ყვითელ ავტობუსში

ველოდები ავტობუსს. წყნეთში უნდა ავიდე. 21 წუთი აწერია და იმედგაცრუებული ვდგევარ გაჩერებაზე. სტაჟზე ვიყავი, 7 საათია, ძალიან მცხელა. ბევრი ლოდინის შემდეგ მოვიდა 34 ნომერი. ავტობუსი გადატენილია. ეხლაც, კიდევ ერთხელ გამიცრუვდა იმედი. ავედი, ბილეთი ავიღე და ცოტა წინ, ბევრი ბოდიშის მოხდით და უკმაყოფილო გამომეტყველების ყურებით, დავდექი. მძიმე რუგზაკი მაქვს, კომპიუტერი და ფოტოაპარატი მიდევს და კიდევ 39348390 ნივთი რომელიც არც მე ვიცი რატომ დამაქვს აქეთ იქით. ჩემს გვერდით შუა ხნის ქალბატონი ზის, რომელმაც შემომთავაზა ჩანთა მომეცი, დაგიჭერო, ცოტა მომერიდა, მერე გამიხარდა ყურადღება, ჩანთა მივაწოდე, ფეხებზე დაიდო და მთელი გზა ედო რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი.

ავტობუსში ცხელა, როგორც ყოველთვის. უსიამოვნო სუნი დგას. მე მაგრად მშია და ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ. გაიარა ერთი გაჩერება, მეორე, მესამე, მეოთხე გაჩერებაზე, კუს ტბის ასახვევთან ( იმედია არ მეშლება, მე და ქუჩების სახელები ვერ ვუგებთ ერთმანეთს :D) კონტროლიორი ამოვიდა. ალბათ 22 წლის გოგოა, დაღლილი თვალები აქვს და იმასაც ერთი სული აქვს როდის მივა სახლში.

– გამარჯობა, ბილეთი წარმოადგინეთ თუ შეიძლ… წინადადება არ ჰქონდა დასრულებული, ატყდა ერთი ამბავი. როგორც ყოველთვის.

უცბად ჩემს უკნიდან, მესმის დაახლოებით 50 წლის კაცის ლანძღვა-გინება. კონტროლიორს ეჩხუბება. მე და  ჩემს გარშემო 5 ადამიანს ყურში ჩაგვყვირის.

– შე უგულავას მონა, მალე აქ დავასაფლავებთ თქვენს უფროსს ( წინ სასაფლაო გვაქვს), გადი თავი გამანებე, ყველა ჩვენს ფულს ჭამს. მე როცა მინდა მაშინ ავიღებ ბილეთს. თქვენც არ აიღებდით ჩემს ადგილას.

არ ჩუმდება. მე ჩუმად ვდგევარ და ვუსმენ, ჩხუბის ხასიათზე არ ვარ.

ეს გოგონა ფანჯარაზე მიკრულ წესს ანახებს მაგრამ ამაოდ, შემდეგ გაჩერებაზე უხმოდ, კიდევ უფრო დაღლილი ჩადის. შემეცოდა.

უცბად ეს კაცი მიყურებს მე და ამბობს:

– ტფუ, ეს უგულავას მონა ეს.

მიუხედავად იმისა რომ ვიცი, რა ამბავიც ატყდება რომ ვუპასუხო, ვეღარ მოვითმინე და ვპასუხობ:

– არა, ეს გოგონა უგულავას მონა არ არის, კონტროლიორია და ცდილობს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას, თქვენ კი 20 წლის გოგოს შეურაცხყოფას აყენებთ.

ავტობუსში 2 წამიანი სიჩუმეა, 2 წამის შემდეგ კი ყველა ერთდროულად ყვირილს და ჩხუბს იწყებს.

– ჰეე, უყურე ერთი ამას. კონტროლიორი კი არაა, პალიციაა, ხალხს სისხლს უშრობს და ჩემს ფულებს ჭამს. ბილეთი არ მქონდა და უნდა გადამოყოლოს მაგას?

