  1. როცა დრო მექნება აუცილებლად შემოვალ და გავეცნობი შენს ბლოგ-პოსტებს. ნამდვილად დიდი არეულობა გაქვს, მაგრამ რამდენიმე პოსტი მაინც წავიკითხე, საინტერესო იყო. მე თაკო ვარ, შემოგხედავ ხოლმე!

    1. ჰო კარგი იქნება ვინმე თუ მასწავლის როგორ უნდა დავაჯგუფო პოსტები 😀 შემომხედეთ! მიხარია რომ მოგწონთ.

      1. “მოგწონთ” 🙂 მე შენობით მოგმართავდი, ბოდიში. განზრახ არ გამიკეტებია, ბუნებრივად გამომივიდა!

      2. არ გიცნობთ, არც თქვენი ასაკი ვიცი შესაბამისად თქვენობით მოგმართავთ 🙂

      3. არც მე გიცნობ, ასაკიც არ ვიცოდი. მე თაკო ვარ 20 ის 😛 ასე თუ გავაგრძელეთ მალე ტელეფონის ნომრებსაც გავცვლით …

  2. kato dzalian karg photoebs igheb, dzalian momewona. shens nawerebsac vkitxulob da dzalian momwons. mokled minda gitxra rom dzalian magari gogo xar, dzalian lamazi da dzalian chkviani. tumca axals arapers vambob isedac bevrjer geqneba mosmenili es sitkvebi, magram dzalin mindoda shens mimart chemi dadebiti pozicia gamomexata. 🙂 🙂

  3. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის საინტერესო და ამავდროულად უცნაური ბლოგი აღმოჩნდა.ავადმყოფობის გამო ინტერნეტში ვკავდი დროს და ამ ბლოგს გადავაწყდი….პირველი უცნაურობა – სახელი “salepetitepeste”(მოვისმენდი ამის შესახებ განმარტებას)…მეორე უცნაურობა – ასაკი(დღეს ცოტა თუ აკეთებს მსგავს ჩანაწერებს)….დარჩენილ უცნაურობებზე თუ უჩვეულობებზე თავს შევიკავებ…

    რადგან დრო გამყავდა, თან კითხვის ხალისზეც ვიყავი თითქმის ყველა პოსტი წავიკითხე…ბევრი რამ იყო საინტერესო…რამდენიმე აქტუალური პოსტი, განსაკუთრებით ქართველებისთვის….მომეწონა თავისუფალი აზრი,პირდაპირობა, გახსნილობა….სულიერებაც იგრძნობოდა…
    მას ვისაც წერა უყვარს, კითხვაც უნდა უყვარდეს…რომელიც ზრდის ადამიანს, განსაკუთრებით კი მწერალს…რა თქმა უნდა სამოყვალულო ბლოგის ავტორს მწერლობაზე შეიძლება არ ჰქონდეს პრეტენზია მაგრამ, ჩემი აზრით, ჭერმეტყველება გარკვეული ფორმით და დროზით სასიამოვნოა მკითხველისთვის….გამოცდილება ყველაზე კარგი მასწავლებელია, თუ არ წერე ვერ დაიხვეწები…
    სხვა შეფასებებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ 🙂

    პ.ს ყველაზე მეტად მომეწონა ბაბუა! განსაკუთრებით მისი შვილი “FORD GT”…
    მიყვარს ასეთი ადამიანები ❤

  4. კატო, შენი გადაღებული ფოტოები ძალიან მომეწონა. ასევე, მომწონს რასაც წერ. 🙂

Leave a reply to salepetitepeste Cancel reply