2013 წლის სურვილები! :)

4 საათში 2012ის ორიანი, სამით ჩაინცვლება, შამპანურები გაიხსნება,ბავშვები თოვლის ბაბუას საჩუქრებს დაელოდებიან, დიდები ერთმანეთს  საჩუქრებს გაუცვლიან, მერე კი დავდგებით და ყველა ერთად ვუყურებთ ფეირვერკებს და მივულოცავთ ერთმანეთს ახალ 2013 წელს. მე ცოტა ადრე მოგილოცავთ და გაგიზიარებთ ჩემს სურვილებს.

მე ვისურვებდი რომ ქართველები გავხმდარიყავით უფრო ტოლერანტულები, არ ვაფასებდეთ ადამიანებს მათი რელიგიის, ორიენტაციისა და ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით, არ ყოფილიყოს ეს სამი რამ შესაფასების კრიტერიუმი.

მე ვისურვებდი რომ ქართველები არ ვფიქრობდეთ რომ ყველაზე კარგები ვართ, რომ ყველაზე მაგრები ვართ, პირიქით შევეცადოთ ჩვენი შეცდომები  გავაანალიზოთ და უკეთესები გავხვდეთ.

მე ვისურვებდი რომ ქუჩაში ადამიანს ზრდილობიანად რომ გაუღიმებ, მამის მკვლელის სახით არ შემოგხედოს და გიჟი არ ეგონო.

მე ვისურვებდი რომ ვიცოდეთ ავტობუსში მოხუცისთვის ადგილის დათმობა.

მე ვისურვებდი რომ კონტროლიორებს არ ვაგინებდეთ, რადგან ისინი თავის საქმეს აკეთებენ და წესრიგის დაცვას ცდილობენ. არც პატრულს.

მე ვისურვებდი რომ რესტორანში ან მაღაზიაში შესვლისას გამარჯობას და ნახვამდის თქმა შეგვეძლოს. მომსახურე პერსონალი რომ კარგად მოგვესმსახურება, კი  მადლობის.

მე ვისურვებდი რომ საკუთარი ბედნიერება უფრო გვიხაროდეს ვიდრე სხვისი უბედურება.

მე ვისურვებდი რომ ყველაფერს სხვას არ ვაბრალებდეთ. ვისურვებდი რომ საკუთარ მოქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება შეგვეძლოს და სხვა დამნაშავე აღარ მოვძებნოთ.

მე ვისურვებდი რომ ადამიანებს ტანსაცმლის ბრენდების მიხედვით არ ვაფასებდეთ.

მე ვისურვებდი რომ 2013 წელი ყოფილიყოს 2012ზე ბევრად უკეთესი!

ზუსტად 4 საათში, 00:00-ზე, ახალი 2013 წელი მოვა, ბავშვები თოვლის ბაბუას დაელოდებიან, დიდები შამპანურს გახსნიან. 00:00-ზე ყველა, ბიჭი, გოგო, მოხუცი, ახალგაზრდა, ბავშვი, ყველა გახარებული შევხვდებით 2013 წელს!

Advertisements

6 thoughts on “2013 წლის სურვილები! :)

  1. ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ! წარმატებების მომტანი იყოს ახალი წელი შენთვის!!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s