სტუდენტობა

“სტუდენტობა ჩემი საყვარელი პერიოდია”
ჰოდა რავიცი აბა, nothing special. არვიცი ახალგაზრდობა ენატრებათ ხოლმე თუ მართლა მაგარი სტუდენტობა ჰქონდათ მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს რომ ამაზე უკეთესი პერიოდებიც მექნება.
ისე არ არის რომ არ მიყვარს, უბრალოდ რაღაცნაირად ხარ გაჩხერილი ორ სამყაროს შორის ამ 20 წლის ასაკში. ერთ მხარეს დედა-მამა გინდა, ისევ ბავშვად გრძნობ თავს და ზოგჯერ სურვილი გკლავს რომ მშობლებმა გადაგიჭრან ყველა პრობლემა და მეორე მხარეს უკვე ხვდები რომ დიდი ხარ, სამსახური უნდა იპოვო, პასუხისმგებლობები გაქვს და უნდა გაინძრე იმიტომ რომ, ჰეჰე, ცხოვრება ძნელია.

ხშირად მეკითხებიან როგორი კმაყოფილი ვარ ლონდონით და სტუდენტური ცხოვრებით. ჰოდა ზრდილობისთვის ვინც მეკითხება, იმათთვის პასუხის გაცემა სულ მიჭირს იმიტომ რომ ბევრი pros and cons აქვს პასუხს ამიტომ დაბნეული გამომეტყველებით ვუყურებ ხოლმე სანამ არ დაავიწყდებათ რა მკითხეს. ვისაც მართლა გაინტერესებთ როგორია ლონდონში სწავლა ჩემი ტიპის სტუდენტისთვის, you’re more than welcome to read this. ( პ.ს იმათ ვინც ტვინი წამიღეს ინგლისური ჩანართებით ნუ ლაპარაკობო – სულ ეგრე ვლაპარაკობ. არვიცი როდის დავიწყე, მაგრამ ფრანგულად ლაპარაკის დროსაც ინგლისურ სიტყვებს ვიშველიებ – უფრო ზუსტად გამოხატავს ხოლმე ინგლისური გამონათქვამები ჩემს აზრს so deal with it ❤ )

ბევრ სტუდენტთან შედარებით, ბევრად კარგად ვცხოვრობ და ვერ ვიტყვი რომ საწუწუნო მაქვს. ყველა მხრივ გამიმართლა, თუმცა ჩემი ხასიათის ნაწილია მუდმივად წუწუნი. თან დილის 6 საათია, ვერ ვიძინებ და რამე ხომ უნდა ვაკეთო. თვალები დავხუჭე, იქნებ ჩამეძინოსთქო და მერე გამახსენდა რამდენი დედლაინი მაქვს რომ ჩავალ და ავფორიაქდი. ექიმთან ვიყავი, გადაღლილი ხარ და დასვენება გჭირდებაო, ამიტომ ტოტალური არდადეგები გამოვიცხადე რაც წესით 24 საათში უნდა დამთავრდეს – ვნახოთ, თუ მეყოფა ნებისყოფა და სამეცადინოდ დავჯდები. ეჭვი მაქვს, რომ არა. ისე უნდა ითქვას რომ უნივერსიტეტში გავიგე რას ნიშნავს პროკრასტინაცია ( ითქმის რო ქართულად?). მოკლედ ესე.

კარგ უნივერსიტეტში ჩავაბარე, შუაგულ ლონდონში. მოხვედრა ძალიან რთული არ არის, მაგრამ არც მარტივია, ამიტომ ასე თუ ისე, ჭკვიანი ხალხი სწავლობს ( და მე! oh yeah). უკვე მეორე კურსზე ვარ, ასე რომ ცოტა შევეჩვიე იქაურობას.

