ქართული და ფრანგული სკოლები

მალე 17 წლის ვხვდები, ისე მიხარია რომ დღეებს ვითვლი! მალე რა, ერთ თვეში მაგრამ მაინც, მაგარია. ყველაფერ კარგთან ერთად ამ პერიოდს ბევრი მინუსიც აქვს, ერთერთი კი უნივერსიტეტების მოძებნაა. ყოველ საღამოს ვფიქრობ რა მინდა ამ ცხოვრებისგან, ვათვალიერებ საიტებს, პროგრამებს, მერე ჩემს შესაძლებლობებსაც რეალურად ვუყურებ, ვფიქრობ, ვფიქრობ, კიდევ ვფიქრობ.. საბოლოოდ უფრო ვირევი, ნერვიულობისგან მუცელი მტკივდება და ცივი ოფლი მასხავს. მერე ნინუცასთან მივდივარ და ტვინს ვუბურღავ.

ბლოგზე პირველი პოსტი ფრანგულ სკოლაზე დავწერე, მას შემდეგ 2 წელი გავიდა, შეხედულებებიც შემეცვალა, უფრო მეტი რამ ვისწავლე და დავინახე, განსაკუთრებით ლიცეუმში ყოფნისას. ჩემი მეგობრები სულ მეკითხებიან, რატომ წამოვედი აქ სასწავლებლად  21 წლის დეიდასთან, როცა საქართველოში მთელი ჩემი ოჯახია, ჰოდა მეც ვუხსნი რომ აქ უკეთესს განათლებას ვიღებ და ძალიან  გაუმართლათ მათ  რომ არსად არ უწევთ წასვლა ხარისხიანი სწავლის მიღებისთვის.

ქართულ განათლების სისტემას ბევრი პრობლემა აქვს, ეხლა აღარ ვიცი რა როგორ არის, 5 წელია ქართულ სკოლაში ფეხი არ შემიდგავს თუმცა ჩემს მეგობრებს რომ ვუყურებ ვხვდები. მე როდესაც საჯარო სკოლაში ვსწავლობდი ბევრი რამ მაწუხებდა, განსაკუთრებით დასაწყისში როდესაც მიუჩვეველი ვიყავი და ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან უცხო იყო. ერთხელ, შრომის ნივთები დამრჩა, ჰოდა გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელთან მივედი, ბოდიში მოვუხადე და ჩუმად დავჯექი. 15 წუთში, დღემდე ვერ გავიგე რატომ, ამ ქალმა ყვირილი დამიწყო, შეურაცხყოფა მომაყენა და მოკლედ სანამ ტირილით არ გავსკდი 😀 მანამდე არ გაჩუმდა. თან ძაან სასაცილოდ ვტიროდი. დედაჩემმა ჩემს დამრიგებელს რომ უთხრა, დამრიგებელმა კოლეგაა და ვერაფერს ვეტყვიო.

ეხლა რომ ვუფიქრდები რა არ მომწონდა, ვხვდები რომ ეს არ იყო ერთი, სპეციფიური რამ, არამედ ზოგადადი გარემო იყო ცუდი სადაც მოსწავლე თავს კარგად ვერ იგრძნობდა. ჩემი აზრით ქართული სკოლის მთავარი პრობლემა ის არის რომ ყურადღება ექცევა არა იმას რამდენად განვითარებული ხარ როდესაც სკოლას ამთავრებ, 18 წლის ასაკში არამედ იმას ყველა საგანში 10 გამოგყვა თუ არა. კარგია კარგი ნიშნები, ძალიან კარგია, უბრალოდ რა მნიშვნელობა აქვს ქიამიაში 10 გყავდა თუ 7 როცა საერთოდ არ შეგიძლია თავისუფლად და სწორედ აზროვნება, არ იცი რა ხდება მსოფლიოში და არ გაგაჩნია შენი აზრი ისეთ საკითხებზე რომლებიც აქტუალურია. მასწავლებლებს რაც შეეხება, გარდა იმისა რომ ბევრმა მასწავლებელმა უბრალოდ არ იცის როგორ მოიქცეს, სწავლის მეთოდებიც არასწორი აქვთ. არ მესმის ქართულის მასწავლებელი რატომ აზეპირებინებს რობოტივით 8 სტროფიან ლექსს როცა მაგ ლექსის ანალიზი საერთოდ არ გაუკეთებიათ, რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეს ერთი სიტყვა შეეშლება თუ არა, თუ საერთოდ ვერ ხვდება რას ლაპარაკობს?  ასე მგონია რომ მთავარი, პროგრამის დაამთავრებაა და არა ის, ბავშვი იგებს თუ არა. მასწავლებლები გარდა იმისა რომ შენს პირად ცხოვრებაში ერევიან, ინტერესდებიან  შენი მშობლების ხელფასით, ოჯახური სიტუაციით (ამაზე აღარ დავწერ, უკვე ბევრჯერ მითქვამს რომ უზრდელობაა),  საკუთარ აზრსაც გახვევენ, იქნება ეს რელიგიაზე თუ პოლიტიკაზე. არასწორია როდესაც მასწავლებელი გამოდის კლასის წინ და საჯაროდ ლანძღავს ამა თუ იმ პოლიტიკოსს, განსაკუთრებით მაშინ როცა კლასში ამ ადამიანის ახლობელი ზის. მასწავლებელს თუ შეეწინაღმდეგე მაშინ უზრდელი გამოდიხარ რადგან უფროს-უმცროსი უნდა იცოდე, მე კი ვერ ვხვდები რა პრობლემაა შენი აზრის ზრდილობიანად დაფიქსირება, მერე რა რომ უფროსია, შეურაცხყოფას ხომ არავის აყენებ. კიდევ ერთი რამ შევამჩნიე, რატომღაც სულ იმ დასკვანმდე მივყავართ რომ აი საქართველო ყველაზე კარგია, ვაჟკაცობა მთავარია, მართმადიდებლობა კი აუცილებელი. შეიძლება ადამიანი მართლა ფიქრობდეს ასე, უბრალოდ მეორე ადამიანს უფლება უნდა მიცე თავისუფლად აზროვნების და სხვა აზრის ქონის. ამ ყველაფერს ემატება ისიც რომ ბევრ მასწავლებელს თავისი საქმე არ უყვარს, გაკვეთილებს კი უინტერესოდ ატარებს, სულ ერთი და იგივე კი ყველას ბეზრდება. აქ ის მომწონს რომ დებატებია, პრეზენტაციები, ზოგჯერ ბიბლიოთეკაში დავდივართ ინფორმაცის მოსაძიებლად რაც უფრო დინამიურს ხდის სწავლის პროცესს. თუმცა, მე არ ვამბობ რომ ყველა ესეთია, პირიქით რამოდენიმე ძალიან კარგი  მასწავლებელი შემხვედრია, რომლებმაც ბევრი რამ მასწავლეს, დაწყებული ქართულიდან დამთავრებული მათემატიკით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.

