მესიუ ნაღდანი.

2 ის ნახევარია. ორშაბათი თენდება. უხ როგორ მეზარება დილით, 6 საათსა და 45 წუთზე ადგომა და სკოლაში ნახევრად მძინარე, უკმაყოფილო სახით წასვლა. თან ხვალ ცივა, დილით 3 გრადუსია გამოცხადებული. ჰო, პირველი ინგლისური მაქვს და 6ზე ვამთავრებ. კვირა საღამო არასდროს მყვარებია, პატარაობისას ვტიროდი ხოლმე ამ დროს. ეხლა აღარ ვტირი უბრალოდ სახე ჩამომტირის ხოლმე, რაც ალბათ ტირილზე უარესია. თან წლევანდელი ცხრილით, ორშაბათი ყველაზე მძიმე დღე მაქვს.

5 საათში უნდა ავდგე, მე კი იმის მაგივრად რომ ღრმად მეძინოს და მეცხრე სიზმარს ვნახულობდე, როგორც კლარა ნახულობს, აქ ვარ და ვწერ. ვწერ ჩემს ფრანგულს მასწავლებელზე რომელიც ამავე დროს მსახიობია. ვწერ თუ როგორ ვიყავით მის სანახავად წასულები ოთხშაბათს თეატრში.

-ალიენორ, ცოტა მიწიე ფეხები, ჩემსას ვეღარ ვდებ, ჩანთაც არ მეტევა! უფრო პატარა სკამები ვერ გააკეთეს?! ვეუბნები ჩუმად ალიენორს.

– მეც ჩანთა მიდევს და სად წავიღო?! აღარ იწყებენ? ნახევარი საათი გავიდა, როდესღა დამთავრდება ეს… მპასუხობს ის.

ფარდა გაიხსნა. მხოლოდ ჩემი მასწავლებლის ჩრდილი გამოჩნდა, პროფილით იჯდა.გრძელი, წვეტიანი ცხვირი აქვს და მაგით ვიცანი.

ალბერ კამიუს ”მართლებს” ვსწასვლობდით თებერვალში. თუ წაკითხული არ გაქვთ, გირჩევთ წაიკითხოთ. მიუხედავად იმისა რომ წიგნის კითხვა არ მიყვარს, ეს მომეწონა.

მესიუ ნაღდანი ნერვიულობდა. ფურცელი ხელში ეჭირა და ხელი უკანკალებდა. უკან მესმოდა როგორ იკავებნდნენ ჩემი კლასელები სიცილს. ცოტა შემეცოდა რადგან ნერვიულობდა ამიტომ ვციდილობდი მეც არ გამეცინა. თან ამავე დროს უცნაური იყო მისი სცენაზე ნახვა. რომ მიხვდეთ რატომ გვეცინებოდა ამისათვის საჭიროა იცნობდეთ ან მინიმუმ იცოდეთ როგორია ის.

– მესიუ ნაღდანი ჩემი ფრანგულის მასწავლებლია, რომელიც  თავის საქმით ზედმეტად გატაცებულია და ისე გიხსნის, გგონია რომ წიგნის ავტორია. ისე კითხულობს თითქოს ნამდვილი პერსონაჟია. მე ვცდილობ ხოლმე რომ ჩემი შესაძლებლობებით ”გავაოცო”, მაგრამ ამაოდ, ჩემი სახელი ნახევარი წლის მერე მაინც ეშლება და მაინც კატღინს მეძახის. მეც აღარ ვუსწორებ. არადა ზოგჯერ კარგ რაღაცეებს ვიტყვი ხოლმე. მაგრამ მაინც კატღინ გამოვდივარ საბოლოოდ.

– მესიუ ნაღდანს არ უყვარს ჩვენი თაობა. თვლის რომ კომპიუტერების მეტი არაფერი არ ვიცით. ფიქრობს რომ სასაცილო სულაც არ არის როდესაც თამაშებში ადამიანებს კლავ და ისიც არ ესმის რატომ არის ეს გასართობი საშუალები დღევანდელი საზოგადოებისთვის.

-მესიუ ნაღდანს არ უყვარს არასერიოზულობა. ზოგჯერ იმედგაცრუებულია ჩვენით, რადგან მისი საინტერესო და ექპრესიული გამოსვლების დროს, ჩანაწერებს არ ვწერთ და ზოგჯერ არ ვუსმენთ. მერე ყვირის რომ ეს საინტერესოა, ცხოვრებაში გამოგვადგება და რვეულებში უნდა იქნას ჩაწერილი.

– მესიუ ნაღდანი 16 ზე მეტს არ წერს. მისთვის 12 კარგი ნიშანია. თქვენ კი დამეთანხმებით რომ 12 20დან ცოტაა. ძალიან არა, მაგრამ მაინც, ცოტაა.

