მენატრება!

მენატრება ზაფხული.

მენატრება საქართველო.

მენატრება წყნეთის სახლი.

მენატრება დედაჩემისთვის  ტვინის ბურღვა შეკითხვით : ზუსტად იცი? მისი პასუხი: მე ყველაფერს რასაც ვაკეთებ, ზუსტად ვიცი. მერე  გიგას პასუხი: დედაშენმა რაც არ იცის, ისიც ზუსტად იცის და ამაზე ჩვენი სიცილი.

მენატრება მამას გამოტოვებული ზარები როდესაც გვიანობამდე სტადიონზე ვარ ბავშვებთან ერთად და ტელეფონის ხმა არ მესმის. მერე მისი შენიშვნა: კატო, ტელეფონი რისთვის გაქვს მამა?

მენატრება ბებოსთან საუბარი სამზარეულოში, გვიან ღამით ყველას რომ სძინავს. ძირითადად ჩემს ამბებს ვუყვები, ზოგჯერ შეყვარებულებზე წამოცდება ხოლმე კითხვები, ვამშვიდებ, ვეუბნები რომ ფორევერ ელოუნი ვარ და რომ ხვდება რომ არ ვატყუებ, უკვე ნინუცაზე მეკითხება.

მენატრება კესოს მოსმენა როდესაც მარტოა ოთახში და თავის თავს ელაპარაკება ან მღერის.

მენატრება დედასთან ერთად ვახშამი თუ საუზმე ( არვიცი დილის სამ საათზე ჭამას რა ჰქვია)და ჩემი პრობლემების მოყოლა, რომლებიც არაფერია ნამდვილ პრობლემებთან შედარებით.

მენატრება თიკოსთან ერთად ღამის გათენება და ლაპარაკი არაფერზე და ყველაფერზე.

მენატრება ნინუცას არა-სასაცილო ანეგდოტები რომლებსაც ისე სასაცილოდ ყვება რომ ეხლაც მეცინება.

მენატრება პატარა ნინუცასთან ერთად სურათების გადაღება რადგან ყველა მაგარი ფოტო გამოდის.

მენატრება რუსო ბებოსთან საუბარი პოლიტიკაზე და მისი კითხვა: კატო, რას ამბობს დედა, ხო ყველაფერი კარგად იქნება?

მენატრება ბაბუაჩემის შენიშვნები როდესაც იგებს რომ ესა და ეს წიგნი არ წამიკითხავს : რა ხისთავა ხარ, ეს როგორ არ უნდა გქონდეს წაკითხული, ყველაზე მაგარი წიგნია! დაჯექი ეხლა და წაიკითხე.

მენატრება ანასტასია, როდესაც ჩემს ჩანთაში იქექება, ტონალურს პოულობს და ხელებზე კრემივით ისმევს  ჩემთვის ესეთ ძვირფას ნივთს 😀

მენატრება რუსო დეიდასთან ერთად  დასასვენებლად წასვლა 39828392 ბავშვთან ერთად და ამ ბავშვებში ყველაზე დიდი და ჭკვიანი გამოსვლა. არა, სანდროც არის ხოლმე მაგრამ მაინც ყველაზე ჭკვიანი გამოვდივარ 😀

მენატრება დილის 2 საათზე სახლში შესვლა ჩუმ-ჩუმად, მედიკოს რომ არ გაეღვიძოს და არ მეჩხუბოს. შევდივარ მგონია რომ უკვე წარმატებით  გავიარე ჩემს ოთახამდე ასასვლელი კიბე და უცბად მედიკოს ძახილი: რა არის კატო ეს გვიან რომ შემოდიხარ, გაგიგოს თამუნამ!

მენატრება ლევანიკოსთან ერთად დილით საუზმე, მე რომ უკვე 829328932839 ომლეტი შევჭამე და პლიაჟზე მეჩქარება, მას კი ჩაის დალევაც არ დაუწყია.

მენატრება მეგობრებთან ერთად სტადიონზე ყოფნა, ზოგჯერ ვჩხუბობთ მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად მახსენდება.

მენატრება სოფუნასთან ერთად ღამის გათენება და მისი ისტორიები.

მენატრება როდესაც არვიცი რა დღეა, რა რიცხვი, რა თვე რადგან არდადეგებია და საერთოდ არ მაინტერესებს ეგ ყველაფერი.

მენატრება ზაგარი და მზე.

მენატრება კლიდაცინის  დაუზოგავად წასმა რადგან ვიცი, აფთიაქში გავალ როცა დამჭირდება და ვიყიდი. აქ კიდევ ეგ წამალი არ იყიდება და ძალიან ვუფრთხილდები.

მენატრება იმ დროს გაღვიძება, როცა მინდა და მაღვიძარას დილის 6ზე კი არა, საღამოს 6ზე დაყენება მაინც ძილისგან რომ არ გავიგუდო 😀

მენატრება თიკოსთან ერთად უსაქმურად ყოფნა და სურათების გადაღება. ის რა თქმა უნდა ყველა ფოტოში კარგად გამოდის, მე კი რა თქმა უნდა კარტოფილივით ცხვირი მიშხამებს  მთელ ფოტოს. მერე წუწუნი: კი მაგრამ სარკეში არ ვჩანვარ ეგეთი ულამაზო!!

მენატრება წყნეთიდან სტრასბურგში ნინუცასთან დარეკვა და მოყოლა თუ როგორ უსამართლოდ  მეჩხუბა თამუნა, მისი პასუხი ”უფფ რა კარგი უქნია, ძლივს ვიღაცას ესმის ჩემი” და ჩემი გაბრაზება.

მენატრება დასვენება.

მეზარება ხვალ 7ის ნახევარზე გაღვიძება, მასწავლებლების მოსმენა, სახლში მოსვლა, ძილი მერე კი მეცადინეობა ბღევესთვის, გამოცდისთვის, რომელიც ეხლა გავიგე, რომ არაფერში არ გამომადგება.

ნამდვილი ზაფხული მინდა და არა ეს!

Advertisements

4 thoughts on “მენატრება!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s