– ეგეთ წესია. ავტობუსში ასვლისას ბილეთი უნდა ავიღოთ, კონტროლიორი რომ მოვა კი ვანახოთ- ცოტა უფრო აკანკალებული ხმით ვპასუხობ. ჩხუბის დროს ცოტა ვკნანკალებ ხოლმე  იმედია გადავეჩვევი 😀

-წესები არ მაინტერესებს მე. თბილისელი ხარ შენ, გეტყობა. ბილეთი პირველად აიღე და გიხარია, წყნეთშიც პირველად ახვედი ავტობუსით. ხოდა გაჩუმდი რააა.

–  წყნეთში ვისვენებ და ავტობუსით ვმგზავრობ მეც დილა-საღამოს, ბილეთსაც ვიღებ და წესებს არ ვარღვევ.

– რამდენი წლის ხარ ბევრს რომ ლაპარაკობ ჰა მანდ?- მიყვირიან ავტობუსის ბოლოდან 30 წლამდე მამაკაცები ერთად.

– 16 წლის ვარ.

მაგაზე კიდევ უფრო მეტი ყვირილი დაიწყეს.

– ლაწირაკო, ჩაიგდე ენა.

– უფროსებს რანაირად ელაპარაკები.

– გაანებეთ ბავშვს თავი სწორს იძახის.

– როგორ არ გრცხვენია???!

რამ ამოგაღებინა ხმა კატო, გაჩუდი ხოლმე რა, ვფიქრობ ჩემთვის თუმცა მშივდად ვდგევარ და გზას ვუყურებ. მალე ავალთ ალბათ.

– აჰა, რა თაობა მოდის. სად იყავი 19 სექტემებერს ბიჭებს რომ აუპატიურებდნენ, იყავი აქციაზე? მაგათი შვილები რომ დადიან მძღოლებით და თვითონაც რომ დაკატაობენ. წესებს რომ იცავ აქ და ბილეთს იღებ. 9 წელი აწამებდნენ უგულავა და მისნაირები ხალხს მაშინ სად იყავი ჰა? გეკითხები. ესე თუ დაიწყე ცხოვრება, საქართველო ნამდვილად დაიღუპება.

– როგორ, კანონის რომ ვიცავ, ბილეთს ვიღებ და კონტროლიორს არ ვლანძღავ? არა, ეგ არ დაღუპავს საქართველოს. წესრიგს რომ არ იცავთ ეგ არის პრობლემა.

– ვინ გაგზარდა ესეთი ქაჯი, რა ქვია დედაშენს?- დამყვირის აგრესიულად თავზე.

– არამგონია მაგას რამე მნიშვნელობა ჰქონდეს ამ შემთხვევაში- ვპასუხობ მე, თან ვფიქრობ სახელი და გვარი რომ ვთქვა აქედან ალბათ ცოცხალი ვერ ჩავალ.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ეს კაცი მთელი გზა ყვიროდა. მგზავრებიდან ზოგი მხარს უჭერდა, ზოგი მე მიცავდა, ზოგი კი უბრალოდ ჩუმად იჯდა. ადგილი განთავისუფლდა და ეს კაციც ძლივს მომშორდა და დაჯდა. მე მუსიკას ვუსმენ, თან შეშინებული ვფიქრობ სახლამდე შედარებით გრძელი გზაა, არ გამომყვნენ და არ მცემონმეთქი. თუმცა ძიუდოში 18 მყავს რამაც ცოტა დამამშვიდა.

ჩემი ჩასვლის დროც მოვიდა, ქალბატონს ჩანთა გამოვართვი.

– შვილო, არ ინერვიულო, არ მიაქციო ყურადღება ამათ- მპასუხობს ის.

იქიდან ის კაცი მიყურებს და ყვირის:

– რა საერთოს პოულობთ მაგ გაუზრდელთან, გაანებეთ თავი.

