არ მესმის!

რელიგიურ თემებზე იშვიათად ვწერ, იმიტომ კი არა რომ არ მაინტერესებს, უბრალოდ მგონია რომ როდესაც ამ თემებს ეხები ბევრ ლანძღვას და მუქარას უნდა მოელოდო ხოლმე, მე კი მიყვარს მშვიდად ცხოვრება და კომპლიმენტები.  ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ ( და ალბათ გაინტერესებთ რადგან ამ ბლოგს კითხულობთ)  ქართველი ”მორწმუნეების” საერთოდ არ მესმის.

– არ მესმის რა აზრის აქვს მარხვის დაცვას როდესაც სამარხვო ნამცხვრებით მუცელს ივსებ და არც სხვა სიამოვნებებს იზღუდავ. არც ის ესმის რატომ იყენებენ მარხვას როგორც დიეტას ზაფხულისთვის ”კილოების დასაგდებად”. რამდენჯერ შემხვედრია ნაცნობი ან  თუნდაც უცნობი ადამიანი, მარხვის დროს ხორცი რომ უჭამია და უთქვამს ”ამ ერთხელ არაუშავს”. ჰო არაუშავს, მერე რა რომ ხვალაც იგივეს იტყვი.

– არ მესმის რა აზრი აქვს ცოდვის მონანიებას თუ მეორე დღეს იგივე უნდა გააკეთო. მამაოს სანახავად  მიდიან, ცოდვას ინანიებენ,იქიდან ”გაწმენდილები” გამოდიან, უბრალოდ მეორე დღეს იგივეს აკეთებენ. არც იმ ადამიანების მესმის ჩემხელა ჯვრებით რომ დაიდან და ყველა განსხვავებული აზრის/ ორიენტაციის ადამიანს რომ კარგ შემთხვევაში აგინებენ, ცუდში კი ცემენ.

– არ მესმის მე იმ ქართველი მორწმუნეების ვინც ფეისბუქზე პატრიარქის და წმინდანების ფოტოებს აშეარებენ და მეც მომიწოდებენ გავიზიარო თორემ ” ჯოჯოხეთში დავიწვები”. ეს მართლა არ მესმის, ღმერთი ფეისბუქის კედელს უყურებს თუ შენს საქციელს? არა, იმას არ ვამბობ რომ არ უნდა დააშეარონ პატრიარქის სურათი თუ უნდათ, მე პირადად არ მომწონს 16 წლის გოგოების კედლები რომ სულ ხატებით არის სავსე,მეუცნაურება, მაგრამ იყოს, მათი კედელი და მათი არჩევანია უბრალოდ მე ნუ მომთხოვენ იგივეს გაკეთებას რადგან არ ვთვლი რომ ეგ ის არის რაც სწორედ ცხოვრებაში დამეხმარება.

– არ მესმის რატომ გლანძღღავენ ღრმად ”მორწმუნეები” როდესაც პატრიარქის გამოსვლაზე კრიტიკულ აზრს გამოთქვამ. არ შეიძლება რომ პატრიარქისგან განსხვავებული აზრი მქონდეს? არ შეიძლება რომ არ ვეთანხმებოდე? იქნებადა და ეს ჩემი აზრი ძალიან რაციონალურია. ზოგადად, ასე მგონია რომ მისი ნათქვამის ბრმად სჯერათ და იმეორებენ ისე რომ არც ფიქრობენ სწორია თუ არა.

– არ მესმის რატომ აიგივებენ იეღოვას მოწმეებს და ათეისტებს ერთანეთთან და რატომ უწოდებენ მათ სატანისტებს. რადგან ათეისტი ვარ ესეიგი სატანისტი ვარ? კი მაგრამ, რატომ? თუ  ვარჩევ ცუდს და კარგს, არ ვურტყავ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, არ ვქურდობ და ვცილობ სწორი ცხოვრებით ვიცხოვრო რატომ ვარ მე სატანისტი და ის ”მორწმუნე” ვინც დღე და ღამე სხვა რელიგიის მქონე ადამიანებს აგინებს და ემუქრება მორწმუნე?

