გრძელი, ნათელი დღეები!

გუშინ ”გრძელი ნათელი დღეები” ვნახე. არც კინო კრიტიკოსი ვარ და არც 90-იანი წლების საქართველოში  მიცხოვრია თუმცა მაინც მინდა ჩემი, 16 წლის მაყურებლის აზრი გითხრათ რადგან ვთვლი რომ საინტერესო ისტორიასთან ერთად, ბევრი ინფორმაციით არის დატვირთული, რომელმაც მიუხედავად იმისა რომ დიდად სენტიმენტალური არ ვარ, მაინც იმოქმედა.

90-იანი წლების შესახებ ყველასგან გამიგია, წამიკითხავს დედაჩემის დღიური რომელიც მაშინ ჩემხელა იყო, მინახავს რამოდენიმე ფილმი,  რაც პირველი თავში მომდის ეს უშუქობა და პურის რიგებია რომელიც ამ ფილმშიც ჩანს მაგრამ მთავარი არ არის. სწორედ ეგ მომწონს, ეს ფილმი ბევრ საინტერესო თემას ეხება და ვფიქრობ რომ იმ ადამიანებს ვისაც ეს ყველაფერი არ უნახავს პატარა სურათს უქმნის წარსულზე ხოლო იმ ადამიანებს ვისაც ყველაფერი ეს  გამოვლილი აქვს, ახსენებს და აფასებინებს აწყმოს. დასაწყისი ცოტა გაწელილი მომეჩვენა მაგრამ მთლიანობაში ძალიან კარგია. ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა ეს ადამიანებს შორის ურთიერთობაა:  როგორ ელაპარაკება ბებია შვილიშვილს, ქმარი ცოლს, დედა შვილს, კაცი ბავშვს და ბავშვები ერთმანეთს. საზოგადოება გაბოროტებული და დაღლილია, თითქოს ყველა მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს და ჰუმანურობა დაკარგეს რადგან ესე უფრო ადვილია ცხოვრება.

ამ ორ თოთხმეტი წლის გოგოს კი ისეთ საზოგადოებაში უწევს განვითარება, სადაც ძალადობას არა მხოლოდ ომის სახით ხვდებიან , არამედ ქუჩაშიც და სახლშიც უყურებენ – როგორ სცემს ბიჭი მეორეს, როგორ ურტყავს მოძალადე, ლოთი მამა დედას, კლავს უფროსი უმცროსს. გარდა იმისა რომ ფიზიკური ძალადობას ხედავენ, სკოლაც კი არ არის ის ადგილი რომელიც ამ ბავშვებს ნორმალური განვითარების საშუალებას მისცემს –  მასწავლებელი რომელიც მკაცრია და რეალურად ქართულის გარდა არაფერს არ ასწავლის, მათ პირად ცხოვრებაში ერევა, მოსწავლეს კლასის თანდასწრებით არცხვენს და საკუთარ აზრს გამოთქვამს საჯაროდ, ბავშვების  წინ,  ისე რომ  მოსწავლეს სხვანაირად ფიქრის საშუალებას არ აძლევს, ნორმალური მასწავლებელი არაა, თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად გასაკვირია. შეიძლება ზუსტად ესეთი არა, მაგრამ ამ ტიპის მასწავლებელი ქართულ სკოლაში მეც შემხვედრია, სტრასბურგიდან ორი თვის ჩამოსულს მაგრად გამკვირვებია რატომ აინტერესებს ჩემს მასწავლებელს სახლში რას ამბობენ, რა პოლიტიკური შეხედულება აქვს ოჯახს და ასე შემდეგ… ეს მისი  საქმე ნამდვილად არ არის.  ეხლა კიდევ უფრო გასაგებია რატომ გვაქვს ცუდი განათლების სისტემა საქართველოში  – ბევრი ისეც სწავლის ძველ მეთოდებს მიმართავს.