მე ვუღიმი, ქალბატონს მადლობას ვუხდი და ჩავდივარ. სახლში გაბრაზებული, განერვიანებული მივდივარ და მადაც აღარ მაქვს ( ეს ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე, სულ მშია)

ჰოდა ესე. ამ ყველაფრის მერე ვჯდები და ვფიქრობ ღირს თუ არა ნერვების მოშლა ესეთი ადამიანების გამო, რომლებიც არც საკუთარ თავს სცემენ პატივს და არც სხვას. პასუხი ალბათ არაა, არ ღირს.  სტრასბურგის ტრამვაის ბილეთი თუ სწორედ მახსოვს 1,60 ევროა, კონტროლიორებიც სულ ამოდიან, ჯარიმა 45 ევრომდე ადის.მინიმალური ხელფასი 2013 წელს 1430 ევროა. იქაც ცხოვრობენ ადამიანები რომლებსაც ძალიან უჭირთ. ნაკლები, მაგრამ ცხოვრობენ. მეხუთე წელია იქ ვსწავლობ და არც ერთხელ ესეთ საშინელი სიტუაციას არ შევსწრებივარ.ყველაზე ცუდი ის არის რომ მარტო იმ დღეს კი არა, ყველა მგზავრობაზე ესეთი ამბავია. კონტრიოლიორი ამოდის, ლანძღავენ, ჩადის.

Advertisements

49 thoughts on “ყვითელ ავტობუსში

  1. gaixare, madloba am statiistvis. rac sheexeba shen kiTxvas girs tu ara am xalxis gamo nervebis moshla, namdvilad ar girs, magram im sacyali kontrolioris, romelic sakutaris samushaos pirnatlad shesrulebas cdilobs, namdvilad girs. mec ase moviqceodi, aucileblad gamovesarchlebodi mas (kanons). gaixare, mixaria rom gambedaoba geyo da protesti gamotqvi. 16 clis xar da am bnel xalxze bevrad meti gesmis, mixaria rom axal taobashi mainc aris ragac mentaluri cvlilebebi. imedia procentulad shennairad ufro meti azrovnebs shens taobashi.

    • სახელმწიფო როდესაც გიწესებს კანონებს და იმას არ იცავ, პრობლემა საზოგადოებაშია თუ სახელმწიფოში?!
      მსგავსი ფაქტები არც პირველია და არც უკანასკნელი…

      ავტორის წინაშე კი ქედს მოვიხრი… შენნაირი ღირსეული და გონიერი მოქალაქეები ჩვენს ქვეყანას აკლია, იმედი მაქვს, რომ შენს თაობაში შენნაირები ბევრია, რომლებიც იმედის მომცემ თაობად წარმოჩინდებით… მადლობა, რომ წმინდა მოქალაქეობრივი ვალი ჩინებულად მოიხადე, ანალოგიურად უნდა მოიქცეს თითოეული, ვინც მსგავს ფაქტს წააწყდება

  2. ქართველები ვართ რაც ვართ. ყველაზე მაგარი ერი. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ნამდვილი ვაჟკაცების ქვეყანა. ხოო :/ იდიოტების ქვეყანა

    • სიბნელეა, სრული სიბეცეე, მართალია საბურავებს აღარ წვავენ სინათლის მოთხოვნის საპროტესტოდ, მაგრამ აქ მაინც ბნელა. დარწმუნებული ვარ ათასჯერ ექნება უარი ნათქვამი წილზეხვედრობაზე მარიამს,

  3. რაც კონტროლიორები არსებობენ, მას შემდედ საბოლოოდ შემძულდა ავტობუსით მგზავრობა, ან იქამდე რა იყო ნეტა მოსაწონი… ყოველთვის, როდესაც კონტროლიორი ამოდის, ვიძაბები, სულ იმის განცდა მაქვს, რომ ახლა რომელიმე წიკვინა ქალი ან ღიპიანი კაცო გამოხტებიან და დაიწებენ ჩხუბს, მე კიდე ამ უსამართლობის ყურებამ ყოველდღე, დამღალა.

    კონტროლიორობა საქართველოში ყველაზე რთული სამსახური მგონია და ძალიან მეცოდება ყველა კონტროლიორი 😦

    • არ შემიძლია ოფლის და ნასკის ,,არომატით” გაჟღენთილი ნახირის ყაყანის მოთმენა და არც ვითმენ ხოლმე; – კატოს ადგილზე ზრდილობიანად კი არ ვუპასუხებდი, ამოვუტრიალებდი დედის მუტელს!, . . . უბილეთოდ არაერთხელ მიმგზავრია და შესაბამისად ჩემთვის კონტროლიორებსაც არაერთხელ დაუწერიათ ჯარიმა, რომელსაც ვიმსახურებდი; ამ კონტროლიორებიდან ბევრი მიცნობს და არცერთი არ იტყვის რომ გამო უხეში და უზრდელი ვიყავი იმის გამო რომ მგზავრობის საფასურის დაგახდა მომთხოვეს; – სამაგიეროდ ძალიან თავხედი ვარ, როდესაც საქმე სიმართლის დაცვას ეხება!, . . .

