ტოლერანტობის პრობლემა.

თბილისში ვარ უკვე მეოთხე დღეა და ძალიან მიხარია:))) მოვრჩი გამოცდებს, ლიცეუმის გასაუბრებებს და არდადეგები მაქვს. სიმართლე გითხრათ ამ პერიოდში ჩამოსვლა არ მიყვარს რადგან ყველა ჩემს მეგობარს სწავლა და საქმეები აქვთ მე კიდევ ვარ ესე, უსაქმურად. ყველაზე ძალიან ზაფხული მიყვარს , ორი თვე არდადეგები, მზე, ზღვა, წყნეთი! მაგრამ არაუშავს ეგეც მოვა, სხვა რა გზა აქვს.

დავდივარ მეგობრებთან ერთად ხან სად ხან სად. იმ დღეს ტაქსით მომიწია მგზავრობა, ძალიან არ მიყვარს ტაქსით მგზავრობა, მეშინია ვიღაც უცხო ადამიანთან ერთად ჩაკეტილ მანქანაში ყოფნა.მოკლედ, შუქნიშანთან გავჩერდით და გვერდით მეორე ტაქსი დაგვიდგა, მძღოლს მიესალმა და სიცილით უთხრა ნახე უკან ვინები მიზისო. დამაინტერესა და გავიხედე- სამი შავკანიანი ბიჭი იჯდა. კვდებოდნენ სიცილით ტაქსის მძღოლები და მიშტერებოდნენ ამ სამ ბიჭს. სასაცილო ვერაფერი ვერ დავინახე, ცოტა შემრცხვა ამ ბიჭების და ფანჯრიდან გამოვიწიე. შეიძლება ცუდს არაფერს ფიქრობდნენ, უბრალოდ არ ჩანდა სწორედ.

ფეისბუქში და   ქუჩაში სიარულის დროსაც კი მსმენია ასეთი ფრაზები შავკანიანებთან დაკავშირებთ  ” ფუუ ზანგი”, ” ნახე შავია” , ”ესღა აკლდა საქართველოს” და დამინახავს როგორ მიაშტერდებიან ხოლმე თითქოს და ადამიანი არ იყოს ან სხვა პლანეტიდან იყოს ჩამოსული. შეიძლება მე მეჩვენება და უბრალოდ  არ გამიმართლა, ისეთ ადამიანებს გადავეყარე ვინც რასისტია და სხვა ყველა სწორედ ფიქრობს საქართველოში.  მაგრამ მე მხოლოდ შავკანიანებზე არ ვსაუბრობ, აი თუნდაც სომხებზე და თუნდაც ის რომ ზოგისთვის ”სომეხი ხარ” შეურაცხყოფად ითვლება. მე არ ვამბობ რომ ყველაზე კარგი და არა-რასისტი ვარ, არა უბრალოდ ჩემთვის ”სომეხი ხარ” შეურაცხყოფასთან კი არ ასოცირდება არამედ ასოცირდება უზუსტობასთან არ ვარ სომეხი, ისევე როგორც არ ვარ ფრანგი ან იტალიელი ან საერთოდ აფრო ამერიკელი მაგრამ რომც ვიყო, რა? მაგის გამო თითი უნდა მაჩვენოს ვინმემ და თქვას ”ფუუ’??რატომ? რით არის ის შავკანიანი ადამიანი ჩემზე ნაკლები? ჩემზე ან თუნდაც დანარჩენ თეთრკანიანებზე ნაკლები? რადგან სხვა ფერის კანი აქვს? მერე რა. იმ გამოთქმების მერე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ საქართველო მაგ მხრივ ჩამორჩენილია. ცუდად არ გამიგოთ, მე არავის მასწავლებელი არ მინდა ვიყო უბრალოდ ჩემს აზრს ვამბობ და თქვენ ან გაითვალისწინეთ ან არა.

სკოლაში წელს გავდივართ ინგლისურ ლიტერატურაში და ისტორიაში  შავკანიანების თემას, როგორც წინა პოსტებში ვთქვი მეცხრე კლასის მასალა ეხება მეოცე საუკუნეს. წავიკითხეთ ” Black boy” ავტობიოგრაფიული წიგნია Richard Wrightს დაწერილი, ვუყურეთ ფილმებს, ყველაზე ძალიან ”The help” მომეწონა და ნუ მოკლედ შევეხეთ მაგ თემას.

საფრანგეთში, ყოველშემთხვევაში ჩემს სკოლაში არავინ რასისტი არ მყავს ( ვისაც ვიცნობ) და ძალიან სწორედ უნდა შეარჩიო სიტყვები როდესაც შავკანიანებზე საუბრობ , იმ დღეს აი რა დამემართა: სკოლაში ერთი სიმპათიური ( მე არ მომწონს) შავკანიანი ბიჭია, ყველას მოსწონს. ჩემი კლასელი იმ დღეს მომიბრუნდა და მკითხა:

ის: გარეგნულად არ მოგწონს?

