ნინუცა დეიდა

ნინუცა უკვე 39 დღეა თბილისში წავიდა და მივხვდი რომ მარტო ცხოვრება არც თუ ისეთი იოლია, როგორიც მეგონა. ბაბუაჩემისგან განსხვავებით, ნინუცას ძალიან უყვარს როდესაც მასზე ვწერ, ამიტომ დარწმუნებული ვარ ეს პოსტიც მოეწონება და იტირებს, როგორც ყოველთვის.
ვინც არ იცით, ნინუცა ჩემი 25 წლის დეიდაა რომელსაც 3 წლიდან ვამწარებ. 12 წლიდან კი ამ საქმიანობას უფრო აქტიურად ვეწევი რადგან ერთად ვცხოვრობთ 45 კვადრატულ ბინაში – მხოლოდ ჩვენ.
ვჩხუბობთ ხშირად. ძალიან ხშირად. ზოგჯერ ის ყვირის. ზოგჯერ მე. ძალიან ექსტრემალურ სიტუაციებში, დედაჩემთან დარეკვით მთავრდება ხოლმე. ჩხუბის მერე ტირის. ყოველთვის თუ არა, უმეტესს შემთხვევებში. ერთხელ მაღაზიის გამყიდველს ეჩხუბა და შუა მონოპრიში ტიროდა.
უცნაური ხასიათი აქვს – ღამის ორ საათზე ვდგები, სამზარეულოში მივდივარ წყლის დასალევად; ფეხებში ნინუცა მეჩეხება, იატაკს აპრიალებს, ვეღარ მოვითმინეო მპასუხობს, მე ხმის ამოუღებლად ვბრუნდები ოთახში. კვირა დილით კი მტვერსასრუტით დადის – შენს ოთახს არ ვეკარებიო ამბობს, მაგრამ რადგან სახლი 45 კვადრატია ალბათ ხვდებით რომ დალაგების ხმა, მეზობელსაც კი ესმის. თვლის რომ არაესთეტიურად მძინავს, ამიტომ მაღვიძებს ხოლმე. მაღაზიაში, ტანსაცმელს რომ ვიზომავ, არ ერიდება იმის თქმა რომ არ მიხდება, თან შედარებების გაკეთება უყვარს, მაგალითად ” გადამზიდველის მხრები გაქვს” ან ” ეს კეტები არ მოგიხდება, წვრილი და გრძელი ფეხები უნდა”. ჰო გამახსენდა, საკუთარი თავი ყველაზე ლამაზი ჰგონია, სულ სარკის წინ დგას და ამბობს რომ ” საუკუნე შეეშალათ და ეს იშვიათი სილამაზე 20-იან წლებში უნდა დაბადებულიყო ”, მერე რომ დავცინი, ვხუმრობო იძახის მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ სერიოზულად ამბობს. თუმცა უნდა ითქვას რომ მართლაც ლამაზია – დიდი შუბლი აქვს და მწვანე თვალები, პატარა ცხვირი. და ჰო, ტუჩი არ აქვს მაგრამ ეს, როგორც ნინუცა ამბობს ”არისტოკრატული სილამაზეა” . ზოგჯერ ისტორიას ვუყვები და არ მისმენს, ზოგჯერ კი წუხდება და მაჩუმებს. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ძალიან საინტერესო პერსონაჟია დეიდაჩემი, რომელსაც მიუხედავად იმისა რომ ზოგჯერ საშინელებებს ვეუბნები, მაინც ბავშვობიდან მივლის, ანგარიშს უწევს ჩემს იმპულსურ ხასიათს, ნერვიულობს და ყურადღებას მაქცევს – ზოგჯერ როგორი თბილი ვარ.

ჰოდა ესე, ნინუცა 4 თვით თბილისში გადაბარგდა. მის წასვლას ბევრი პოზიტიური მხარე აქვს.

– თბილისიდან 1 მაისს ჩამოვედი და ჩემოდანი ისევ არ ამომილაგებია – ტანსაცმელს მაქედან ვიღებ, ვხმარობ, ვრეცხავ და მერე კარადაში ვდებ. ამოლაგების პროცესი იწელება, მაგრამ მე არ ვიღლები. თან არავინ ჩხუბობს.
ნინუცამ სცადა ტელეფონით ჩხუბი, მაგრამ ყველაზე კარგი იცით რა არის? ვუთიშავ და მერე ავიწყდება გადმორეკვა.
– სახლში სკოლიდან დაღლილი მოვდივარ, ჩანთას კართან ვაგდებ და ეგრევე დიდ ოთახში ვწვები, 20 წუთი ალბათ, რომ ”დავისვენო”. ზოგჯერ ფეხს მაგიდის ქვედა თაროზე ვდებ. მერე შეშინებული ვიღებ. მერე მახსენდება რომ მარტო ვარ და ისე ვდებ. მერე მრცხვენია და ვიღებ. თუმცა აქ მთავარი ისაა, რომ თავისუფლება მაქვს.
– კვირა დილით არავინ არ მაღვიძებს.
არავინ ჩხუბობს ოთახი დაალგეო.
ჭურჭელს როცა მინდა, მაშინ ვრეცხავ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, იმ დღეს კომპლიმენტი მივიღე – სახლი როგორი მოწესრიგებული გაქვსო.