ბევრი მშობელიც არასწორედ იქცევა როდესაც ბავშვს სკოლაში არ უშვებს იმიტომ რომ თურმე წვიმდა ან იმიტომ რომ დავალება არ გაუკეთებია ან როდესაც ნიშნების გარდა არაფერი აინტერესებთ. ყველაზე მეტად არ მიყვარს როცა სხვის საქმეში ცხვირს ყოფენ ცნობისმოყვარე მშობლები, განსაკუთრებით მშობელთა კრებებზე. რაში აინტერესებს ჩემი კლასელის დედას ჩემი ნიშნები და შეფასებები ვერ ვხვდები, საკუთარ შვილის უფრო მნიშვნელოვანი არ არის?

სტრასბურგში ყველაზე მეტად რაც მომწონს ეს გარემო და კლასელებია, ვფიქრობ რომ მაგ მხრივ ძალიან გამიმართლა. კი მეზარება დილით 7ზე ადგომა და ამ საყინულეში სიარული, მაგრამ სკოლა ასე თუ ისე, მაინც მიყვარს. გუშინ მე და დეიდაჩემი ვლაპარაკობდით, სულ სხვანაირ განათლებას გაძლევს აქაური საჯარო სკოლა და უნივერსიტეტი. ჩემს კლასელ ჟულს მათემატიკა უყვარს მაგრამ ყველაფერზე ლაპარაკი შეუძლია. კი, შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმები მაგრამ მისი მესმის, არგუმენტები აქვს და გულწრფელად სჯერა იმის რასაც ამბობს, ინფორმირებულია. ვფიქრობ რომ ეს სკოლის დამსახურებაც არის. ჰო, კიდევ აქ 20/20-ს არასდროს წერენ, ყველა მასწავლებელი აღნიშნავს რომ ნიშნების ფურცელზე, უფრო მნიშვნელოვანი მასწავლებლის სიტყვიერი შეფასებაა და არა ის 14,5 გყავს თუ 15, რაც ვფიქრობ რომ სწორი მიდგომაა, თუმცა ნიშნებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.  ზოგადად, ფრანგებს ბევრი წუწუნი და ცოტა მუშაობა უყვართ, მაგრამ მე ვინც მასწავლებელი შემხვედრია, მგონია რომ ყველას ძალიან უყვარდა თავის საქმე და ცდილობდა რომ ჩვენც დავინტერესებულიყავით საგნით. ფრანგულის მასწავლებელი არ მთხოვს რომ ლექსი ზეპირად ვიცოდე როცა პოეზიას ვსწავლობთ, მთელი კლასი ვარჩევთ რა თემაზეა, რისი თქმა უნდოდა ავტორს და რა კონტექსტშია დაწერილი. კიდევ, ბევრი კონფერენციები ტარდება დაწყებული ოჯახური ძალადობიდან დამთავრებული კონტრაცეფტივების მოხმარებით. წინა კვირას გეოგრაფიაში, დებატები გვქონდა აეროპორტის გაფართოებაზე, ერთი შეხედვით უინტერესო თემაა ჩემთვის მაგრამ საბოლოოდ მაგრად გავერთე, მე არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვიყავი, ბარბარა სამეზებლოსი, ალენა ლონდონის მერი და ა.შ – მთლიანობაში საინტერესო გაკვეთილი გამოვიდა. მასწავლებლის დამოკიდებულებას რაც შეეხება, მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება როცა მასწავლებელმა მოსწავლეს თითი დააკარა – მოსწავლე კი ნინუცა იყო 😀 ერთ დილას, სპორტის მასწავლებელმა ნინუცა მაგრად შეაჯანჯღარა, რატომ არ დარბიხარო როცა ნინუცამ გაკვეთილის დასაწყისში გააფრთხილა რომ ვერ ირბენდა, რასაც ის დათანხმდა. ისიც უნდა ითქვას რომ ჩემმა უკეთილშობილესმა დეიდამაც არ დააკლო და სილა გააწნა ( არ უყვარს როდესაც ფიზიკურად ეხებიან)  თუმცა საბოლოოდ ის ქალი