– კიდევ არ მესმის რა საჭიროა ყოველ კუთხეში ეკლესია როდესაც შეიძლება რომ ის დიდი თანხა რომელიც მართმადიდებლურ ეკლესიას გააჩნია საქართველოში სხვა სასიკეთო საქმეს მოახმაროს.

მე 16 წლის ვარ და ჯერჯერობით არ მაქვს  ჩამოყალიბებლი რელიგიური შეხედულებები. მჯერა რომ ღმერთი არსებობს უბრალოდ რამდენად სწორია იმ მამაოსთან მისვლა რომელიც ”დაგმე მიშას” მიყვირს  და არ მაძლევს უფლებას ჩემი აზრი მქონდეს, არვიცი. შესაბამისად ვცდილობ უბრალოდ სწორედ ვიცხოვრო, როცა დახმარება შემიძლია დავეხმარო და ა.შ. მე ამ პოსტში მორწმუნეებზე არ ვსაუბრობ არამედ ფარისევლებზე. მე პატივს ვცემ იმ ადამიანს ვინც გულწრფელად ინანიებს ცოდვას და ცდილობს აღარ გაიმეროს, ვინც იცავს მარხვას ისე რომ სამარხვო ღვეზელი არ ჭამოს რადგან იცის რომ მარხვა საკუთარი თავისთვის სიამოვნების შეზღდვას ნიშნავს, ვინც დადის ეკლესიაში არა იმიტომ რომ იქიდან გამოვიდეს და თქვას რომ ეკლესიაში იყო და მამაო ნახა, არამედ იმიტომ რომ პასუხებს ეძებს, მე პატივს ვცემ იმ მორწმუნეებს ვისაც ფატანიზმში არა აქვს გადასული რელიგია, ვინც ობიექტურად უყურებს, მსჯელობს, ფიქრობს, იმ ადამიანებს ვინც არ გახვევს თავის რელიგიას და გაძლევს უფლებას შენ სხვა რამის გჯეროდეს ან საერთოდ არაფრის არ გჯეროდეს.

Advertisements

29 thoughts on “არ მესმის!

  1. sruli simartlea … dges es yvelaferi ukve modashi shemodis da qartvelebi kide xo isetebi vart ro tu ertma gaaketa mec unda mivbadzo aucileblad :)))

  2. 16 წლის რომ ხარ ძალიან ცუდი, თუ აქამდე არ გესმის რას წერ და საერთოდ რა გინდა ან რატომ დაწერე. ჯერ ერთი, როდესაც იძახი მიდიან ამამოს სანახავადო რატომ ინანიებენ ცოდვებსო. წმინდანად ვერავინ ცხოვრობს იმიტომ რომ ყველა ადამინები ვართ და მხოლოდ უფალია უცოდველი, და ერთიდაიგივე ცოდვა შეიძლება აღსარებიდან გამოსულმა ჩაიდინო. ჩვენ თითოეული წამით და ფიქრითაც კი ვცოდავთ არა თუ აღსარებიდან გამოსულები. რატომ ილანძღებიან საპატრიარქოსგან განსხვავებულ აზრზე რომ წერ, ვინ გაგლანძღა? შენ თუ რომ შეგისწორონ ლანძღვად მიგაჩნია ეგრე იყოს და იმიტომ არ უნდა გქონდეს განსხვავებული აზრი ეკლესიის, რომ როგორ უნდა ცხოვრობდე იმას გასწავლიან და არა პიდარასტების ქორწინებას და ათას უმსგავსობას დაუჭირო მხარი. გეთანხმები გაზიარებებში, ეგ დიდი მკრეხელობაა მათი მხრიდან, თუმცა ყველას თავისი მიეზღვება. იმიტომაა საჭირო ყოველ კუთხეში ეკლესია რომ აშენდეს, რომ ადამიანებმა ისწავლონ ისე ცხოვრება, რომ როგორც შენ ამბობ იმ გაჭირვებულებსაც დაეხმარონ და იმათ ყოფა შეუმსუბუქონ.

