”ახალგაზრდობა გადაარჩენს საქართველოს!”

დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ამ თემაზე პოსტი, მძიმე თემაა, ბევრი რამ არ გამეგება და ცოტა სასაცილოდაც მეჩვენება ჩემი, 15 წლის ბავშვის კომენტარი.

ეს ბოლო დღეებია სულ ფეისბუქზე ვარ, გაკვეთლებზეც, ჭამის დროს, შესვენბებზე, ძილის დროს, დილით, საღამოს, სულ.

ზოგადად ქართულ პოლიტიკაზე, იმ პარტიის თუ ამ პარტიის წევრებზე არასდროს ვსაუბრობ ფეისბუქზე და მეგობრებთან რომლებსაც ვიცი, სხვანაირი შეხედულებები აქვთ. არმინდა ჩემი ოჯახის პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე ამხანგმა შეურაცხოფა მომაყენოს და განაწყენებული დავრჩე. თან ბევრიც არ ვიცი რომ ხარისხიანად ვიკამათო. არასდროს არაფერი არ დამიწერია სოციალურ ქსელებში ამ თემაზე, მხოლოდ ვკითხულობ, პასუხის გაცემა მინდება მაგრამ მერე ვფიქრდები და ვხვდები – ჩემი საქმე არ არის.

მესმის რომ სოლიდარობის გამოხატვა უნდათ სტუდენტებს, მოსწავლეებს, მოხუცეებს, უფროსებს და ზოგადად ყველას, მეც მიჩნდება პროტესტის გრძნობა, მეც გავბრაზდი, მეც მინდა მხარი დავუჭირო მათ რითიც შემიძლია (არ ვგულიხმობ შავი ფოტოს დაყენებას, არამგონია ეს რამეს ნიშნავდეს) მაგრამ მე არ მინდა, მე 15 წლის ბავშვს, რომ ფეისბუქზე ყველას დავემუქრო როდესაც თვითონ არ მესმის რა ხდება. მე ვსაუბრობ ჩემხელა მოზარდებზე რომლებსაც  ვიცნობ და დარწმუნებული ვარ რომ ჩემზე მეტი არც მათ ესმით.

აქამდე სულ ვწუწუნებდი თბილისში მხოლოდ ორი თუ სამი ახლო მეგობარი მყავს, არავის არ ვიცნობმეთქი. ეს ბოლო დღეები მართლა გულით გამიხარდა რომ არ დავდივარ ქართულ რაღაც პოპულარულ სკოლაში, რომ არ მყავს ბევრი იმ პოპულარული სკოლის მოსწავლე, ქართველი მეგობარი. ჩემთვის მეგობრობა პოლიტიკაზე ჩხუბს და გინებას არ ნიშნავს. რაღაც კამათი მაშინ უნდა დაიწყო როდესაც საკმარისი ცოდნა გაქვს, ამ ბავშვებმა შეიძლება ბევრი რამ იციან მაგრამ პოლიტიკაზე და პოლიტიკურ პარტიებზე, დარწმუნებული ვარ რომ არაფერი. არ ვამბობ რომ მე უფრო მეტი ვიცი, მაგრამ იმიტომ რომ არვიცი არც ვსაუბრობ.

საქართველოში სამი წელი ვცხოვრობდი, ამ სამი წლის განმავლობაში ორი თუ სამი დიდი მიტინგი ჩატარდა, პატარა ვიყავი და მთელი კლასი ვჩხუბობდით, მაშინ საერთოდ არაფერი არ ვიცოდი და რა მალაპარაკებდა არვიცი, პასუხის გაცემა  და თავის დაცვა აუცილებელი მეგონა.  ”საუკეთესო”მეგობარმა რომელიც მე კარგი მეგობარი მეგონა მაგრად მაწყენინა. რის გამო? პოლიტიკის და  სულელური ჭორების. მაგ დღის მერე, ერთი სული მქონდა როდის წამოვიდოდი სტრასბურგში, ვიცხოვრებდი ისეთ ადგილას სადაც რამე კონკურსში რომ გაიმარჯვებ, ჩაუწვყესო არ იტყოდნენ იმის მაგივრად რომ მოელოცათ, ისეთ ადგილას სადაც არავინ არ მეტყოდა ”აბა გვითხარი სახლში რას ამბობენო”, ისეთ ადგილას სადაც სულ ცალ ფეხზე ეკიდათ დედაჩემის, მამაჩემის და ჩემი ოჯახის წევრების სამსახურები და ხელფასები.

