კოლეჯის დამთავრება…

გამარჯობა! დიდი პაუზის შემდეგ ისევ დაგიბრუნდით, ამდენმა დასვენებამ ცოტა გამაზარმაცა,თან სიმართლე გითხრათ დასაწერი თემებიც გამომელია. რამოდენიმე საათის წინ სტრაბურგში ჩამოვედი და ისეთი შეგძრძნება მაქვს თითქოს ზაფხული მორჩა, გართობა, უსაქმურობა, მზე, ზღვა, გვიანობამდე ძილი და დილის 5მდე კინოების ყურება დამთავრდა და იწყება სექტემბერი, სკოლა, სწავლა, მეცადინეობა და ცუდი ამინდები. მაგრამ  კიდევ 10 დღე დარჩა ლიცეუმში წასვლამდე.

ეხლა მარტო ვზივარ ჩემს ოთახში, ვუსმენ მუსიკას და თან ვწერ. თურმე როგორ მომნატრებია აქაურობა მიუხედავად ჩემი მუდმივი წუწუნისა,

მაინც მიყვარს და მენატრება:

-დილით ნინუცას ყვირილი:  ”კატოოოოო ადექი, მეტჯერ არ დამაძახებინო”, 5 წუთის შემდეგ ” კატოოოო!!! ვაიმე აღარ შემიძლია, კატოო!”  ჩემი წამოხტომა  ” რა ხდება, რა დღეა, სად ვარ?”, მერე მიხვედრა და ფიქრი ”ოიჰ რატომ რატომ? რატომ ვიღვიძებ 7ის ნახევარზე?” მერე კი გამაზდებული ტანსაცმლის აღება, აბაზანაში ნახევრად მძინარე შესვლა, მომზადება, იქვე სადმე მიძინება და ისევ ნინუცას ყვირილი ”კატოო! არ ამაყენო”, ჩემი მეორე წამოხტომა და უკვე ჭამა. ტრამვაის ლოდინი, შესვლა და თან ვერ შესვლა, ჩხუბი რადგან არავინ იწევა, ჩხუბის მერეც არავინ იწევა, მერე კი უკვე ძალით შეტენვა და ყველას უკმაყოფილო სახების ყურება, მე კი მოგებული ვფიქრობ ”მაინც შემოვედი!” 😀

– პირველ ორ გაკვეთილზე ძილი.. არა მაპატიეთ, პირველ გაკვეთილზე ძილი, მეორე გაკვეთილის მეორე ნახევარზე კი ბევრი ლაპარაკი და მადამ ნუვუს შენიშვნა ”კატო კი სწორს ამბობ, ოღონდ ხელი აიწიე მომავალში”, ”კარგით მას”, ორი წუთის მერე ” კატარინა დააცადე ოსკარს ლაპარაკი”, ”კი მაგრამ სისულელეს ამბობს, ეგრე არ წერია…”   ”კატარინა დაამთავრებინე და ხელი აიწიე”, 5 წუთის შემდეგ ჩემი ისევ უადგილო ჩართვა, ” კატარინა ხელი აიწიე!” ჩემი გაბრაზება” რამდენი ხანია აწეული მაქვს და არ მეკითხებით არაფერს!” მერე კი უკვე ზარი და შესვენაბაზე გასვლა.

-შესვენბის დროს vie scolaire-ში შესვლა ლილისთან ერთად და ჩემი დღიურის ჩვენება, ნინუცას ხელმოწერით და დასაბუთებით თუ რატომ გავაცდინე სკოლა 382983920809 ჯერ, რიგში დგომა, ლაპარაკი ლილიანასთან, უცბად კლარას ყვრილი ”გამატარეთ, გამატარეთ, უff არ მიყვარს რა ეს პატარები”, მე და ლილიანას სიცილი რადგან ”პატარებში” მერვე კლასელებს გულისხმობს ( თვითონ მეცხრეა)  ”რამდენი ხანია გეძებთ, რა ხდება?” ”კაი მეზარება ამ რიგში დგომა 10 წუთი, წამო გარეთ”. vie scolaire-იდან გამოსვლა და გარეთ ყოფნა სხვა ბავშვებთან ერთად, ორი წუთის მერე ზარი და ისევ გაკვეთილები.

– სკოლის კაფეტერიაში სადილი.. ”ლილი მე დავჯდები მანდ, აქ რაღაც ასხია”, ლილის უმაყოფილო სახე ”ეს რა საშინელი პიურეა”, კლარას გამოხედვა როდესაც პირი სავსე აქვს მაგ პოიურეთი, ”წყალს ვინ მოიტანს?” ”მე არა” ”არც მე” ”კარგი ჰო წავალ”. წყლის მოტანის შემდეგ ”ვინ აიღო ჩემი იოგურტი? კარგი რა, შეიძლება ესე? ერთადერთი გემრიელი საჭმელია!”, მადამ სონია ესმის ჩემი წუწუნი მოდის და მეუბნება ”კატარინა მერამდენეჯერ მესმის შენი ხმა? ჭამე და ჩუმად იჯექი, პიურეც ძალიან გემრიელია!”, სამივე ვჩუმდებით და ვჭამთ ”გემრიელ” პიურეს 😀

