კანოეზე!

გვიშველეთ ! გვიშველეთ!

ააა ფეხზე რაღაც მომედო!

სუნთქვა მიჭირს, რა ცივი წყალია!!!

ვაი, ნავი იძირება, დამეხმარეთ ვინმე!

რენატა ხელი მომეცი!

კატო კანოეს დაეყრდენი!

მატილდ, თქვენს ნავზე ამიყვანე!

ნიჩბები!!! ნიჩბები დაიჭირეთ!!! დინებას მიაქვს!

ორი თვის წინ მათემატიკის ოლიმპიადაში მივიღეთ მონაწილეობა. არვიცი როგორ, მაგრამ მეორე ადგილზე გავედით. ეტყობა ყველაზე შტერებში ყველაზე ნაკლები შტერები აღმოვჩნდით რადგან  მართლა ნახევრად ცარიელი ფურცელი დავუბრუნეთ გამსწორებელს. მოკლედ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მეორე ადგილი ავიღეთ და პრიზიც გადმოგვცეს : 15 ივნისს, 12 საათიდან 6 საათამდე, მთელი კლასი წავედით კანოეზე . ( არვიცი არსებობს თუ არა ეს სიტყვა ქართულად, ფოტო დავდე და ნახეთ)

ერთ კანოეში სამი ადამიანის ადგილი იყო. პირველი რენატა შევიდა, მეორე ლილიანა და მერე მე.მესამე ადამიანს ევალება ნავისთვის მიმართულების მიცემა და მე ამის გაკეთება აღმოჩნდა რომ საერთოდ არ მცოდნია, თავიდანვე ვთქვი არ გამომივა მეთქი და არ დამიჯერეს. ჰოდა ნახეთ რა მოხდა 😀

– რა მაგრა დამყავს ! ვამბობ კმაყოფილი სახით.

– ხო ძალიან მაგრა. ერთხელ ჩავარდით უკვე და ეხლა ფრთხილად იყავი- მპასუხობს სიცილით გალუმპული ლილიანა.

-ის ჩემი ბრალი არ იყო, ყველა ერთ მხარეს გადავიწიეთ და გადაბრუნდა – ვიმართლებ თავს.

-კატო, ცოტა მარჯვნივ წადი, ტოტებია – მაფრთხილებს რენატა.

ლილიანამ პირველ გადაბრუნებაში ნიჩაბი დაკარგა და შესაბამისად კუს სისწრაფით მივცურავთ და ვერაფრით გვეხმარება.

-ეე, მატილდის ჯგუფიც აქ არის!! მოდი გავწუწოთ- ყვირის გახარებული ხმით ლილიანა.

– ნახე, ოდნავ სველებიც არ არიან, ვაკვირდებდი მე.

-ვაა რა დაგმართნიათ? – დაგვცინის ფელიქსი რომელიც მატილდის ჯგუფშია.

იცინიან და თან ჩვენსკენ მოდიან.

– გაწუწეთ!!!!! ყვირის ლილი და ხელებს ატყაპუნებს წყალში, მე და რენატა ნიჩბებს.

ისინიც გვწუწავენ და ვკვდებით სილიცით.

– აა თვალებში არა!

– ფუუ, პირში ჩამივიდა!

უცბად რენატა ყვირის: კატარინა მარცხნივ მარცხივ ! მარცხნიიიიივ!

-ვაი ვაი არ გამომდის!

-ვასკდებით ფელიქს!! გააჩერე კანოე! გააჩერე!

– ვერ ვატრიალებ!!!

– ოლალალალალლა კატოო!!!

– არ ტრიალეეეებს!!

და უცბად  ხეს შევასკდით. ისინი ჩვენშ შეგვასკდნენ. ნავი გადმობრუნდა და მატილდის კანოე პირდაპირ ჩვენსაზე  გადმოვიდა. ლილი ეგრევე მაგათ კანოეზე გადახტა, რენატა წყალში და  მე ამობრუნებულ და ნახევრად ჩაძირულ კანოეში აღმოვჩნდი  😀

ვაი, ნავი იძირება, დამეხმარეთ ვინმე! რენატა მოდი – ვყირი გამწარებული ხმით.

კატო ხელი არ გაუშვა! ნიჩბებს მიხედეთ, ნიჩბებს!