მეოთხე კლასში დღიური მქონდა, დასაწყისში ფოტოები მედო, ჩემი კლასელი ბიჭი მოვიდა და ჩემს ოჯახის წევრს შეაგინა. დავიბენი. არადა ამ ბიჭთან ვამხანაგობდი. ავხედე. რა უნდა მექნა? არაფერი მითქვამს, გადავშალე ფურცელი. სტრასბურგიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, ისედაც დაბნეული, მისმა საქციელმა კიდევ უფრო ამირია თავგზა. 11 წლის ასაკში ვერ მივხვდი რატომ მოუნდა ამ ბიჭს გინება და რატომ მაყენებდა შეურაცხოფას?რას ერჩოდა ჩემს ულამაზეს ოჯახურ ფოტოს? არავისთვის არ მომიყოლია ეს ამბავი, მაგრამ კარგად მახსოვს… ჰო, ეხლა გეკითხებით თქვენ, მეოთხე კლასელი 11 წლის ბავშვი, რატომ უნდა იგინებოდეს და აგინებდეს პოლიტიკოსებს? რატომ უნდა ერკვეოდეს, რატომ უნდა იცოდეს საერთოდ ვინ რისი მინისტრია და ვინ არის შესაგინებელი და ვინ არა? თუ ვინმეს გაქვთ ამ კითხვაზე პასუხი ძალიან გთხოვთ მითხარით, იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ ვერ მივმხდარვარ. საქართველოში ერთი ძალიან ახლო მეგობარი მყავს და მიხარია რომ ის ერთი, მაგრამ ყველაზე კარგია.

მე რა თქმა უნდა ჩემი ფეისბუქიდან და იქ წაკითხული კომენარებიდან გამომდინარე ვსაუბრობ, ყველა ქართველ ახალგაზრდას არ ვგულისხმობ.

საფრანგეთში არასდროს არავისთან არ მიჩხუბია პოლიტიკაზე და არჩევნებზე. ჩემს სკოლელებს არასდროს მეგობრისთვის შეურაცხოფა არ მიუყენებიათ იმის გამო რომ ის სარკოზის ან ოლანდის მომხრეა, ან საერთოდ მელანშონის, მუქარებით არასდროს უკამათიათ. უკამათიათ არგუმენტებით, ცოდნით და არა შენი დედათი და ”მალე გაიქცევით ქვეყნიდანს ” ძახილით.

ამ ამბავმა ბევრი რამ აჩვენა, ბევრი უფრო მძიმე რამ რაზეც მე არ დავწერ რადგან არამგონია სწორი იყოს, მაგრამ აჩვენა ისიც რომ 14,15,16 წლის ბავშვები რომლებსაც არაფერი არ ესმით არც იმ პარტიის პროგრამის, არც ამის , გამოხატავენ საკუთარ აზრს გინებით და უხამსი გამონათქვამებით, მუქარებით,აგრესიით, უცხადებენ სოლიდარობას შავი ფოტოებით, ლანძღავენ საკუთარ მეგობრებს, იმ ადამიანებს ვისაც ეს შავი ფოტო არ უყენია ან იმათ ვინც მათ აზრს არ იზიარებენ. რასაც აპროტესტებენ და რასაც ეწინაღმდეგებიან იგივეს აკეთებენ. ჯიუტად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას და იმის იქით არაფრის დანახვა აღარ უნდათ.

მესმის სოლიდარობა, მართლა მესმის, არ ვამბობ რომ 15 წლის ბავშვები ვერ ვხედავთ და ვერ ვხვდებით იმ ვიდეოში რა ხდება, დიდი ინტელექტი არ ჭირდება მაგას, ისიც მესმის რომ პროტესტი გრძნობა გვიჩნდება მაგრამ, ესე გამოხატვა სულელელობაა. არ შეიძლება და ჩემთვის გაუგებარია.

ახალგაზრდობა გადარჩენს საქართველოსო. ეს ახალგაზრდობა არაფერსაც არ გადარჩენს, ეს ახალგაზრდობა რომელიც მე ფრენდებში მყავს ( კიდევ ვიმეორებ, ყველა არა!), ეს ახალგაზრდობა რომლის კომენატარებიც მე წავიკითხე ვერაფერს ვერ იზამს, ვერაფერს. იცით ვინ გადარჩენს? ვისაც საკმარისი ცოდნა აქვს რომ თავისი აზრი არგუმენტირებულად გამოთქვას გინების გარეშე, ვინც პატივს ცემს სხვის მოსაზრებას, ვინც ფეისბუქზე არ ჩხუბობს და  არ იმუქრება. აი, ამ ახალგაზრდების იმედი უნდა გქონდეთ დღეს.

Advertisements

17 thoughts on “”ახალგაზრდობა გადაარჩენს საქართველოს!”