    • გუშინ შემომელანძღა ერთი ახვარი კაცი; – მეგობართან ერთად გაჩერებაზე მივედი რომ გამოცდებთან დაკავშირებული საკითხების ბოლომდე გასარკვევად წავსულიყავით, გაჩერებაზე 2 ნაცნობი კონტროლიორი ბიჭი და გოგონა შემხვდნენ; – კონტროლიორი ბიჭი ჯარიმას წერდა, ის დეგენერატი ბაბუ მოვიდა და ბღავილი დაიწყო,…
      – ეს ვინ არის კაცო!, რა ადამიანია!,…
      – კონტროლიორია და ჯარიმას წერს,… – ვუპასუხე მშვიდად
      – კონტროლიორია!, რას მელაპარაკები, მართლა!?,…
      – ტონს დაუწიეთ, რა გაყვირებთ?, მე თქვენ გიყვირივართ?,…
      – კონტროლიორი კი არა ადამიანი უნდა იყოს პირველ რიგში!
      – ადამიანიც არის, პირველ რიგში!,…
      – არ არის ადამიანი!
      – ადამიანია და ტონს დაუწიე,…
      მერე 5 ლარიანს აწვდიდა კონტროლიორს, მე გადავიხდი ამ ბიჭის ჯარიმასო, რაზეც კონტროლიორმა უპასუხა რომ ჯარიმა მასთან კი არა ბანკში ან სწრაფი გადახდის აპარატით უნდა გადაეხადა; – ის მაინც არ ეშვებოდა, გამომართვიო,… მე რას მაძლევ, გადახდა თუ გინდა გადაუხადე, მიიღო ლოგიკური პასუხი. არა, გინდა თუ არა აიღე, მე გაძლევო, დაიწყო ყვირილი(!),…
      – თქვენ ახლა ფულს მთავაზობთ და ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, მშვიდად უპასუხა კონტროლიორმა, მოწმეებიც არიან,…
      – ვინ არის მოწმე, მე ვარ მოწმე!?,… ახლა მეორე გამოხტა,… (რა იყო ბაბუ, შენც ,,ძველი ბიჭი” ხარ!?,…)
      – მე ვარ მოწმე!; – ვუპასუხე ხმამაღლა,…
      – რისი მოწმე ხარ?…
      – რისი და ფულს რომ სთავაზობს.
      – ვაი შენს პატრონს…
      – შენს პატრონს მიხედე… – ტიპი წავიდა,…
      ის ბაბუ ისევ ბღაოდა, კონტროლიორები თითქმის აღარ აქცევდნენ ყურადღებას,…
      – არაადამიანი!,… უნამუსო!,… გათახსირებული!,… – ბურტყუნებდა ის
      – გათახსირებული დედაშენია!,…
      – რა!?,… რა მითხარი!?,…
      – გათახსირებული დედაშენია!,… – გავიმეორე მშვიდად,…
      – რა მითხარი!?,…
      – გათახსირებული დედაშენია!,… – ოლიმპიური სიმშვიდით ვუპასუხე,…
      დედაჩემია გათახსირებული!?,… დედაჩემს შეეშვი!,…
      – კარგი, მაშინ შენ ხარ გათახსირებული,…
      – ზრდილობა არ გასწავლეს!?,…
      – ამხელა კაცი ხარ და ზრდილობა არ გაქვს, რა მაგალითს მაძლევ!?,… რომ გაიძახით ხოლმე, რა თაობა მოდისო, ახლა რა მაგალითს აძლევთ ახალგაზრდებს!?,…
      ბოლოს გამეცალა და თავისთვის ჩაიბურტყუნა; – ,,შენი კრეტინი დედა მოვტყან!,”. . .
      – დედაშენი მოტყანი!
      – რა მითხარი!?,… ისევ შემობრუნდა
      – დედაშენი მოტყანი რომელი ნახვრეტიდანაც გინდა შე ახვარო!,…
      – რა ხდება?, – მოვიდა კონტროლიორი
      – არაფერი – ვუპასუხე და იმ ბაბუს ზურგი შევაქციე,…
      ბაბუ წავიდა, კონტროლიორები ავტობუსს გაყვნენ და მალევე ჩვენი ავტობუსიც მოვიდა 🙂

