მე მინდა ვიყო…

”მე მინდა ვიყო” ალბათ ყველას გეცნობათ ეს წინადადება. გაგონდებათ ბავშვობა და ბავშვობის სურვილები, ჩემს შემთხვევაში დღევანდელ დღესთანაც კი ასოცირდება. ამ ფრაზის დასაწყისი ”მე მინდა ვიყო” მუდამ უცვლელია, ხოლო დასასრული ალბათ 6000-ჯერ შემიცვლია. მეც შემიცვლია და თქვენც. 
ჰოდა, დღეს სწორედ ამ შეცვლაზე მინდა გესაბუროთ . რაც უფრო ვიზრდები მით უფრო რეალურ დასასრულს ვუფიქრებ ამ დასაწყისს, მაგრამ აზრს ორ წუთში ერთხელ ვიცვლი. ბავშვობაში უფრო ვიცოდი რა მინდოდა ამ ცხოვრებისგან ვიდრე ახლა, როდესაც უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, სანამ მართლა მომთხოვენ ამ წინადადების დასრულებას. 

5 წლის კატო: ”მე მინდა ვიყო მოცეკვავე”. 4 წლის ასაკში თანამედროვე ცეკვა მიყვარდა და სტრასბურგში დედას, ბებოს, ნინუცა დეიდას და აქ მყოფ საზოგადოებას რომ დავისვამდით მე და ჩემი მეგობარი, სანამ კაილი მინოგის სიმღერა არ დამთავრდებოდა და ჩემს საბოლოო მოძრაობას არ ჩავატარებდი, მანამდე არსად ვუშვებდით. ცოტა მერე ბალეტზე შემიყვანეს და უკვე ბალერინობა მინდოდა. გავიზარდე და მივხვდი რომ არც ბალერინას აღნაგობა მაქვს და არც საბალეტო მოძრაობების შესრულება მეხერხება.

7წლის კატო: ” მე მინდა ვიყო მსახიობი ან მომღერალი”, მსახიობობა ალბათ ყველას სდომებია. დღესაც კი მინდა რომ გამაჩერონ ქუშაში, გაოცდნენ ჩემი შესასძლებლობებით, დამნიშნონ მთავარ როლზე, წავიდე ჰოლივუდში და გავიცნო ყველა ვარსკლავი, როგორც კინოებში ხდება ისე, მაგრამ რადგან არც კინოში ვართ და არც სიზმარში, ეჭვი მეპარება ეს ოცნება ამიხდეს. 
მომღერლობა მართლა მინდოდა და მართლა მეგონა რომ კარგად ვმღეროდი. ჩემმა სკოლამ რამოდენიმეჯერ კონცერტი ჩაატარა და იქ ვმონაწილეობდი. ძალიან გახარებული ვიდექით მე და ჩემი ფრანგი მეგობარი ელოდი, ასე გვეგონა დიდი შოუს, დიდი ვარსკლავები ვიყავით. გავიზარდე და მივხვდი რომ არც სმენა მაქვს და არც ხმა, მაგრამ ჩემთვის მაინც ვღიღინებ ხოლმე აბაზანაში. ღიღინი რბილი ნათქვამია, მთელ სტრასბურგს ესმის ხოლმე მათ შორის დეიდაჩემსაც და სულ მემუქრება ”გაჩუმდი თორემ საბოლოოდ გაგაჩუმებ” ეს რა თქმა უნდა ხუმრობს, ან არვიცი, შეიძლება არც ხუმრობდეს. ყოველშემთხევევაში ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და ვღიღინებ და ვღიღინებ.

9 წლის კატო: ” მე მინდა ვიყო ვამპირების მკვლელი” ძალიან მიყვარდა სერიალი ” ბაფი ვამპირების წინააღმდეგ” მიყვარდა და მიყვარს, ვამპირებით მუდამ გატაცებული ვიყავი. მე და ჩემი მეზობელი სარა ვთამაშობდით, მე სულ ბაფი ვიყავი სარა კი ჩემი ანუ ბაფის და. ზოგჯერ აპროტესტებდა, ვარწმუნებდი რომ მისი პერსონაჟი უკეთესი იყო, თუ მიჯერებდა, კმაყოფილი სახით ვაგრძელებდი თამაშს თუ არა და დიდი ჩხუბის მერე, სახლში ეძახოდნენ და მიდიოდა. ვამპირები, ვამპირების მკველელები და ჯადოქრები დღემდე მიყვარს. ჰოგვარტსში წასვლა დღემდე მინდა რონთან, ჰარისთან და ჰერმიონთან ერთად, დეიმონ სალვატორეს გაცნობაზეც არ ვიტყოდი უარს.

12 წლის კატო: ” მე მინდა ვიყო ტელეწამყვანი” თბილისში სამი წელი ვსწავლობდი. ჩემს სკოლას ტელევიზია ჰქონდა. მიმყვავდა გადაცემები, ინტერვიუებს ვართმევდი უცხოელ სტუმრებს და სასაცილო სიუჟეტებს ვამზადებდი. ძალიან მიყვარდა დღის ეგ მონაკვეთი და სულ სიხაურლით მივდიოდი ამ გაკვეთილზე. სწორედ მაშინ მომინდა ჟურნალისტობა. მერე წამოვედი საფრანგეთში და საერთოდ მოვეშვი მაგ სფეროს სანამ, 2011 წლის ივნისში ბლოგის შექმნა არ გადავწყვიტე. შევქმენი ჩემი ბლოგი და ძალიან მომწონს.მომწონს ის რომ ვაკეთებ იმას რაც მიყვარს და მაინტერესებს.ვწერ ჩენს აზრს, ვწერ როცა მინდა, როგორც მინდა, ისე რომ არავინ მზღუდავს. 

15 წლის, დღევანდელი, კატო: ” მე მინდა ვიყო ??? ” ეს კითხვის ნიშნები აკრეფვის შეცდომა არ გეგონოთ. უბრალოდ არვიცი ვინ მინდა ვიყო, რატომ მინდა ვიყო და როგორ მინდა ვიყო. ბევრი აზრი დამტრიალებს თავში და ვერ ამირჩევია რისი გაკეთება მინდა. მინდა რომ უფრო რეალურად და კონკრეტულად დავასრულო ეს წინადადება მაგრამ არვიცი როგორ. ჟურნალისტობა დღემდე მაინტერესებს მაგრამ არციცი ჩემი ცოდნა საკმარისი იქნება თუ არა წარმატებული ჟურნალისტისთვის. 
ვინც არ უნდა ვიყო, მინდა რომ ჩემს საქმეში ძალიან მაგარი გამოვიდე. სამ წელიწადში მომიწევს გადაწყვეტა და ალბათ გადავწყვეტ კიდეც სხვა რა გზა მაქვს? იმედია სწორ არჩევანს გავაკეთებ და კმაყოფილი დავრჩები. რა პროფესიაც არ უნდა ავირჩიო ”მე მინდა ვიყო წარმატებული!’

Advertisements

3 thoughts on “მე მინდა ვიყო…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s