ინერცია

ბოლოს ბლოგ-პოსტი როდის დავწერე, აღარც მახსოვს. მეთორმეტე კლასში გადავედი, სამეცადინო თავზე საყრელად მაქვს მაგრამ არ ვწუწუნებ – ეს ალბათ არაფერია იმასთან შედარებით რაც წინ მელოდება, თან მომწონს ეს საქმიანი როლი – ესე მგონია გავიზარდე 😀 , კიდევ ერთხელ მიხვდი რამდენს გმატებს სკოლა, განსაკუთრებით ბოლო კლასი ( რა თქმა უნდა, სპორტის გარდა ) და კმაყოფილი დავდივარ აქეთ-იქით თან ნახევრად მძინარე, რადგან ძილი არ მყოფნის. თემებს ვწერ ბევრს, უბრალოდ ისეთებს არა რომ თქვენ დაგაინტერესოთ, თორემ აქაც დავდებდი, ზოგჯერ მე თვითონაც ვეღარ ვხვდები რამე აზრი დევს თუ არა. რა ვიცოდი მე რომ ეკონომიკურ- სოციალურ მეცნიერების არჩევისას, მაინც ამდენი ლიტერატურული ანალიზებს გაკეთება მომიწევდა – ერთ მხრივ კარგია ინგლისურს ვავარჯიშებ, მეორე მხრივ დამღლელია – ზოგჯერ ისეთ რაღაცეებს ჩაწვდება ხოლმე მასწავლებელი, ავტორს რომ არც გაუფიქრებია, მაგრამ რას ვიზამთ – ყველა ლიტერატურის მასწავლებელი ვისაც თავის საქმე უყვარს, ეგეთია 🙂

მალე თბილისში ჩამოვდივარ, მიხარია რომ ვნახავ ჩემს ოჯახს და ირაკლის, თუმცა ვხვდები რომ  მანდ ჩამოსვლის სურვილი ნელნელა მეკარგება და გული მწყდება რადგან მართლა ძალიან მიყვარს თბილისი  – არაფერი აღარ ხდება, სულ ერთი და იგივე სცენარი მეორდება ყველგან – აღარ მსიამოვნებს კონცერტებზე სიარული, ვიცი რომ იქაც ჩხუბი მოხდება, აღარ მსიამოვნებს გარეთ გასვლა – იქ ვიღაც დაბოღმილი სახით რაღაცას მოგაძახებს. რა თქმა უნდა ყველა ესე არ იქცევა, უბრალოდ ძალიან დიდია იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც მხოლოდ შური და ბოღმა ამოძრავებთ. არასდროს მოქმედებდა ეგ ჩემზე, ყოველთვის გახარებული დავდიოდი ქუჩაში იმ იმედით რომ ოდესმე ეს შეიცველებოდა, მერე გამოკითხვებს რომ ნახულობ ოჯახურ ძალადობაზე და მოსკოვში კონცერტზე, 40 000- ჯერ რომ ადამიანს ეკამათები და მაინც მკვლელს გეძახის, ავტობუსში ადგილს რომ უთმობ და ღიმილის ნაცვლად მაინც უკმაყოფილო ჯდება, გამარჯობას რომ არავინ გეუბნება – მინდა თუ არა, ცუდ ხასიათზე მაყენებს, თან რაღაც მხრივ მესმის მათი, ამდენი ხანი ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრობდნენ, უჭირდათ და ესეთ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ, ეხლა კი ვეღარ შეიცველებიან. ახალგაზრდების კი საერთოდ არ მესმის – ინტერნეტთან და ინფრომაციასთან წვდომა რომ გაქვს და მაინც ეგეთი პრიმიტიული ხარ, ბევრ კითხვას ბადებს. ( ყველას კი არ ვგულისხმობ)

გუშინწინ ფბ-ს ვსქროლავდი და სტატუსი შემხვდა, ერთმანეთს ეკამათებოდნენ აღარც მახსოვს რა თემაზე. ცუდია რომ საკმარისად მყარი პრინციპები არ გააჩნიათ რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება დაასაბუთონ – ვიღაცასიგან გაიგეს რომ სწორია და ეგრე უნდა იყოს, მერე ეკითხები რატომ? პასუხი კი არ არის. ინდივიდულიზმის ნაკლებობაც ჩანს – ყველა ერთმანეთს ბაძავს, ერთნაირად საუბრობს, ერთ აზრზეა თუმცა არ იციან რატომ და ა.შ – ეს ხომ ზედაპირულობის ნიშანია. ეს პრობლემა მარტო საქართველოში არ არსებობს, ყველგან არის მცირე დოზებით, უბრალოდ სამწუხაროა რომ აქ ეს ესე ჩანს – არაუშავს რომ სხვანაირად გეცვას, არც ის უშავს რომ სხვანაირად ფიქრობდე. განსხვავებულობა კარგია – მგონია რომ ეს ბევრს არ ესმის. სიმართლე გითხრათ, 13-14 წლის ასაკში მეც მქონია ეგ პრობლემა – არ ვამბობდი ყველაფერს ხმამაღლა სკოლაში რომ თეთრ ფურცელზე მე შავ წერტილად არ გამოვჩენილიყავი. მერე არვიცი რამ მიმახვედრა, აქ წამოსვლამ თუ გაზრდამ რომ ეს ყველაფერი სისულელეა ხოლო თავის შეზღუდვა არასწორი. მგონია რომ რაც უფრო თავისუფალი ხარ, მით უფრო ვითარდები და კარგად გრძნობ თავს.