  4. მაგათ მართლა არაფერი არ ეშველებათ 😦 მართლა ხშირად არის ეგეთი სიტუაციები, ცემას შევსწრებივარ კონტროლიორის, სირცხვილია უბრალოდ

  5. ხო და მე ვფიქრობ რომ არაფერი გვეშველება! 😦 შენ კი მადლობა იმისთვის რომ კარგი ადამიანი ხარ და კარგად წერ! ძალიან ვისიამოვნე ამ ბლოგის წაკითხვისას მიუხედავად იმისა რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენი ხალხის უწესურებასა და გამოუსწორებლობაში. :((((((

  6. კონტროლიორების გამო არაერთხელ მიჩხუბია :დ
    თუმცა ძირითადად თავს მანებებენ ხოლმე, და “ფაქ იე” სახით ჩამოვდივარ ავტობუსიდან :დ
    აქ რაც არის აღწერილი მაგის მსგავს სიტუაციაში ერთხელ აღმოვჩნდი მხოლოდ როცა ინდუსებს ვიღაცები აგინებდნენ და წყევლიდნენ. არ მოვითმინე ავყვირდი, ისინიც აყვირდნენ ბოლოს უკვე აფექტში ვიყავი მგონი :დ
    როცა გმოვფხიზლდი ავტობუსის ცენტრში ვიდექი და ყველა მე მიყურებდა :დ მანამდე არ მახსოვს რას ვყვიროდი :დ

  7. ეს ყველაფერი იმის შედეგია რომ კანონის ყველაფერზე მაღლა დაყენება ვერ მოხერხდა ქვეყანაი. საზოგადოება ძალიან დაჩაჩანაკებულია გონებრივად: მტერს მხსნელს ეძახიან და საშველად ხელის გამომწოდებელს სატანას, კანონის დამცველს დევნიან და ქურდებს და მამაძაღლებს ეთაყვანებიან.

  8. საზოგადოებაშია პრობლემა, როდესაც კანონს არ იცავენ ისეთ ელემენტალურს რაც მგზავრობაში ფულის ( 50 თეთრის ) გადახდაა და კიდევ კონტროლიორებთან პრეტენზიები აქვთ რომ როგორ თუ მამოწმებთო…
    არ გადამიხდია მეც და დავჯარიმებულვარ. არ ამიტეხია ერთი ამბავი წყნარად ავიღე ქვითარი და გადავიხადე ის 5 ლარი. რა პრობლემაა… დავარღვიე წესი და გადავიხადე ჯარიმა…
    ავტორს მართლაც რესპეკტ…

  9. მადლობა ამ ნაწერისთვის ❤ ნერვების მოშლა ვიგინდარებისთვის ნამდვილად არ ღირს. იმედია, ისეთ საქართველოს მალე მოვესწრებით, სადაც შენნაირი მოწესრიგებული მოქალაქეები უმრავლესობა იქნება.

  10. თქმა ყოველთვის ღირს, კატო – მეც თქვენსავით ვიქცევი და არ ვნანობ: ეს ამბავი ერთ უწესო ადამიანს მაინც ასწავლის “წესს”, რაც მეტი მოიქცევა ჩვენსავით, მით უფრო მეტი წესიერი ადამიანი ვიქნებით.ასეთ დროს კაცს ნერვები რომ არ აგეშალოს და ჭამის მადა არ დაგეკარგოდს, ამას ხასიათიც უნდა და გამოცდილებაც :))