    და ბოლოს რაც შეეხება იეღოველებს და ათეისტების სექტანტობას და სატანისტობას. იეღოველები პირდაპირ ჯოჯოხეთისთვის არიან განწირულები ისევე როგორც მუსილმანები, ბუდისტები, კათოლიკეები, მოსეს რჯულის მიმდევრები და ყველა სხვა ე.წ. რელიგიის წარმომადგენლები, ვინაიდან მათ არ აქვთ ჭეშმარიტი სწავლება და ემსახურებიან ეშმაკს და სხვას არაფერს. ვერავინ სხვა ვერ ცხონდება მართლმადიდებლური ეკლესიის გარეთ.

    16 წლის რომ ხარ ერთ რამეს გირჩევ, წადი ეკლესიაში და ყველა ამ კითხვაზე გექნება პასუხი.

    • ”არა პიდარასტების ქორწინებას და ათას უმსგავსობას დაუჭირო მხარი”
      ” იეღოველები პირდაპირ ჯოჯოხეთისთვის არიან განწირულები ისევე როგორც მუსილმანები, ბუდისტები, კათოლიკეები, მოსეს რჯულის მიმდევრები და ყველა სხვა ე.წ. რელიგიის წარმომადგენლები”

      აბა თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ, არაფრით გასხნვავდებით იმ ფარისევლებისგან. ჰო და კიდევ, ამ ბლოგზე თუ კიდევ აპირებთ შემოოსვლას, სანამ კომენტარს დაწერთ დაფიქრდით რამე სისულელეს ხომ არ ბჟუტურებთ.

    • giorgi საბედნიეროდ შენ არ წყვეტ ჯოჯოხეთში ვინ წავა!!! პოსტი ძალიან მომეწონა, დღეს ასეთი ჯანმრთელი აზროვნება იშვიათია! ყოჩაღ!!!

    • თავად რამდენი წლისა ბრძანდებით წაკითხულიდან აზრის გამოტანა რომ ვერ გისწავლიათ? :დ დანარჩენ ნაბოდვარს რომ თავი დავანებოთ..

    • თავად რამდენი წლის ხართ, გიორგი? მსგავსი ბოდვა ჯერ არ მომისმენია!
      “იეღოველები პირდაპირ ჯოჯოხეთისთვის არიან განწირულები ისევე როგორც მუსილმანები, ბუდისტები, კათოლიკეები, მოსეს რჯულის მიმდევრები და ყველა სხვა ე.წ. რელიგიის წარმომადგენლები, ვინაიდან მათ არ აქვთ ჭეშმარიტი სწავლება და ემსახურებიან ეშმაკს და სხვას არაფერს. ვერავინ სხვა ვერ ცხონდება მართლმადიდებლური ეკლესიის გარეთ.”
      მოკლედ მთელი მსოფლიო ჯოჯოხეთის კერძია, ზოგი გონებაშეზღუდული ქართველის გარდა… ნამდვილად არ მინდა ასეთ სამოთხეში… 🙂
      ნეტავ ბევრია კიდევ ასეთი “ჭკვიანი” საქართველოში? რა კატასტროფაა!!!

  3. მე ის მიკვირს, ლეიკემიის გამოკვლევა 1 მლნ დაფინანსებას რომ იღებს და საპატრარქო 29 მილიონს.
    კიდევ 40 000 -იანი ჯიპები მიკვირს.
    და საკუთარ თავზე გაბღენძილი წარმოდგენები, რომ რადგან შავ ტანსაცმელში არიან გახვეულები, რაიმე უპირატესობა აქვთ.

