ექსკურსია საკონცენტრაციო ბანაკში.

დაბომბის, ტანკების, ჰიტლერის და ჯარისკაცის სიარული ხმები  მესმოდა მთელი დღე. არა, მეორე მსოფლიო ომში არ დავბრუნებულვარ, უბრალოდ კლასი წავედით მუზეომში სადაც ყველა დარბაზში ეს იდო ფონად. მოკლედ ეხლავე აგიხსნით:

მეცხრე კლასის პროგრამა მეოცე და ოცამეერთე საუკუნეზეა. ისტორიაში ვსწავლობთ მსოფლიო ომებს, ფრანგულში მეოცე საუკუნეში დაწერილ რომანებს, მოთხრობებს, ჯარისკაცის წერილებს და ქალების უფლებებზე დოკუმენტებს, მუსიკაშიც კი პირველ მსოფლიო ომში წასულ ჯარისკაცების გამამხნევებელ სიმღერებს ვმღერით (ვმღერით რა, მე უბრალოდ პირს ვამოძრავებ) . მოკლედ მთელი მეცხრე კლასის პროგრამა მეოცე საუკუნეს განიხილავს მათემატიკის, ფიზიკის და ბიოლოგიის გარდა.

უი ეხლა ვხვდები როგორ მიჭირს ამ თემის დაწერა! მთელი დღე ფრანგულად ვსაუბრობდი, ეს თემაც ფრანგულად ამიხსნეს და მეც ფრანგულად მინდა  წერა მაგრამ ეგ რომ ვქნა ვერაფერს ვერ გაიგებთ ( ნუ თუ ფრანგული არ იცით).

პირველი მსოფლიო ომი პირველ სემეტრში ვისწავლეთ ეხლა კი მეორეზე გადავედით ( არ გეგენოთ რომ მარტო ამას ვსაწავლობთ უბრალოდ ორი დიდი მოვლენაა და ამის გარშემო ვტრიალებთ). მე ალბათ უკვე იცით რომ სტრაზბურგში ვცხოვრობ, ეს ქალაქი მდებარეობს ალზასის რეგიონში. ამ რეგიონს თავისი ისტორია აქვს, ხან გერმანელების იყო ხან ფრანგების. მოკლედ მთავარია იცოდეთ რომ :

-ეს ტერიტორია დაიპყრეს გერმანელებმა და დაიბრუნეს ფრანგებმა პირველი მსოფლიო ომის მერე.

-მეორე მსოფილიო ომის დროს ეს ნაწილი საფრანგეთს ეკუთვნის, მანამდე გერმანიის იყო და ამიტომ ალზას-მოზელის  მოსახლეობა გერმანულად საუბრობდა ან ალზასურად მაგრამ ფრანგულად ცუდად ან საერთოდ არ.

– მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიამ ისევ დაიპყრო ეს ტერიტორია მაგრამ რადგან ომში დამარცხდა,  დღეს ისევ ფრანგებისაა.

ამ ყველაფრის გამო სტრასბურგთან ახლოს გაკეთდა მუზეუმი ალზას-მოზელის ისტორიის მოსაყოლად. დღეს ინგლისურის ბავშვები ვიყავით და ძალიან ძალიან მაგარი ექსკურსია გამოგვივიდა.  არ არის უზარმაზარი მუზეუმი უბრალოდ ჩემი აზრით ძალიან კარგად არის გაკეთებული.  ჩადიხარ მიწისქვეშ, გიდთან ერთად, გესმის ჰიტლერის გამოსვლები, ხალხის ყვირილი, ტაში, ტანკებისა და ჯარისკაცების სიარულის ხმები…  ოღონდ ყურში კი არ ჩაგვყვირით უბრალოდ ფონად ადევს ყველა დარბაზს და არასდროს ჩერდება. პირველ ოთახში ალზასელების ფოტოებია დიდად, ჩაბნეულებულია მაგრამ შუქი რიგრიგობით ანათებს ყველა სურათს,. მერე გადიხარ ზუსტად იგივე ნაირად მოწყობილ ”მატარებელში” როგორებითაც ალზასელები სამხრეთისკენ გაიქცნენ რომ გერმანელებს არ აეყვანათ ჯარში, მოკლედ სულ ესეთი რაღაცეებია და ძალიან საინტერესო დასათვალიერებელია. მე ჟრუანტელმა დამიარა როდესაც ძალიან დიდ კედელზე, აი კინოშიც როგორც არის, გაუშვეს ნაცისტების გაკეთებული ვიდეორგოლი. ვხევდავთ ხალხით სავსე უხარმაზარ მოედანს,  ჯარს და შუაში ჰიტლერს, ხალხი  დროშებით და ჟრიამულით ესალმება, ჰიტლერიც  გამოდის სიტყვით და ხელებს იქნევს. უცბად სწრაფად გადის სურათები ნაციზმის მომხრეების და გაღიმებული  სახეების. მოკლედ ძნელი საყურებელია…

მუზეუმის  დათვალიერების შემდეგ წავედით საფრანგეთში აშენებულ ერდადერთ საკონცენტრაციო ბანაკში რომელიც ნაცისტებმა გააკეთეს, და მისი არსებობა არავინ იცოდა. ნაციზმზე, დეპორტირებულების წამებაზე და ტანჯავზე ალბათ 382903829382 რამ გაქვთ წაკითხული ან მოსმენილი. მეც მასწავლეს სკოლაში და ნუ ვთქვი ერთი ორჯერ რა საშინელებაა-მეთქი მაგრამ დღეს მე მაგ ადგილას  ისეთი რაღაცეები ვნახე რომ მართლა პირღია წამოვედი. მაინც სულ სხვაა როდესაც შენი თვალით ხედავ და იმ ადგილებზე დადიხარ სადაც ხალხს ესე ხვრეტდნენ და ტანჯავდნენ.

