მშობლები, აღზრდა და ინფანტილური სრულწლოვნები

ერთი კვირის წინ მე და ჩემი მეგობრები ვლაპარაკობდით მშობლებთან ურთიერთობაზე, ყველამ მითხრა ზედმეტად გულწრფელი ხარ, რაღაცეები რომ დაუმალო და გაურფთხილდე აჯობებსო- მე არ დავეთანხმე. მიუხედავად იმისა რომ ეს გულწრფელობა ყოველთვის მომგებიანი არ ყოფილა ჩემთვის, მაინც ვთვლი რომ მაგან განაპირობა ის რაც დღეს მაქვს – მათი ნდობა და თავისუფლება. 15 წლამდე რამდენიმეჯერ მომიტყუებია სად ვარ, ვისთან ერთად და ა.შ ( დედა, მამა, თუ კითხულობთ, მაპატიეთ 😀 ) მერე მივხვდი რომ მათი მიდგომიდან გამომდინარე, არ მჭირდება ტყუილი. ცხადია, რომ ყველაფერი დამოკიდებულია მიდგომაზე – ის თუ რა ურთიერთობა აქვს შვილს მშობლებთან და ის თუ როგორ ადამიანად ყალიბდება ეს შვილი. ვფიქრობ ამ ქვეყანაში აღზრდის პრობლემა გვაქვს, რაც თავისუფლების დეფიციტმა გამოიწვია.

მაგალითად,  საქართველოში და არა მარტო აქ (თუმცა აქ უფრო ხშირად) 18 წელი და სრულწლოვანება არაფერს ნიშნავს ზოგიერთი მშობლისთვის. გავიხედ-გამოვიხედები ხოლმე გარშემო და სულ იმას ვხედავ როგორ უხეშად ერევიან მშობლები სრულწლოვანი შვილის გადაწყვეტილებებში – ისინი არ აძლევენ იმ თავისუფლებას რომელიც მას ეკუთვნის, თუნდაც კანონით. ის მიდგომა რომ 23 წლის გოგოს ცალკე ცხოვრება მშობლების უპატივცემლობაა  თუ დაქორწინებული არაა და ის რომ 25 წლის ბიჭს არ შეუძლია მამამისის გარეშე ნაბიჯი გადადგას – ჩემთვის ძალიან არასწორია. 18 წელი აქვთ იმისთვის რომ აქტიურად ჩაერიონ ჩვენს ცხოვრებაში, მიიღონ ჩვენს მაგივრად ან ჩვენთან შეთახნმებით გადაწყვეტილებები და გაგვზარდონ ისე, როგორც მათ უნდათ – 18 წელი. ამის შემდეგ, დამოუკიდებლად უნდა შევძლოთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება რომელიც მათთვის მისაღებია, მათი ჩარევის გარეშე ( რჩევას არ ვგულისხმობ). თუმცა, რომ არ იყოს არც ეგ მიმაჩნია ტრაგედიად – ყოველთვის ამას მიხსნიდა დედაჩემი  და ყოველთვის  100 %-ით ვეთანხმებოდი.

პრობლემაა ისაა რომ ამ 18 წლის განმავლობაშიც არასწორედ უდგებიან შვილის აღზრდას – ყველამ როგორც უნდა ისე გაზარდოს საკუთარი შვილი, არავის არაფერს არ ვასწავლი უბრალოდ რაც მაკვირვებს იმაზე ვწერ. თავისუფლებაზე ვლპარაკობდი – რამდენი დედა და მამა ვიცი რომელიც არანაირ დამოუკიდებლობას არ აძლევს შვილს. 16 წლის გოგოს რომ დასდევ უკან და ეჩხუბები რომ სამეცადინოდ დაჯდეს, ჭამოს, ოთახი დააალაგოს და ა.შ, ისევ მშობლის ბრალია – 16 წლის გოგო თავისით უნდა ხვდებოდეს რომ კარგი ნიშნები, მეცადინეობა, ახალი ამბების წაკითხვა, მოძიება, სწავლა და ა.შ საჭირო და უმეტესს შემთხვევაში საინტერესოა, 16 წლის გოგო იმხელაა რომ თავისით უნდა ხვდებოდეს როდის შია, როდის დაალაგოს და რა ჩაიცვას. ოჯახში ყველა ერთნაირ ფასეულობებს იზიარებს, ყველას ერთი რელიგია აქვს, ერთნაირი პოლიტიკური ხედვა და ა.შ – ეს ბუნებრივია და ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, უცნაური კი ის არის რომ როდესაც ეს, ესე არ ხდება და მაგალითად შვილს არ უნდა ბავშვის მონათვლა, არჩევნების სხვას აძლევს ხმას და ა.შ – ოჯახურ ტრაგედიად აღიქმება ხოლმე. ვფიქრობ საქართველოში მიუღებელია ის რომ ოჯახის წევრს განსხვავებული აზროვნება და ხედვა ჰქონდეს – სტრასბურგში მაგალითად, ჩემი მეგობრის ძმები ათეისტები არიან, დამ თვითონ გადაწყვიტა რომ კათოლიკე ყოფილიყო როდესაც ბიბლია წაიკითხა, დედა პროტესტანტი, მამა კი კათოლიკეა. პოლიტიკას რაც შეეხება ძალიან სასაცილო ოჯახია – საარჩევნო პროგრამების წაკითხვის შემდეგ ყველა სხვადსხვა პარტიას აძლევს ხოლმე ხმას, ერთი ეკოლოგიას რომ იცავს, მეორეს სოციალიზმი რომ ხიბლავს და ა.შ – ამაში ვერანაირ პრობლემას და დრამას ვერ ხედავენ და ჰარმონიულად ცხოვრობენ – მშობლები აძლევენ არასრულწლოვან შვილს იმდენ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას რომ საკუთარი აზრი გააჩნდეს და თვითონ გადაწყვიტოს რისი სწამს. აქ, ტიპიური ქართული  მიდგომის შემდეგ რა გასაკვირია რომ შებოჭილი მოზარდი რომელიც საკუთარი თავის დამკვიდრებას ცდილობს, როგორც კი თავისუფლებას მოიპოვებს – ან უპასუხისმგებლოდ ეპყრობა, არ იცის ზომა და ზღვარი, ან მშობელს ატყუებს. მე მირჩევნია რაღაც საკითხებში კომპრომისზე წავიდე და გულწრფელი ვიყო, მშობლებთან უფრო მეგობრული ურთიერთობა მქონდეს და ეს გულწრფელობა საბოლოოდ დამიფასდეს.

