ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი თინეიჯერები!

სექტემბერში არგუმენტირებულ კამათს ვითხოვდი. დღეს მივხვდი რომ ეს თბილისის მოსახლეობის რაღაც ნაწილთან, განსაკუთრებით  15-16 წლის ვაკელ გოგოებთან შეუძლებელია. პირველად მომიწია ფეისბუქზე  ამ ბავშვებთან კონტაქტში შესვლა, კამათი და საუბარი. დღეს მივხვდი რომ ეს ჩემი ენერგიის ფუჭად ხარჯვაა და რაც არ უნდა ზრდილობიანად და არგუმენტირებულად პასუხობდე მაინც ან შეგაგინებენ ან სხვა შეურაცხოფას მოგაყენებენ.

მაგრამ რომ არა ეს კამათი მე ვერ დავრწმუნდებოდი იმაში რომ ეს გოგოები არაფრით არ გასხვავდებიან ერთმანეთისგან, საუბრობენ ერთნაირად, აზროვნებენ ერთნაირად, არაფერი ”თავისი” არ აქვთ, გმობენ განსხვავებულ აზრს და ზოგადად ყველაფერ განსხვავებულს, არ აქვს მნიშვნელობა ეს განსხვავებული ცუდი იქნება თუ კარგი.

ფეისბუქზე,  ბევრმა რამ გამაკვირვა.

(ქართული შრიფტით ვწერ მაგრამ მათ ნაწერს არ ვცვლი):

” (კატომ) გინდა რომ ტრაკში ცოცხი გაგიკეთოს? […] (კატო) აუ რაღაც ზედმეტს ტლიკინებ იმის გათვალისწინებით რო ვცდილობ რო შეურაცხოფა არ მოგაყენო იმიტო რო შენი ბრალი არ არის ეგეთი მშობლები რო გყავს, გაჩუმდი! […] ცხოვრებამ მოგაყენა შენ შეურაცხოფა”

რატომ მაყენებს ეს უცნობი გოგო შეურაცხოფას როდესაც მასთან არანაირი შეხება არ მქონია? ( არა ეს შემშლია, ეს გაწონასწორებული გოგო ჩემი მეგობრის ყველაზე ახლო მეგობარი აღმოჩნდა) რატომ არ შეიძლება რომ ამ ადამიანმა თავისი აზრი არგუმენტებით დაიცვას და არა ჩემი მშობლების გინებით და მუქარებით? რატომ არ შეიძლება რომ არ შეეცადოს ჩემს დამცირებას და ნორმალურად მესაუბროს? საქმე ის არის, რომ არც უცდია ზრდილობიანად ლაპარაკი, შემოვარდა სტატუსზე და ეს მომწერა. ადრე მწყინდა ჩემს ოჯახს რომ აგინებდნენ, რომ სძულდათ,იგივეს რომ გვისურვებდნენ რაც იმ პატიმრებს, დღეს  კი ამ გოგოს ნათქვამი ერთი ყურიდან შევუშვი და მეორედან გამოვუშვი რადგან მე ამ გოგოს აზრს პატივს არ ვცემ. განსხავევებულ აზრს პატივს ვცემ მაგრამ ეს აზრი არ არის, ეს მუქარაა. ადამიანის შეძულება 15 წლის ასაკში მხოლოდ იმიტომ რომ მისი ოჯახი არ მოგწონს კი ჩემი აზრით სირცხვილია.

” ძააან დიდი პრობლემა გაქვს გესმის რო საქართველოში ჩამოსვლა უნდა გრცვხენოდეს შენ და შენ შვილებს და კიდე ბევრ თაობას, იმიტო რო ვერასდროს ვერ მოიცილებთ  ამ სირცხვილს. დაახლოებით მაინც ხვდები როგორ ეზიზღება ამ ხალხს შენი ოჯახი? ძაან მეცოდები გულით მართლა იმიტო რო მოვა დრო მიხვდები და მწარედ დაგხვდება ყველაფერი წინ! ”

მე ამ ადამიანს მინდა ვუპასუხო რომ საქართველოში ჩამოსვლა საერთოდ არ მრცხვენია, ზაფხულში ვაპირებ კიდევაც. მე არც ჩემი შვილების ჩამოყვანა შემრცხვება უბრალოდ შევეცდები რომ ესეთ ადამიანებთან ურთიერთობას მოვარიდო. არც ჩემი ოჯახის მრცხვენია, ფირიქით ვამაყობ კიდეც.ამ გოგოსთან კამათი აღარ გავაგრძელე რადგან მივხვდი რომ საერთოდ არაინაირი მნიშვნელობა არ აქვს რას ვეტყვი, მაინც მაგინებს.