  1. Satauri jobda aseti- bensimonebis taoba gadaarchens saqartvelos! Am taobis problema ukve garkveulia, dzaan guli mtskdeba mara asea. Inkubatoris printsipia. Kvelaphershi mivbadzot ertmaneteeets. Vints ara, is chveniani ar ariiiis. Xoda ikvnen ertad ertnairi bneli axalgazrdoba! Evropa ara isa, pharanjebis magvari unda etsvat kvelas.

    • ბენსიმონი ჩემს ნახევარ ლიცეუმს აცვია თუ მთლიანს არა, მეც მაცვია და ჩემს იმ ერთ მეგობარსაც რომელიც ყველაზე კარგია:D მივხვდი რასაც გულისხმობთ და გეთანხმებით, უბრალოდ არმინდა განვაზოგადო და ვთქვა რომ ყველა ეგეთია რადგან მართლა არ ვიცი ყველა როგორია, ჩემი ფრიენდების 1/3 რომ ეგრე აზროვნებს მაგაში დარწმუნებული ვარ.

  2. საკმარისი ცოდნა რომ მიიღოს ადამიანმა, შესაბამისად უნდა ისწავლოს. მიხარია, რომ თქვენ გაქვთ იმის საშუალება, ნორმალურ გარემოში მიიღოთ განათლება. მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში განათლება ვერ იქცა პრიორიტეტულ მიმართულებად, ჯარი, გზები და შუშის შენობები უფრო “მნიშვნელოვანია”. ამ საერთო გაუნათლებლობის შედეგებს აგერ უკვე რამდენი ხანია ვიმკით და კარგა ხანს ასეც გაგრძელდება. 😦

  3. სავარაუდოა, რომ შენ მეგობრებში მყოფი ახალგაზრდობის ასაკი საშუალოდ 14,15 წელი უნდა იყოს 🙂 ჩემი აზრით “ახალგაზრდობა გადაარჩენს საქართველოს” მათ მიმართ არ არის თქმული 😉 ახალგაზრდობაში იგულისხმება ის უმრავლესად 20-21 წლის სტუდენტები, რომლებიც ციხეებში არსებულ სიტუაციებს აპროტესტებენ. იმ აქციებზე ყველაზე ნაკლებად იყვენ 15,16,17 წლის ბავშვები. ის, რომ პატარა ბავშვები პოლიტიკაზე კამათობენ, ცუდია, მართალია. უბრალოდ ამ ასაკის ბავშვები იმ ახალგაზრდობას არ განეკუთვნებიან, რომლისგანაც გადარჩენას ხალხი ელის 🙂 ნუ ჯერ-ჯერობით ყოველ შემთხვევაში. და რაც შეეხება 15 წლის ბავშვის პოლიტიკაზე ლაპარაკას, ეგ პოლიტიკოსებს მოსთხოვე, ისეთები არ იყვნენ რომ 15 წლის ბავშვიც კი მათზე ლაპარაკობდეს 🙂

    • მე როგორც ბლოგში ავღნიშნე ჩემი ფეისბუქის ფრენდებზე ვსაუბრობ, ყველა 14,15,16 წლის ბავშვზე არა. ჩემი ”მეგობრები” კი დაიდიოდნენ ამ აქციებზე და სწორედ მათ ფოტოების ქვეშ იწერებოდა კომენტარები ” საქართველოს გადამრჩენელები” და ” თქვენს იმედზე ვართ”, მე მაქედან გამომდინარე დავწერე ეს პოსტი.
      მე არ ვფიქრობ რომ 15 წლის ბავშვები არ უნდა ლაპარაკოდნენ პოლიტიკაზე, ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ ამაში,პირიქით კარგიც არის რომ ახალგაზრდებს პოლიტიკა აინტერესებთ და არა მხოლოდ ტანსაცმელი,ძველ-ბიჭობა და ქუჩაში დგომა. ილაპარაკონ თუ საკმარისი განათლება აქვთ, იმ ადამიანს ვისაც ეს საკმარისი განათლება აქვს, საკუთარ აზრსაც არგუმენტრიებულად გამოთქვამს და არა უხამსი სიტყვებით და მუქარებით.

  4. kai ikneba sheni dedikoc tu gaiziarebs shens azrs da sheeshveba kvelas gakritikebas da gakicxvas.da is rom sakartveloshi bavashvebi archevnebis temit arian dakavebulni es mati brali araa.rac ar unda gaunatlebeli ikos adamini shavis da tetris garcheva dziritadad kvelas sheudzlia.

