რა თაობა მოდის!

რა თაობა მოდის!

ეს წინადადება ყველგან მესმის, ძირითადად ასაკოვანი ხალხისგან. ჰო, ეს როგორი ცუდი თაობა მოვდივართ, გაუნათლებლები და უსწავლელები. დღეს სწორედ ამაზე მინდა გესაუბროთ. ცუდ თაობაში მარტო სწავლა- განათლებას არ გულისხმობენ მაგრამ მე მხოლოდ წიგნის კითხვას და კომპიუტერს შევეხები. გუშინ მე და ჩემი ოჯახის წევრები ვსაუბრობდით ამ თემაზე და აქამდე რაც ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო, დღეს შედარებით გასაგებია და უფრო ადვილი დასაწერი.

არავის არ შევედავები იმაში, რომ დღეს ახალგაზრდები უფრო ნაკლებს ვკითხულობთ ვიდრე ადრე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ნაკლებად ინფორმირებულები ვართ.

ბებიაჩემი მუდამ შენიშვნებს მაძლევდა ” თამუნა შენხელა რომ იყო სულ იჯდა და კითხულობდა შენ კიდევ გაძალებ წაკითხვას”. ეხლა აღარავინ აღარ მაძალებს კითხვას და ზოგჯერ მირჩევნია რომ ეგრე არ იყოს, რადგან დღეს იმას ვკითხულობ რაც მაინტერესებს და არა იმას რაც აუცილებელია ჩემი ზოგადი განათლებისთვის.ზოგადი განათლება რომ კარგია და საჭიროა მაგაზე არავის ვეკამათები.ზოგჯერ, ბაბუაჩემი ანეგდოტს რომ ყვება რომელიმე წიგნზე ან რომელიმე წიგნიდან, მე ვერ ვიცინი იმიტომ რომ არ მაქვს ეს წიგნი წაკითხული, შემრცხვება ხოლმე, თუ მოხდა ისე რომ წაკითხული მაქვს და გამეცინა, ამაყი და ყურებამდე გაღიმებული ვუზვარ გვერდით.

სტრასბურგში, სკოლა ცდილობს მომცეს ზოგადი განათლება და წამაკითხოს ის რა კლასიკაა და რაც აუცილებელია. იმის წაკითხვას გავალდებულებენ და ნიშანს გიწერენ, ამას მე ვაკეთებ და კარგ ნიშანსაც ვიღებ, უბრალოდ მხოლოდ ამით ვკმაყოფილდები, მეტს აღარ ვეძებ, მგონია რომ რადგან არავინ არ მეუბნება წაიკითხე, აუცილებელიაო და ნიშანს არავინ არ მიწერს, არ უნდა წავიკითხო რადგან მოსაბეზრებელია, ეს ძალიან ცუდია.

ყველა ჩემსავით არ იქცევა, დღესაც არიან ბავშვები რომლებსაც უყვართ ბევრი კითხვა, მაგრამ უმრავლესობა სხვა რამით ერთობა, მაგალითად კომპიუტერით.

ადრე უფრო მეტს კითხულობდნენ მაგრამ მათ არ ჰქონდათ სხვა გასართობი საშუალება. როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდათ, გასართობად წინგს იღებდნენ რადგან სხვა არაფაერი არ იყო, დღეს კი კომპიუტერია, დღეს ფეისბუქია, დღეს უამრავი კომპიუტერული თამაშებია. მოკლედ სხვა გასართობი გაჩნდა და ჩვენც ამ სხვა გასართობით ვერთობით, როცა გვბეზრდება ეს ახალი გასართობი მაშინ ვკითხულობთ. არმინდა რომ განვაზოგადო და ვთქვა რომ ყველა ესეა, არა, უბრალოდ მე და ჩემს გარშემო მეგობრები ესე ვიქცევით. მე არ ვამბობ რომ კარგი საინტერესო წიგნის წაკითხვა არ მსიამოვნებს, არა პირიქით, ზოგჯერ მართლა მინდება ხოლმე ლოგინზე წამოწოლა და წყნარად კითხვა მაგრამ როცა წასაკითხი მაქვს 800 გვერდიანი წიგნი მთლიანად აღწერებით მხოლოდ იმიტომ რომ კლასიკაა, ამ დროს მირჩევნია კომპიუტერს მივუჯდე და ვთქვა რომ ხვალ წავიკითხავ.

იმდენს არ ვკითხულობთ, მაგრამ ჩვენც ბევრი რამ ვიცით. მათ არ ჰქონდათ ინტერნეტი და ამდენი საინფორმაციო წყარო რამდენიც დღეს ჩვენ გვაქვს. ჩვენი მშობლები, ბებია-ბაბუებიც ჩაკეტილები იყვნენ ერთ პატარა სივრცეში და დიუმას, ჰემინგუეის კი კითხულობდნენ უბრალოდ სხვა ვერაფერს იღებდნენ.

