კლარას თვალით დანახული საქართველო

თბილისში ვარ! 10 დღე კლარა იყო აქ, ჩემი ფრანგი მეგობარი, სულ რომ ვახსენებ ბლოგებში, აი ის. ჰოდა ყველანაირად შევეცადე კლარა გამერთო, მეჩვენებინა თბილისი, მცხეთა, კიდევ ყვარლის ტბაზეც ვიყავით, გავაცანი ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები და ჩვენი კატა, ბაფიც. სულ გაღიმებული დადიოდა აქეთ იქით, მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთ ადამიანთან საერთოდ ვერ ამყარებდა ურთიერთობას ენის უცოდინრობის გამო. წასვლის წინ ვკითხე, გულწრფელად მითხარი რა მოგეწონა და რა არამეთქი, აი რა მიპასუხა:

– ხედები და საჭმელი ძალიან მომეწონა, მართლა ძალიან მაგარია! შენი მეგობრებიც მომეწონენ, მხიარული ბავშვები არიან, მოკლედ ყველა ადამიანი მომეწონა შენს გარშემო, უბრალოდ იცი რა არის, არ გეწყინოს, ზოგიერთი ქართველი არის უცნაური, რაღაც დაჭინებული მზერით გაკვირდება და არ გიღიმის. ისე მართლა ყველაფერი კარგი იყო!

ცოტა ხანი გადიდებული თვალებით ვუყურებდი. გამიკვირდათქო რომ გითხრათ მოგატყუებთ უბრალოდ მაინც არ მეგონა რომ კლარაც ესე უცბად შეამჩნევდა იმას, რაც მეც მაღიზიანებს, ცოტა მეწყინა, მაგრამ მერე დავფიქრდი, გულწრფელ პასუხს მე ვთხოვდი. არაფერს არასწორს არ ამბობდა და გული დამწყდა. მართლაც გვჩვევია დაკვირვვება თავიდან ბოლომდე. უცხო რომ გაგვიღიმებს კი ვფიქრობთ რომ გიჟია და შეჭმუხნული წარბებით ვუყურებთ, თან ხმამაღლა ვფიქრობთ ნეტა რა აცინებსო. სტუმართმოყვარეები კი მაშინ ვართ როცა სტუმარი ნაცნობია.

როდესაც დედაჩემთან ერთად ვარ, რომელსაც ბევრი იცნობს (ჩემგან და კლარასგან განსხვავებით) მაშინ განსაკუთრებით დიდხანს და კარგად გვაკვირდებიან. რესტორანში რომ შედიხარ და ძალიან რომ გშია, ერთი სული რომ გაქვს როდის მოგიტანენ შენს უდიდეს ჰამბურგერს და მარტო მაგაზე რომ ფიქრობ, ძლივს რომ მოაქვთ და რომ კბეჩ, აი მაშინ, ამ საყვარელ მომენტში, მენიუდან რომ იჭყიტებიან და ჩუმად  გაკვირდებიან, შემაწუხებელია. ხან აქედან გვიყურებენ დაჟინებული სახეებით ხან იქიდან, თან ცდილობენ ამის შეუმჩნევლად გაკეთებას და საერთოდ არ გამოსდით. მაგარი სასაცილო სანახავია, აი ზარმაცი მოსწავლე რომ ცდილობს ბეჯითისგან ტესტის გადაწერას იმ სიტუაციას წააგავს, იმ განსხვავებით, რომ ნიშანს მათ არავინ უწერს. არ მიკვირს რომ საჯარო პირებს უფრო აკვირდებიან, მაგრამ მე არც საჯარო პირი ვარ და არც ცნობილი სახე, რაც შეეხება კლარას, ეჭვი მეპარება ვინმე იცნობდეს, მაგრამ როგორც ჩანს ეს პრობლემა მასაც გაუჩნდა და ისიც შეაწუხა. უყურებენ რა გაცვია, რა გიკეთია და ვისთან ერთად ხარ. როდესაც მათვის საინტერესო ადამიანი ჩანხარ უფრო დიდ ხანს გაკვირდებიან. თან ამას უკმაყოფილო სახეებით აკეთებენ, თუ დაინახეს რომ ”გამოიჭირე” იბნევიან და უცბად ატრიალებენ თავს.  მოკლედ, სხვის სივცრეს პატივს არ სცემენ. როგორც ყოველთვის ეხლაც ვიტყვი, გადაჭრით თქმა რომ ყველა ესეთია არ შეიძლება, რადგან ყველა ესეთი საბედნიეროდ არ არის, უბრალოდ სამწუხაროა რომ ეს ცუდი თვისება კლარამაც დაინახა და განაზოგადა.