ჰოდა ოთხშაბათს მის სანახავად მივედით,ბორიას რულს ასრულებდა. სპექტაკლი გვიან დაიწყო. დაწყებიდან 15 წუთის მერე კლერმა თავი დამადო და დაიძინა. ცოტა ხმაურიანად ეძინა რადგან გაციებულს, ცხვირში უჭერდა. რომ არ დაგიმალოთ, მეც დამეძინა მაგრამ 10 წუთით.ალიენორის ფეხმა გამაღვიძა რომელიც რა თქმა უნდა, ისევ ჩემს ადგილას ედო. ცოტა დაბნეულმა გავიღვიძე, ვერ მივხვდი სად ვიყავი, წინ მესიუ ნაღდანი ხმამაღლა ტერორისტულ გეგმებს აწყობდა, გვერდით კლერს ეძინა, უკან ჟულს იგივე პრობლემა აწუხებდა- ვერც ის ეტეოდა სკამში, მეორე გვერდით კი ალიენორი თვალებს ჭუტავდა რადგან სათვალის გარეშე ვერ ხედავდა, სათვალე კი სახლში დარჩენოდა. იქიდან დერი დამცინოდა, სურათები გადაგიღე ფეისბუქზე დაგიდებო.

სპექტაკლი მოსაწყენი იყო, თან დასასრული უკვე ვიცოდით. ყველა ვითომ უყურებდა, მაგრამ სინამდვილეში ყველა თავისთვის რაღაცას აკეთებდა. ჩემს საყვარელ სცენამდე მივიდა. არა ისე ჩემი საყვარელი სცენა საერთოდ არ არის, უბრალოდ ანალიზი უნდა გამეკეთებინა და კითხვაში, ზეპირად შემომესწავლა. დაიწყო თუ არა ეგრევე ავყევი. დორა და იანეკი იდგნენ და ერთმანეთის სიყვარულზე ლაპარაკობდნენ, მე კი, ჩემს პატარა სკამში ცოტა უფრო სასაცილოდ, იგივეს ვეუბნებოდი ალიენორს და ვართობდი.

ამ სცენის მერე საინტერესო არაფერი მომხდარა.  სულ დორა ლაპარაკობდა და ყველა პერსონაჟი, პიესაშიც კი,  მას გაჩუმებას სთხოვდა. ნეტა მართლა დროზე გაჩუმებულიყო, იმდენი ილაპარაკა უკვე პირველი ხდებოდა არადა  თორმეტზე უნდა დამთავრებულიყო, მე კი მეჩქარებოდა რადგან ნინუცას სახლის გასაღები არ ჰქონდა. პერსონაჟებთან ერთად ჩვენს ვაჩუმებდით მას თან ვნერვიულობდით, მალე თუ არ მორჩებოდა ავტობუსი გაგვასწრებდა. დორას სცენები ზეპირად ვიცოდით და კიდევ ერთხელ მოსმენა მოსაბეზრებელი იყო.

ძლივს, დორა გაჩუმდა. პიესა დამთავრდა. მესიუ ნაღდანი გამოვიდა, ჩვენ რა თქმა უნდა ბორიას ყვირილი დავიწყეთ და ტაში დავუკარით. მერე კი რაც ძალი და ღონე გვქონდა გავიქეცით გაჩერებაზე. ავტობუსს უკვე ჩაევლო. იმედგაცრუებელები დავრჩით, შემდეგი 40 წუთში იყო.

უცბად ადრიანი ყვირის:

– წიინ წიინ! წინ დგას! შუქნიშანზე! თან საცობია! ვინ მიასწრებს?

ეგრე სწრაფად არასდროს მირბენია. მივრბოდი რაც ძალი და ღონე მქონდა. ჩანთიდან რაღაცეები მეყრებოდა. უკან ალიენორი მომსევდა და თურმე ის კრეფდა ჩემს პენალს, პასტებს და დღიურს. მის უკან კლერი იყო, გაციებული ცხვირის ხოცვით მორბოდა. კლერის უკან კი მთელი ჩემი კლასი. მათ შორის ჩემი ძალიან ძალიან პატარა სიმაღლის მათემატიკის მასწავლებელი რომელიც ისეთი პატარა რომ ზოგჯერ კლასში იკარგება, ზოგჯერ გგონია რომ გასულია, ხმამაღლა ლაპარაკობ და სინამდვილეში უკან გიდგას და ესმის. მერე კი ჩხუბობს.

ავტობუსის მძღოლმა შორიდან დამინახა და კარგი გააღო, მეც გიჟივით შევარდი.

-ბონჟურ! ძლივს ამოვისუთქე. მადლობა მაგრამ ცოტა იქნებ დაიცადოთ ჩემი კლასელებიც მოვლენ.

ცოტა მოიღუშა, მაგრამ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.

 სპექტაკლი არ მომეწონა, მაგრამ მესიუ ნაღდანი მართლა კარგად თამაშობდა. არა, მე პროფესიონალი არ ვარ მაგრამ ვფიქრობ რომ კარგად გამოსდის ეს საქმე. დეიდაჩემ ნინუცასაც ის ასწავლიდა და ნინუცაც ნამყოფია მის სპექტაკლებზე.
Advertisements

2 thoughts on “მესიუ ნაღდანი.

  1. მინდა მეც მქონდეს ასეთი საინტერესო ცხოვრება , რომ მერე ასე საინტერესოდ ვწერო ჩემს ცხოვრებაზე. Respect! მართლა ძალიან კარგად წერ

    • მადლობა 😀 მე ვფიქრობ რომ შეიძლება უინტერესო რაღაცეების საინტერესოდ მოყოლა 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s