  4. პირველ რიგში, ჩემი კომპლიმენტები მიიღეთ თქვენს ბლოგთან დაკავშირებით. ძალიან მომწონს როგორც აზროვნებთ. რაღაცნაირად ლაღი და ჯანსაღი აზროვნება გაქვთ და გილოცავთ.

    მინდა სრულად გავიზიარო პოსტში მოყვანილი მოსაზრებანი. ძალიან ჯანმრთელი (ასე ვთქვათ )კრიტიკა წაიკითხე. მეც მაღიზიანებს სოციალურ ქსელში რელიგიური ექსტრემისტები. (და არა მარტო სოციალურ ქსელში) . თქვენზე უფროსი ვარ, უკვე გავაკეთე ჩემი რელიგიური არჩევანი. მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ.ტაძარში დავდივარ, სულიერი მამაც მყავს.14-15-16 წლიდან მოყოლებული დღემდე, ყოველდღიურად ვფიქრობ ღმერთზე, სხვათაშორის ათეისტური ლიტერატურიდან დაწყებული , მართლმადიდებლურით დამთავრებული ბევრს ვკითხულობდი. ხშირად მერყეოდა რწმენა, ეხლა რაღაცნაირად შევჯერდი ჩემს რელიგიურ შეხედულებებთან დაკავშირებით. არ მახსოვს, მგონი ნიცშემ თქვა ღმერთი რომ არსებობდეს მაინც გამოვიგონებდითო და მართლა ესე. რთულია იცხოვრო უღმერთოდ. ვინც არ უნდა იყოს შენი ღმერთი: ბუდა, ალაჰი, ქრისტე თუ სხვა.
    მინდა გითხრათ, ყოველთვის ვკამათობ,ვსაუბრობ ამ თემებზე, მაინტერესებს სხვა რელიგიები, არ ვთვლი რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი სწორი რელიგიაა და არგუმენტად სულ ის მომყავს ფანატიკოსებთან , რომ დარწმუნებული არ ვარ ისინი რომ მაგალითად მუსლიმურ სამყაროში რომ დაბადებულიყვნენ იგივე პათოსით არ გაიზიარებდნენ მაჰმადიანობას. მე მგონია, ღმერთი ერთია, უბრალოდ მასთან მისასვლელი გზა არის სხვადასხვა. და კიდევ მგონია რწმენის სიღმესთან მისი აფიშირება და ლიტურგიული წესების ზედმიწევნით დაცვა საერთოდ არაფერ შუაშია.

    წარმატებებს გისურვებთ .

  5. ეს ვისი ბლოგია? გთხოვ ვისი ბლოგიცაა დამამატე ფაცებოოქში ! 😀 nataniel eriashvili

  6. ყოჩაღ ახალგაზრდა ქალბატონო : ) იმედია ოდესმე დაინტერესდები რა არის ჭეშმარიტი რწმენა და ვინ იყო ქრისტე… მან ესეთი რამე თქვა ”შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ”(იოან. 8:32).