-სპორტის გაკვეთილი… მე და ლილი ჩამოვრჩით ყველას და ბოლოები ძლივს მივდივართ ”კატარინა ცოტა სწრაფად ირბინე, დაეწიე ბავშვებს და ნუ ლაპარაკობ ლილიანასთან”, ვჩუმდები, მივრბრივარ შედარებით სწრაფად, გავხედავ მესიუ კრეტსს, კიდევ მიყურებს, ვაგრძელებ სირბილს, კიდევ გავხედავ, აღარ მიყურებს ”ხოდა ლილიანა რას გეუბნებოდი..” ”კატარინაა!!გაჰყვირის მესიუ კრეტსი, მომეცი შენი დღიური მინუს ერთს გიწერ, აღარ შემიძლია, თუ ესე გააგრძელე მინუს ორსაც დაგიწერ, სულ ლაპარაკობ”, ჩემი გაოცებული სახე ”კი მაგრამ როგორ დამინახა?! ”, ”Chut!”მაჩუმებს კრეტსი,  ”მაგრამ” ”Chut!”, მეც ვუჯერებ და მომაქვს ჩემი დღიური.

– სპორტის მერე მათემატიკა. კლასში სიცილით შევდივართ, უცბად მადამ მიშარი, ხელში ბევრი ფურცლებით გვეუბნება : test surprise! ( დაუგეგმავი ტესტი), ლილიანა შეშინებული ჯდება და ტესტს უყურებს, მერე მე მიყურებს, მე ვცდილობ დავეხმარო მაგრამ შორს ზის, ვერ ვაგებინებ და ბოლოს თავისი მაგიდის მეზობლისგან იწერს რომელიც თვითონ სხვისგან იწერს. მე ბოლო კითხვას ვერ ვიგებ ”გილენ, ვიხედები უკან, გილენ.. გილენ! ბოლო პასუხი მითხარი რა..” ”არა” ”კარგი რა” ”არა, შენთვითონ დაწერე” ხმამაღლა ამბობს გილენი, რომელიც არავის არასდროს არ ეხმარება, მე ვაჩუმებ მასწავლებელმა რომ არ გაიგოს და ვფიქრობ ”ოხ როგორ არ მიყვარს ეს გოგო, რა მოუვა ერთი ციფრი რომ მითხრას..”

-ტესტების ჩაბარება და მუსიკაზე წასვლა.იქ უკვე დაღლილ-დაქანცული ბოლო რიგში ვჯდები და ნახევრად მძინავს, შუა ძილში მადამ შნედერის ხმა ჩამესმის ”კატარინა ტენორია თუ ბარიტონი?”, მე შეშინებული ვფხიზლდები, აზრზე არ ვარ ვის ხმაზე მეკითხება, ვუყურებ რენატას, ”ტენორი”, ვაჩვენებ რომ ვერ გავიგე, ”ტენორი”, კიდევ ვერ გავიგე ”ტენორი”. ”ტენორი” ვპასუხობ მე, ”მადლობა რენატა” მადლობას უხდის მასწავლებელი რენატას და აგრძელებს ის გაკვეთილს, მე ძილს.

– ისტორიის გაკვეთილი. ვიწევ ხელს, ”გისმენ ლილიანა”, ”ლილიანა არა მას, კატარინა”, 10 წუთის შემდეგ ”გისმენ ლილიანა”, ”კატარინა მას კატარინა!”, კიდევ ”გისმენ, დიახ შენ, ლილიანას გვერდით რომ ზიხარ”, ”კატარინა!” გაბრაზებული ვპასუხობ და ლილიანს ჩუმად ვეუბნები ”ისტორიას ასწავლის და ჩემი სახელი ერთი წელია ვერ დაიმახსოვრა” ”ჭკვიანები ამახსოვრდებათ”, მპასუხობს მომგებიანი სახით ლილიანა და თან ფიზიკის ”შპარგალკას” ამზადებს.

-ირეკება ზარი და მთავრდება გაკვეთილები, ვურეკავ ნინუცას ”კატ სუპერმარკეტში გაიარე, ესპლანადზე, იუგურტები და რაღაცეები იყიდე” ”ფული არ მაქვს” ”ხო დაგიტოვე?” ”დამრჩა” ”კატო კარგი რაა, რისთვის გაძლევ, რომ სახლში დატოვო?” ”კაი ნუ ჩხუბობ, მოვალ ავიღებ და წავალ”ვამბობ უკმაყოფილო სახით რადგან სუპერმარკეტში წასვლა ბოლო რაღაცაა რისი გაკეთებაც მინდა.

მიუხედავად იმისა რომ სულ ვწუწუნებ, ეს სიტუაციები მაგრად მომენატრება, გავიზარდე და 10 დღეში ლიცეუმში მივდივარ, კოლეჯში კი მხოლოდ როგორც სტუმარი ისე დავბრუნდები და ისიც დილის რვა საათზე არა. ლიცეუმში კი ყველაფერი სხვანაირია, არ მომიწევს ტრამვაისში ჩხუბი, საშინელი პიურეს ჭამა, მადამ ნუვუს შენიშვენების მოსმენა, მადამ სონიას ჩხუბი, მესიუ კრეტსის მინუს ერთების ხან მინუს ორებს ხელის მოწერა, მუსიკის გაკვეთილზე ძილი, მადამ მიშარის დაუგეგმავი ტესტების წერა, ესპლანადის სუპერმარკეტში იუგურტების ყიდვა, ლილიასთან მუდმივი ლაპარაკი ყველანაირ სისულელეზე რადგან ის სხვა ლიცეუმში გადადის, ისტორის მასწავლებისთვის სახელის შეხსენება, ”პატარებთან” ერთად vie scolaire-ის რიგში დგომა… მომენატრება კოლეჯი!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s