” უგულავა რა საყვარლად მიაჭედეს”

ეს სტატუსი და მსგავსები, იმ ადამიანებმა დაწერეს რომლებიც სექტემებერში ძალადობას გმობდნენ და ადამიანის უფლებებს იცავდნენ. ჩემი აზრით როდესაც ძალადობას აპროტესტებ ყველანაირი და ყველაზე მიმართული ძალადობა უნდა გააპროტესტო. როდესაც ადამიანის უფლებების იცავ, ყველასი უნდა დაიცვა. დასისხლიანებული და ნაცემი სახე შენში სიხარულს და სიამოვნებას არ უნდა იწვევდეს. საკუთარ ბედნიერებაზე მეტად სხვისი უბედურება არ უნდა გიხაროდეს. მესმის რომ ხალხი გაბრაზებულია უბრალოდ სასაცილოდ მიმაჩნია ამ გაბრაზების ძალადობით გამოხატვა რადგან სწორედ მის წინაღმდეგები იყვნენ რამოდენიმე თვის წინ.

რამოდენიმეზე ბევრი ვიცინე 😀

”კომუნიკაცია და ვითომ ეს განათლებული საუბრები არ გვინდა რა და ქართული შრიფტი […] ეს ვინ დაგარიგა ესე ილაპარაკეო?”

მე მიჩნდება კითხვა, თუ ქართულ ენაზე საუბრობ, აბა რა შრიფტით უნდა წერო? თუ სიტყვა კომუნიკაცია ყველაზე კარგად შესაბამება იმას რისი თქმაც გინდა, რატომ არ უნდა გამოიყენო? რატომ უკვირთ როდესაც ქართულად წერ, რატომ უკვირთ როდესაც წესიერად მეტყველებ და ასოებს არ აგრძელებ ”მიყვარხააააარ, ჩემოოოო გოოოგოოო”. რატომ დაგცინიან მაშინ როდესაც აი ესეთ სმაილებს წერ :* და არა ესეთს (( ?  რატომ არ გიღებენ როდესაც მათგან ოდნავ განსხვავებული ხარ, როდესაც შენს აზრს გამოხატავ და როდესაც მათ არ ეთანხმები? რატომ ხდები აგრესიის ობიექტი? განსხვავებული აზრის ქონა და ამ აზრის გინების გარეშე დაფიქსირება თურმე არასწორი საქციელია 😀

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ამით იმის თქმა მინდა რომ ამ გოგოებთან და ადამიანებთან საუბარი, ურთიერთობა თუნდაც კამათი შეუძლებელია. მლანძღავენ ჩემი ოჯახის გამო, შეურაცხოფას მაყენებენ რადგან ”უცხოეთიდან ღრმა აზრებს გამოვხატავ”. გასაგებია რომ ვერ ვთანხდმებით, მაგრამ საინტერესოა რატომ შემიძლია ჩემს კლასელ ოსკართან ნორმალური საუბარი, როდესაც ის სტალინის, ლენინის დაბადების დღეებს აღნიშნავს და ნამგალი და უროს სტიკერები უკრია ყველგან და არა ამ გოგოებთან. ალბათ აღზრდის ბრალია. მოკლედ, კარგი გაკვეთილი ვისწავლე, აქამდე არ მესმოდა რატომ არ უნდოდა დეიდაჩემს და დედაჩემს საზოგადოების ამ ნაწილთან მემეგობრა და მეკამათა. დღეს მივხვდი და გული დამწყდა.
Advertisements

18 thoughts on “ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი თინეიჯერები!

  1. გულთან ახლოს არ მიიტანო. გაიზრდებიან და (იმედია) რამე ეშველებათ 🙂
    რაც შეეხება ქართულ შრიფტს ეს ჩემი ტკივილია. მაგრამ ნელ-ნელა ყველა შევაჩვიე რო ძირითადად ქართულად ვწერ და მათი საქმე არ არის 🙂

  2. ყველა 15-16 წლის ვაკელი გოგონას ერთ ქვაბში მოხარშვა არ არის სამართლიანი.
    დანარჩენში კი ყველაფერში გეთანხმები. 🙂

