ზამთარში.

რამდენი ხანია არაფერი დამიწერია არც აქ, არც დღიურში. რომ გითხრათ ძალიან დაკავებული ვიყავი  ეს დღეები და მეცადინეობის ბრალია ყველაფერი-მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ ცოტა უინტერესო ცხოვრება მაქვს ბოლო რამოდენიმე კვირაა. უინტერესო იმიტომ რომ ავიაკატასტროფაში არ მოვყოლილვარ, არავინ უცემიათ ჩემი სკოლის გვერძე და არც მადამ სონიას უთქვამს რამე, საინტერესოდ დასაწერი. ხო, თან 2 კვირაა ვიყინებით.

არ მიყვარს ზამთარი, განსაკუთრებით 14 იანვრის შემდეგ. აი რატომ:

დილით სახლში:მირეკავს ბაბუ 6:30 წუთზე, ვიღვიძებ, ვემზადები თბილი საბნიდან გასასვლელად დიდ სიცივეში, გავრბივარ აბაზანაში, შემაქვს ტანსაცმელი რადგან იქ ძალიან თბილა, ვემზადები,გამოვდივარ ოთახში. ვსაუზმობ, თან რამეს ვუყურებ ყურსასმენებში რადგან დიდ ნინოს ძინავს და თუ ჩემმა ხმაურმა გააღვიძა მაგრად იჩხუბებს.

გარეთ: 8ის ნახევარზე გავდივარ გარეთ -13 გრადუსში. ძალიან მიყვარს როცა თითებს ვერ ვამოძრავებ, ვიყინები, ტრამვაი აგვიანებს, ძლივს მოდის, 6 კაცი გამოდის და ორნი ვერ შევდივართ იმიტომ რომ ხალხი არ ინძრევა ”ადგილი არ არის”. სკოლაში შესვენებების დროს შენობაში დარჩენა არ შეიძლება (???).ის 15 წუთიც ვიყინები, ოღონდ მეგობრებთან ერთად. მაცვია 3928738738 მაისური სვიტრის ქვეშ, რეიტუზი ჯინსის ქვეშ, ჩემზე მძიმე ბატინკები და ჩემზე მძიმე კურტკა, კაშნე, ქუდი და მაინც ვიყინები. ქუდები თმებს დაელექტროებულს მიტოვებს, მე კი ეს საერთოდ არ მიყვარს. ვიკრავ თმებს მაგრამ ვიცი რომ არ მიხდება და თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. არ ვიკეთებ ქუდს და ყურები მეყინება, თან ისედაც პრობლემური ყურები მაქვს.

სკოლაში :  მაქვს ბევრი ტესტები და გამოცდები მაგრამ ყველანი შტერებივით ვზივართ. შევდივართ მათემატიკის საკლასო ოთახში, ნახევარი კედლის სიგრძე და სიგანე ფანჯარა ბოლომდე ღიაა, ქურთუკს არ ვიხდით, გაკვირვებულები ვუყურებთ ბავშვები ერთმანეთს, იქაც ვიყინები.

-მადამ მიშარ გთხოვთ, დაკეტეთ ფანჯარა.

-განიავდეს ცოტა, პასუხობს მადამ მიშარი რომელიც ჩვენნაირად გალურჯებულია სიცივისგან.

მიკვირს ავად როგორ არ გახდა ამ ორი თვის განმავლობაში.

საღამოს სახლში: 5ზე ვამთავრებ სკოლას, სწრაფად მოვდივარ სახლში. აქ ნინუცა ანიავებს დიდ ოთახს :D. შევდივარ ჩემს თბილ ოთახში, ბაბუმ კარი გამიკეთა და ეხლა ბოლომდე იკეტება. ვკეტავ კარს, ვჯდები კომპიუტერთან, მერე მახსენდება რომ მშია  (სულ მშია) ვვახშმობ, კინდერებით და შოკოლადებით ვამარაგებ ოთახს, თუ სამეცადინო მაქვს ვმეცადინეობ თუ არა და სერიალებს ვუყურებ (siries.me დაკეტეს და ცუდი ხარისხით, ცუდ საიტებზე მიწევს ყურება). მერე დუშს ვიღებ, მიქვრება გათბობა ანუ ცხელი წყალი.

-ნინუცააა აანთე გთხოვ!

-ჯერ არ აინთება, დაელოდე.

10 წუთი ვიყინები, მოდის ნინუცა და ანთებს. სწრაფად ვბანაობ, ვიცმევ პიჟამოს და ნუ მოკლედ ვემზადები დასაძინებლად. გამოვრბივარ ოთახში, ვწვები და ვიძინებ, დღეს ბლოგს ვწერ.

ეეჰ მომენატრა ზაფხული, სითბო, წყნეთი და არდადეგები : (

Advertisements

2 thoughts on “ზამთარში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s