მე, ნინუცა და ქართული საშობაო ბაზრობა.

– ნინუცა რომელი საათია?

– 5:30.

– მეძინება და მცივა.

-მეც. წავალთ მალე სახლში.

ბოლო კოტეჯიც დახურეს, შეხვედრა დათქვეს და დაღლილ-დაქანცულები წავიდნენ.

მე და ნინუცაც წამოვედით. პირველად დავსეირნობდი დილის 6 საათზე სტრასბურგის ქუჩებში.

ლოგინამდე როგორ მივედი არ მახსოვს მაგრამ ეგრე ტკბილად არასდროს მიძინია.

შაბათს, 24 ნოემბერს, 10 საათზე საქართველოს საშობაო ბაზრობა სტრასბურგში ოფიცილაურად გაიხსნა!

მე, ნინუცა და საშობაო ბაზრობა – ისტორია 1: 

შაბათი, 24 ნოემბერი, დილის 3 საათი.

-ეს თოვლის ბაბუა სად დავდო ეხლა მე, ადგილი აღარ მაქვს, ვფიქრობ და თან ადგილს ვეძებ სათამაშოებით გადატენილ თაროზე. ხან მარცხნივ გადავწევ თავს და ისე ვუყურებ, ხან მარჯვნივ. აი აქ, მოვიფიქრე და მსუქანი თოვლის ბაბუა ორ თოჯინას შორის დავტიე. ნიკაც იქვე დგას და ემზადება კოტეჯის დასაკეტად. მე გაკრეჭილი და კმაყოფილი ვუყურებ ჩემს შემოქედებას, ეს რა ლამაზი კოტეჯი გამომივიდა. უცბად, მსხვრევის, მტვრევის და დაცემის ხმა გავიგე. ეგრევე გარეთ გავარდი.

ვხედავ: 

გასასვლელის საპირისპიროდ, დიდი ცისფერი აგები მირბიან. ნინუცა გამწარებული სახით, ორი მეტრა ნაბიჭებით, მსუქანი ცისფერი აგებით  მირბის. აი ესე:

მეორე მიმართულებით პოლიცია მირბის.

უკან ქართული სოფლის ორგანიზატორები, მეწარმეები და სტუდენტები მიჰყვებიან.

მეც გავიქეცი :

ნინუცას მივსდევ და ვუყვირი : – გაანებე შენ თავი, პოლიცია მოდის. მოგიბრუნდება და ჩაგარტყავს.

ნინუცა არ მიჯერებს.

სურათი ასეთია:

სულ წინ, მთვრალი, 16-17 წლის, გამხდარი, პატარა ბიჭი სიმთვრალისგან ძლივს დარბის, უფრო ”ზდაროვი” ძმაკაცები უკან ნინუცას საქმეს ურჩევენ. ნინუცა ყველას იცილებს და წინ სპილოს  ნაბიჭებით მირბის, ახტება იმ პატარა ბიჭს და იჭერს საყელოთი. უკან პოლიცია ცდილობს რამით ჩაერთოს და კონტრიბუცია შეიტანოს, მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებს.კიდევ უფრო უკან დანარჩენი ქართველობა მოგვსდევს. კოტეჯებთან კი ერთი პატარა მოხუცებული ქალბატონი ”ვაი ვაის” ყვირის. ჰო, მე შუაში ვარ გაჩხერილი და ვცდილობ ნინუცა იმ ”ზდაროვი ბიჭებისგან” ”დავიცვა”.

შემდეგ სურათი ასეთია: 

ნინუცას მოჰყავს მთვრალი ბიჭი. ჩვენ ამაყი სახეებით და ტაშით ვეგებებით:

ის არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ფრანგი ბიჭი ქართულ კოტეჯს დაეტაკა, ძვირფასი კერამიკა გადმოყარა და ყველაფერი დაამსხვრია, ამიტომ მივსდევდით გამწარებულები.

ნინუცა დეიდა  უყვირის : ”იმედია შენც ისე გაგიტყდა ძვლები როგორც მე გამიტეხე თიხები”. შემდეგ მოშორებით გადის და ჩუმად ტირის ( როცა ბრაზობს სულ ტირილს. ერთხელ მაღაზიაში იჩხუბა, იქვე გასკდა ტირილით), მე და ნიკა ვამშვიდებთ. ახლა უკვე გამარჯვებული სახით ბრუნდება:

საბოლოოდ პოლიციამ ის ბიჭი კომისერიაში წაიყვანა, მეორე დღეს საჩივარიც შევიტანეთ.

ამ ინციდენტის მერე კოტეჯების მოწყობა გავაგრძელეთ, დილის 6ზე მოვრჩით და დავიშალეთ. სათამაშოების კოტეჯი განსაკუთრებულად ლამაზი დავტოვე 😀

მეორე დღეს სუხიშვილების კონცერტი იყო, 10 000 კაცი ესწრებოდა. ჩემი სიამაყის გრძნობა მთავრემდე იყო ავარდნილი და არ ჩამოდიოდა,  ეგეთი შეგრძნება ერთი 2008 წლის ჯაჭვის დროს მქონდა და მეორე ამ კონცერტის დროს:

განსაკუთრებით მაშინ როდესაც დაამთავრეს და ჩემს  ირგვლივ მყოფი ფრანგები კმაყოფილები ტაშს უკრავდნენ.

ნინუცას გავხედე და ისიც:

ქართული ღონისძიებები და ქართული საშობაო ბაზრობა ძალიან მომწონს. მიუხედავად იმისა რომ ზოგი უსაქმური ქართველი  ურიგოდ ცდილობს გასვლას, მწვადების და თონის პურის ჭამას იმიტომ რომ ”ქართველია და თურმე ურიგოდ ეკუთვნის”, მაინც ყველაფერი კარგად მიდის და ძალიან მიხარია !

Advertisements

2 thoughts on “მე, ნინუცა და ქართული საშობაო ბაზრობა.

  1. კარგია. ფოტოებიც რომ დაგედო, საბოლოოდ როგორი გამოვიდა, ძალიან კარგი იქნებოდა 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s