”Le Camp de Concentration de Natzwiller Struthof” ასე ჰქვია ფრანგულად ამ საკონცენტრაციო ბანაკს რომელიც სტრაბურგიდან საათ ნახევარში მდებარეობს და ძალიან ძნელი მისასვლელია განსაკუთრებით ზამთარში რადგან მთებშია, ზამთარში ყინავს ზაფხულში კი ძალიან ცხელა. ამ საკონცეტრაციო ბანაკში 50 000 ადამიანი მიიღეს და აქედან 25 000 გარდაიცვალა.  ეხლა რომ გეტყვით რა სიტუაციებში ცხოვრობდნენ ის დანარჩენი 25 000 კაცი როგორ გადარჩა მიკვირს.

ჯერ შევედით პატარა მუზეუმში, პრეზენტაცია გაგგვიკეთა გიდმა და აგვიხნა რეებს დავათვალიერებდით. მოკლედ მოგვიყვა სამი ექიმის ისტორია,  რომლებიც ექსპერიმენტებს ამ ადამიანებზე აკეთებდნენ. შემდეგ გვანახა 1 მეტრი სიგანის ლოგინები   სადაც სამ კაცს ეძინა, ალბათ უბრალოდ იწვნენ რადგან ეგრე დაძინება შეუძლებელია. კედელზე ეხატა ნაცისტების მოგონილი ნიშნები რომლებითაც დეპორტიორებულებს ყოფდნენ : ებრეალი, ჰომოსექსუალი, ნაციზმის მოწინააღმდეგე…  კიდევ ვნახეთ ჩანახატები რომლებიც ერთერთმა დეპორტიორტირებულმა დახატა და აღწერა რა ხდებოდა. 1976 წელს ამ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, უფრო სწორედ  გააჩინეს და თითქმის ყველაფერი დაიწვა  რამოდენიმე შენობის გარდა. ვნახეთ ციხე და საკნები სადაც კეტავდნენ ადამიანებს ვინც მათთვის ”ცუდად” იქცეოდა. ერთ პატარა საკანში  20 კაცი იყო ხოლმე და თუ კიდევ რამეს დააშავებდნენ კიდევ უფრო პატარა ოთახში გადაუავდათ. საჭირო ოთახში კვირაში ერთხელ უშვებდნენ ამიტომ საკნებში მუდამ ცუდი სუნი იდგა და შეუძლებელი იყო გაძლება. ყველას ცემდნენ, ხვრეტდნენ და გვამებს წვავდნენ სპეციალურ მოწყობილობაში. ეს ”ღუმელიც” ვნახეთ, ოთახებიც სადაც ექიმები ექსპერიმენტებს ატარებდნენ და ახალ-დეპორტირებულებს იღებდნენ, იქვე იყო დუშებიც და ფეხსაცმელებიც, არვიცი ფეხსაცმელი დავუძახო თუ  ხე. როდესაც მოვრჩით ვიზიტს, გამოსასვლელთან ვნახეთ  ნაგებობა, ქანდაკება რომელიც იმ 50 000 ადამიანის საპატივსაცემოდ გაკეთდა.(არვიცი ქართულად რას ეძახით ამას  და დედას რომ ვკითხო მიხვდება რომ არ მძინავს:D )გიდმა გვითხრა რომ წელიწადში ერთხელ ცერემონია ტარდება და დეპორტირებულებიც ესწრებიან, ვინც ცოცხალია. როგორ ბრუნდებიან ამ ადგილას არვიცი, ადგილას სადაც ამნდენი ტაჯნვა აქვთ გადატანილი…

ძალიან მძიმე სანახავია, მაგრამ  თან ვერ ხვდები სად ხარ და რას ნახულობ, საშინელებათა ფილმის გადაღება გგონია. ძნელი წარმოსადგენია რომ ადამიანები სულ რაღაც 70 წლის წინ ეგრე ცხოვრობდნენ, ეგეთ სიტუაციაში. მე კიდევ ხან ნიშნებზე ვწუწუნებ, ხან გარეგნობაზე ხან ამაზე ხან იმაზე, არადა ჩემი ცხოვრება მათთან შედარებით სამოთხეა, ჰო სამოთხეა. ასე რომ დიდი მადლობა იმ ადამიანებს ვის გამოც დღეს ჩვენ ეგრე აღარ ვხოვრობთ, უმრავლესობა მაინც.

''ღუმელი'' და გვერდით ფეხსაცმელები.                                                                     

Advertisements

2 thoughts on “ექსკურსია საკონცენტრაციო ბანაკში.

  1. დამთრგუნა, საინტერესოდ წერ, ემოცია იგრძნობა. 🙂 სხვა მხრივ, გრამატიკულ შეცდომებს არაუშავს..:)

    • მიხარია რომ მოგეწონათ :)რაც შეეხება გრამატიკულ შეცდომებს, 6000000 ჯერ გადავიკითხე და მაინც ვერ ვხვდები სად ვუშვებ:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s