5 დღიანი სტაჟი !

მოგესალმებით საქართველოს წარმომადგენლობიდან!:)

ყველაფერს ეხლავე აგიხსნით :

მეცხრე კლასი კოლეჯის ბოლო წელია, მერე უკვე ლიცეუმია. ფრანგები მეცხრე კლასით, როგორც მასწავლებელმა აგვიხსნა, ცდილობენ მიმართულება მოგვცენ პროფესიული განხრით.  სასწავლო წლის დაწყებიდან კვირაში ერთი საათი სულ კითხვარებს ვავსებთ:

– რა გაინტერესებთ?

– რა გეხერხებათ?

– სად გინდათ სწავლის გაგრძელება ლიცეუმის მერე?

– რომელი ბაკ გინდათ  S, ES თუ L?

– იცით უკვე რა გინდათ გამოხვიდეთ?

და კიდევ 4902739017390 ესეთი კითხვა წერია. ძალიან არ მიყვარს ეს პროცესი რადგან საერთოდ, საერთოდ არვიცი რა მინდა გამოვიდე ან რა უნივერსიტეტში მინდა მოხვედრა. სულ კითხვის ნიშნებით არის ხოლმე ჩემი ფურცელი გატენილი. მეკითხებიან:

-რა გიყვარს?

-მიყვარს წერა.

– ჟურნალისტობაზე არ გიფიქრია? სადმე რომ დაწერო, რამე გაზეთისთვის მომავალში.

– არა, ჩემი აზრით კარგი ჟურნალისტი ძალიან განათლებული უნდა იყოს, მე კიდევ კითხვა არ მიყვარს.

-კიდევ რა გიყვარს?

– მიყვარს ფოტოგრაფია მაგრამ არმინდა ფოტოგრაფობა.

მოკლედ სულ ესე დაბნეული დავდივარ აქეთ იქით. მგონია რომ ჯერ ადრეა ამაზე ფიქრი, მაგრამ  ზუსტად წელიწად ნახევარში უნდა ავირჩიო რა მიმართულებით წავალ.

ყველა ფრანგული სკოლის მეცხრე კლასელს, წლის განმავლობაში უწევს 5 დღიანი სტაჟის გაკეთება სადაც უნდა და სადაც მიიღებენ. ჩემმა კოლეჯმა გადაწყვიტა 16იანვრიდან 20 იანვრამდე გამოვეშვით სამუშაოდ. არ გეგონოთ რომ ეს ყველაფერი სწრაფად და მარტივად გაკეთდა. რატომღაც ჩემი სკოლის დირექციას ძალიან უყვარს რთული გზები და ჩვენი წვალება. მაისის თვეში დაგვირიგეს დოკუმენტები რომლებიც უნდა შეევსოთ ჩვენი სტაჟის პასუხისმგებლებს და ამ დოკუმენტის დაბრუნების ლიმიტი იყო 18 ივნისი.

10 ივნისი ისე მოვიდა რომ საერთოდ არ გამხსენებია ეს ფურცლები.ვკითხე ჩემს მეგობრებს თუ სად აპირებდნენ დოსიების გაგზავნას, აღმოჩნდა რომ გოგოების უმრავლესობა ან საბავშვო ბაღში აგზავნის CV ან კიდევ საცხობში, გემრიელი კრუასონები და ბრიოშები რომ იყიდება. რადგან საკუთარ დასაც არ მიტოვებენ მარტო სახლში, ვიფიქრე საცხობში ვცდი-მეთქი რადგან უფრო შორს ძებნა მეზარებოდა. მივედი ძალიან მაგარ ”ბულანჟღიში” (საცხობი- ფრანგულად) რომელიც სულ გემრიელ ნამცხვრებს ამზადებს და სტრასბურგში ერთერთი საუკეთესოა. მითხრეს რომ უკვე დაკავებული იყო იმ პერიოდში როცა მჭირდებოდა. შემდეგ  ჩემს გვერდით რომ საცხობია იქ წავედი ” ნაჟელი” ჰქვია, ისიც ძალიან კარგია. იქაც არა, იანვარში თუ გინდა მუშაობა ეხლა რატომ მოდიხარ, ძალიან ადრეაო!  მე კიდევ 18 ივნისს უნდა დამებრუნებინა ჩემი ფურცლები. მოკლედ გავანებე ამ საცხობებს თავი და საბალოოდ საქართველოს წარმომადგენლობაში მოვხვდი.

სტაჟების პლიუსი ჩემი აზრით არის ის რომ, ბავშვები ვიგებთ, ვაკვირდებით როგორია ”დიდების” გარემო, ანუ წარმოდგენა გვექმნება თუ როგორ სიტუციაში შეიძლება მოგვიწიოს მუშაობა მომავალში. კი, შეიძლება მე საქართველოს წარმომადგენლობაში არ ვიმუშაო მაგრამ დაახლოებით ვხვდები რა ხდება, როგორ ხდება და ვსწავლობ. კიდევ კარგი ბულანჟღიში არ გავაკეთე და მომეცა შანსი, ჩემთვის უფრო შესაძლებელ ადგილას მოვხვედრილიყავი( შესაძლებელი იმიტომ რომ, მირჩევნია ესეთ დაწესებულებაში ვიმუშაო მომვალაში ვიდრე საცხობში, რადგან მე ეს უფრო მაინტერესებს. ცუდად არ გამიგოთ, პირიქით ძალიან კარგია რესტორანში და ბულანჟღიში მუშაობა თუ გიყვარს ის რასაც აკეთებ. მე კიდევ გემრიელი ნამცხვრები მიყვარს და არა მაგ ნამცხვრების გაკეთება). კარგია იმ მხრივაც რომ, თუ იმ დაწესებულებაში წახვალ სადაც თავიდან გინდოდა და ამ ხუთის დღის მერე არ მოგეწონა, მომავალში გეცოდინება რომ ის კონკრეტული სამუშაო არ გაინტერესებს და შესაბამისად არ გაითვალისწინებ უნივერსიტეტის არჩევაში, ან ბაკ-ის.

მე ვფიქრობ კარგი იდეაა ეს სტაჟები, 5 დღიანი სამუშაო და ასე შემდეგ. მე არ ვამბობ რომ სტაჟის გარეშე ვერ ავარჩევ რა პროფესიის მინდა გამოვიდე მაგრამ თუ ეს გამიადვილებს, რატომაც არა… მე რამდენადაც ვიცი საქართველოში საერთოდ არ აკეთებენ სკოლები ესეთ რაღაცას, მაგრამ მაინც ახერხებენ ქართველი მოსწავლეები გადაწყვეტილების მიღებას. ვინც დაბადებიდან იცის რა უნდა მაგისთვის შეიძლება დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს და ვინც არ იცის, იმათთვის პატარა დახმარებაა, რომელიც არაფერს აკლებს.

მოკლედ წავედი ეხლა მე, ხვალ რომში მივდივარ ( ლალალალალალალალალალალა) ნინუცასთან და ნინუცას მეგობარ დინასთან ერთად. ჩემდა სამწუხაროდ ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.

ჰო, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომლებს ძალიან გავერთე და ძალიან მომეწონა თქვენთან ერთად 4 დღე ყოფნა. წესით ხვალაც უნდა მოვსულიყავი მაგრამ ROME ROME ROME … :))

Advertisements

3 thoughts on “5 დღიანი სტაჟი !

  1. კარგი ბავშვი ხარ : )) ფართოდ აზროვნებ, ასე გააგრძელე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s