  7. მშვენიერი, საღი და ლამაზი პოსტია! 16 წლის ადამიანის ეს მცირე გაბედულება, გაცილებით დიდი სიმართლეა , ვიდრე ამ ბნელეთის მოციქულების და გონებაშეზღუდულების ყველა ეკლესია, ერთმანეთზე დაშენებული. უფალმა იესომ თქვა, რომ მისი სული არ ბინადრობს ადამიანის ხელთქმნილ ტაძრებში, თავად ადამიანია ის, ვინც ღმერთის სულისთვის სასურველ ტაძრად უნდა იქცეს, სადაც დაივანებს და შეუერთდება ადამიანს, და თუკი ეს სულიერებისგან დაცლილი ( ან როდისმე ქონდათ რაიმე, რომ დაცლილიყვნენ?! ) “ეკლესიები” ვერ იძლევიან საჭირო საზრდოს სულისას, საბედნიეროდ ღმერთმა მომანიჭა იმის უნარი და უფლებაც, გავარჩიო სად სიყალბეა და სად სიმართლე. თავდაყირა რომ დადგნენ და წვერები დაიწეწონ , ამ უფლებას მაინც ვერ წამართმევენ, რაშიც გიცხადებთ ჩემს მოკრძალებულ, გულითად სოლიდარობას. მე პროტესტანტი ბაპტისტი ვარ, პატივს ვცემ ყველას, ვისაც გულწრფელად სურს და ცდილობს ღმერთის პოვნას… მაგრამ სამწუხაროა ის, რომ ესენი გაჭყლეტილები არიან ამქვეყნიურ პოლიტიკანობასა და ღვთის სამსახურს შორის, რაც თავისთავად უკარგავს ადამიანს ღმერთის გზის გულწრფელად პოვნის უნარს, სურვილს, საშუალებას….ამაზე უფალმა იესომ ასევე ნათლად თქვა – “ჩემი სამეფო არ არის ამქვეყნიური”, “ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და ბელიარსაც”, “ვისაც წუთისოფელი უყვარს მასში არ არის მამის სიყვარული” უბედურებაა, რომ უმრავლესობას არც აქვს წმინდა წერილი სრულად წაკითხული, მისი სულიწმიდით შთაგონებით გახსნაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასე რომ ყველამ თავის ჩასვრილ საქმეს მიხედოს და თავი შეიკავონ სხვის თავისუფლებაში ხელების ფათურისგან. ეხება გიორგის და მისი სახით მრავალს.

    P.S. სხვათაშორის თავშეკავება, ერთ ერთი ქრისტიანული სათნოებაა, წესით “მართლმადიდებლურიც” უნდა იყოს.

  8. ძალიან გამიხარდა ჩემი თაობის კიდევ ერთი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი რომ ვიპოვე:)
    მომწონს პოსტი.. არა მხოლოდ იმიტომ, რომ გეთანხმები, არამედ იმიტომ, რომ გამართულია და ვერ დავუწუნებ ვერაფერს, სხვანაირადაც რომ ვფიქრობდე.
    მადლობა 🙂

  9. გადავრჩებით მგონი! 16 წლის რომ ასე აზროვნებს იმიტომ! ჩემი აპლოდისმენტები შენ! წარმატებებს გისურვებ პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში!

  10. ყველაფერში გეთანხმები ^_^ კიდე ის არ მესმის სადღაც მიუვალ ადგილას რომ აშენებენ ეკლესიებს. ქალაქში გასაგებია, ხალხი მივა ილოცებს, მარა ტყეში რა აუცილებელია? ხშირ შემთხვევაში ააშენებენ, ერთი წელი იქ იცხოვრებენ და მერე სამუდამოდ ტოვებენ იმ ადგილს. ხო კიდე დახმარებას რომ ითხოვენ ეკლესიის აგებაში. მილიონები აქვთ და ერთი ეკლესიის აშენებაში ჩვენ ფულს ითხოვენ. ბევრი იტყვის რომ ამას ხალხისთვის აკეთებენ, წვლილი რომ შეიტანოს საზოგადოებამ ეკლესიის აგებაში, მარა მაგის არ მჯერა. :დ

  11. ძალიან კარგია რომ შეძელი ქართველი მორწმუნეების ნაკლის დანახვა. კომენტარებში ზოგი წერს : “ნამდვილად საღად მოაზროვნე ადამიანი ხარ!”. მაგრამ არა მგონია რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა ესმოდეთ. საღად აზროვნება ნიშნავს იმას , რომ რაიმე საკითხს პლიუსებიც და მინუსებიც გამოუნახო. ანუ წარმოაჩინო შენი აზრი ისე რომ არც რადიკალი არ იყო და არც ფარისეველი. მაგრამ, ქალბატონო კატო 🙂 , თქვენ მართმადიდებლურ ეკლესია მხოლოდ მინუსებით მოისაზრეთ, რაც არაფრით გაგანსხვავებთ იმ ფარისევლებისგან რომლებიც ასევე მხოლოდ ერთი გადმოსახედიდან იყურებიან(მაპატიე თუ გაწყენინე :). ასე რომ, მომავალში საკითხი შეაფასე ობიექტურად, ჩამოთვალე კარგი და ცუდი მხარეები და შემდგომ განავითარე შენი აზრი. ახლა კი, მაინტერესებს როგორ გესმის მართმადიდებლური ეკლესია. კაი იქნება თუ მიპასუხებ ამ შეკითხვაზე: შენი აზრით რა არის ქართველი მორწმუნეების დადებითი მხარე? ამას თუ პასუხს გასცემთ, მხოლოდ მაშინაა საკითხის რეალურად შეფასება შესაძლებელი. რადგან, საღი აზრი იბადება მაშინ როდესაც საკითხს ყველა მხრიდან შეხედავთ.

