სქესობრივი განათლება სკოლებში

” ქართველი ერი არ დაცემულა მაგ დონემდე”

ესე უპასუხა 20 წლის გოგომ გამოკითხვას: ”უნდა ისწავლებოდეს თუ არა სქესბორივი განათლება სკოლებში? ”

საბედნიეროდ ეს გოგო, ამ ტელეგამოკითხვაში უმცირესობაშია, უმრავლესობა კი თვლის რომ სქესობრივი განათლება აუცილებელია. მეც ვფიქრობ, მოზარდმა უნდა იცოდეს რომ ბავშვი წეროს არ მოჰყავს და კომბოსტოში არ ჩნდება, უნდა იცოდეს როგორ დაიცვას თავი სქესობრივი აქტის დროს რომ აბორტი, დაავადებები და არასასურველი ორსულობა რომელიც ხშირად დაქორწინებით მთავრდება – თავიდან აირიდოს. 2012 წლის UNFPA-ს მონაცემებით, დაქორწინებული ქალების  14% თხუტმეტიდან ცხრამეტ წლამდე გოგონებია, ჩემი დაკვირვებით ხშირად არა სიყვარულით არამედ აუცილებლობითაა განპირობებული, რაც რა თქმა უნდა საზოგადოების დიდი პრობლემაა.

სტრასბურგში მეცხრე კლასიდან, მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მასწავლიდნენ როგორ ისახება ბავშვი, რა ცვლილებებია სქესბორივი აქტის დროს, რამდენაირი კონტრაცეფტივი არსებობს და რა არის აბორტი. ეს თემა ეროვნული გამოცდის ნაწილია  – მახსოვს შარშან ბევრი ვიწვალე ჰორმონების გარჩევაში. ერთხელ ცნობილი სექსოლოგი მოვიდა და ლექცია ჩაგვიტარა, ბოლოს, პაციენტებზე მოგვიყვა, ერთერთი მათგანი შეშინებული მისულა – მაროკოში ყოფნისას, აქლემზე არასწორედ დავჯექი და როგორ ფიქრობთ ქალიშვილი ვარო? მთელი დარბაზი იცინოდა. რამდენჯერ შეგხვედრია ფორუმებზე გოგოები, აბსურდულ კითხვებს რომ სვამენ ” შეყვარებულმა მაკოცა და გამეხახუნა, თქვენი აზრით, არის შანსი ორსულად ვიყო?”  რა თქმა უნდა სასაცილოა რადგან აბსურდია, თუმცა როგორც ყოველთვის აქაც, უცოდინრობა და ინფორმაციის ნაკლებობა დიდ პრობლემას ქმნის, ხოლო იმისთვის რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას, სკოლაშივე უნდა ისწავლოს მოზარდმა რომ კოცნით და ხახუნით ვერავის დააორსულებს, აქლემზე დაჯდომით კი ქალიშვილობას ვერ დაკარგავს.

საფრანგეთში სქესბორივი განათლება ძალიან ბევრ რამეს მოიცავს და დეტალურად ასწავლის მოსწავლეებს რა არის სექსი, აბორტი და კონტრაცეფცია. სიმართლე გითხრათ ბიოლოგიის მასწავლებელი პრეზერვატივებით და აბებით რომ მოდიოდა სკოლაში და გვასწავლიდა რა ფუნქციებს ასრულებდნენ – ყველა, განსაკუთრებით ბიჭები ბევრს იცინოდნენ. 15 წლის რომ ვიყავი, კონფერენციის შემდეგ პრეზერვატივები დაგვირიგეს, სახლში რომ მოვედი, გაოცებული ვუყვებოდი დეიდაჩემს – ნახე რა მაჩუქესთქო. ბევრი რამ მასწავლებელზეც არის დამოკიდებული, მნიშვნელოვანია როგორ მიაწოდებს ინფორმაციას მოზარდს და რაც მთავარია როგორ უპასუხებს მის დასმულ შეკითხვებს – მოსწავლეს არ უნდა ეუხერხულოს და არ უნდა შერცხვეს, ეს მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს.საქართველოში კი ეჭვი მეპარება მასწავლებელმა რომელიც მთელი დღე, შენი სურვილის მიუხედავად გაურკვეველ მორალს გიკითხავს და ლურჯად შეღებილ თმებზე გეჩხუბება, ნორმალური პასუხი გაგცეს. სამწუხაროა ის,  რომ კვალიფიციური მასწავლებლები უმცირესობაში არიან. საფრანგეთში ფაქტია რომ ამდენმა სწავლმა და სწორმა მიდგომამ შედეგი გამოიღო – ჩემს გარშემო არვიცი მეგობარი რომელიც დაუცველ სექსზე თანახმაა. საქართველოში, სამწუხაროდ, გამიგია რომ ხშირად ძველ მეთოდებს მიმართავენ, შედეგად კი 18 წლის ორსულ გოგოებს ვიღებთ ხოლმე. სკოლა ამ შემთხვევაში გეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, გიხსნის რამხელა პასუხისმგებლობაა ბავშვი ყოლა და რამხელა  რისკებთან არის დაკავშირებული დაუცველი სექსი, თუმცა ძალიან რთულია სკოლამ გასწავლოს ის, რასაც სახლში გიმალავენ.

