17 მაისი!

484780_4903048743357_51183606_n

ხშირად ვფიქრობ, რომ რასაც ვწერ ისედაც ნათელი ჭეშმარიტებაა და საკამათო აღარაფერია, მაგრამ მერე ვუყურებ რა ხდება საქართველოში, მაგალითად ანტიდისკრიმანიციული კანონის მიღებისას და ვხვდები რომ, ის რაც ერთი შეხედვით ლოგიკური და სწორი ჩანს, საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის ასე სულაც არ არის. შესაბამისად მიჩნდება სურვილი გამოვხატო ჩემი აზრი. ვიცი, 17 წლის გოგოს ნაწერი არაფერს შეცვლის,მაგრამ უმოქმედოდ ყოფნას ნამდვილად მირჩევნია. ამ თემაზე დაწერილა უამრავი ბლოგი, უფრო მეტი სტატუსი, გაკეთებულა გადაცემები და განცხადებები, მაგრამ ვთვლი რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება. ჰოდა აი ეს პოსტიც.

” ეს ხალხი (ჰომოსექსუალები) საქართველოში საჭირო არ არის, საჭირო არ არის,“ – ეს განცხადება ერთერთმა საეკლესიო პირმა ანტიდისკრიმანციული კანონის მიღებისას გააკეთა. მე არ მესმის რატომ ერევიან მღვდლები სახელმწიფოებრივ საქმეებში. ყველას აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი, თუმცა არავის აქვს უფლება შეზღუდოს მეორე ადამიანის თავისუფლება, მხოლოდ იმიტომ რომ მას განსხვავებული ორიენტაცია, კანის ფერი ან რელიგია აქვს. რას ნიშნავს ეს ხალხი საქართველოში საჭირო არ არის? ან ამ კაცმა რატომ უნდა გადაწყვიტოს ვინ არის საჭირო და ვინ არა? რადგან ანაფორა აცვია და ჯვარი უკეთია? იმის მაგივრად რომ უმცირესობა დაიცვან და უმრავლესობას სიმშვიდისკენ მოუწოდონ, პირიქით აკეთებენ – არეულობას ქმნიან. ადამიანის ცემა, ჭინჭრით სუსხვა და ა.შ ქრისტიანული საქციელია? სად წერია? მერე გამოდიან ღირსება დამცველები და ურტყავენ უდანაშაულო ხალხს. არცერთი მათგანი არ ფიქრობს საკუთარ საქციელზე, არავის მოსდის აზრად რომ შეიძლება ტაბურეტით სირბილი არასწორია. სახელმწიფო მათ არ სჯის, ან თუ სჯის მხოლოდ 400 ლარიანი ჯარიმით, მამაოები კი ”კარგ” მაგალითს აძლევენ. რა თქმა უნდა, ყველა ეკლესიის წარმომადგენელზე არ ვსაუბრობ, მაგრამ სამწუხაროა რომ ის ადამიანები ვინც სწორედ ფიქრობენ, საკმარისად არ ჩანან და ძირითადი სურათი ასეთია – ტაბურეტიანი მამაო.

ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის რომ 17 მაისის აქცია აღარ ტარდება. გასაგებია რომ ” იდენტობის” წევრებს არ სურთ არეულობის შექმნა, ისიც მესმის რომ თავს დაცულად არ გრძნობენ, როდესაც მთავრობა თვლის რომ 2013 წლის 17 მაისსმა კარგად ჩაიარა, პოლიციამ კარგად იმუშავა, მაგრამ ვფიქრობ უმოქმედობა არაფერს შეცვლის. საზოგადოება უნდა მიხვდეს რომ ის ჰომოსექსუალი არსებობს, სკოლაში დადის, მუშაობს, გვერდით ცხოვრობს, საზოგადოების ნაწილია და რომ ამაში ცუდი არაფერია. რა გამოდის, რომ ქართველ ჰომოსექსუალს უნდა ეშინოდეს იმის თქმა რომ მისივე სქესის ადამიანი იზიდავს და მოსწონს? რა გამოდის, იმ ბრბომ უნდა იფიქროს რომ  ცემა-ტყეპით, მუქარით და სხვა, არაცივილიზებული გზით  შეუძლიათ მიზნის მიღწევა?  როდესმე ხომ უნდა შეიცვალოს ეს მიდგომა? თუ არასდროს არ ჩატარდება ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციები, რანაირად უნდა მოხდეს ეს ცვლილება? ადვილია აქციის გამართვისკენ მოვუწოდო ადამიანებს როცა მე თვითონ ვერც ჭინჭრით დამსუსხავენ და ვერც ტაბურეტს ჩამარტყავენ მაგრამ  როდესაც საკუთარი უფლებებისთვის იბრძვი, ბოლომდე არ უნდა იბრძოლო, თუ შენთვის ეს უფლებები მნიშვნელოვანია?

ახლა რაც შეეხება პოლიტიკოსებს. რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, დავით დარახველიძემ, ასეთი სიბრძნე თქვა: ”ჰომოსექსუალი ადამიანები არიან ავადმყოფები და თანაგრძნობას იმსახურებენ, თუმცა ეს ადამიანები აქციებს ატარებენ და ამ აქციებით პურს მათი მხარდამჭერები ჭამენ, რომლებიც სრულიად ნორმალური ორიენტაციის მქონენი არიან“. მესმის რომ განათლების პრობლემა დგას საქართველოში, მაგრამ როდესაც მინისტრი ასეთ ხმამაღალ განცხადებას აკეთებ, სანამ ადამიანს ავადმყოფს უწოდებ და თანაგრძნობას გამოხატავ, იქნებ წაიკითხო რაიმე ამ თემის შესახებ. მერე კიდევ, ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციას მხოლოდ ის მიზანი აქვს რომ ვინმემ პური ჭამოს? ადამიანის უფლელების დაცვა, თავისუფლება, თანასწორობა და ა.შ, არაფერ შუაშია? ზაფხულში, ნეტგაზეთში სტაჟს ვაკეთებდი როდესაც მე და ერთერთი თანამშრომელი კახა კუკავას პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე გაგვიშვეს – სკოლებთან, ეკლესიებთან და საზოგადოებრივ ადგილებში ამ ტიპის აქციის ჩატარება არ შეიძლება, გარყვნილობააო მითხრა პარტიის წევრმა. 1. ყველგან ეკლესიაა! 2. გარყვნილება რა არის? ქუჩაში გამოსვლა და ადამიანის უფლებების დაცვა? ეს ხალხი იყრის კენჭს არჩევნებში? ბურჯანაძემ კი სოლიდარობა გამოუცხადა სასულიერო პირებს, ”სოლიდარობას ვუცხადებ სასულიერო პირებს, რომლებიც, შესაძლოა, 17 მაისს ზედმეტად ემოციურები იყვნენ, მაგრამ მათი მხრიდან ცემა-ტყეპა და იმის მეასედიც კი არ ყოფილა, რაც 26 მაისს მოხდა” გასაგებია რომ 9 წელი ”საშინელებაში” გვაცხოვრებდნენ, მაგრამ ახლა რომ ძალადობის ფაქტი დაფიქსირდება, აღარ გავასაჩივროთ რადგან 1 ოქტომბრამდე უარესი ხდებოდა? მერე კიდევ, ტაბურეტით სირბილს, გინებას და ამ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვას, ემოციურობა არა – აგრესიულობა ჰქვია. ლევან ვასაძის ვიდეოებს აშაერაბდა ჩემი ფეისბუქის მეგობრების რაღაც ნაწილი და აქებდა მას. რა თქვა მაგ კაცმა მოსაწონი არ მესმის, ყველანაირი თავისუფლების წინააღმდეგია და გეი აუცილებლად ვარდისფერ ”კალგოტკაში” გამოწყობილი ავადმყოფი ჰგონია.

