ის რაც მაწუხებს!

    ცოტა გულდაწყვეტილი, ცოტა იმედგაცრუებული მაგრამ მაინც გახარებული ჩამოვედი თბილისში. სტრასბურგიდან კი ვადევნებდი თვალყურს აქაურობას  და მიჩნდებოდა კითხვები ( 15 წლის ბავშვის შესაფერისი), რომლის პასუხებს მოითმენლად ველოდი. მაინტერესებდა რა განწყობა ჰქონდა ამ არეულობის და არჩევნების მერე ხალხს. ჩამოსვლისთანავე სამი სხვადასხვა მიდგომა დავინახე ”ჯერ სად ხართ”,  ”დავაცადოთ, ვნახოთ, იქნებ კარგი საქმე გააკეთონ”  და ”გაიქეცით ნაცებო ქვეყნიდან, მოვიდა ჩვენი დრო”,  ამ მესამეში იმ ადამიანებს ვგულისხობ რომლებიც ნიშნის მოგებით გელაპარაკებიან და გეუბნებიან რომ თუ ჯერ არ გაქცეულხართ მალე გაიქცევით. მოკლედ ეს ისე უბრალოდ დავწერე,  როგორც წინა პოსტში ვთქვი, პოლიტიკაზე  საჯაროდ, სახალხოდ არ ვლაპარაკობ რადგან არამგონია ბევრ რამეში ვერკვეოდე მაგრამ ეს სამი ჯგუფი ნამდვილად დავინახე.

ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამოდენიმე წინადადება გავიგე, რომელებიც დამამახსოვრდნენ.

”ფრანგები ცივი ხალხია”

ფრანგების სიცივე სად დაინახეს ვერ ვხვდები, დამაინტერესა და ჩავეკითხე. ქართველები ესეთი კარგი მასპინძლები ვართ ისინი კიდევ სტუმართმოყვარეები არ არიანო, სიყვარულს არ გამოხატავენო. ქართველები, რომლებიც ტრადიციულ სუფრაზე ერთმანეთს სიყვარულს და ”ძმობას” ეფიცებიან მიუხედავად იმისა იცნობენ თუ არა ერთმანეთს და მერე ფრანგების ”სიცივე” რომ უკვირთ, არ მიკვირს. მე კი არ მესმის რატომ უნდა მიყვარდეს ჩემი მეზობლის ძმის ცოლის ძმა უბრალოდ იმიტომ რომ ერთ სუფრაზე ვსხედვართ. ვცემ მას პატივს როგორც სტუმარს, მეგობრულად გავუღიმებ, შევთავაზებ მას რამე ისეთს, რომ არ შევაწუხო მაგრამ ეგრევე არ ვეტყვი მიყვარხარ, ჩემი ძმა ხარ მეთქი რადგან არ მიყვარს და არც ჩემი ძმა არ არის. სწორედ ეგ მომწონს ჩემს ფრანგ მეგობრებში. კლარა რომ სახლში ოჯახურ სადილზე მპატიჟებს, დედამისი კარგად მხვდება და არ მთხოვს ჩემს ოჯახის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, ზედმეტად არ მაწუხებს კითხვებით, ზედმეტად არ ერევა ჩემს საქმეში, დისტანციას იჭერს, ისეთ დისტანციას რომელიც არ უზრდელურია და არც ცივი – სტუმრის პირად ცხოვრებას პატივს სცემს.