მე: არა.

ის: კატარინა  რასისტი ხარ?

მკითხა ამ გოგონამ გაოგნებული სახით, ცოტა გავღიზიანდი, ბიჭი სახეზე არ მომწონდა ისევე როგორც ვიქტორი არ მომწონდა რომელიც თოვლივით ფითქინაა. ერთი საათი ვუხსნიდი თუ რატომ არ ვარ რასისტი მერე მასწავლებელმა დამინახა და სხვა მერხზე გადამსვა, კიდევ კარგი.

მოკლედ ამით იმის თქმა მინდა რომ ფრთხილად უნდა იყო, ჩემს სკოლაში ძალიან ცუდ საქციელად ითვლება შავკანიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება. არა ზოგადად შეურაცხყოფის მიყენებაც მაგრამ ”ფუუ” და ”ზანგია, რას გავს” და ესეთი სულელური ფრაზებით რომ მე ჩემს მეგობრებთან ერთა ვისაუბრო გამომაგდებენ და ხმასაც არ გამცემენ. შეიძლება ის უწყობს ხელს რომ საერთაშორისო კოლეჯია, ბევრი ქვეყნის წარმომადგენლით და გამოდის რომ ყველა ერთმანეთს უნდა დავცინოდეთ.

ბავშვობიდან აჩვევენ მშობლები შვილებს რომ ყველა ადამიანი არის თანაბარი, ყველას აქვს ერთი და იგივე უფლებები მიუხედავად მისი წარმოშობის, რელიგის და ორიენტაციისა. ბავშვებზე გამახსენდა, ჩემს უმცროს დას, კესოს ჰყავს  შავკანიანი თოჯინა, ყველგან დააქვს პრინცესა და ბაყაყის გოგოა, ტიანა 😀

რასიზმი და ქსენოფობია მთელი მსოფლიოს პრობლემა და არ ვამბობ იმას რომ მხოლოდ საქართველოშია უბრალოდ აქ უფრო ხშირად ვხედავ და მესმის შავკანიანების შეურაცხოფა ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიდრე სტრასბურგში. განთვითარებულ ქვეყნებში  საზოგადოების დიდი ნაწილი არის მკაცრი და ემიჯნება არა შავკანიანებს, არამედ იმათ ვინც რასისტი და ქსენოფობია. თბილისსში როდესაც ჩამოვდივარ, ჩემს გარემოცვაში მაგას ვერ ვამჩნევ…

Advertisements

3 thoughts on “ტოლერანტობის პრობლემა.

  1. Kato, dzalian kargad mesmis sheni! mec shensavit saertashoriso skolebshi vscavlob dzalian didi xania amitom chemtvisac aar aris ucnobi kartvelebis ucnauri da arascori damokidebuleba sxva racebtan. Dghemde maxsovs tu ertma kalma rogor mipasuxa rom gaigo ro chem klasshi iyvnen chinelebic, korelebic, nigerielebic, amerikelebic, prangebic da ase shemdeg: “vaime ra ajabsandalshi amogiyvia tavio”. Uceb ver mivxvdi am gamotkmis mnishvnelobas, da saertod ajabsandali ra shuashi iyo chem klastan. Mere ro davpikrdi mixvdi ro raxan ajabsandalshi bevrperovani ingredienti shedioda es igulisxmatko. Mara es ra tkma unda negatiuri konotacit iyo natkvami. Me dzalian sheuracxopili davrchi da mindoda ro amexsna rom pirikit dzalian mixarado eset mravalperovnebashi scavla da is rom saertashoriso garemo mxolod da mxolod chems ganvitarebashi mexmareboda ro davmgariliyavi partohorizontiani (open-minded ar vici kartulad zustad tu esea) pirovneba. Magram, rogor gavbedavdi am xela kalistvis cinamghdegobis gacevas? amito “ki” tko vupasuxe da miveci upleba ro epikra ise rogorc pikrobs ris gamotac dzalian vnanob. Magram, yvelaze cudia is aris rom es damokidebuleba aseve sheimchneva teenager-ebchis mattvis gaugebari iyo tu rogor shemedzlo mjdariyavi congoelis gverdit… Nu mokled, rtuli tema.

  2. კატო, რამდენი წლის ხარ?
    ცოტა უცნაური კითხვაა, მაგრამ შენი პოსტებიდან დამრჩა შთაბეჭდილება რომ 15-16 წლის უნდა იყო. ხოდა, თუ ასეა, მიხარია, რომ ამ ასაკში ასე კარგად აზროვნებ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s