ყველაზე ცუდი მგზავრობა 2!

მირეკავს დედა:

– მიუსწარი მატარებელს? ჩაჯექი?

– მისწრებით მივუსწარი, უბრალოდ მატარებელში არ ვზივარ…

 

5 საათით ადრე:

 

– აუ, აგვიანებს ნახევარი საათით!

– საათ ნახევარი გაქვს გადაჯდომა, თუ ირბენ მოასწრებ – მეუბნება ნინუცა, უკმაყოფილო სახით.

სტრასბურგი-პარიზის მატარებელი აგვიანებს, თუ ძალიან დააგვიანა, პარიზი-ლონდონისას ვერ მივუსწრებ. პარიზში Gare de l ‘Est -იდან, Gare de Nord-ში უნდა გადავიდე, ნინუცა ამბობს ახლოს არის ორივე სადგურიო, მე კი აზრზე არ ვარ, ჩემს ტელეფონს და გუგლ მეპსს კი უკვე დიდი ხანია კონფლიქტი  აქვთ და არ თანამშრომლობენ.

ძლივს, მოვიდა მატარებელი. ნინუცამ ჩემოდანი ამატანინა, მე კი ჩემს ადგილას დავჯექი. ფანჯრის იქით ის იდგა გაღიმებული, ფანჯრის აქეთ მე – 16 დღე ვერ ვნახავთ ერთმანეთს. სახლში 5 ჯერ გადავამოწმე რომ ჩემი პასპორტი, დიდი ბრიტანეთის ვიზით, ორი ბილეთი და მინდობილობა კარგად მედო ჩანთის ჯიბეში. მატარებელში კიდევ ერთხელ ჩავხედე და  ყველაფერი თავის ადგილზე იდო როგორც მახსოვდა.  ჩემი მთავარი მიზანი ლონდონის მატარებლამდე მიღწევა იყო ისე, რომ მატარებელში, სადგურში და ქუჩაში არ ჩამძინებოდა. ყველგან მძინავს სადაც შესაძლებელია, იქაც, სადაც არ არის.

მატარებელი დაიძრა, მე რა თქმა უნდა ჩამეძინა, თუმცა 5 წუთში ერთხელ ვიღვიძებდი და ვამოწმებდი პარიზის მაგივრად სადმე სხვაგან ხომ არ აღმოვჩნდი. მატარებელი გაჩერდებოდა, მერე დაიძრებოდა, მერე ისევ გაჩერდებოდა. საბოლოოდ 10:38 წუთზე ჩავედი 9:35 მაგივრად, მატარებელი კი 11:12 წუთზე მქონდა. ვერ ვხვდები ზუსტად რა სიტყვებით აგიღწეროთ როგორ გამოვარდი ვაგონიდან, ჩემზე დიდი ჩემოდნით და ჩემზე მძიმე ხელჩანთით, გავიქეცი მარჯვნივ, მერე პირდაპირ, უცბად უზარმაზარი კიბე დამხვდა, ვიწრო საფეხურებით (აი ფეხის მხოლოდ წინა ნაწილი რომ ეტევა ეგეთით),  ავიღე ეს ჩემოდანი და რაც ძალი და ღონე მქონდა ავირბინე, თან წვიმდა და ფეხი მისრიალებდა, მერე გავტრიალდი მარცხნივ, ჩავარდი ტყლაპოში,  ამოვყვინთე წყლიდან და Gare de Nord-იც დავინახე. შევარდი გიჟის სახით, სათვალე ჩანთის ბოლოში მეგდო, შორიდან დაფაზე ძლივს დავინახე რომ პასპორტ კონტროლი ლონდონში წასასვლელად პირველი სართულზეა, ესკალატორი კი აქაც არ მუშაობს. ავიღე ისევ ეს ჩემოდანი, ცოტა მსუბუქიც კი მომეჩვენა, ავირბინე ეს კიბეც, მერე Landing Card სწრაფად შევავსე და ბილეთიც ვანახე სადგურის თანამშრომელს. 11:05ია  :

– გამარჯობა. ევროკავშირის მოქალაქე ხართ?

– არა.

– მაშინ მარცხნივ მიბრძანდით.

-მადლობა, ნახვამდის!

გავიქეცი მარცხნივ და იმ მომენტში როდესაც პასპორტ კონტროლის წითელი ხაზი უნდა გადამეკვეთა, ვიზა რომ მენახებინა და შევეშვი, ბედნიერად ამოვისუნთქე : რა კარგია რომ მოვასწარი!