აგრესიულს რაც შეეხება, გუშინ ერთი ისტორია გადამხდა. მონსტრების კორპორაციაზე წავიყვანეთ ბავშვები მე და თიკომ. წარმოიდგინეთ სიტუაცია: ძალიან ცხელა, დგახართ ბატიბუტის რიგში, ბავშვები დარბიან და ირევიან ხალხში, ცდილობთ თვალი ადევნოთ, რიგი მიდის ძალიან ნელა და უკნიდან 40-45 წლის ქალბატონი გაწვებათ. ხან მარჯვნიდან მოგივლით, ხან მარცხნიდან, ბოლოს კი უბრალოდ გეხუტებათ. გასაკვირი ის არ ის რომ მის უკან არავინ დგას. ზოგადად ჩახუტება არ მიყვარს, მითუმეტეს რიგში, მითუმეტეს 35 გრადუსში და მითუმეტეს როცა ამას უცხო ქალბატონი აკეთებს. ვითმინე, ვითმინე და ვეღარ მოვითმინე, ჰოდა წყნარად გავტრიალდი და ზრდილობიანად ვუთხარი:

– ქალბატონო, ძალიან გთხოვთ ნუ მაწვებით, ესე ხომ რიგი უფრო სწრაფად არ წავა.

წარბებით დაახლოებით ეს მოძრაობა გააკეთა:

– რამდენი წლის ბრძანდებით? ზრდილობა არ გასწავლეს ოჯახში? ან რიგში არასდროს მდგარხართ?

– ძალიან ზრდილობიანად მოგმართვათ, რიგში რომ ვმდგარვარ სწორედ მაგიტომ გეუბნებით რომ მოწოლით უფრო სწრაფად არ გავა, ცხელა და ეგრე მოწეპება რატომ გსიამოვნებთ.

ამ დროს მოვიდა ჩემი რიგიც. ამ ქალმა ხელი მკრა იმის შემდეგ რაც დაინახა რომ 5 არასრულწლოვანი ვიდექით და დაიწყო შეკვეთის მიცემა.მე ამ დროს დავიწყე ჩხუბი მაგრამ  ვითომ არ ესმოდა. გამყიდველმა რა თქმა უნდა მას დაუჭირა მხარი და მე დავრჩი ესე. ატყდა ყაყანი. რიგი ყველამ დაარღვია. ამ ქალმა პოპკორნები აიღო, კესოს, ჩემს დას, პირდაპირი მნიშვნელობით გადაუარა და შევიდა დარბაზში. მემგონი პირველად მომინდა ვინმეს ცემა.

მეორე ისტორიც  მაქვს.  შუქნიშანზე გადავდიოდი, მწვანე ენთო, რადგან შუა გზაზე გადასვლის მართლა მეშინია. გამოვარდა ვიღაც  50 წლის მამაკაცი სიგნალებით და გინებით, მე ჯერ დავუყვირე ჩემი გზაა მეთქი, რომ აღარ გაჩუმდა, პირველად ჩემს ცხოვრებაში ხმამაღლა ვთქვი ცუდი სიტყვა, მძღოლი დაიბნა, მიყურა და საჭე ძლივს დაიმორჩილა. ცოტა კი შემეშინდა, არ გადხმოხტეს მანქანიდან, ტაბურეტკით არ მცემოს მეთქი. აღშფოთებული და გაბრაზებული გადავედი, თამუნას სიგარეტი ვუყიდე და უცბად გამყიდველმა მკითხა: თქვენ თამუნა ჩერგოლეიშვილის ვინ ხართ, როგორ გიგავთ ხმა, ძალიან მომწონს,  რა ახალგზარდულად გამოიყურებაო.

ეს ყველაფერი 10 დღის განმავლობაში მოხდა, ალბათ თქვენთვის უცხო არ არის, ჩემთვის არის რადგან სტრასბურგში არ მაგინებენ ხოლმე როცა ჩემს გზაზე გადავდივარ და რიგში დგომაც ასე თუ ისე იციან. ამ ყველაფრის შემდეგ მივხვდი რომ კლარა სწორს ამბობდა, გვაქვს ცუდი თვისებებიც, ყველაფერ კარგთან ერთად. განზოგადება არასწორია და ეგ შეეშალა, თუმცა ზოგადი შთაბეჭდილება ესეთი დარჩა.

