ძვირფასო 2015 წლის კატო…

უკვე ოთხი დღეა დამითხოვეს ( ამ პოსტს რომ დავაშეარებ უკვე ხუთი იქნება ასე რომ: ხუთი დღეა დამითხოვეს)! ნამდვილად მჭირდებოდა ეს ორ კვირიანი ზამთრის არდადეგები, მეც და ყველა ფრანგ მოსწავლეს. ბოლო ორი კვირა დილით ვერ ვიღვიძებდი,ვაგვიანებდი ყველა გაკვეთილზე, მეზარებოდა მეცადინეობა და ზოგადად სწავლა. ინგლისურის მასწავლებელი უინტერესო ფილმებს გვაყურებინებდა, დაეწერებოდა თუ არა ” Twentieth Century Fox ” ძალაუნებურად თვალები  მეხუჭებოდა, ვცდილობდი არ დამეძინა მაგრამ  საათსა და 40 წუთის მერე ზარი და ბავშვების ხმა მაღვიძებდა. ძალიან ცუდი გრძნობაა რადგან ვერ ხვდები სად ხარ, გრცხვენია და გაინტერესებს ვინმემ შეამჩნია თუ არა რომ ასე ღრმად და ტკბილად  გეძინა, იმედს იტოვებ რომ მომავალ კვირას ტესტი არ გექნება ამ ფილმის შინაარსზე და პერსონაჟებზე. მოკლედ ეს მთელი ერთი ფარაგრაფი იმის სათქმელად რომ არდადეგები მაქვს და ძალიან მიხარია.

დიდი ხანი ვფიქრობდი რაზე დამეწერა და ძლივს რაღაც მოვიფიქრე…

ძვირფასო 2015 წლის კატო,

დღეს 2012 წლის 29 თებერვალია, ალბათ კარგად გახსენდება ეს დღე. არდადეგები გაქვს, ბებო და პატარა ნინუცა ჩამოვიდნენ და დედაც მალე ჩამოვა. შენ ძალიან ნერვიულობ რადგან მარტის ბოლოს გამოცდები გაქვს, აპრილში კიდევ ლიცეუმის გასაუბრება. რა ტყუილად ნერვიულობ არა? შენ ხომ Lycée des Pontoniers-ში სწავლობ უკვე!  ხომ მართალი ვარ, ხომ წარმატებით ჩააბარე ტესტები? კარგია ლიცეუმი? ბევრს მეცადინეობ? სიმპატიური ბიჭები არიან როგორც გეგონა თუ არ გამართლდა იმედები? თბილისში ხომ არ დაბრუნდი?? მაგრამ თბილისში რაგინდა, როგორღა უნდა ისწავლო, ბლოგს ძლივს წერ… მაკდონალდსი ისევ შენი საყვარელი საჭმელია თუ გადახვედი ნორმალურ კვებაზე? ისევ ყოველ ორშაბათს იწყებ დიეტას თუ გახდი და გახდი ? დიდი ცხვირი დაგიპატარავდა? რავიცი ბებო გეუბნება გარდატეხის ასაკის ბრალიაო, იმედია მართალია და უბრალოდ არ გამშივდებს რომ გაგაჩუმოს. ნინუცა დეიდა კიდევ გეჩხუბება?  (”გეჩხუბება”არა როგორც ლეილა ბებო ამბობს ”მხოლოდ შენიშვნებს გაძლევს, ჩხუბი სხვა რამეა”, იმედია ამ შეცდომას აღარ უშვებ) ისწავლე დალაგება როგორც ნინუცას უყვარს თუ კიდევ არ წმენდ მტვერს იატაკის ქვეშ?  არდადეგებზე ისევ თბილისში ჩადიხარ ? გიშვებს დედა გვიანობამდე გარეთ თუ 9ზე სახლში უნდა იყო?უი,  მისამართი ხომ არ შეიცვალეთ? ნინუცა დეიდა ხომ არ გათხოვდა შემთხვევით და ხომ არ მიგატოვა მარტო სტრასბურგში? ფეისბუქზე ისეც ღამეებს ათენებ თუ სხვა სოციალური ქსელია ეხლა აქტუალური? ფოტოაპარატი გაჩუქეს ახალ წელს თუ გადაყვა შენი გატაცება იმ გაფუჭებულ აპარატს? უი სულ დამავიწყდა, წელს ხომ შენ მეთორმეტე კლასში ხარ!  ვსო, მალე მორჩება სკოლა დილის 6ზე გაღვიძება.. გადაწყვიტე რა გინდა გამოხვიდე თუ ისევ ისე ხარ როგორც სტაჟების დაწყებამდე იყავი? შეგიყვარდა წიგნის კითხვა თუ ისევ ორ-ორ გვერდს კითხულობ დღეში? ”Vampire diaries”-ს კიდევ უყურებ? რა კითხვაა, უყურებ აბა რას შვები, ხომ კიდევ გადის ??? დეიმონი ისევ გიყვარს? მაგრამ როგორ არ უნდა მოგწონდეს ის ისეთი სიმპატიურია… სიმპატიურზე გამახსენდა, ვალენტინობა ისევ მარტომ გაატარე  თუ გაგიმართლა და აღარ ხარ ფორევერ ელოუნი? თუ არა,ძალიან მაინტერსებს, მამა რას ამბობს? 😀 დედა? ალბათ სულ მის ვოლს ამოწმებს 😀 კომპიუტერმა დიდ ხანს გაგიძლო? იმედია ერთ  წელიდაში არ გატეხე როგორც გჩვევია ხოლმე. მიდიხარ ნიუ იორკში სკოლას რომ დაამთარებ როგორც თამუნა შეგპირდა თუ დაავიწყდა? აუცილებლად შეახსენე:) კიდევ რა გითხრა აბა.. უი, მთავარი  დამავიწყდა, კიდევ  არსებობს salepetitepeste.wordpress.com თუ განებე თავი წერას?  კარგი წავედი ეხლა მე, გკოცნი ბევრს და აუცილებლად მიპასუხე როცა გექნება ყველა ამ კითხვაზე პასუხი!:)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s