    • თავისუფალო კავალერო, პოსტის ბოლო ფარაგრაფი როგორც ჩანს არ წაგიკითხავთ ან წაიკითხეთ და ვერ გაიგეთ ”მე პატივს ვცემ იმ ადამიანს ვინც გულწრფელად ინანიებს ცოდვას და ცდილობს აღარ გაიმეროს, ვინც იცავს მარხვას ისე რომ სამარხვო ღვეზელი არ ჭამოს რადგან იცის რომ მარხვა საკუთარი თავისთვის სიამოვნების შეზღდვას ნიშნავს, ვინც დადის ეკლესიაში არა იმიტომ რომ იქიდან გამოვიდეს და თქვას რომ ეკლესიაში იყო და მამაო ნახა, არამედ იმიტომ რომ პასუხებს ეძებს, მე პატივს ვცემ იმ მორწმუნეებს ვისაც ფატანიზმში არა აქვს გადასული რელიგია, ვინც ობიექტურად უყურებს, მსჯელობს, ფიქრობს, იმ ადამიანებს ვინც არ გახვევს თავის რელიგიას და გაძლევს უფლებას შენ სხვა რამის გჯეროდეს ან საერთოდ არაფრის არ გჯეროდეს.”.ზოგადად მოცემულ მომენტში, 17 მაისის, პატრიარქის და საეკლესიო პირების განცხადებების შემდეგ მიჭირს ეკლესიის პოზიტიური მხარის დანახვა. თქვენ თუ რამეს ხედავთ მითხარით, იქნებ დაგეთანხმოთ.

  12. ”მე პატივს ვცემ იმ ადამიანს ვინც გულწრფელად ინანიებს ცოდვას და ცდილობს აღარ გაიმეროს, ვინც იცავს მარხვას ისე რომ სამარხვო ღვეზელი არ ჭამოს რადგან იცის რომ მარხვა საკუთარი თავისთვის სიამოვნების შეზღდვას ნიშნავს, ვინც დადის ეკლესიაში არა იმიტომ რომ იქიდან გამოვიდეს და თქვას რომ ეკლესიაში იყო და მამაო ნახა, არამედ იმიტომ რომ პასუხებს ეძებს, მე პატივს ვცემ იმ მორწმუნეებს ვისაც ფატანიზმში არა აქვს გადასული რელიგია, ვინც ობიექტურად უყურებს, მსჯელობს, ფიქრობს, იმ ადამიანებს ვინც არ გახვევს თავის რელიგიას და გაძლევს უფლებას შენ სხვა რამის გჯეროდეს ან საერთოდ არაფრის არ გჯეროდეს.” დიდ ბოდიშს ვიხდი მაგრამ აქ სადმე ახსენებთ ეკლესიის პოზიტიურ მხარეს? აქ უბრალოდ ლაპარაკობთ თქვენს ე.წ იდეალურ მორწმუნეზე. „…მიჭირს ეკლესიის პოზიტიური მხარის დანახვა.“ ხოდა ზუსტადაც ეგაა პრობლემა. ყველაფერშია კარგი და ცუდი მხარე და თუ აქედან ერთერთი ვერ დაინახეთ ეგ უკვე იმას ნიშნავს რომ ობიექტური არ ხართ. შეიძლება ბევრი რამე არ მოგწონდეთ ეკლესიაში, მაგრამ პლიუსების უგულებელყოფა არ შეიძლება. მაგალითად, მე თუ მინდა ობიექტურად შევაფასო მიშა, არ ვიტყვი იმას რაც თქვენ თქვით : “მიჭირს პოზიტიური მხარის დანახვა. თქვენ თუ რამეს ხედავთ მითხარით, იქნებ დაგეთანხმოთ“ თუ აფასებთ კონკრეტულ საკითხს და ვერ ხედავთ პოზიტიურ მხარეს, მაშინ შეფასება 100%-ით იქნება რადიკალური! “ზოგადად მოცემულ მომენტში, 17 მაისის, პატრიარქის და საეკლესიო პირების განცხადებების შემდეგ…” ააა, ანუ ამ 17 მაისის მერე ვეღარ პოულობთ ხომ დადებით მხარეს? კარგი მაშინ, თქვენი აზრით სწორი იქნება რომ ვთქვა რომ ამ 7 ნოემბრის შემდგომ საერთოდ ვეღარ ვპოულობ პლიუსებს მიშას მმართველობაში? არა, იმიტომ რომ მიუხედავად ამ საშინელი და ამაზრზენი შეცდომისა, მიშას მმართველობას ასევე ჰქონდა პლიუსები. მგონი მიმიხვდით ხომ რისი თქმაც მინდა?