    • სამსახურიდან მოვდიოდი სახლში დაღლილი; – ერთი სული მქონდა წყალი გადამევლო და საჭმელი მეჭამა, დასვენება მინდოდა და ამდროს კონტროლიორმა, რომელიც ჩემი უბნის ავტობუსს აკონტროლებდა მგზავრს ბილეთი მოსთხოვა; იმ კაცმა აიღო, მაგრამ იმდენი იყვირა ტვინი მოტყნა!, . . . ახლა თავიც ამტკივდა,… კონტროლიორი ცოტა ხანში ცემდა,… ან მე ვცემდი, . . .
      გაჩერებას აღარ აპირებდა, . . .
      – რა ტვინი მოტყანი!, ბილეთი გთხოვა, ტრაკის მიცემა კი არ უთხოვია!, . . . არ შესცა მთელი გზა!?, . . .
      ავტობუსში სიცუმე ჩამოვარდა,… კაცი გამოშტერდა,…
      – აარც მივცემდიი(?), . . . – მიპასუხა დაბნეულმა, . . . 🙂

  11. უგულავას მონა ხარ ანუ? მაგის თქმა გსურდა ამ პოსტით?

  12. კატო საყვარელო, სტრასბუტგში ავტობუსში რომ ადიხარ მუდამ თან გაქვს ხურდა? მე ერთხელ ზემელზე მთელი მესემიჩკეები მოვიარე რომ როგორმე ლარიანი დამეხურდავებია,რადგან ავტობუსში ბილეთის ასაღები აპარატი არ დგას,ამის გამო 3 ავტობუსი გავუშვი. ანუ მე მრჩება შტაბეჭდილება რომ ხალხის უბილეთოდ მგზავრობა სახელმწიფო ინტერესში იყო, რათა შეევსოთ ბიუჯეტი…და თუ ეს ასე არ არის დენიკინის დროინდელი უკასო ავტობუსები რატომ ჩამოიყვანეს?
    ასე რომ საყვარელო არა მარტო ხალხშია პრობლემა,არამედ პრობლემა კანონის დამკვეთებშია.თუ ფული ვერ დაახურდავე ესეიგი არ უნდა იმგზავრო და ფეხით უნდა იარო? თუმც ადამიანის ლანძღვა კონტროლიორი იქნება ის თუ მგზავრი, ნამდვილად ცუდი ტონია და მიუღებელია ჩემთვის

    • მეც მქონია ეგეთი შემთხვევა, ორჯერ, ორივეჯერ ავტობუსშივე დამიხურდავეს. და რაც შეეხება ბიუჯეტის შევსებას, ჩემი თანდასწრებით კონტრიოლორმა მხოლოდ ორი ადამიანი დააჯარიმა რადგან სულ ყაყანია და არავინ არ მიყვება. კონტროლიორიც ამოდის, ბილეთებს ითხოვს, ყველა ყვირილს უწყებს და ისიც შემდეგ გაჩერებაზე ჩადის.

    • თუ ვერ ვახურდავებთ შეგვიძლია სამგზავრო ბარათზე ჩავრიცხოთ, მეტროთი ან სამარშუტო ტაქსით ვისარგებლოთ,… იმის გამო რომ ხელში დასახურდავებელი ფული გვიჭირავს უფასოდ უნდა ვიმგზავროთ?,… (თქვენს შემთხვევაში არ ვიცი, ისე კი, ზოგჯერ შემიმჩნევია რომ მგზავრს აქვს ხურდა, მაგრამ სპეციალურად აჩვენებს დასახურდავებელ ტანხას რომ ბილეთი არ აიღოს,…) თქვენ რკინის ლარიანი გქონდათ, თეორიულად შეგეძლოთ ჩაგეშვათ აპარატში და 2 ბილეთი აგეღოთ, მერე კი ზედმეტი ბილეთი ვინმესთვის სალაროში ჩასაყრელ ხურდაში გაგეცვალათ, მაგრამ არ გაგახსენდათ, ან უბრალოდ არ გქონდათ იმის გარანტია რომ ეს ,,ვინმე” ამოვიდოდა თქვენს ჩასვლამდე,… თქვენ შეიძლება ძალიან გჭირდებოდათ ან უბრალოდ არ გსურდათ იმ 50 თეთრის მოკლება, რომელიც ხურდაში გეკუთვნოდათ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ,,თბილისის სატრამსპორტო კომპანიას” რატომ უნდა მოაკლდეს ის 50 თეთრი, რომელიც მგზავრმა უნდა გადაიხადოს?, . . .