ბოლო 25 წუთი თავი action movie-ში მეგონა, მოსაკლავად რომ მოგზდევენ და შენ რომ მთელი სისწრაფით გარბიხარ, მერე ბევრ პოლიციელს და ხალხის ნაკადებს ივლი და საბოლოოდ იმარჯვებ. ჰოდა, მეც გამარჯვებულის სახით ვიდექი.

– მობრძანდით მადმუაზელ.

ყურებამდე გაკრეჭილი მივედი და დიდი ენთუზიასმით მივესალმე.

– აი, პასპორტი.

ის ნეიტრალური სახით პასპორტში ვიზას უყურებს, მე ბედნიერი მას ვუყურებ. ის წარბშეკრული პასტპორტის ფურცლებს ათვალიერებს, მე ცოტა დაბნეული მას ვუყურებ. ამომხედავს, გავუღიმებ, კიდევ ამომხედავს, კიდევ გავუღიმებ.

– და საფრანგეთის ვიზა სად არის?

უცბად ღიმილი შემაშრა, გავშრი, მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა და წარმოვიდგინე 8000 სცენარი თუ როგორ შეიძლებოდა მოვლენები განვითარებულიყო.

ორი პასპორტი მაქვს: ერთი დიდი ბრიტანეთის ვიზით, მეორე საფრანგეთის. მე მხოლოდ ერთ მაქვს წამოღებული. არადა ორივე საჭიროა. ვაიმე. რა უნდა ვქნა?  აქამდე ვიზა არ მჭირდებოდა ევროპაში სამოგზაუროდ, სექტემბრიდან მოსწავლის სტატუსით ავიღე. მე კი ჩემი ჭკვიანი თავით დამავიწყდა რომ ორივე უნდა ამეღო, არც მიფიქრია რომ დამჭირდებოდა. ჰოდა ეხლა კიდევ ვიდექი საზღვართან, წინ ეს კაცი მეჯდა, იქით ლონდონის მატარებელი მელოდებოდა, მე კი ყველაზე დაბნეული ვიდექი – უვიზოდ.  ძლივს ვუპასუხე:

– ვაი… დამრჩა. სისტემაში რომ მოძებნოთ გვარით და სახელით, ან ნომერი რომ გიკარნახოთ ვიზის?

– და რომ მოიტანონ?

– რა მოიტანონ?

– პასპორტი საფრანგეთის ვიზით. სადმე ახლოს ცხოვრობთ?

-ახლოს?ახლოს?! ახლოს არა… სტრასბურგიდან მოვდივარ.

ის კაციც ჩემსავით გაშრა. მე ნელა ამოვიღე ტელეფონი ჯიბიდან და ნინუცის ვურეკავ, რომელსაც წინა დღეს ზუსტად იმაზე ვეჩხუბე ყველაფერს 6000 ჯერ ნუ მახსენებ, დებილი არ ვარ, ვიცითქო. ჰოდა, შეშინებული, აკანკალებული, გამწვანებული და  გათეთრებული, ძლივს ვიღებ ხმას:

– ნინუცა.. ნინუც. საფრანგეთის ვიზიანი პასპორტი მანდ დამრჩა.

ზუსტი სიტყვებით ვერ გეტყვით ნინუცამ რა მითხრა, კარგად არც მახსოვს იმდენად ვინერვიულე, თუმცა ზოგადი შინაარსი ასეთი იყო: ”ძაან დებილი ხარ ამხელა გოგო, ყველაფერი უნდა გაგახსენო, არაფერი არ გამოგდის. იდექი ეხლა მანდ”

მერე დაიბნა, მერე ისევ გაბრაზდა, მერე ნომერი მიკარნახა, მაინც არ გაჭრა და საბოლოოდ უფროსის კაბინეტში აღმოვჩნდი.

– სად მიგყავართ?

– უფროსსთან.

– აა, კარგით. ესეთი დამჯერი ხმით ალბათ არასდროს არაფერი მითქვამს, არც ესეთი ნაღვლიანი სახე მქონია.

უფროსი გამოდის და  მეუბნება:

– სამწუხაროდ უნდა ჩამოიტანონ პასპორტი, ისე ვერ გაგიშვებთ. ამას ისიც ემატება რომ არასწრულწლოვანი ხართ, ანუ აქედანაც ვერ გაგიშვებთ.

– ანუ არც ლონდონში მიშვებთ და არც ამ ადგილიდან მიშვებთ?

– დიახ. თუ პასპორტმა დააგვიანა მაშინ არასრულწლოვნების ბრიგადას გადაგცემთ, არ მაქვს უფლება თქვენი აქ დატოვების. აქ იყავით ჯერ და არსად წახვიდეთ, ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ ხართ.