ჰოდა ესე, მარტო ცხოვრება კარგია. ჩემმა კლასელებმა რომ გაიგეს, რა მაგარია სულ ფართის მოაწყობო. მერე ვუთხარი რომ არანაირი ფართის მოწყობის სურვილი არ მაქვს რადგან არ მიყვარს არეულობა ჩემს სახლში – გულდაწყვეტილები გაბრუნდნენ უკან. გვიანაც არ მოვდივარ, 1-მდე მტოვებდნენ გარეთ და ეხლაც ეგრე ვარ. თბილისში პირველი საათი უცბად 10 ხდება ხოლმე მაგრამ ამ ბოლო დროს თბილისშიც, ხშირი რეკვებით, 12-მდე მტოვებენ. მემგონი გავიზარდე.

მიუხედავად იმისა რომ პირველი ორი კვირა ბედნიერი დავრბოდი რა კარგია სახლში მარტო ყოფნათქო, 39 დღის შემდეგ მივხვდი, მის წასვლას ბევრი ნეგატიური მხარე აქვს:

-აქამდე ნინუცა მაღვიძებდა ყოველ დილით. ჩხუბით. ღრმა ძილი მაქვს. ეხლა:
7:00 საათზე. მირეკავს ბებო. მირეკავს ალიენორი. მირეკავს ირაკლი. მირეკავს კლარა. მირეკავს ბებო. მირეკავს ირაკლი. რეკავს მაღვიძარა. რეკავს თიკო. რეკავს ალიენორი.
არ ვიღვიძებ – არ მესმის.
7:30 წუთზეე. მირეკავს ბებო. მირეკავს ალიენორი. მირეკავს ირაკლი. რეკავს მაღვიძარა. მირეკავს თიკო
არ ვიღვიძებ – არ მესმის.
9:15 წუთზე. მეღვიძება. დავხედავ ტელეფონს – 930930 გამოტოვებული ზარი. დავხედავ საათს 10-ის 15 წუთი. ვურეკავ დედას ” აუ დედა. ჩამეძინა” ის მპასუხობს რომ ჩემი ნდობა არ შეიძლება მაგრამ ჩხუბით არ მეჩხუბება რადგან იცის – ღრმა ძილი მაქვს.

ნინუცა რომ აქ იყოს, გამაღვიძებდა. ჩხუბით მაგრამ გამაღვიძებდა. სკოლაშიც წავიდოდი და 390390-ე გაცდენა არ მექნებოდა.

-ტანსაცმელი უნდა გავრეცხო. სუფთა აღარაფერი დამრჩა. ვუახლოვდები სარეცხ მანქანას, ვყრი ტანსაცმელს. ვაგდეგ სარეცხ ფხვნილს. ვაყენებ 40 გრადუსზე. ვაჭერ დაწყებას. არ იწყება. კიდევ ვაჭერ. წითლად ინთება მაგრამ არ იწყება. კიდევ ვაჭერ – ჩაქვრა. ”გავაფუჭე? აუ”. კიდევ ვაჭერ. მაინც არა. მერე დიდხანს ვაჭერ. ისევ არ იწყება. თავს ვანებებ, დაღონებული გვერდით ვჯდები და უცბად ტრიალის ხმა მესმის.
ჩაირთო! oh yeah.
ნახევარ საათის შემდეგ, სარეცხი გარეცხილია. ეხლა უნდა გავფინო. ამაყად ამომაქვს შავი ჯინსი, თეთრეული და უცბად ვხედავ რომ ჩემი თეთრი მაისური ნაცრისიფერია.

ნინუცა რომ აქ იყოს, თეთრი თეთრად დარჩებოდა, შავი შავად. თუმცა ნაცრისფერიც ლამაზია.