    • რატომ უნდა შეეშვას? დედაჩემი საკუთარ აზრს იცავს და ვისაც საჭიროდ თვლის იმას აკრიტიკებს არგუმენტირებულად და მუქარების გარეშე.
      ახალგაზრდები იყვნენ არჩევნების თემით დაკავებულნი ვინ უშლით, უბრალოდ როცა საკმარისი ცოდნა არ გააჩნიათ და საკუთარ აზრს შეურაცყოფის მიყენების და მუქარების გარეშე ვერ აფისიქირებენ, ეგ მგონია არასწორი. რაც შეხეება განათლებას, მაგაზე მგონი გასაგებად მიწერია და თავიდან გადაიკითხეთ,”მესმის სოლიდარობა, მართლა მესმის, არ ვამბობ რომ 15 წლის ბავშვები ვერ ვხედავთ და ვერ ვხვდებით იმ ვიდეოში რა ხდება,დიდი ინტელექტი არ ჭირდება მაგას,ისიც მესმის რომ პროტესტი გრძნობა გვიჩნდება მაგრამ, ესე გამოხატვა სულელელობაა”.

  5. ertmanetis azris pativiscema ar vicit!! da es ar exebat marto 14 15 16 clis axalgazrdebs, asevea upros taobashic. es ari eris ukulturoba ubralod da samcuxaroa ro chven magdeni kultura ar gvaq…. igive kamatis kultura da ase shemdeg…

  6. ვიცი თქვენი ასაკის ბავშვები გრამატიკას და კონკრეტულად სასვენ ნიშნებს არ წყალობთ. ეს კარგად ჩანს შენს ნაწერში და სხვების კომენტარებშიც. ამას თავი დავანებოთ. არ გეწყინოს, მაგრამ აქვე პატარა შენიშვნას მოგცემ – სიტყვის სწორი ფორმაა “შეურაცხყოფა”.
    გეტყობა, რომ აზროვნებ, ფიქრობ, გტკივა, გაწუხებს რაღაცეები. სასიხარულოა. უბრალოდ თვალს ჭრის შეცდომები. შეიძლება დეტალია, მაგრამ ალბათ საყურადღებო. 🙂

    • აუცილებლად ჩავასწორებ, რაც შეეხება დანარჩენ გრამატიკულ შეცდომებს, პოსტს დადებამდე 9284930ჯერ ვკითხულობ, რაღაც შეცდომებს ვპოულობ, ვასწორებ ხოლმე მაგრამ გრამატიკაში და ორთოგრაფიაში მართლა მიჭირს…
      მიხარია რომ ბლოგი წაიკითხეთ, დიდი მადლობა შენიშვნისთვის 🙂

  7. ძალიან გული დამწყდა ამ პსოტის მერე, როცა კიდევ ერთხელ გავიაზრე რას წარმოვადგენთ ქართველი ახალგაზრდები. მე თვითონ 17 წლის ვარ და ამიტომ უშუალოდ ამ საზოგადოების წევრი ვარ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგივენაირად ვიქცევი როგორც შენ აღწერე. პირიქით ძალიან მრცხვენია, რომ ჩემი ბევრი სკოლელი თუ კლასელი მეორე მეგობარს პოლიტიკური ნიშნით არჩევს და ამის გამო უსიამოვნებებიც ბევრია. ბევრჯერ მიკამათია ჩემხელებთან, რომლებსაც დაბალი ინტელექტი აქვთ თუ შეგნება, რომ არ შეიძლება რელიგიური ნიშნის თუ ორიენტაციის გამო მეორე ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენონ, მაგრამ მათთვის ეს სასაცილო თემაა და არგუმენტიც არ აქვთ თუ რატო არ მოწონთ “სხვანაირი”. ეს საშინელებაა, იმიტომ რომ მოკლე თვალსაწიერი გვაქვს და არ ვართ ლიბერალურები. მხოლოდ სასულიერო პირებს “ვაღმერთებთ” და სტატუსებს ვანიჭებთ უპირატესობას. ძალადობა არა მარტო სახელმწიფოს მიერ მოხდა იმ აკდრებში, არამედ ჩვენ მიერ ძალიან ბევრჯერ დაიჩაგრა, განსხვავებული აზრის ადამიანი. კარგი იქნება, რომ სხვების გაჭორვაზე მეტ დროს ვუთმობდეთ კითხვას, ალბათ აზროვნება უფრო გაგვივითარდებოდა. მოკლედ ყოველ დღე რაღაც ახალ რაგაცას ვხედავ და ვიგებ, რო დავრწმუნდე სად ვცხოვრობ!!! იმედია როდესმე ყველაფერი გამოსწორდება, და ჩვენც ვიწნებით განათლებული, მოაზროვნე და შემწყნარებელი ახალგაზრდობა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s