”ჰომოსექსუალები ავადმყოფები არიან და არ უნდა არსებობდნენ”

ეს ”ფრანგები ცივი ხალხია”-ზე უფრო მძიმე თემაა.  არ ჩავუღრმავდები და არ ვისაუბრებ რა იწვევს ჰომოსექსუალიზმს, ჩემთვის ეს არც ავადმყოფობაა და არც დანაშაული, ეს არის ადამიანის იდენტობის ნაწილი და  ვერ ვხვდები რატომ უნდა იყოს მიუღებელი. საერთოდ რატომ უნდა იყოს ეს გასარჩევი თემა, მისი ცხოვრებაა და არანაირი უფლება არ მაქვს არც მე და არც თქვენ რომ მის არჩევანში და ორიენტაციაში ჩავერიოთ. ” ჩემმა ბავშვმა ეს არ უნდა დაინახოს”, რატომ არ უნდა დაინახოს? თუ არ გინდა არ დაანახო შენ შენს ბავშვს, უბრალოდ ნუ აუკრძალავ სხვას იმის გაკეთებას რისი უფლებაც აქვს. ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ სადაც სხვისი იწყება. არ შეიძლება ერთის უფლების პატივისცემა, მეორეს უფლების დარღვევას იწვევდეს.

”ჰომოსექსუალები და პედოფილები, ორივე ერთია ჩემთვის”  არ მესმის რანაირად შეიძლება მოძალადე ფედოფილი და ადამიანი რომელიც  წყნარად, მშვიდად ცხოვრობს,არ ძალადობს და არანაირ დანაშაულს არ სჩადის  უბრალოდ  აქვს არატრადიციული ორიენტაცია,  ერთმანეთს შეადარო. მე თუ მაქვს ბედნიერად ცხოვრების უფლება იმას რატომ არ უნდა ჰქონდეს?

” არ მარხულობ? მამაო არ გყავს? შენ რა, ათეისტი ხარ?”

რადგან არ ვმარხულობ, რადგან მამაო არ მყავს და რადგან ეკლესიაში იშვიათად დავდივარ ესეიგი ათეისტი ვარ. მაშასადამე ჯოჯოხეთში დავიწვები – ეს მიდგომაც  არ მესმის. ჯერ ვისი რა საქმეა ათეისტი ვარ თუ არა. მე სანამ ხელს არავის ვუშლი, არავის ვზღუდავ და კანონს არ ვარღვევ რაც მინდა ის ვიქნები და რომც ვიყო, რატომ გადაწყვიტა რომ ჯოჯოხეთში მოვხვდები? თუ მე არ ვქურდობ, არ ვძალადობ, დანაშაულს არ ჩავდივარ, ვცდილობ სწორი ცხოვრებით ვიცხოვრო, რატომ გამოვდივარ მე ცუდი და მამაო რომელიც ”დაგმე მიშას” და ”წყევლას შენ მასწავლის” გაჰყვირის, კარგი?  კიდევ იმ ხალხის არ მესმის რომლებიც ეკლესიაში დადიან, მამაოებიც ჰყავთ, მარხულობენ მაგრამ როგორც კი განსხვავებულ აზრს დაინახავენ თუნდაც ჰომოსექსუალების მიმართ, გინებას იწყებენ. ეგ რა მორწმუნეობაა?

” ქართველები ვიყოთ კარგად და სხვა სულ ცალ ფეხზე არ გვკიდია”

ეს ერთერთი ქართველის კომენტარი ამერიკაში მომხდარ შტორმზე: ”ქართველებს ყველას ჯვარი გწერიათ 🙂 მალე დადგებოდეს დრო რომ ყველანი დაბრუნდებით და ამერიკის შტორმებზე ჩვენ აღარ ვინერვიულებთ 😦 ”  (წყარო: ”ბრძენი ქართველი ერი in action” Facebook) მარტო საკუთარ თავებზე რატომ ვფიქრობთ? ციხის ამბების დროს საქართველოს მოქალაქის აღშფოთება: ”ქართველ ქართველს ამას არ უნდა უშვებოდეს”, ფრანგი რომ ფრანგს უშვებოდეს და საერთოდ  ვინმე ვინმეს უშვებოდეს შეიძლება? რატომ გვაქვს ესეთი განწყობა ვერ ვხვდები, რატომ ვფიქრობთ რომ საქართველოს იქით არაფერია, რომ ქართველები ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე კარგი და ყველაზე წმინდა ერია? არ ვართ არც ყველაზე კარგები და არც ყველაზე ჭკვიანები და სანამ ამას არ მივხვდებით არც არაფერი გამოვა.