შეინარჩუნეთ სიმშივდე, ხუმრობს ფელიქსი.

ბავშვებო ნაპირამდე მიგვატანინეთ, აი იქ!

მიგვაქვს ცურვით მე და რენატას ჩაძირული კანოე და ნავიდანაც გვეხამრებიან. ნაპირამდე მივედით, ლილიანაც გადმოვიდა.

– კარგით, წავედით ჩვენ- გვემშვიდობებიან მატილდი, ფელიქსი და სარა.

– დაგვეხმარეთ, სად მიდიხართ?

– მარტოც იზამთ, ჰაჰაჰაჰაჰა.

დავრჩით მარტო.

-კატო ნაპირზე ავიტანოთ.

– მომაწოდეთ გემი 😀

– აჰაჰა, ვინ იფიქრებდა რომ მაგ წინადადებს იტყოდი – იცინის ლილიანა.

ავედი ზევით.სულ ტალახია და ფეხსაცმელი სრიალებს. რენატა ქვევიდან აწვება კანოეს მე კიდევ ზევით ვიჭერ, ლილიანა წყლისგან ცლის.

– გასწორეთ რომ ბოლომდე დაიცალოს, მერე ჩავდოთ და წავიდეთ. ლილიანას 4 მეტრი სიგრძის კანოე ადევს თავზე თვითონ კი მეტრა ნახევარია 😀

-აუუუჩ!

ფეხი გამისრიალდა და წყალში ჩავარდი.

– თავი! თავი!

რენატას კანოე თავზე მოხვდა.

– უპსს.

ჩამოუშვით, ჩამოუშვით.

აი ეგრე, ვსიო გააჩერეთ! გააჩერეთ.

უცბად ჩაგვიცურდა.

– რამ სიმძიმეა ეს რა არის !

– თავიდან ვიწყებთ.

-აიტანეთ, აიტანეთ.

ნავი დავცალეთ და ჩაუშვით მდინარეში.

კანოე წყალშია. რენატა ჩაჯდა, მეც დავჯექი და ლილიანა რომ უნდა ჩამჯდარიყო ისევ ამობრუნდა.

დავიწყეთ ყველაფერი თავიდან და ძლივს გავსწორდით.

მივდივართ, არავინ არ არის.

15 წუთი მართლა  ხმა არ ისმის.

გადავეყარეთ გედებს. ჩუმად უნდა გაიარო თორემ საშიშაო მასწავლებელმა.

მივცურავთ ჩუმად-ჩუმად. ნახევარი საათი გავიდა და არავინ არ ჩანს.

ცოტა შეგვეშინდა შესახვევი ხომ არ აგვერიათქო.

– ხელები მტკივა! გამიცვალეთ ადგილი- როგორც ყოველთვის ვწუწუნებ მე.

– მე ჭიჭიანჭველები მასევია!

-მე კიდევ ტოტები მაქვს თმებში.

მივდივართ და უცბად სარას კივილი ისმის. გემი ამოუტრიალდათ და ჩვენსავით ნაპირზე გააქვთ.

-ნახვამდის !! გვერდს ვუვლით და ვიცინით.

-ეე დაგვეხმარეთ, სად მიდიხართ?

-მარტოც იზამთ. ჰაჰაჰაჰაჰა.

ესე დამთავრდა ჩვენი ექსკურსია, ბავშვებიც შეგხვდნენ და დავბრუნდით სკოლაში. ტრამვაიში ყველა გვაშტერდებოდა რადგან გალუმპულები, ტალახიანები და თმებში ტოტებით ვიჯექით, რაც მთავარია ცუდი სუნი აგვდიოდა. სახლამდე ძლივს მივაღწიე, ნინუცა არ მიშვებდა ”ეგეთი ჭუჭყიანი არ შემოხვალ ჩემს სახლშიო” ბოლოს დამრთო ნება აბაზანამდე მივსულიყავი. ჩხუბობდა რა გინდოდა რომ მიდიოდიო და თან ჩემს დასვრილ ტანსაცმელებს გასარაცხებში ყრიდა.

კანოეზე აღარასდროს დავჯდები და თუ დავჯექი მესამე ადგილს არასდროს აღარ ავირჩევ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s