ფილმი, ორი გოგოს ისტორიაზეა:  ნათიაზე, რომელიც იღებს საზოგადოებას როგორ არის, თავს იმკვიდრებს და  ეკაზე  რომელიც განსხვავებულია, ცდილობს მაგრამ არ გამოსდის რადგან რასაც უყურებს საერთოდ არ მოსწონს და განიცდის.  ერთმანეთისგან ორივე ძალიან განსხვავდება , თუმცა მაინც ძალიან კარგი მეგობრობა აქვთ რომელიც ასე თუ ისე, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებათ. გარდა იმისა რომ ყველგან ძალადობას ხვდებიან, თოთხმეტი წლის გოგოები თხოვდებიან –  მათ ბავშვობას ართმევენ. ყველას როგორც უნდა ისე მოიქცეს, მაგრამ ჩემი აზრით, საზოგადოება რომელიც ნორმალურად თვლის თოთხმეტი წლის ბავშვის ქორწილს და ყველაფერ ამას სიხარულით ეგებება, ბნელი და განუვითარებელია. უი, დამავიწყდა მამაკაცის როლზე მესაუბრა – ამ ყველაფერთან ერთად, გენდერული თანასწორობა საერთოდ არ არსებობს. ესეც მნიშვნელოვანი თემაა რომელიც, მიუხედავად იმისა რომ დღეს ნაკლებად ვხვდებით, მაინც არსებობს : ბევრ ქართულ ოჯახში კაცია მთავარი. ეს მიდგომაა მე დრომოჭმულად მიმაჩნია, 21-ე საუკუნეა სადაც ქალს არჩევნის გაკეთების საშუალება უნდა ჰქონდეს.

დიდი იმედი მაქვს რომ ზოგს უფრო გაუმართლა და ყველაფერი ეს საკუთარ თავზე არ გამოცადა,  მაგრამ მაინც მიჩნდება კითხვა როგორ მოახერხეს ესეთ საზოგადოებაში, ადამიანებმა რომლებსაც დღეს ჩემი აზრით სწორი და ამ სიტუაციასთან შეუსაბამო შეხედულებები აქვთ, სწორედ განვითარება. მთლიანობაში ძალიან კარგი ფილმია. საინტერესოა ისიც, რომ ეს გოგოები მიუხედავად იმისა რომ დიდურ და სერიოზულ პრობლემებს ხვდებიან, მაინც ბავშვები არიან რომლებსაც ესეთ დაძაბულ სიტუაციაში სჭირდებათ გართობა და განტვირთვა. ეს ფილმში კარგად ჩანს, რამოდენიმე მომენტი ძალიან ადამიანური და ბავშვურია – ისეთები არიან როგორებიც ნორმალურ საზოგადოებაში უნდა იყვნენ თოთხმეტი წლის გოგოები.

ამ ფილმმა მოახერხა ის რომ მე,  რომელიც სრულიად სხვა გარემოში ვიზრდები, ეს ყველაფერი არ მინახავს და არ გამომიცდია, უფრო მეტად დავაფასე ჩემი ბავშვობაც და დღევანდელი საქართველოც თუნდაც იმიტომ რომ არ გამითენებია ღამე პურის რიგში, არ გამჩენია სურვილი ვინმეს მოკვლის და შურისძიების… თუმცა, ეს პრობლემები დღემდე არსებობს, ისეთი მაშტაბური საბედნიეროდ აღარ არის უბრალოდ მაინც დღევანდელი ცხოვრების ნაწილია და ვფიქრობ რომ ყველამ უნდა ვცადოთ მათი მოგვარება. დარბაზიდან რომ გამოდიხარ ორი  საათის შემდეგ, ბევრი კითხვა გიჩნდება, გიხარია რომ ეგ სიტუაცია არ გინახავს და მხოლოდ კინოს ეკრანებზე, მშობლების დღიურებში, წიგნებში ან თუნდაც მოყოლით გაგიგია,  გული გწყდება რომ სულ რაღაც ოცი წლის წინ შენზე ორი წლით უმცროსი გოგოები და მათი ოჯახები ესე ცხოვრობდნენ, იმედს იტოვებ რომ აღარავის არ მოუწევს მაგ საშინელების გამოვლა და ბოლოს, ხვდები რომ ის ხალხი რომელიც ესე დაინტაჯა, დღეს კიდევ შენს გარშემო ცხოვრობს, არჩევანს აკეთებს და წესით ცვლილებასაც უნდა ხედავდეს დღევანდელ და 1990 წლის საქართველოს შორის.

Advertisements

2 thoughts on “გრძელი, ნათელი დღეები!

  1. გული გწყდება რომ სულ რაღაც ოცი წლის წინ შენზე ორი წლით უმცროსი გოგოები და მათი ოჯახები ესე ცხოვრობდნენ, იმედს იტოვებ რომ აღარავის არ მოუწევს მაგ საშინელების გამოვლა და ბოლოს, ხვდები რომ ის ხალხი რომელიც ესე დაინტაჯა, დღეს კიდევ შენს გარშემო ცხოვრობს, არჩევანს აკეთებს და წესით ცვლილებასაც უნდა ხედავდეს დღევანდელ და 1990 წლის საქართველოს შორის – გეთანხმები, კატო, უნდა ხედავდეს!

  2. ფილმის ყურებისას ბრაზი გიპყრობს, რომ ვერაფერს შეცვლი ამ ცხოვრებაში და მოგინდება ეკასავით აგინო ყველას

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s