  13. შენ გენაცვალე, მეც სულ მაგაზე მეშლება ნერვები და ყურადღება არ მიაქციო, მაგრამ როგორ გინდა ყურადღება არ მიაქციო როცა ამდენი გამო#რებული დადის.ერთმანეთზე უარესები არიან და არ ეშველება აქაურობას.
    იგივე სიტუაცია მხვდებოდა წელს წყნეთში. კონტროლიორები ყოველთვის ერთ ადგილზე ამოდიოდნენ, მაქსიმუმ 200 მეტრი იყო სხვაობა და იქამდე არავინ ტრა#ს არ აწევდა მანამ არ დაინახავდნენ, მერე ფაცურდებოდნენ და ავალდებულებდნენ კონტროლიორს რო ბილეთი აეღოთ მათთვის.
    ერთმა ძალიან გადააჭარბა თავხედობას და 20 წლის გოგო (დაახლოებით) აწვდიდა მაღაზიის ჩეკს, ამაზე კიდე ვერარ მოითმინა კონტროლიორმა და ჯარიმა უთავაზა.
    მე თუ მკითხავ არავის არ უნდა აუღოს ბილეთი, ყველამ თავისით აწიოს ტრა@ი და აიღოს ბილეთ, ვისაც არ ექნება კიდე ეგრევე ჯარიმა.

  14. კომენტარებმა დამაბნია. დავიჯერო ყველა ფიქრობს, რომ უბილეთო მგზავრობა ხალხის სიბნელითაა გამოწვეული?
    ხალხი ბნელი კი არა, ღარიბია და ღატაკი და ამის გამო ხანდახან უთავმოყვარეოც და მსჯელობს ასე: უგულავებმა იმდენი მოიპარეს, მე რო მაგათ ავტობუსის ფული მოვპარო (მეტს ვინ მომაპარინებს), ახია მაგათზე და ალალია ჩემზე.
    ეს გამართლება არაა, ახსნაა.

    კონტროლიორს რომ ახრჩობენ, მაგას ახსნაც არ აქვს, თავდაცვის ინსტინქტი აქვთ ალბათ ეგეთი და თან ცდილობენ მთელ ავტობუსს გააგებინონ რო “არა, 50 თეთრი კი არ უჭირთ, პროსტა უგულავას ჯინაზე რა” – სიღარიბის კომპლექსი…

    ცოდოა ხალხი. მაგრამ კარგია რომ ხანდახან ვიღაცა შემოულაწუნებს.

    • ვისაც იმდენად არ უჭრს მაინც არ იღებენ ბილეთს.
      ვისაც უჭირს 10 თეთრიანი ტარიფით მგზავრობს და ეგენი უფრო იღებენ ბილეთს.
      რამდენი “ჩემზე ფულიანი” ადის ავტობუსში და კიდიათ ბილეთის აღება

    • ხშირად ვხვდები კუკიის ავტობუსში და წყნეთის ავტობუსში. კუკიის ავტობუსში ნამდვილად ვერ ვიხსენებ კონფლიქტს კონტროლიორთან, წყნეთის ავტობუსში კი ყოველ მეორე მგზავრობისას ჩხუბი და გაწევ-გამოწევაა. ვითომ წყნეთის მოსახლეობა ამდენად უფრო ღარიბია კუკიელებთან შედარებით?

  15. ,,დიდი” კოტე ყუბანეიშვილი იტყოდა: აქ რომ სიბნელეა ეს ხომ ნათელია
    კარგად გადმოცემული რეალობაა

  16. საბჭოთა გადმონაშთები… დღესაც ცოცხლობს საბჭოთა დამახინჯებული იდეოლოგია – სახელმწიფოს რაც მეტს წაართმევ უფრო მაგარი ხარ, თანაც დანაშაული კი არა ჭკუაა თურმე.