თუმცა, საქართველოში ძნელია მშობლებმა თავისუფლება მისცენ შვილებს როდესაც თვითონ არ გააჩნიათ ეს – კი მაგრამ, როგორ გაუშვას მამამ 20 წლის გოგო შეყვარებულთან ერთად საცხოვრებლად, რას იტყვიან მეზობლები? არ ჯობია ეს გოგო ცოლად მოიყვანოს და როგორც ცოლ-ქმარი ისე გადავიდნენ? მერე რა რომ ჯერ მხოლოდ 20 წლისები არიან, სამაგიეროდ სასირცხვილო არაფერი იქნება და ოჯახის რეპუტაცია არ შეილახება -_- როგორ უნდა ვიყოთ თავისუფლები როცა საკუთარ სიამოვნებაზე მეტად, ის გვანაღვლებს რას იტყვის/ იფიქრებს სხვა?  ეს 20 წლის გოგოც რა თქმა უნდა მამამისს უჯერებს და ისე აკეთებს როგორც ის იტყვის – მოწონს დაქორწინების იდეა და ერთგვარი თავისუფლება მშობელბისგან.

ასეთი აღზრდის შედეგად ვიღებთ ხოლმე ინფატილურ სრულწლოვნებს რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად პატარა ნაბიჯის გადადგმაც კი, რომლებიც სულ მშობლების იმედზე არიან, არ გააჩნიათ საკუთარ აზრი, მყარი არგუმენტებით და ა.შ. ვფიქრობ ეს უნდა შეიცვალოს, და უნდა შეიცვალოს რაც შეიძლება მალე, მალე უნდა მიხვდნენ მშობლები იმას რომ შვილის დახურულ სივრცეში გაზრდას  არაფერი კარგი არ მოაქვს, იმას რომ განსხვავებული და თავისუფალის მიღება ტრაგედია არ არის, იმას რომ დამოუკიდებლობა საჭირო თვისებაა ცხოვრებაში, და კიდევ იმას რომ სიტყვა სრულწლოვნებას თავისი განმარტება აქვს, 18 წელი კი უბრალო რიცხვი არაა. არ ვამბობ,  რომ მე, 2015  წლის 14 იანვრიდან იმას გავაკეთებ რაც მინდა, ისე რომ მშობლები არ გავითვალისწინო – მათ აზრს, ზუსტად იმის გამო რომ ესე გამზარდეს, ძალიან დიდი პატივს ვცემ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თუმცა ისიც ვიცი რომ დამოუკიდებლად აზროვნება შემიძლია და მაქვს უფლება ისე ვიმოქმედო როგორც მინდა – ეს ჩემს მშობლებს ესმით და დარწმუნებული ვარ ისე მოვიქცევი რომ არც მათ ვაწყენინო და არც საკუთარ თავს.

Advertisements

One thought on “მშობლები, აღზრდა და ინფანტილური სრულწლოვნები

  1. კატო გეთანხმები. ძალიან მიყვარს შენი ბლოგი, საქართველოს და საფრანგეთს რომ ადარებ ხოლმე 🙂 არ ვიცი, სხვაგან როგორაა, მაგრამ საქართველოში ძალიან რთულია 18 წლის ასაკში დამოუკიდებელი იყო. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოჯახი ბავშვობიდან მაძლევდა ძალიან დიდ თავისუფლებას. ძალიან ხშირად გაკვირვებიათ სხვა მშობლებს და რაღაც უცნაური გამომეტყველებით უთქვამთ, ესეთი პატარა და უკვე მარტო დადის ? შენხელა ბავშვს აზრს ვინ ეკითხება? საბედნიეროდ, მართლა მეკითხებოდნე და დღემდე ასეა. მგონი ყველაზე მტავარი მაინც ნდობაა და მეც, არასდროს (ნუ თითქმის:)) არ მჭირდება ტყუილი, რომ სადმე გამიშვან. სამწუხაროდ, ყველგან ასე არაა და ის, რომ ხალხის აზრს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე საკუთარს, კიდევ უფრო აიძულებს მშობლებს შვილები მათზე დამოკიდებულებად გაზარდონ და მერე 40 წლის კაცებმა დედის გარეშე ნაბიჯი ვერ გადადგან. შეყვარებულთან ერთად ცხოვრება ქორწილამდე ჩემი აზრით აუცილებელია, რომ კიდევ უფრო შეამციროთ შემდეგ განქორწინების შანსები, მაგრამ ეჭვი მეპარება საქართველოში ეგ ტრადიცია როდისმე დამკვიდრდეს, ყოველშემთხვევაში ჩვენი ცხოვრების პერიოდში გამორიცხული მგონია:))) პ.ს მგონი ძალიან ბევრი ვწერე :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s