ერთხელ სილვერ სტარზე!

-კატარინა, სურვილი წააგე, არ მაინტერესებს უნდა დაჯდე თან უკვე 60 წუთი რიგის გამოვიარეთ, 10 წუთიც და დავჯდებით-მეუბნება მკაცრი ტონით ლილიანა.

– ჰო, უნდა დაჯდეს აბა რა. ეგ არის ჩვენი სურვილი- ერთვება კლარა

-კარგი დავჯდები მაგრამ თუ მოვკვდი მაგ ატრაქციონზე თქვენი ბრალი იქნება.ბავშვობიდან მეშინია და მეზიზღება ამერიკული გორკები განსაკუთრებით ეს, და  რა სიამოვნებას იღებთ ჩემი შეშინებით ვერ ვხვდები- პროფესორის სახით ვპასუხობ მე, იქნებ შემიწყალონ და სილვერ სტარზე არ დასმსვან, და ისე, ვამატებ მომგებიანი ტონით, რიგიდან გასვლა ეხლაც შემიძლია.

-არა,დაჯდები. სურვილია- მკაცრი ტონით იმეორებს ლილიანა თან უხარია რადგან ევროპა პარკის ყველაზე საშიშ ატრაქციონზე მსვავს.

ლილიანას და უკმაყოფილი სახით დგას რიგში, ცუდი სუნიაო.

მიდის ხალხი წინ, მივყვებით უკან. უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება სანამ იმ სკამში ჩამკეტავენ და შიშით მოვკდები. მუცელი მტკივა ნერვიულობისგან, რიგიდან ვერ გავიქცევი თან სურვილი წავაგე და არ გამოვა. უნდა დავჯდე და ძალიან მეშინია. ბავშვობიდან ვუყურებ ამ ატრაქციონს ევროპა პარკის შემოსასვლელში რომ დგას და ბავშობიდან მაჟრიალებს მისი ყურებისას. არასდროს მესმოდა რას სიამოვნებას იღებდნენ ზევით ქვევით სიარულით. ფიქრებში ვარ და უცბად ჩვენი დროც მოვიდა. ვკითხულობ კედელზე ინსტრუქციას ATTENTION ! ძვირფასი ნივთები კარადებში შეინახეთ, ეს ატრაქციონი აკრძალულია ორსულებისთვის, ხერხემლის და გულის დავადების მქონე პირებისთვის.

-ბავშვებო მე ორსულად ვარ, ვამბობ სერიოზული სახით, იქნებ მითხრან წადი ქვევით დაგველოდეო.

-მოდი, თუ რამეა ერთად მოვკვდებით-მპასუხობს სიცილით კლარა.

-რა მნიშვნელობა აქვს ერთად თუ მარტო, ხომ მაინც მოვკვდები-ვპასუხობ აკანკალებული ხმით.

მესამე რიგია, ოთხი ადგილი. შედის კლარა, მერე მე, თან გაქცევა მინდა თან ჩემი ფეხით ვჯდები და ვკეტავ ღვედს(არვიცი რა ჰქვია), შემდეგ ლილიანა ჯდება, ნაპირში კი ლილიანას და- ამელი.

წინ შუქნიშანია. აინთო წითელი, მეორე წითელი, მესამე წითელი და ბოლოს მწვანე. დაიძრა ატრაქციონი, ძალიან ნელა შემობრუნდა და გავიდა შენობიდან. გოგოები იცინიან, ოლალალას ყვირიან გახარებული სახით, მე მაშტერდებიან. მე ჩუმად ვზივარ, შეშინებული, ყურადღებას არავის ვაქცევ.

დაიწყო აღმართზე ასვლა, ბოლომდე უკან გადამაწვინა, დაქანებულზე ადიოდა. გოგოები გაჩუმდნენ, ავდივართ. თითქმის ავედით, მთელ ევროპა პარკს ცალი თვალით ვხედავ, ხალხსაც ჭიანჭველებივით. კლარა ყვირის :

-რა მინოდა რომ ვჯდებოდი! გადავალ ეხლა აქედან!

აბა შენ იცი-თქო გავიფიქრე მაგრამ ვერ ვთქვი შიშისგან ხმას ვერ ვიღებდი, მოჭიდებული ვზივარ და ყველა კუნთი დაძაბული მაქვს.

-კატარინაააა მეშინია, ამბობს ლილიანა.

ავიდა და გაჩერდა, ბორბლების და ჯაჭვების ხმაური გაჩუმდა. მე აღარავის ვუსმენ, თვალებს ვხუჭავ და რაც ძალი და ღონე მაქვს ვეჭიდები ხელის მოსაკიდს და კლარას. ვემზადები და უცბად ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს მეოცე სართულიდან ჩამომაგდეს უარაფროდ, ვყირივარ და ხმაც მიწყდება. მინდა რომ ვიყვირო მაგრამ არ გამომდის.ერთი დიდი ჩასვლა გამოვარიარეთ, მეორე, მესამე. უცებ ჩერდება, ვიფქირე მორჩათქო, ვახელ თვალს და კიდევ გაქანდა. გადამატრიალა აქეთ იქით და უცებ გაჩერდა.

ვუყურებ გოგოებს და კვდებიან სიცილით. მეც რაღაც მომეწონა მაგრამ ატრაქციონზე მეტად ის მომეწონა რომ ყველაზე საშიშ ამერიკულ გორკებზე ვიჯექი. გადმოვედით, ვურეკავ ნინუცას და ვუყვები.

მაგის შემდეგ ხან სად ვიჯექი, ხან სად. 1 საათი გვქონდა დარჩენილი რომ კიდევ აიტეხეს დავჯდეთ, დავჯდეთო.

10 წუთით ადრე დაჯდომამდე:

– რაღაც ვერ ვარ კარგად, ვამბობ მე, დაგელოდებით ქვევით.

– კარგი რა კატარინა, გეშინია?

– არა, უბრალოდ არმინდა.

-გეშინია!

-არ მეშინია

-მაშინ დაჯექი

-აი ნახე თუ მეშინია.

დავჯექი,გასასვლელი ჩაიკეტა და მე ეხლა ვერანაირად ვეღარ გამოვალ. აინთო მწვანე და ყველაფერი თავიდან დაიწყო. შიში, ყვირილი, ასვლა, ჩასვლა.

კლარა ასვლისას, ისევ ყვირის:

– რა მინოდა, გადავალ წავალ.

ლილიანაც რაღაცეებს ბურტყუნებს.

მე კი ისევ ისე, ცალით თვალით ვიყურები და მგონია რომ მოვკვდები.

აი ვიდეო და ნახეთ:

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s