– მესმის, გასაგებია. რა ბრიგადებს უნდა გადამცენ?  დედა მინდა, მშია, მცივა და თან ვიცი რომ ყველაფერი ჩემი ბრალია.

ვურეკავ ნინუცის, ელაპარაკება იმ კაცს. მე ჩუმად ვზივარ. საბოლოო გეგმა ასეთია:

ნინუცა ჩააბარებს ჩემს პასპორტს სტრასბურგიდან მომავალი მატარებლის მგზავრს, რომ ჩამოვა ნინუცას მეგობარი გამოართმევს და მომიტანს აქ. ამ უფროსმა შენ ვერ გაგიშვებ, მაინც რა გარანტია გვაქვს რომ არ გაიქცევიო, ჩემი პასპორტიც მან აიღო, რომ გაიქცე გიპოვითო .  მე კიდევ უფრო გაფართოებული თვალებით ვუსმენ,  რა მეტყობა რომ სადმე გავიქცევი, ყველაფერს ვუჯერებ რასაც ამბობს და ეგრე რომც არ იყოს, მკვდრის ფერი მადევს, ვერსად გამქცევი მე ვერ ვარ. თან საკუთარ თავზე გაბრაზებული ვარ, გუშინ ერთი წამით რომ დავფიქრდი ორივე პასპორტი ხომ არ წავიღომეთქი, ვერ ვხვდები რამ გადამაფიქრებინა ეგ ჭკვიანური იდეა.

მირეკავს დედა:

– მიუსწარი მატარებელს? ჩაჯექი?

– მისწრებით მივუსწარი, უბრალოდ მატარებელში არ ვზივარ…

ეხლა ვდგევარ უფროსის კაბინეტის წინ, თავი უკანანოდ შემოსული კრიმინალი მგონია. ამასობაში ასაკოვანი ქალბატონები მოვიდნენ, ალბათ 80 წელს გადაცილებულები. ვსხედვართ მე და 4 მოხუცი. ერთს ფეხი აქვს პარალიზებული, მეორეს სუნთქვა არ ყოფნის, მესამეს წნევამ აუწია და მეოთხე მესამესთან ერთად არის. შენ რა გჭირსო, მკითხეს. ჰოდა მე რადგან საკუთარ თავზე ლაპარაკი ძალიან მიყვარს, ყველაფერი მოვუყევი, ბევრი იცინეს,  საბოლოოდ საქართველოზე ვლაპარაკობდით როცა ყველა წაიყვანეს. მე დავრჩი და ველოდები ჩემს პასპორტს, ბილეთიც უნდა გადავცვალო. ძალიან მშია. გარეთ მაკდონალდსია, მე შიგნით ვარ. გარეთ ვერ გავალ, ბიგმაკს კიდევ უვიზო, უკანანოდ შემოსულ ბავშვს არავინ მოუტანს.  უცბად მირეკავს ჩვენი მეგობარი, ჩემი პასპორტი ჩამოვიდა და მოაქვს. ესე არავის ზარი არ გამხარებია!

იმ მომენტში როდესაც პასპორტ კონტროლის წითელი ხაზი უნდა გადამეკვეთა, ვიზა რომ მენახებინა და შევეშვი, ბედნიერად ამოვისუნთქე : რა კარგია რომ აქ არ ჩავრჩი!

-გამარჯობა.

– გამარჯობა! ღიმილით ვესალმები და ამაყად ვუდებ ორივე პასპორტს.

– ჰეჰ, შენ ის გოგო არ ხარ, პასპორტი რომ დაგრჩა სტრასბურგში და მარტო ერთი ვიზით მიდიოდი?- ხუმრობით მეუბნება პოლიციელი.

–   ჰო, ეგ ვარ – შერცხვენილი ვპასუხობ მე.

– კეთილი მგზავრობა!

Advertisements

3 thoughts on “ყველაზე ცუდი მგზავრობა 2!

  1. არადა ყველაზე ცუდ მგზავრობას ვერ დავარქმევდი როცა კარგად დამთავრდა საბოლოო ჯამში ^_^

  2. აი მე კიდე გერმანული პირადობა კი სულ თან მაქვს მაგრამ, მაღაზიაში ფეხითაც არ გავდივარ ისე საქართველოს პასპორტიც რომ არ წავიღოო

    ცოტა კი მშურს ადამიანების რომლებსაც, ეგეთი რაღაცეების არწაღება შეუძლიათ., :)) ლამის ყველა საბუთი საფულეში მიდევს რაც, ჩემს ვიზას და პირადობის დადასტურებას ეხება :/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s