ჰო და რაც შეეხება ხედებს, თითქოს მეც კლარასთან ერთად დავალთვალიერე პირველად თბილისი  და მართლა გახარებული და ამაყი დავდიოდი, რამდენი რამე გაკეთებულა და რა ლამაზია!

Advertisements

7 thoughts on “კლარას თვალით დანახული საქართველო

  1. Kato gamarjoba,klaras rac sheexeba chems azrs davcer,rodesac ucxo kvekanashi chadixar amdens aketebs sheni maspinzeli meobari rom pativigces ,xan ert adgilas mikavxar xan meore,ase mxolod karvelebma ician pativiscema ,meorec ar unda akvirdnodes vigaca kartveli rogor ukurebs,imitom rom jer sheni pativiscema unda hkonoda ,ase gadakevi tan da chemi azrit utaktobaa rodesac adamianis amxela pativiscemas kvelaperi kargi iko magram it ickeb,dzalan minda shen rodesac chaxval mastan stumrad manac ise gces pativi,tumca ar gamikvirdeba ase rom ar gadagkves,evri nakli gvak tumca stumris pativiscema namdvilad ar gveshleba:)

    • ქალბატონო ელენე კლარა ჩემი უახლოესი მეგობარია, მე მას გულწრფელი პასუხი ვთხოვე და გულწრფელადაც მიპასუხა, მადლობა როცა საჭირო იყო გადამიხადა 🙂 ნუ გგონიათ რომ მარტო ქართველებმა იციან ”ასე” პატივისცემა. ვყოფილვარ ჩემს კლასელებთან სტუმრად ( ფრანგთან, გერმანელთან, ვენესუელელთან, ესპანელთან…) შეიძლება სტრასბურგი თავიდან არ დამათვალიერებინეს რადგან იქ ვცხოვრობ, უბრალოდ ყველაფერს ცდილობდნენ იმისთვის რომ მე თავი კარგად მეგრძნო.

  2. აი იმ ქალზე, ისე ამეშალა ნერვები რამის არ ვიცი…

  3. dzalian gtxovt nu cdilobt qartveli eris dakninebas me vamayob kargi iqneboda ekonomiurad gachirvebul xalxs gacineba da gimili rom sheedzlot magram ver vaxerxebt amas amitom jer chven erts da mitas vcet pativi shemdeg prangebs usasyidlod ucxoelebma namdvilad ar ician gadayola nu artmunebt amashi xalxs

  4. გეთანხმები კატო, უფრო სწორედ კლარას, ქართველებმა მართლაც იციან “მიშტერება” რა გაცვია რა გახურავს, რაც ძალიან უხერხულ სიტუაციაში აგდებს ადამიანს, მითუმეტეს თუ ცნობადი სახეა. რამოდენიმე ქვეყანაში ვყოფილვარ და ისე არსად არ გაკვირდებიან როგორც საქართველოში და ეს მე პირადად ძალიან მაღიზიანებს, რაც შეეხება რიგში მდგომ ქალბატონს ეგეთებიც ხომ უამრავი გვყავს სამწუხაროდ, მე რომ იქ ვყოფილიყავი აუცილებლად ვეტყოდი რამეს საკადრისს რათქმაუნდა, შუქნიშანზე მეც შემემთხვა ეგეთი რამ და მეც ცუდი სიტყვა ვუთხარი იმ ახალგაზრდა ყმაწვილს მაგრამ “დაიკიდა” ჩემი ნათქვამი და გზა გააგრძელა ასე რომ????????????????

  5. სიგარეტის მიყიდვა არასრულწლოვანისთვის ისჯება კანონით, ნუ დააყენებ მაღაზიის გამყიდველს საფრთხის წინაშე 🙂

  6. ra sachmeli moewona im klaras mainc ver gavige, sul hamburgerebze da popkornebze giweria,da papirosebze kido
    ia strasburgshi, ai iq, iq strasburgshi ase xdeba,iq is magaria da a.sh…
    aqac egre ro xdebodes, xo aqac strasburgi iqneboda
    ase rom , chven asetebi vart, isini isetebi
    aborigenebi vyofilvart strasburg,
    gaviget……….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s