      • ეკლესიის პოზიტიური მხარეები ადვილი ჩამოსათვლელი არაა, არ მინდა ამ საკითხს ზედაპირულად შევეხო. ვინაიდან მე არ ვარ ამ საქმის ექსპერტი, ცოტა დრო დამჭირდება. მაგრამ ერთ პლიუსს მაინც ვიტყვი:ქართველი უპირველეს ყოვლისა სარწმუნოებრივ იდენტობად აღიქმებოდა და შემდეგ ეროვნულად; ქართლის ცხოვრებაში ხშირად გვხვდება ტერმინი – „სარწმუნოებით ქართველი“; ქართველი, ეთნიკური წარმომავლობისდა მიუხედავად, ყველა მონოფიზიტს „სომეხს“ ეძახდა, კათოლიკეს კი – „ფრანგს“; ქართლელი, იმერელი, კახელი, მესხი, მეგრელი, სვანი და სხვა თავს ქართველად აღიქვამდნენ, რადგან მართლმადიდებელნი, ანუ „სარწმუნოებით ქართველნი“ იყვნენ. ეკლესიამ ისტორიის მანძილზე შეძლო ის, რომ საქართველოს გაერთიანებაში შეეტანა თავისი წვლილი. ამაზე კიდევ ვრცლად ვისაუბრებ. მაგრამ, ერთი რამ მაინტერესებს: თქვენი აზრით ეკლესიას პოზიტიური მხარე არ აქვს? და თუ არ აქვს, მაშინ რითი განსხვავდებით თქვენ იმ ხალხისგან რომელიც მხოლოდ ივანიშვილის პოზიტიურ მხარეებს ხედავს და იმ ადამიანებისგან ვინც მხოლოდ სააკშვილის ცუდ მხარეებს აღიქვავს?