  3. “მე ამ ადამიანს მინდა ვუპასუხო რომ საქართველოში ჩამოსვლა საერთოდ არ მრცხვენია, ზაფხულში ვაპირებ კიდევაც. მე არც ჩემი შვილების ჩამოყვანა შემრცხვება უბრალოდ შევეცდები რომ ესეთ ადამიანებთან ურთიერთობას მოვარიდო.”
    მაინც რა გიზიდავთ ასე საქართველოში, სადაც უმრავლესობას უბრალოდ ძულხართ, რატომ უნდა გიხაროდეთ აქ ჩამოსვლა? ან იქნებ დედათქვენის მსგავსად თქვენც ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ რამე გააკეთოთ იმისთვის, რომ უმრავლესობა არ იყოს ისეთი როგორიც არის? როგორ წარმოგიდგენიათ აქ თქვენდამი აგრესიულად განწყობილი საზოგადოებისაგან იზოლირებულად ცხოვრება? სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში თქვენ მიმართ ხალხის აგრესია მხოლოდ გაიზრდება, გაბატონებული იდეოლოგიის გამო, რომელსაც მასა აქ ძალზე ადვილად ემორჩილება და ეს სიძულვილის იდეოლოგია სულ ცოტა უახლოესი ათწლეულის განმავლობაში მაინც იბატონებს : (

    • მე საქართველოში დავიბადე, მაქვს საქართველოს მოქალაქეობა, ნაწილობრივ მანდ გავიზარდე და ვიზრდები ასე რომ ვერავინ ვერ დამიშლის, განსაკუთრებით ბოღმიანი ადამიანები ჩემს სამშობლოში დაბრუნებას, ჩემი ოჯახის წევრების და მეგობრების ნახვას რაც ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს. ჰო და კიდევ,უმრავლესობის აგრესია არ მოქმედებს ჩემზე, როგორც უკვე ვთქვი უზრდელურად გამოთქმულ აზრებს, რომლებიც აზრებიც არაა, პატივს არ ვცემ, შესაბამისად არანაირად არ მაწუხებს როდესაც მლანძღავენ.და კიდევ ერთი, მე არ ვფიქრობ რომ საზოგადოებას ვძულვარ, მე მჯერა რომ საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილს კიდევ შეუძლია არ შეიძულოს ადამიანი მხოლოდ იმიტომ რომ მის ოჯახს სხვა პოლიტიკური შეხედულებები აქვს. იმედი მაქვს რომ არ ვცდები.

  4.  ეს მხედრული ანბანის გმობა და მისდამი სნობური დამოკიდებულება მართლაც საინტერესო ფენომენია, საჭიროა მისი შესწავლა; ერთი ჩემი მეგობარიც გმობს, არადა არც ვაკელი ქარაფშუტა გოგოა და არც რაიმე სხვა კუთხით არის „ბნელი სნობი“, ვერც მასზე გამიგია, არადა საჭიროა გაგება, თუ რატომ შეიძლება ასეთი სურველიები უჩნდებოედს, ბევრად მესმის სულ ინგლისურად რომ წერენ ეგეთების, ვიდრე ქართულად წერო და ანბანს კი გმობდე.
     აღზრდა რომ ახსენეთ, ეგ ნამდვილად ეგრეა, მაგ გოგოებს სათანადო შეგნება არ აქვთ, გაუნეთლებლობის გამო, ფბ-ზე და ტელეფონებში (ან საერთოდ სმარტფონებში) წერის მეტი, სხვა შეხება ტექსტებთან არ აქვთ, წიგნები არ წაუკითხავთ, შეიძლება ერთი გალაქტიონის, და ერთიც გაგა ნახუცრიშვილის ლექსი იცოდნენ, კიდევ ჩარკვიანის სიმღერის ტექსტი – მეტი არა. ხოლო რაც შეეხება ანბანის თემას, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ადამიანები აღზრდისა და ჩამოყალიბების პროცესში ქართულს უმეტესად სულ ლათინური ანბანით იყენებენ, რადგან მათი შეხება ქართულად წერასთან არის არა ფურცელზე წერა, არამედ კლავიატურაზე კრეფვა – სწორედ აქედან მოდის, თბილისის ქუჩებში რომ შეიძლება კედლის წარწერებს წააწყდეთ – Tatush Miyvarxar! – ამის დამწერი ხომ იმასაც კი ვერ ხვდება, იმის მისახვედრადაც კი არ ჰყოფნის ლოღიკა, რომ ქართულ წინადადებას ქართული ანბანით თუ დაწერ, დიგრაფემების თვიდან აიცილებ (შ-sh) და პულვერიზატორის საღებავს დაზოგავ =D

  5. ლათინური ანბანი კიდევ ყველაზე ნაკლები დანაშაულია, თუ გავიხსენებთ, რომ -უშ ნასესხები სუფიქსია რუსულიდან 😀

  6. ყველას ყველაფერი დაავიწყდება. საქართველოშიც ჩამოხვალ და თუ გინდა, საჯარო პირიც იქნები! არავინ არაფერს არ გაგახსენებს და არ იტყვის ცუდს შენს ოჯახზე. იმედია მანამდე საზოგადოებაც უფრო ცივილიზებური გახდება. ამ ხალხთან კამათს მაინც აქვს აზრი იმიტომ, რომ ხმას თუ არ ამოიღებ ვიღაცეებს ეგონებათ, რომ სათქმელი არ გაქვს! გულთან ახლოს ნუ მიიტან! ასეთი “პაპუასები” ყველგან არიან, თუმცა ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავ! კარგი პოსტია!

