Happy Forever Alone Day !

გილოცავთ ვალენტინობას!

იმ ბედნიერ ადამიანებს ვისაც შეყვარებული გყავთ და იმათაც ვინც ჩემსავით Forever Alone-ია.ვალენტინობა რამე განსაკუთრებული დღესასწაულია და მთელი წელი ველოდები-მეთქი  რომ გითხრათ, მოგატყუებთ. პატარა რომ ვიყავი ძალიან მიყვარდა ეს დღე რადგან ჩემს საყვარელ არხზე ”fille TV” კარგი სერიები გადიოდა. ვინც კარგად მიცნობს იცის რომ მიყვარხარები, კოცნები და ჩახუტებები არ მიყვარს, შესაბამისად ვალენტინობაც ცოტა უაზრობად მიმაჩნია მაგრამ საჩუქრებს დიდი სიამოვნებით მივიღებ 😀

ვალენტინობის   დღე ესეთი წარმომედგინა:  შეყვარებულები ერთმანეთს  დიდ გულებს და ვარდებს ჩუქნიან, ბიჭები გოგოებს სიყვარულს უხსნიან  ან კიდევ გოგოები ბიჭებს და ნუ მოკლედ ძალიან რომანტიული დღეა.

სამწუხაროდ ესეთი აღმოჩნდა: უკვე რამოდენიმე დღეა, გოგოების უმეტესობა სტატუსებს ვწერთ თუ როგორი მარტოსულები ვართ და როგორ არ გვიყვარს ეს დღე ( სინამდვილეში იმედს არ ვკარგავთ, ყველას გვინდა რომ ვინმემ მაინც გვაჩუქოს ვარდები ან შოკოლადები, მერე რა თუ ეს ადამიანი  ”ის” არ არის. ჰო, ვის არ უხარია ყურდღება?  )გოგოები რომლებსაც გაუმართლათ და მართლა აღნიშნეს ეს დღე, ფოტოებს დებენ თუ როგორი გულები დაუნთეს შეყვარებულებმა და  რაც შეეხება ბიჭებს… ბიჭები არვიცი რას აკეთებენ და სად იკარგებიან ამ დღეს.

 ჩემი ვალენტინობის დღე კი ესეთი: დღეს ან ვალენტინობა არ იყო სტრაზბურგში ან კოლეჯში  საერთოდ ყველას დაავიწყდა ეს დღე. მხოლოდ ორი თუ სამი გოგო დავინახე ყვავილებით, არადა ვიფიქრე ატყდებოდა ერთი ამბავი, ამერიკულ კინოებში როგორც არის, მაგრამ შევცდი. მეც მაჩუქეს ვარდები! მაგრამ ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ : Dჩემმა მეგობრებმა კლარამ და ლილიმ გამიკეთეს სიურბრიზი. 14 იანვარს, ჩემს დაბადების დღეზე, ბრიუგესში ვიყავი და სკოლა გავაცდინე, ასე რომ 15 წლის და ერთი თვის რომ გავხდი მაშინ მაჩუქეს ყვავილებიც, კლარას გამომცხვარი ძალიან ძალიან ძალიან გემრიელი პეჩენიებიც და დიდი ალბომი სულ ჩვენი ფოტოებით სავსე. ძალიან ვამაყობ ჩემი მეგობრებით!:)  პეჩენიები ჩემმა კლასელებმა შემიჭამეს რადგან დღეს დიპლომები გადმოგვეცა რუსულის ოლიმპიადის (პირველი ვარ სკოლაში როცა საერთოდ არვიცი რუსულად საუბარი კუპალლლლლლნიკ). კარგი მოვრჩები ჩემს ისტორიების მოყოლას თორემ   მოგაბეზრეთ თავი, დავუბრუნდეთ ისევ ვალენტინობას.

მივხვდი რომ ჩემი სკოლელები საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას ამ დღეს. ბიჭები არაფერსაც არ აკეთებენ გოგოების გასახარებლად, გოგოების ნაწილი იმედგაცრუებული დადის, მეორე ნაწილს კიდევ საერთოდ არ ანაღვლებს არც ვალენტინი და არც ვარდები.  კარგია თუ შეყვარებული გყავთ და ეს დღე აღნიშნეთ, და რაც შეეგვეხება ჩვენ, ფორევერ ელოუნებს,  ჩვენ თვითონ ვიყიდით ყვავილებს და შოკოლადებს!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s