ჩემი დაკვირვებით, ოთხი კატეგორია არსებობს სტუდენტების (attention: განზოგადება ცუდია, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა, რა თქმა უნდა ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ერთ ქვაბში ვერ მოხარშავ და ა.შ მაგრამ ეს პოსტი მოითხოვს რომ დავყო 😀 ):

1. ძალიან მეცადინე სტუდენტები, ბიბლიოთეკიდან რომ არ გამოდიან, ძირითადად საუბრის დროსაც ისე რომ გელაპარაკებიან თითქოს თეზისს წერდნენ რეფერენსებით. შთაბეჭდილება მაქვს რომ არ იციან რა არის ძილი. ყველას ერთ ქვაბში მანდაც ვერ მოხარშავ, ზოგი საინტერესო და fun არის, ზოგს უბრალოდ ხმას არასდროს არ სცემ.

2. პოპულარული სტუდენტები – გარეგნულად კიმ კარდაშიანები ან ძალიან ფეშონისტები, ესენი ყოველ პარასკევ/შაბათს დადიან კლუბში, ოღონდ ბასიანის ტიპის არა, უფრო ალბათ ლონდონურ სენატში – პოსტავენ 2329 ფოტოს სნეფჩეთის ფილტერით, ცეკვავენ დრეიკის სიმღერებზე, მაგრამ მეცადინეობენ. სტერეოტიპულად თუ სნეფჩეთის ფოტოებს შეხედავ, გეგონება რომ თავში არაფერი აქვთ, თუმცა ცოტა საუბრის მერე, ხვდები რომ ჭკვიანი ბავშვები არიან. ნუ, უმეტესობა.

3. ო, ეს უცნაური კატეგორიაა, კომუნისტი მეამბოხე სულები. ძირითადად სახლებში იკრიბებიან რადგან ლონდონი კაპიტალიზმის ბუდეა და სიძვირეა. ტვინი მიაქვთ ლექციების დროს ვითომ ჰუმანიზმით და დამახინჯებული ფაქტებით, არიან ზე-სენსიტიურები და ტვინს გიბურღავენ. გახვეულ სიგარეტებს ეწევიან და თან, მთელ დასავლეთს ლანძღავენ არადა UCL-ში სწავლობენ. უყვართ მარქსი და ლენინი. ესენი ძირითადად მალე გაბეზრებენ თავს.

4. მეოთხე კატეგორია ვარ მე. ვცადე კლუბები, მართლა ძალიან ვეცადე რომ მომწონებოდა დრეიკი, ვცადე ბიბლიოთეკაში ღამის თენებაც ან დილით 8ზე მისვლა, არ მომეწონა არცერთი და შედეგად, დაკარგული სული დავდივარ უნიში. მეამბოხე სულების ვერაფერი ვერ გავიზიარე გახვეული სიგარეტის და ცოტა ბომჟური ჩაცმის გარდა. ძირითადად სახლში ყოფნა მიყვარს, სერიალებს ყურება, კარგად დაგეგმვა მეცადინეობის, მაგრამ ამ გეგმის არ დაცვა და მერე პანიკა, სეირნობა და თუ ვინმე საინტერესო სპიკერია ივენთზე იქაც მივდივარ ხოლმე. კიდევ რადგან დეიდაჩემთან ვცხოვრობ, ხშირად თეატრის, კონცერტების და კინოს ბილეთებს მყიდულობს და ეგრე “უფასოდ” ვერთობი ხოლმე. ჩემნაირი ხალხიც ვიპოვე უნიში და იმათთან ვმეგობრობ. სამეცადინო მართლაც რომ ბევრია ამ მეორე კურსზე და ამიტომ ნერვიულობით ვარ დაკავებული. ზოგჯერ უნივერსიტეტის ფართიებზეც დავდივარ მაგრამ ძირითადად, წყანარად სადმე ვახშამი ( ანუ მაკდოლადსში) მირჩევნია.

ლექციებს რაც შეეხება – საინტერესო ლექციებია, თუმცა ლექციებზე საინტერესო წასაკითხი მასალაა. გულწრფელად ვამბობ რომ რაღაცეების კითხვით ვერთობოდი და მომწონდა, მერე ფილოსოფია ავირჩიე და მანდ შემერყა სიყვარული, თუმცა I’m trying to solve that issue. ლექტორები ზოგი კაია, ზოგი ისე რა, ზოგი კი საერთოდ, 1% ითაც კი არა. მაგალითად, ჩემი რუსული პოლიტიკის ლექტორი, რომელსაც ახალი მარგალიტი დაუდია წინა კვირას – სტალინს 6000 ადამიანი ჰყავს მხოლოდ მოკლულიო. მაგ კაცს აუცილებლად გავაჩუმებ ოდესმე.