ჰო რა თქმა უნდა, საზოგადოება სექსზე ღიად არ საუბრობს – არვიცი რატომ, შეიძლება რელიგიის გამო, შეიძლება პირადი კომპლექსების. მიზეზი არვიცი, თუმცა ფაქტია რომ ხშირ შემთხვევაში მშობლებს, ნათესავებს ვერ გაუზიარებ ამ თემასთან დაკავშირებულ კითხვებს, განსაკუთრებით მაშინ თუ 15 წლის გოგო ხარ – ბევრი იფიქრებს რომ რადგან კითხვები გაწუხებს, გარყვნილი ხარ, რადგან სექსით ინტერესდები, მსუბუქი ყოფაქცევის ადამიანი. საზოგადოებაში დამკვირდებულია სექსთან დაკავშირებით ტრადიციები – გოგო დაქორწინებამდე ქალიშვილი უნდა იყოს, ხოლო 13 წლის ბიჭს პირველ სქესობრივი აქტი პროსტიტუციის გზით უნდა ჰქონდეს. თავისთავად ადამიანის არჩევანის საკითხია ქორწინებამდე ექნება თუ არა სექსი, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს და რაც მთავარია, არჩევანში თავისუფალი უნდა იყოს. ყველაზე სამწუხარო კი ის არის რომ, ბიჭს რომელსაც აქამდე ეუბნებოდნენ რომ კომბოსტოდან გაჩნდა, ოჯახის ნათესავს მიჰყავს ხოლმე სექსმუშაკებთან და მერე ამაყობენ რომ მათი შვილი ”დაკაცდა”. რა ვქნა, მე საერთოდ არ მესმის ეს წესი და ვფიქრობ რომ სამარცხვინოა. სხვის სექსუალურ ცხოვრებაში ცხვირს არ ვყოფ მაგრამ ჩემთვის უფრო მისაღებია მოზარდს შეყვარებულთან ჰქონდეს პირველ სქესობრივი აქტი და იყოს ინფორმირებული, ვიდრე ადამიანთან რომელსაც არც იცნობს, არც უყვარს და შეიძლება არც მოსწონს – იქიდან გამომდინარე რომ პროსტიტუცია ლეგალიზებული არ არის, ეს საშუალებაც ბევრ რისკთან არის დაკავშირებული, როგორც მაგალითად სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან, მაგრამ ამ თემას არ გავაგრძელებ, შორს წაგვიყვანს. საფრანგეთში, ორგანიზაცია არსებობს სადაც არასწრულწლოვნებს შეუძლიათ ანონიმურად, მშობლის გარეშე და უფასოდ გამოკვლევები ჩაიტარონ, გინეკოლოგთან მივიდნენ და კონტრაცეფტივი დაენიშნოთ, აბორტი გაიკეთონ და ფსიქოლოგიური დახმარებაც მიიღონ როდესაც გარშემო არავინ ჰყავთ.

საზოგადოება რომელიც ასეთი დახურულია, გინეკოლოგები რომლებიც რჩევის მაგივრად, გკიცხავენ რადგან 18 წლის ასაკში არ ხარ დაქორწინებული, მაგრამ გქონია სექსი და გინდა გადამოწმო რომ ყველაფერი რიგზეა, მშობლები რომლებსაც ამ თემაზე ვერც დაელაპარაკები და არაპროფესიონალი მასწავლებლები რომლებიც წითლდებიან და როგორც ჩემმა მეგობარმა მითხრა ” ამ თავს გადაახტებიან” ხოლმე – ეს არის დღევანდელი სურათი, ჰოდა რა უნდა მოხდეს რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს არვიცი, თუმცა აუცილებელია რომ შეიცვალოს. ფაქტია რომ საქართველო, მსოფლიოსთან ერთად ვითარდება, ფაქტია რომ დღევანდელი ახალგაზრდები უფრო თავისუფლები არიან, უფრო მეტ ინფორმაციასთან აქვთ წდომა, ისიც ფაქტია რომ მოზარდებს უფრო მეტი სექსი აქვთ, ვიდრე 30 წლის წინ, შესაბამისად ლოგიკურია მინიმალური განათლება მაინც მიიღონ რომ არასასურველი ორსულობები, დაავადებები და ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები თავიდან ავირიდოთ. არგუმენტი ” მე არ მისწავლია სკოლაში ეგ საძაგლობა, მაგრამ ნახე 6 შვილის დედა ვარ” გაცვდა. მოზარდებს სექსი აინტერესებთ, უნდა ქართველ ერს ეს თუ არა.

Advertisements

2 thoughts on “სქესობრივი განათლება სკოლებში

  1. შეგეცი შე ყლეო

  2. “ძალიან რთულია სკოლამ გასწავლოს ის, რასაც სახლში გიმალავენ” მშვენიერია !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s