ესე რომ გავაგრძელო დილამდე არ მოვრჩები მე კი მაგრად მეძინება. არ გეგონოთ რომ მე საქართველო არ მიყვარს, რომ მე საქართველოში მხოლოდ ბნელ საზოგადოებს ვხედავ და პოზიტიური არაფერია, არა, უბრალოდ რაც მაწუხებს იმაზე ვწერ. რა თქმა უნდა განზოგადება და გადაჭრით თქმა რომ ”ყველაზე ესეთია” არ შეიძლება მაგრამ შევთანხმდეთ იმაზე რომ ბევრი დღეს საქართველოში ესე ფიქრობს, ესეთ წინადადებებს ამბობს და ვერ ხვდება რომ არასწორია. ჩემთვის არასწორია. ჰო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ არავის მასწავლებელი არ ვარ, მიყვარს წერა და ვწერ ჩემს აზრს, თუ გინდათ დამეთანხმეთ თუ გინდათ არა, თქვენი საქმე და თქვენი არჩევანია.

Advertisements

19 thoughts on “ის რაც მაწუხებს!

  1. გეთანხმები და კიდევ ერთ რაღაცას დავამატებდი ჰომოსექსუალებთან დაკავშირებით. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ისინი სკოლაში არ უნდა ასწავლიდნენ, რადგან მათ შვილებს, რომლებიც “ქართველ ვაჟკაცებად” იზრდებიან, არაკაცურად გაზრდიან და გააქალაჩუნებენ. ეს ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ, სკოლის მასწავლებელი და ზოგადად ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი, მისი პროფესიონალიზმით უნდა ფასდებოდეს და არა ორიენტაციით ან რელიგიური შეხედულებით. ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, იხდიან დენის და გაზის ფულს და რა უფლება გვაქვს მოქალაქეობრივი უფლება მათ წავართვათ? მოკლედ, ბევრი რამ გვაქ გამოსასწორებელი, შენი პოსტები ამაში კიდევ ერთხელ მარწმუნებენ.

    • ჰო მეც ეგრე ვფიქრობ. თუ კარგი მასწავლებელია და კარგად ასწავლის მოსწავლეს იმას რისიც სწავლაც ევალება რა შუაშია მანდ მისი ორიენტაცია, წარმოშობა, ან რელიგია.

  2. რა კარგია, ასეთი ხარ! საქართველოსათვის, სამწუხაროდ – არანორმალური… 🙂
    მაგრამ მარტო ნამდვილად არა ხარ! გისურვერ ყოველგვარ წარმატებებს!

  3. ყოჩაღ! როგორც ამბობენ ჩემი გულისნადები ამომაცალე. 100%-ით ყველაფერში გეთანხმები და ყველა წინადადებაზე ხელს ვაწერ 🙂 ვაი რომ შენისთანა მოზარდები საქართველოში სამწუხაროდ დიდ უმცირესობაში არიან.

      • მომეწონა….
        ” ქართველები ვიყოთ კარგად და სხვა სულ ცალ ფეხზე არ გვკიდია”
        ყველაზე მეტად აი ეს ნაწილი….

  4. ხშირად ვკითხულობ თქვენს ბლოგს, მიხარია რომ ასე ფიქრობთ და იმედი მაქვს რომ თქვენნაირად მოაზროვნე მეგობრებიც გყავთ საქართველოში ! Merci ça rassure 😉

  5. შესაშური გონებაგახსნილობით აზროვნებ ისე როგორც 21 საუკუნის ჩამოყალიბებულ და განვითარებულ პიროვნებას შეეფერება.

  6. kato amaki var rom gicnob,sul ufro da ufro maocab sheni inteleqtit,aseti patara gogo aseti nichieri da ganvitarebuli…mixaria, mikvarxar da imedi maqvs gamoscordeba qartvelebi cotati mainc,vitoveb imeds

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s