საბჭოთა კავშირი – ის რაზეც ორი აზრი ზედმეტია

ვის დავაბრალოთ ცივი ომი, ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ საბჭოთა კავშირს?

პარასკევს, ისტორიის ტესტი მქონდა, მე და ჩემი ორი კლასელი  უფრო ადრე ვწერდით ვიდრე დანარჩენი ბავშვები, შესაბამისად სხვა ოთახში გაგვიყვანა, ერთი საათი მოგვცა, კითხვა გვიკარნახა და გავიდა.

– თქვენ რომელს ამბობთ? გვკითხა სოფიმ.

– ჰმმმ არვიცი, ალბათ საბჭოთა კავშირს.

– მე ალბათ უფრო ამერიკას.

– საბჭოთა კავშირს, ვპასუხობ მე და სწრაფად ვიწყებ წერას, 1 საათი ცოტაა ასეთი თემისთვის.

არცერთის პასუხი არ გამკვირვებია. წინა გაკვეთილზე დაახლოებით იგივე კითხვა დასვა მასწავლებელმა, კლასის 30%-მა კი ამერიკა უპასუხა. უცნაურია რომ ჩემს კლასში ჰიტლერს არავინ ამართლებს და არავის ეპარება ეჭვი მის დანაშაულში, ვინც მის სასარგებლოდ დაწერის ის ანტისემიტია, ეს იმდენად ლოგიკურია რომ ასეთ კითხვას მეორე მსოფლიო ომზე არავინ სვამს. რაც შეეხება ცივ ომს და სტალინს, ეს კითხვა იბადება და ჩემი 9 კლასელი მისი საქციელის გამართლებას პოულობს.

გასაგებია რომ არსებობს განსხვავებული აზრი და პატივი უნდა ვცეთ მას, უბრალოდ ეს ისეთი შეემთხვევაა როდესაც მარტივ ჭეშმარტებაზე ვკამათობთ: ერთ მხრივ საუბარია შეერთხებულ შტატებზე, დემოკრატიულ ქვეყანაზე რომელიც ომის შემდგომ ევროპას, ფეხზე დადგომაში დაეხმარა და შედეგად სამყაროს თავისუფალი ნაწილი მივიღეთ, და მეორე მხრივ საბჭოთა კავშირზე, ტოტალიტარულ რეჟიმზე, რომელმაც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა რეპრესიებს გზით, ჩაკეტილ სივრცედ აქცია.

სტალინის და წითელი არმიის მიერ, 1920 წელს, ოკუპირებული იქნა, დამოუკიდებელი ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, იმ მიზნით რომ ბოლშევიკური რეჟიმი დაემყარებინა. ეს მოხდა 1920 წელს, ცივ ომამდე წლებით ადრე. რანაირად შეიძლება მსუბუქად შეხედო ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოების ანექსიას ახდენს? ჩემთვის გაუგებარია. ასევე გაუგებარია იმ ქვეყნის გამართლება რომელიც ნაცისტურ გერმანიასთან ხელშეკრულებას დებს, რომელიც თურმე პოლონეთის ორად გაყოფას ითვალისწინებს, საუბარია  მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე. ამის შემდეგაც მიჩნდება კითხვა, რანაირად შეიძლება გაამართლო საბჭოთა კავშირი და მისი მართველობა როდესაც ის ჰიტლერთან თანხმდება დამოუკიდებელი ქვეყნის ოკუპაციაზე? პოლონეთის და რუმინეთის მაგალითი რომ ავიღოთ, სტალინმა დაარღვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეთანხმება დასავლეთთან, იმის მაგივრად რომ ქვეყნებში, სადაც რუსული ჯარი იდგა, მანამდე კი ნაცისტები იყვნენ, ჩაეტარებინა დემოკრატიულ არჩევნები, ყველგან კომინისტები მოიყვანა მართველობაში. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამის შემდეგ იყო კორეა, ბერლინი და ა.შ – ეს ყველაფერი ვისწავლეთ და იციან თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, საბჭოთა კავშირი იყო ის ადგილი, სადაც არანაირი სიტყვის თავისუფლება და განსხვავებული აზრი არ არსებობდა, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ყველაფერ განსხვავებულ გმობდნენ, ყველა განსხვევბულს კი – ხვრეტდნენ. არანაირი მნიშნვნელობა არ ჰქონდა იქნებოდა ეს პოლიტიკური შეხედულებები თუ სხვა – საბჭოთა კავშირის დროს მილიონობით ადამიანი გარდაიცვალა ამ რეპრესიებს გამო. ეს იყო რეჟიმი, რომელიც ყველა, განვითარებისთვის საჭირო ინსტიტუტებს და ფასეულობებს ეწინაღმეგებოდა. ამ ყველაფრის მერე, რატომ უნდა დავაბრალო ცივი ომი ამერიკას? ამერიკას, რომელიც მიუხედავად შეცდომებისა, საბოლოო ჯამში, რუსეთის, კომუნიზმის და საბჭოური გავლენის შეჩერებას ცდილობდა რადგან მათ იცოდნენ – ქვეყნებს ეს ნორმალურად ვერანაირად ვერ განავითარებდა. გერმანიის მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ, როდესაც 1961 წელს, ბერლინის კედელი აშენდა და ბერლინის მოსახლეობა ორად გაიყო, აღმოსავლეთიდან ყველა დასავლეთისკენ გაქცევას ცდილობდა. მე მიჩნდება კითხვა, თუ საბჭოთა კავშირიდან ხალხი, დასავლეთ, ამერიკის მოკავშირე ნაწილში მირბის, ანუ იქ უკეთესი ცხოვრებაა, ხომ? ამაზე ლოგიკური ახსნა და განსხვავება არ არსებობს – არ მოგწონს სადაც ცხოვრობ, გინდა რომ უკეთესად იცხოვრო და გარბიხარ იქ სადაც უკეთესად იცხოვრებ. უკეთესი კი დასავლეთია.