კომპიუტერს და ინტერნეტს ბევრი მინუსი აქვს და ბევრი ალბათ არასწორედაც იყენებს მაგრამ ვინც არ იყენებს არასწორედ ის ხომ ბევრ საღ ინფორმაციას იღებს? რამდენი საინტერესო რამის წაკითხვა შეიძლება ინტერნეტში, რამდენი საინტერესო გვერდია ფეისბუქზე? რამდენი რამის მოძებნა და გაგება შეგიძლია? რა ადვილად და რა სწრაფად?

შეიძლება მეშლება, მაგრამ დღეს მირჩევნია ვიცოდე რა ხდება მსოფლიოში, გავიგო სიახლეები და არ ჩამოვრჩე მოვლენებს ვიდრე წაკითხული მქონდეს წიგნები რომლებიც მეთექვსმეტე საუკუნეშია დაწერილი. მე არ ვამბობ რომ არ მაინტერესებს რა ხდებოდა მეთექვსმეტეე საუკუნეში, არა, უბრალოდ ამას სკოლა ისედაც მასწავლის და ისედაც მაძლევს ამაზე წასაკითხს და ვკითხულობ უბრალოდ ვკითხულობ იმ სამ-ოთხ წიგნს და არა 50.

არ ვამართლებ საკუთარ თავს და არ ვკამათობ იმაზე რომ დღეს მე რომ უფრო მეტს ვკითხულობდე, უფრო განათებული ვიქნებოდი, დღეს მე ბევრ წიგნებსაც რომ ვკითხულობდე და ინტერნეტიდან ბევრ ინფორმაციას რომ ვიღებდე უკეთესი ვიქნებოდი. მეგობრებთანაც მინდა გართობა და სამივე არ გამომდის. შეუძლებელი არ არის, მაგრამ ბევრი დრო ჭირდება მე კი მეზარება და უფრო ცოტატი ვკმაყოფილდები.

Advertisements

7 thoughts on “რა თაობა მოდის!

  1. ისე სკოლაში ქართული ენა კარგად რომ გესწავლა, უფრო გამართულად დაწერდი, წერტილ-მძიმეს სწორად დასვამდი…

    • დიდი მადლობა ჩემს ბლოგს რომ კითხულობ. ქართულ სკოლაში მართლაც მხოლოდ 2 წელი ვისწავლე, მადლობა შენიშვნისთვის 🙂

  2. კარგი ბლოგია, თუმცა ბევრ რაღაცაში არ გეთანხმები. იმ საკითხზე რაზეც შენ წერ არ ღირს ყურადღების გამახვილება ჩვენი მხრიდან (ვგულისხმობ ჩვენი ასაკის ადამიანების მხრიდან. მე 18 წლის ვარ), რადგან ეს მართლაც ესეა და დღეს წიგნიერების დონე ძალიან დაბალია, ამიტომ ამ თემაზე უფროს თაობებთან კამათი არ ღირს. ასევე ვეთანხმები თიკოს, რაღაც ადგილებში გაუმართავია წინადადება, მაგრამ ეს გეპატიება თუ მართლა მხოლოდ 2 წელი სწავლობდი ქართულ სკოლაში. გააგრძელე წერა და აუცილებლად დაიხვეწები. 🙂

    • მიხარია რომ ბლოგი წაიკითხე, მადლობა კომენტარისთვის 🙂 ”იმ საკითხზე რაზეც შენ წერ არ ღირს ყურადღების გამახვილება ჩვენი მხრიდან (ვგულისხმობ ჩვენი ასაკის ადამიანების მხრიდან. მე 18 წლის ვარ), რადგან ეს მართლაც ესეა და დღეს წიგნიერების დონე ძალიან დაბალია, ამიტომ ამ თემაზე უფროს თაობებთან კამათი არ ღირს”, იქნებ უკეთ ამიხსნა რას გულისხმბობ? თუ ამბობ კამათი არ ღირს, იმიტომ რომ წიგნიერების დონე მართლა დაბალიაო, კი გეთანხმები, წიგნიერების დონე დაბალია დღეს, მე ამას ბლოგშიც ვწერ, უბრალოდ იმის ძახილი რომ ”უხ ეს რა უცოდინრები არიან” არასწორედ მიმაჩნია და ამ თემაზე ნებისმიერი ასაკის ადამიანს შევეკემათები, ზრდილობიანად და არგუმენტებით. რატომ მიმაჩნია არასწორედ, პოსტში ვრცლად ავხსენი.

  3. კატო ძალიან კარგად წერ! ძალიან მომწონხარ! შეიძლება ფეისბუქზე დავმეგობრდეთ! ძალიან ნიჭიერი ხარ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s