გააგდეს. ჩემი ლიცეუმი საერთაშორისოა, შესაბამისად ბევრი ქვეყნის მოქალაქე ვსწავლობთ, რომელბსაც განსხვავებული კულტურა გვაქვს, ყველანი ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ არ მახსოვს მე სკოლაში ამის გამო კონფლიქტი მოგვსლოდა. მასწავლებელი კი როდესაც რელიგიაზე საუბრობს, ან სენსიტიურ თემებზე როგორიც არის აბორტი, ჰომოსექსულთა ქორწინება, ქვეყნებ შორის კონფლიქტები და ა.შ , ყოველთვის ობიექტურად მსჯელობს და საკუთარ შეხედულებებს არ აფიქსირებს- ყველას აზრს პატივს სცემს. ჩემი აზრით საფრანგეთის განათლების სისტემა ბევრად ჯობია ქართულს თუმცა მაინც აქვს ბევრი ნეგატიური მხარე. ნაწარმოების ანალიზის დაწერისას ზუსტად უნდა დაიცვა წერის წესები, თუ არ დაიცავი 10 ზე მაღალი ნიშანი არ გყავს, 10- 20დან კი ცოტაა. შეიძლება ძალიან სწორი და ლოგიკური იყოს შენი პოზიცია მაგრამ თუ ოთხი ხაზი არ გამოტოვე პარაფრაფებს შორის ან ჯერ მაგალითი თქვი და მერე არგუმენტი, ცუდი ნიშანს მიიღებ. ერთ მხრივ კარგია, აზრის დალაგებულად ჩამოყალიბებას გასწავლის მაგრამ მეორეს მხრივ, ვთვლი რომ თავისუფლების შეზღუდვაა. მერე კიდევ, სპორტს და ეკონიმიკას ერთი და იგივე კოეფიციენტი არ უნდა ჰქონდეს თუ შენ ეკონომიკა-სოციოლოგიის ფილიალი გაქვს არჩეული. თუმცა ვფიქრობ რომ ეს არაფერია იმასთან შედარებით რა პრობლემების წინაშეც ქართულ სკოლა დგას. უკვე მეხუთე წელია აქ ვსწავლობ, კოლეჯი დავამთავრე და ახლა უკვე ლიცეუმში ვარ, ჰოდა ბევრი კარგი მხარე დავინახე რასაც საქართველოში ვერ ვხედავდი, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს, კარგს კი ცუდიც მოყვება.

არჩევანის ხელახლა  გაკეთება რომ შემეძლოს, აუცილებლად სტრასბურგს ავირჩევდი თავის მინუსებიანად. არ მინდა ისე გამომივიდეს თითქოს მე ყველაფერი ვიცი და საქართველოში უცოდინრები არიან, საერთოდ არ ვქირობ ესე. საქართველოშიც შეიძლება კარგი განათლების მიღება უბრალოდ ბევრად უფრო რთულია. ვიცნობ ადამიანებს, რომელებსაც საზღვარგარეთ არ უსწავლიათ მაგრამ ძალიან სწორედ და თავისუფლად აზროვნებენ. გადჭრით იმის თქმა რომ ყველა სკოლა, ყველა მასწავლებელი, ყველა მშობელი საფრანგეთშიც და საქართველოშიც ასეთია არასწორია, უბრალოდ ზოგადი სურათი რაც მექმნება ეს არის. ვფიქრობ რომ ბევრი პრობლემა რაც დღეს ქართველებს გვაქვს, განათლების სისტემის ბრალია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხთან სწორი მიდგომა.

Advertisements

2 thoughts on “ქართული და ფრანგული სკოლები

  1. აი, მართლა ზუსტად გაქვს ყველა ის პრობლემა აღწერილი რომელსაც ქართულ საჯარო სკოლაში მოსწავლეები ვაწყდებით. :))

  2. კატო, ხანდახან ვკითხულობ ხოლმე შენს ბლოგპოსტებს და… დარწმუნებული ხარ რომ 16 წლის ხარ, იქნებ მშობლები საკუთარ ასაკს გიმალავენ? :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s