2013 წლის 17 მაისს, სტრასბურგში ვიყავი, შესაბამისად აქციაზე ვერ წავედი, მაგრამ Facebook საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ მენახა რას ფიქრობს საზოგადოების ნაწილი. გარდა იმისა რომ რამდენიმე ჩემი ნაცნობის ფოტო ვნახე ტაბურეტიანი მამაოების გვერდით და გულწრფელად შემრცხვა, ამხელა აგრესია ჩემხელა ბიჭებში და გოგოებში საიდან მოდის არ მესმის. უზრდელურად, არაადეკვატურდ და უარგუმენტოდ გამოხატავენ საკუთარ აზრს. ჰოდა ამ ადამიანებს იქაც ვუპასუხე და აქაც მივმართავ, ზოგიერთი სასულიერო პირი რომ აქციებს არბევს, იმუქრება და იგინება, ეგ უფრო დიდ პრობლემად არ მიგაჩნიათ და უფრო არ გაწუხებთ ვიდრე მშვიდობიანი აქციის მონაწილის ორიენტაცია? ჩემთვის ეგ უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე ის ვის ვინ უყვარს, რატომ და ა.შ. როგორც თქვენ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქე, როგორც თქვენ იხდით გადასახადებს და როგორც თქვენ გაქვთ არსებობის უფლება ისე აქვთ მათთაც. რაც შეეხება იმ ადამიანებს ვინც პედოფილების და ჰომოსექსულების ერთმანეთს ადარებს. მარტივად რომ ავხსნათ, პედოფილია კანონით ისჯება, ჰომოსექსუალობა არა. მამაკაცს რომ მეორე მამაკაცი უყვარს, სექსი აქვთ და ორივეს უნდა ეს, დანაშაული არ არის. 40 წლის კაცი რომ 10 წლის გოგონას აუპატიურებს, ეს დანაშაულია. მერე კიდევ, გეი აღლუმი და ჰომოფობიის წინაღმდეგ აქცია ორი სხვადასხვა რამაა, შედით youtube-ში, ჩაწერეთ და ნახეთ. ნახევრად შიშველი, წითელი ბოათი და მაკიაჟით არავინ დარბოდა თბილისში (თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო რომ გეი პარადზე ძალიან გავერთე სტრასბურგში, ასეთი მხიარულება კარნავალის და მუსიკის ფესტივალის დროს არის ხოლმე).

არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს რადგან მე საფრანგეთში ვცხოვრობ, ქართველებზე მეტი ვარ და ვინმეს რამეს ვასწავლი, არა, მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ ისევე როგორც ჩემი ოჯახი წევრები. უბრალოდ მაწუხებს ის ფაქტი, რომ 17 მაისის აქცია არ იმართება. აქცია რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას მოითხოვს არ ჩატარდება რადგან მივარდება ბრბო და ცემს მონაწილეებს. ჩემი აზრით ეს ყველაფერი ძალიან დიდი სირცხვილია. ყველა იმ ადამიანს უნდა რცხვენოდეს ვინც ამ დღვისთვის ემზადება, ყველა იმ ადამიანს ვინც facebook-ზე იმუქრება და ყველა იმას ვინც მათ საქციელს ამართლებს რადგან ”ქართველობას იცავენ”.  და ისევ, რა არის ეს ქართველობა?

Advertisements

2 thoughts on “17 მაისი!

  1. გთხოვ აქ აღარ დაბრუნდე, თავს უშველე. საშინელებაა აქ ცხოვრება, ჩემმა მეგობარმა სუიციდი სცადა რადგან სკოლაში დასცინოდნენ, ჩაგრავდნენ და სცემდნენ გაკეთებული წარბების, სუფთა კანის, სკინი ჯინსების და საყურის გამო. სეივ იორსელფ ბბგურლ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s