    • მე ყველას ერთ ქვაბში არ ვხარშავ, წინა პოსტებში სულ ვამბობდი რომ განზოგადება, გადაჭრით თქმა რომ ყველა ესეთია არ შეიძლება, როგორც ჩანს ამაშიც უნდა გამემეორბინა, ჩემი შეცდომაა 🙂

  7. კატო მე ვარ საქართვერლოს რიგითი მოქალაქე, რომელიც შენ ნაწერს ვკითხულობ და მინდა გითხრა პირდაპირ, ყოველგვარი ქართული ქარაგმის გარეშე, ვგიჟდები შენზე :))))) ეს თბილისურად. მე არც შენ დედას ვიცნობ ახლოს, არც მამას. დედას ესე შორიდან ვეტრფი, ვკითხულობ და ვაფრენ. ვაფრენ გიგაზე, რომლის ტვინის ფეთქვას ყოველ სიტყვაში ვგრძნობ. მე მყავს ორი პატარა გოგო 2 წლის ნატალია და 8 თვის ანამარია. ისინი მინდა იყვნენ შენნაირები, ამის შემდეგ ჩავთვლი, რომ პროგრამა მაქსიმუმი შესრულებული მაქვს ქვეყნისა და მათ წინაშე. კატო მართალი ხარ შენ, ბავშვი უნდა გაარიდო ამ საზოგადოებას, მაგრამ შენ გენეტიკური კოდიც, რომ კარგი გაქვს:)) შენნაირი ბევრი გვჭირდება იქნებ რამე გვეშველოს.
    გეხვეწები ნუ ეკონტაქტები საერთოდ თბილისელ “ბრენდომანებს” რა. ისინი შენ ვერ გაგიგებენ. შენ მათ. თქვენ სხვადასხვა ენაზე საუბრობთ. მიბაძე დედას არავინ არ აინტერესებს მისთვის მთავარია იდეა და მიიიიიიიდიიიიიიიიი. მოკლედ კარგები ხართ და ვერ გეწევათ ეს ჩახავსებული საქართველოს, მართლმადიდებელი, სტუმარმოყვარე ქართველი ხალხი..

    • სალომე ბარკერის, გოგოსი რომელიც ალბათ ჩემი ფრენდებიდან ყველაზე საღად აზროვნებს და ყველაზე კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ამ გოგოებთან შედარება ჩემი აზრით მაგარი სირცხვილია 🙂 მე სალომე მაგრად მომწონს. ეს გოგოები კი უბრალოდ არაადეკვატურები არიან.

    • აუუ ძაან შემცდარხართ, სალომე ძაან კარგი გოგოა,პირადად არ ვიცნობ მაგრამ ფრენდებში მყავს,და ძაან შემიყვარდა ❤ და მართლაც საღად აზროვნებს 😉

  8. კატო, გადავაწყდები ხოლმე შენს ნაწერებს, ვკითხულობ და ძალიან მომწონს…..საინტერესო დაკეთილი გოგონა ხარ…. ზოგჯერ მეც გამჩენია ცუდი ემოციები შენი მშობლების მიმართ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემთვის დამიტოვებია, მაგრამ რაც ჩენს ჩანაწერებს ვკითხულობ მათზე აზრი შემეცვალა, რადგან არ შეიძლება ისინი იყვნენ უარყოფითი პიროვნებები,რადგან ცუდი პიროვნებები ესეთ კარგ შვილებს არ ზრდიან ხომლე..შენ კი მართლაც ძალიან კარგი ხარ 🙂

  9. ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ!!!! უამრავ წარმატებას გისურვებ!!!!!!!!!!!

  10. ამ პოსტს შემთხვევით წავაწყდი და საერთოდ არ ვიცი, ვინ არის კატო კოპალეიშვილი, მის მშობლებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. შესაბამისად, მისი შეფასება მისივე პოსტებით მომიხდება, თუ, რა თქმა უნდა, წავიკითხავ ხოლმე. იგივეს ვურჩევდი სხვებსაც ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში. მე ჩემი ოჯახის წევრებით რატომ უნდა მაფასებდე. თუ პირიქით მოხდა, ისინი კარგები არიან და მე ცუდი, იმათი გავლენით მეც უნდა მაქოთ? თუ ვინმე არ გეხატება ადამიანს გულზე და მაინცდამაინც ამის აფიშირება გსურს, რაღა მისი ოჯახის წევრთან საუბრისას გამოხატავ ამას, თან, აგრესიულად და უცენზუროდ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s