    სანამ თითოეული მოქალაქე წესრიგს არ დაიცავს და წესებს არ დაემორჩილება ეს ქვეყანა ფეხზე ვერასდროს წამოდგება. უნდა გავათვითცნობიეროთ , სახელმწიფო ბიუჯეტი ჩვენი ბიუჯეტია. ავტობუსი რო დადის, რა გონიათ მაგათ, მოსკოვიდან მოდის პრიკაზი და იმით ყიდულობენ ავტობუსს, საწვავს და მძღოლს?

    ჩარეცხილები..

  17. shedareba cota ar iyos texavs
    chventan 125 laria minimaluri xelfasi,
    chventan zamtarshi kavkaveb avtobusshi da zafxulshi oflshi curav
    ase rom arc mtlad masea saqme
    orive mxare scodavs
    metroebi xom gvaqvs shedarebit komfortuli
    avtobusis fasic metrostan gatanabrebulia
    aq fasi rom gazardes avtobusze
    mere adgnen da ramodenime marshruti sul gaauqmes
    aramomgebianiao ase brZanes meriashi
    imaze aravis ufiqria, rom es municipaluri transportia da 1 kacis gamoc unda iaros
    da es yvelaferi,gazvirebac da xazebis amogebac imit iyo axsnili,rom avtobusshi unda yofiliyo komforti,kondicireba, is morchenili avtobusebi unda damateboda gadatvirtul xazebs da a.Sh… rac samwuxarod ar momxdara
    roca xvdebi rom saxelmwifo zrunavs shenze, elementaruli uxerxulobis grznoba gagichndeba ubiletod rom imgzavro gapickinebul pirobebshi
    da roca xedav, saxelmwifos magrad kidixar
    mgzavrob cal fexze mdgari,
    curav oflshi da sunshi
    am dros protestis grznoba gichndeba da….
    shens mkidia saxelmwifoze nervebmoshlili, vigac kontroliorze antxevs bogmas da vigacas sheizleba ubralo replikaze gachedos

    • ხალხს არასოდეს არ მოუთხოვია კომფორტი ავტობუსით მგზავრობისას, არც ტროტუარების მდგომარეობა არ გაუპროტესტებია და სისუფთავის დაცვაზე აუმაღლებია ხმა. ხალხი კომფორტს ითხოვს მხოლოდ ციხეებში. ასე რომ, არ ღირს ნერვიულობა. შეეგუეთ!

  18. ჩათვალე, რომ გაგიმართლა, ვინმემ მაინც შენი პოზიცია თუ დაიჭირა. რომ ვკითხულობდი, ჩემი თავი გამახსენდა არც ისე შორეულ წარსულში. საშინელებაა. თუმცა, მაგას უნდა ვუმადლოდე, მანქანის ყიდვა ასე სასწრაფოდ რომ გადავწყვიტე. აი, ვისაც საშუალება არ აქვს, არ ვიცი რა უნდა ქნას 😦

  19. “თან ვფიქრობ სახელი და გვარი რომ ვთქვა აქედან ალბათ ცოცხალი ვერ ჩავალ”.
    😀 ბევრი ვიცინე 🙂

  20. ფუ რა მართლა ყველა ამ არაადამიანი კონტროლიორის დამცველის დედაც რა! გაუმარჯოს იმ ხალხს ვინც გამოგლანღა! კაი გინების ღირსი ხარ შე მართლა უგულავას მონა!!!

    • ჯერ Calm down 😉
      და მერე, რას ერჩით კონტროლიორს? მემგონი ყველა ნორმალურად მოაზროვნე თვლის რომ კონტროლიორი რომ ამოდის, ბილეთს გთხოვს, არ გაქვს და გაჯარიმებს, არაადამიანობა კი არ არის, წესრიგის დაცვაა, რაც ბევრ ქართველს, მაგალითად თქვენ არ გიყვართ 😉

    • დედაშენი მოტყანი რომელი ნახვრეტიდანაც გინდა!, . . .
      შენც შეგეცი და იმ ხალხსაც, დაუკმაყოფილებელი ყვავებივით რომ ჩხავიან!, . . . გინების ღირსი შენ ხარ შე ყლეო!, . . .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s