მიუხედავად იმისა რომ მე საერთოდ არ ვეთანხმები ამ თემაზე ჩემს კლასელებს, მესმის მათიც რადგან ჩემგან განსხვავებით, არ ჰყავთ მშობლები რომლებიც საბჭოთა კავშირში – ჩაკეტილ სივრცეში გაიზარდნენ და ვერ ხვდებიან რომ ის რაც მათთვის ნათელი და ლოგიკურია მაგალითად ადამიანის უფლებების დაცვა, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა. გარდა ამისა, როდესაც ამ თემას განვიხილავდით, მასწავლებელს აზრი არ გამოუთქვამს ” ვინც გინდათ ის დაწერეთ, მთავარია თქვენი არგუმენტები საპირისპირო მხარის არგუმენტებზე ძლიერი და დამაჯერებელი იყოს”. გასაგებია რომ მისტერ იობი ცდილობს მიუკერძოებელი იყოს და ფაქტებით ისაუბროს, მისი პოზიცია არვიცი, შეიძლება ჩემნაიარადაც ფიქრობს,  თუმცა  ვთვლი რომ ძალიან მსუბუქად წარმოაჩინა სტალინი და ზოგადად საბჭოთა კავშირი, რამაც განაპირობა ის რომ ბავშვები რომლებიც დეტალებში არ ინტერესედებიან სსრკ-ით, ვერ ხვდებიან რომ სტალინის გამართლება, მაგალითად ჩემთვის, ჩემი ქართველი მეგობრებისთვის და ყველა ქართველისთვის შეურაცხმყოფელია. მიუხედავად იმისა რომ გმირად არავის წარმოუჩენია, საბოლოოდ ორი ცუდს შორის, მათი გაგებით ”ნაკლებად ცუდი” ამოირჩიეს, ნაკლებად ცუდი კი, 30%-ისთვის საბჭოთა კავშირი და მისი ტოტალიტარული რეჟიმი აღმოჩნდა. ამ ყველაფერთან ერთად, სკოლის წიგნშივე იყო ეს აბსორდული შეკითხვა, რითიც ბლოგი დავიწყე. აბსურდულია აბა რა არის, გასაგებია რომ დებატები კარგია და ადამიანებს ანავითარებს, მაგრამ რაზე ვკამათობთ ეგეც ხომ მნიშნვნელოვანია.

მოკლედ, რომ მოვრჩე, დარწმუნებული ვარ ამ პრობლემას მარტო მე არ შევუწუხებივარ ჩემს კლასში, აქამდეც უფიქრიათ ასე, ეხლაც ფიქრობენ და შემდეგშიც იფიქრებენ. რა უნდა ვქნათ ჩვენ? დაწვრილებით ავუხსნათ რომ სტალინი და ჰიტლერი, არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, უბრალოდ მათ ერთი შეეხოთ, მეორე არა. ჩვენ – სტალინი გვყვავდა, მათ – ჰიტლერი. მე ეგრე ვქენი, კლარა და ალიენორი კი ეგრევე  მიხვდნენ.

ბოლოს, მაინტერესებს, იმ ქართველების აზრი რომელიც სტალინს დიდ პიროვნებად და გმირად მიიჩნევენ, თქვენს მშობლებს ან თქვენ ხომ მაინც გიცხოვრიათ საბჭოთა კავშირში და თქვენ ხომ მაინც შეგეხოთ ეს რეპრესიული რეჟიმი, როგორ ამართლებთ ადამიანს რომელმაც თქვენივე ქვეყნის ოკუპირება მოახდინა? ” სტალინი ჭირდება საქართველოს”, რადგან სტალინი მსოფლიოში ცნობილია, არ ნიშნავს იმას რომ ის კარგია, ადამიანის ეთნიკური წარმომავლობა მის ავკარგიანობას არ უნდა განსაზღვრავდეს.

Advertisements

One thought on “საბჭოთა კავშირი – ის რაზეც ორი აზრი ზედმეტია

  1. ისტორიას გამარჯვებულები წერენ და სტალინმაც მოიგო მეორე მსოფლიო ომი. ხოლო რაც შეეხება თუ რატომ მოსწონთ სტალინი ალბათ იმის ბრალია, რომ საბჭოთა კავშირის დროს ხალხს მხოლოდ მუცელი ჰქონდა სავსე და კმაყოფილებიც იყვნენ, დანარჩენები ვინც ხმას ამოიღებდნენ ისინი დახოცეს.
    მონობაში დაბადებული ვერასოდეს ვერ იქნება თავისუფალი სანამ დრო არ გავა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s