      • ქართული ოცნება როდესაც სწორ გადაწყვეტილებას იღებს და როდესაც სწორ განცხადებას აკეთებს ( იშვიათად ხდება) ამას ვხედავ, ვაფასებ და ზოგჯერ საჯაროდ ვამბობ კიდევაც, როცა საეკლესიო პირი სიმართლეს ამბობს და ვეთანხმები, ამასაც მივესლმები. ბლოგს ”არ მესმის” ქვია და რაც მაწუხებს იმაზე ვსაუბრობ. როცა დავინახავ რომ დღეს, ეკლესიამ კარგი საქმე გააკეთა და თავის მოვალეობა შეასრულა, თუ საჭიროდ ჩავთვლი ამასაც დავწერ. ქართველი ერის ისტორია არ განმიხილავს, დღეს რაც ხდება იმაზე დავწერე – დღეს კი ეკლესიის მხრიდან განსხვავებული აზრის მქონე პირების მიმართ აგრესია მოდის და მეტი არაფერი. საეკლესიო პირები იმუქრებიან, პატრიარქი კი ძალან ხშირად არაკორექტულ განცხადებებს აკეთებს – ეს არის რეალობა და ზოგადი შთაბეჭდილება ესეთი მაქვს. ძალიან ბევრი მიზეზის გამო, ეკლესია, ხშირად, სწორ განვითარებაში გვიშლის ხელს, მრევლი ბრმად ენდობა, რაც სამწუხაროა. ჰოდა მაწუხებს და ვწერ. დიდი მადლობა რომ კითხულობთ და თქვენს აზრს გამოთქვამთ , უბრალოდ მე არ გეთანხმებით.

  13. პირიქით, მადლობა თქვენ 🙂 ახლა რა მაინტერესებს, “როცა საეკლესიო პირი სიმართლეს ამბობს და ვეთანხმები” რომელ საეკლესიო პირს გულისხმობთ და რაში ეთანხმებით? “დღეს კი ეკლესიის მხრიდან განსხვავებული აზრის მქონე პირების მიმართ აგრესია მოდის და მეტი არაფერი”; “საეკლესიო პირები იმუქრებიან” რატომ ანზოგადებთ? შეიძლება რამდენიმე მაგალითი გამონახოთ (როგორც, მაგალითად, “დაგმე მიშას!” მყვირალი მღვდელი), მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ყველა ეგეთია? სერთოდ, განზოგადება რადიკალურობაზე უარესია… და ბოლოს, მაინტერესებს კონკრეტულად თუ რაში არ მეთანხმებით.

  14. http://www.youtube.com/watch?v=-UqnB5OhTdI ამას ვეთანხმები, http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=K6eakhFSvcc ამას არა. განზოგადება რომ არასწორია და სტერეოტიპებით მსჯელობა ცუდი, გასაგებია ეგ. უბრალოდ რეალურად რომ შევხედოთ საკითხს, უმცირესობაში არიან ის საეკლესიო პირები რომელიც განხვავებულ აზრს იღებენ. რაც შეეხება ფარისევლებს, შორს რომ არ წავიდეთ, სულ ორი კვირის წინ იყო საცობი მცხეთის შესასვლელთან, მამა გაბრიელის საფლავზე მისასვლელად. 😉

    • გასაგებია, მაგრამ არასწორია იმის თქმა რომ უმცირესობაში არიან ის საეკლესიო პირები რომელიც განხვავებულ აზრს იღებენ. იუთუბზე დადებული რამდენიმე ვიდეოთი ჩვენ ვერ ვისმჯელებთ რამდენი სასულიერო პირი იღებს განსხვავებულ აზრს და რამდენი არა. და არასწორია იმის თქმა რომ უმეტესობა ვერ იღებს განსხვავებულ აზრს რადგან ამის არანაირ მტკიცებულება არ არსებობს (არ არის რაიმე სტატისტიკა რომელიც ამას გვიჩვენებს). ასე რომ, დაგვრჩენია მხოლოდ განგზოგადება, რომელიც ისევ და ისევ, უაზროა. რაც შეეხება ფარისევლებს, ეს უფრო სხვა საკითხია (შემდგომ ამაზეც ვისაუბროდ თუ გინდა 🙂 )… ისევ, მინდა დაუბრუნდე ჩემს კითხვას: კონკრეტულად, რაში არ მეთანხმებით?

  15. ჰუჰ, რომ ვკითხულობდი ასე მეგონა ეს ბლოგი მე დავწერე ოდესღაც.
    მომეწონა :))))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s