– მშია. სუპერმაკეტში წასვლა დამავიწყდა. საღამოს 8 საათია, ყველაფერი დაკეტილია. საჭმელს იქ ვეძებ, სადაც არასდროს არ მიძებნია. უჯრების ბოლოში, საყინულის სიღრმეში – ვპოულობ ბოსტნეულს და ქათმის ფილეს.
ვიწყებ შეწვას. თითქოს წარმატებულად დაწყებული სულ მარცხით მთავრდება – ტელეფონმა დამირეკა და ფილეს გადატრიალება დამავიწყდა ამიტომ წინა მხარეს ცოტა უმი, უკანა მხარეს კი შავი იყო. ბოსტნეულს არაუშავდა რა.

ნინუცა რომ აქ იყოს, გემრიელ საჭმელს გააკეთებდა.

თუმცა აქვე უნდა ავღნიშნო რომ აქაური ქართველები სულ გემრიელ სადილებს მიკეთებენ, ამიტომ საწუწუნო არაფერი მაქვს. თან, კლარასგან და ალიენორისგან მომაქვს ხოლმე კვირაობით საჭმელი.

– ნინუცა სულ მაფრთხილებს სახლი არ გადაწვა ან არ დაამტვრიოო. მეც ვეუბნები რომ 17 წლის ვარ და ვიცი როგორ უნდა მოვიქცე, მაგრამ…

ფანჯრის რაფაზე ვზივარ ხოლმე, მუსიკას ვუსმენ. რკინის ამაღლება აქვს ამიტომ გადავრნის შანსი, თუ შენი ინიციატივით არ გადახტი, არ არსებობს. ამას წინათ, რომ ვდგებოდი, ფეხი ამისრიალდა და ზურგით ფანჯარა კედელს მივახეთქე – ფანჯარა დაიმსხვრა. ცოტა ამეტირა, მერე დავსკოჩე და თან ვფიქრობდი რომ გაიგებენ, ალბათ მაგრად მეჩხუბებიანთქო. ნინუცამ არაუშავს, ისედაც უნდა გამოვცვალოთ.
მეორე დღეს, დილით, სკოლაშის წასვლის წინ, მაისურს ვაუთოვებდი. იატაკზე ვაფენ ხოლმე ნაჭერს. უთო გადაყირავდა, იატაკზე პირით დავარდა, მე კიდევ ყურადღება გამეფანტა და სანამ ავიღე , იატაკი დამწვარი დამხვდა. მაგაზეც ვინერვიულე, ვიფიქრე მაგრად მეჩხუბებიანთქო. ნინუცამ არაუშავსო, არადა იატაკის გამოცვლას საერთოდ არ ვაპირებთ, მაგრამ რავიცი. ზოგჯერ უცნაურად კეთილია.

– ყველაზე დიდი მინუსი კი ის არის რომ რამდენი მეგობარიც არ უნდა ვნახო, რამდენ ადამიანსაც არ უნდა ველაპარაკო დღის განმავლობაში, ღამე რომ ვბრუნდები და სახლში სიცარიელეა, ცუდია. კარგია ხოლმე ნინუცა რომ თავის ოთახშია, თავის რა, დიდ ოთახში წევს, მისი ოთახი მე დავიკავე, ტელევიზორს უყურებს ან მეცადინეობს, მე გავდივარ და რაღაცეებს ვუყვები ან ის მიყვება. კარგია როდესაც სახლში მარტო არ ხარ – არ იწყენ.

ვჩხუბობთ ხშირად. ძალიან ხშირად. ზოგჯერ ის ყვირის, ზოგჯერ მე. პატარა რომ ვიყავი, ერთხელ ნუ დამღალეთქო ვუპასუხე – მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მიყვარს აქ რომ არის. აქამდე თუ არ მომწონდა ის ვალდებულებები რაც მქონდა, სუპერმარკეტში სიარული როცა მთხოვდა, სახლის დალაგება როცა მას უნდოდა და გამწარებული თავისუფლება ვითხოვდი, ეხლა ვხვდები რომ, ეგ ვალდებულებები როდესაც ეს თავისუფლება მართლა გაქვს კიდევ უფრო მეტია. უფრო მეტი მოგეთხოვება – თავისუფლებას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო,  თუ არა და ჩემსავით სახლს გადაწვამთ ან ფანჯრებს ჩაამსხვრეთ. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო. ნინუცა დეიდა მომენატრა. ოღონდ ძალიან არა. მაინც 17 წლის ვარ და მომწონს სერიოზულ ადამიანად რომ აღმიქვავენ რომელსაც მარტო ტოვებენ.

აი ისიც:

1422629_692247170793119_1233573478_n

 

Advertisements

2 thoughts on “ნინუცა დეიდა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s