ისეთი შთაბეჭდილები მრჩება რომ არაფერი აღარ ხდება საინტერესო, ან შორიდან მე ვერ ვხედავ – არც კარგი და არც ძალიან ცუდი – სულ ერთი და იგივე ადგილას ვართ გაჩერებულები და აღარც ვმოძრაობთ. ჰოდა შორიდან ესე ჩანს, ახლოდან, რომ ჩამოვალ მერე დავწერ. ერთი ორი რამ მახსენდება, მაგალითად მოსკოვში რომ წავიდა ჩვენი ელიტა თბილისობაზე – იმდენი კომენტარი გაკეთდა მე რა უნდა ვთქვა ახალი – ვიღაცამ დაწერა ფბ-ზე ჯერ მარტო თბილისობა მოსკოვში რა უცნაური სიტყვათა შეთანხმებაო, ჰოდა მართლა ვის დაებადა ეს იდეა ვერ ვხვდები – თუ ვინმეს ლელას და ნინის მოსმენა უნდოდა ჩამოსულოყო თბილისში. მაგაზე უარესი კი ის იყო, თავის გამართლება რომ დაიწყეს ფბ-ზე, კარგი ადამიანები ვართო. მე კიდევ რა ვქნა, არ მესმის, რუსეთში ჩასვლის შემდეგ, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს , რანაირად ხარ კარგი ადამიანი. სირცხვილია მაგრამ მათი არჩევნია – ჩვენ მხოლოდ გამიჯვნა შეგვიძლია.
ყველაზე ცუდად რამაც იმოქმედა ალბათ სანდრას გამოსვლა იყო – ყურებამდე აწითლებული ვიჯექი, კომენტარების წაკითხვისას კი ძალიან გავბრაზდი და უსამართლობის გრძნობა გამიჩნდა. სხვა რამეზე მიუთითებს ის რომ სანდრას, ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული და ჩვენ უმადურებივით ვიქცევით, თუმცა უფრო გულდასაწატყვეტია ის რომ ცოლს და ქმარს ერთი ქვაბში ვხარშავთ. მესმის გეზიზღებოდეს ნაციონალური მოძრაობა, ზევიდან მოყოლებული მიშაც, მაგრამ სანდრა ამ შურისძიების პროცესში მხოლოდ იმიტომ მოყვა რომ მიშას ცოლია და ეს არასწორი და სამარცხვინო საქციელი მგონია.
სხვა რა მოხდა? აჰ ჰო, ბიძინამ ახალ გადაცემას ვიწყებო. რამდენჯერ დაგვპირდა და იმედები გაგვიცრუა – სულ ეგრე გვატყუებს. ნეტა ის როდის დაიწყებს საინტერესო ეგოცენტრული აზრების გადმოფრქვევას ხოლო მისი ფანები დაშეარებას. კრიმინალი ისევ მატულობს, მაგრამ არავის აღარ უკვირს – უკვე დღის ნაწილი გახდა. პოლიცია კი ისევ უმოქმედოა. ღარიბაშვილი არ შემიმჩნევია დიდი ხანია და ნეტა როგორ არის საინტერესოა.

მოკლედ, ყველაფერი ისე მხვდება როგორც დავტოვე, საინტერესო და ახალი კი იშვიათად გამოერევა ხოლმე fb-ს. ზოგს აროგანტული მოგეჩვენებით უბრალოდ პატარაობისას მომწონდა თუ არ მომწონდა, ყოველ ჩამოსვლისას ცვლილებას ვხედავდი, მაშინ ყურადღებას სხვა რამეს ვაქცევდი მაგალითად განათებულ, გალამაზებულ ქალაქს, ეხლა კი ისეთი შეგრძნება მაქვს რომ 2012-ის მერე ტბასავით ვდგავართ. რა თქმა უნდა მიკერძოებული ვარ – იმ ცვლილებებში ჩემი ოჯახის წევრებიც ჩართულები იყვნენ და საკუთარ თავს მოვატყუებ რომ თქვა ობიექტური ვართქო, უბრალოდ საინტერესოა ის, რომ ვინც ობიექტურია და  ვისაც არავინ ჰყოლია წინა ხელისუფლებაში, იმასაც კი ჩემნაირი განწყობა აქვს, ყველაფერი ეს კი მაფიქრებს რომ არ ვცდები.
საწყენი და მოსაბეზრებელია – მე კი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მართლა განვიცდი როდესაც მეუბნებიან რა სირცხვილია საქართველოში რაც ხდებაო. მაინც მგონია რომ ეს ყველაფერი შეიცვლება უბრალოდ როდის, არვიცი. თუმცა სანამ ჩამოვალ, ჯობია გავაგრძელო ჩემი ფილოსოფიის მასწავლებლის მოსმენა, მემგონი მარქსისტია თუმცა ღიად თქმის უფლება არ აქვს. გუშინ საყოველთაო დაზღვევაზე ვეკამათეთ და კვირას სამუშაო საათებზე – მე კიდევ ხმა რატომ მიკანკალდება კამათის დროს არ მესმის – უნდა გადავეჩვიო თორემ არადამაჯერებლად ვჟღერ, თან ვერაფერი ვერ გავიგე ფილოსოოფის, ყველა სიტყვას სხვანაირ მნიშვნელობა აქვს და ასე მგონია ფრანგულს თავიდან ვსწავლობ. მალე უნივერსიტეტებშიც ვაგზავნი საბუთებს და ერთი სული მაქვს როდის მომივა პასუხი – მუცელეში ის ნერვული ბურთი დღიდითღე იზრდება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s