რაც შეეხება ქალაქს – ლონდონის მინუსი ისაა რომ დიდია და ტრანსპორტი ძვირია, როგორც სხვა ყველაფერი, საჭმლის გარდა. სასურველია რომ უნივერსიტეტთან ახლოს ცხოვრობდეთ თორე ჩემსავით თქვენი მთლიანი ფული ტრასნპორტში წავა, რომელიც btw ძალიან სწრაფი და კარგად დაგეგმილია. კიდევ ცუდი ამინდებია ( ცუდი ამინდი სიცივეს არ ნიშნავს), ძირითადად სასწავლო პერიოდში სულ ღრუბელია, წვიმით ბევრს არ წვიმს, არც ცივა ძალიან, მაგრამ სტაბილურად ოქტომბრიდან მაისამდე ერთი ქურთუკი მაცვია, რომელიც მაისში მინდა რომ დავხიო და დავწვა ხოლმე. ყოველ დილით ნაცრისფერი ცით გაღვიძება მე დეპრესიულს მხდის, მაგრამ ეგეც ადამიანს გააჩნია. ზოგჯერ მზეც ანათებს ხოლმე 5 წუთით. სიძვირეს რაც შეეხება, მე მიყვარს ფულის ორგანიზება, რას რაში დავხარჯავ უნდა ვიცოდე თუმცა ვახერხებ და თვის ბოლოს სულ უფულოდ ვრჩები ხოლმე. ეხლა ლარი რომ გაუფასურდა, სამსახურებში დავაგზავნე CV, ვნახოთ იქნებ გავამდიდრო ფუნტებით ოჯახი. უი და კიდევ, ამერიკულ ფილმებში რომ კამპუსებია, ეგ ლონდონს არ აქვს – ნუ ჩემს უნივერსიტეტს. შუა ცენტრშია, ბევრი შენობაშია გადანიწილებული და სტუდენტური აურა არ იგრძნობა.

თუმცა, რაც არ უნდა ვიწუწუნო, ვაკრიტიკო და თავბედი ვიწყევლო რომ ჩემს საფრანგეთში არ დავრჩი, მაინც ძალიან მაგარია. სულ გაქვს განცდა რომ რაღაც მნიშვნელოვან ადგილას, მნიშნვნელოვან საქმეს აკეთებ და ძალიან კარგი გამოცდილებაა ესეთ ცენტრში ცხოვრება. მთავარ ქუჩებზე სულ ბევრია ხალხია, ყველას სადღაც ეჩქარება, გგონია რომ ერთი პატარა რობოტი ხარ ამ დიდ მანქანაში, მაგრამ მომენტებში ხვდები რა კარგია იქ ცხოვრება და რამხელა და რამდენი opportunities არის გარშემო – ნებისმიერი პროფესიის და ინტერესის ადამიანი გაერთობა და ნახავს იმას რაც უნდა, იმიტომ რომ სულ რაღაც ხდება ამ უზარმაზარ ქალაქში. ჰოდა დაღლილი, 8923 კილომეტრიან საცობში, ავოტბუსში გალუმპული და მიჭყლეტილი რომ ვარ სულ მაგით ვიმშვიდებ თავს.
ჩემს სტუდენტობას რაც შეეხება, შეიძლება საყვრელი პერიოდი არ იყოს, დაკარგული ვიყო და არანაირი სამომავლო გეგმები არ მქონდეს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მნიშნველოვანი პერიოდია ყველა მხრივ და მიხარია რომ ამ მნიშნველოვან და გადამწყვეტ, ცოტა საშიშ პერიოდს ამ ქალაქში ვატარებ.

Advertisements

3 thoughts on “სტუდენტობა

  1. ეს მეორე კომენტარი ყველა შემთხვევაში უნდა წაგეშალათ :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s