ყველაზე ცუდი მგზავრობა!

ვურეკავ ნინუცას :

– კატო ვაიმეეე კატო შენი ხმა მესმის ვაიმე არ მჯერა აააა, ლევააან დაელაპარაკე მე ვტირივარ…

მოდით ყველაფერი თავიდან დავიწყოთ თორემ ვერ მიხვდებით რატომ ტიროდა სიხარულისგან ნინუცა დეიდა ჩემი ხმის გაგონებისას. ( წესით სიბრაზიზგან ტირის ხოლმე)

12 საათით ადრე თბილისის აეროპორტში.

ვდგავარ პასპორტ კონტროლის რიგში და ვფიქრობ  :

რომ არ გამიშვან? მაგრამ რატომ არ უნდა გამიშვან ხომ მაქვს მინდობილობა… გამიშვებენ აბა რას იზამენ . ჰეჰე რომ არ გამიშვან დავრჩები აქ. ისე ცუდი არ იქნებოდა!  მაგრამ სკოლა….

გავხედე დედას და მამას, დგანან და მიყურებენ.

– გოგონი მობრძანდით.

მივეცი პასპორტი, ვანახე მინდობილობა.

– დიდი მადლობა შეგიძლიათ გახვიდეთ.

– ნახვამდის.

დედას და მამას ვუთხარი რომ ყველაფერი რიგზე იყო, ხელი დავუქნიე, დაგირეკავთ მიუხენიდან მეთქი და შევედი.

გეგმა ასეთი  იყო : თბილისი-მიუხენი-ბაზელი და მერე მანქანით ლევანი და ნინუცა წამიყვანდნენ სტრაზბურგში.

აღარ მოგიყვებით უინტერესო დეტალებს თორემ მე როგორც დავიღალე ამ 11 საათის განმავლობაში, ისე დაიღლებით თქვენც.

თბილისი-მიუხენის თვითმფრინავში გვერდით არავინ მეჯდა, ასე რომ კარგად მეძინა, ისე კარგად რომ არც კი მიჭამია! 3 საათის და 40 წუთის მერ ყურის ტკივილმა და პილოტის ხმამ გამაღვიძა, მივხვდი რომ ვეშვებოდით.

მიუხენის აეროპორტში მარტო, 5 საათი ყოფნა ცოტა არ იყოს და მაშინებდა, რა ვაკეთო სულ მარტო? მერე კიდე რომ ვერ ვიპოვო სწორი გეითი? რომ დავიკარგო?

მემგონი სულ ტყუილად ვინერვიულე, ჩასვლისთანავე ვისაუზმე, შემდეგ ჟურნალები ვიყიდე და გეით 67 თან მივედი,. ვიფიქრე თუ დამეძინა ბარემ აქ ვიქნები გაღვიძებისასთქო. რა თქმა უნდა პარალელურად ბებოს, დედას, მამას და ნინუცას ველაპარაკებოდი, ისინი კმაყოფილები ჩანდნენ რომ  ყველაფერს ადვილად მივაგენი. კარგად მოვკალათდი სკამზე, დავადე თავი ჩანთას, ჩავრთე აიპადში friendsის  მესამე სეზონი და მალევე დამეძინა. ბევჯერ წამოხტომით გავიღვიძე ხომ არ გამიფრინდა თვითმფრინავიმეთქი მაგრამ ბოლო 1 საათი კარგად მეძინა. გამაღვიძა ბებოს ზარმა:

– კატო ჩაჯექი უკვე თუ ჯერ არა?

– არა ბე, 15 წუთში დაიწყება ჩასხდომა, არ ინერვიულო მოგწერ და ნინუცას უთხარი რა, რომ აღარ დავურეკო მე.

15 წუთის მერე ჩემს ჩასხდომის ბარათს და პასპორტს ვანახებ აეროპორტის მომუშავეს, გამიღიმა, დამიბრუნა ჩემი ნივთები და კეთილი მგზავრობაო. შევედი ავტობუსში და გარეთ ვიყურები. მირეკავს ნინუცა:

– კატო რას შვები?

– ავტობუსში ვარ ნინ წესით 20 წუთში გამოვფრინდებით.

– 20 წუთში? მე და ლევანი გავდივართ უკვე სახლიდან.

– ჰო. ისეთი ქარია აქ.

– ძაან ქარი რომ იყოს არ გამოფრინდებოდით.

– ხო მართალი ხარ, კარგი პირველის ოც წუთზე ჩამოვდივარ.

-კაი კატ.

ავტობუსმა მიგვიყვანა თვითმფრინავამდე, ჩავაბარე ჩემი პატარა ჩემოდანი რადგან პატარა თვითმფრინავით გვიწევდა მგზავრობა.

ავედი კიბეებზე, მივედი  10 a მდე, ავდე ზევით კურტკა და დავჯექი პანჯარასთან. თვითმფრინავი პატარაა მაგრამ კომფურტული. რიგში ექვსი ადგილის მაგივრად ოთხია.

დაკეტეს კარები.

რა კარგია, გვერდით არავინ მიზის.

დავურეკე ბებოს:

– ბე ჩავჯექი, ჩემი დროით პირველის ოც წუთზე ჩავდივართ, აუცილებლად დაგირეკავ. ყველას შენ დაურეკე და  უთხარი.

შევიკარი ღვედი, თვითმფრინავიც გაუსწორდა ბილიკს, აუჩქარა სისწრაფეს და ორ წუთში ჰაერში ვიყავით. ასვლისას ცოტა გვაჯანჯღარა, პილოტმა გამოაცხადა ტურბულენტურ ზონებში შევდივართ და ქამრები შეკრული გქონდეთო. მეც გავანებე ჩემს  ღვედს თავი, ავიღე აიპოდი და დავიწყე მუსიკის მოსმენა, ეგრევე დამეძინა. პირველის 15 წუთზე მაღვიძებს ჩავარდნის შეგრძნება, ხო იცით  რომ გძინავთ და უცბად კიბიდან რომ ვარდებით. აი ზუსტად ეგეთი.

პილოტიც ამბობს :

– 10 წუთით დაგვაგვიანდება,  ქარია ბაზელში.

10 წუთი არაუშავს, იმედია არ ინერვიულებენ.

დავხუჭე თვალები. ორ წუთში უფრო ძლიერად აგვაჯანღარა. ვააა რა ხდება? გავიხედე გარეთ და ღრუბლებიდან ვარჩევ შენობებს, ალბათ მალე დავეშვებით. მივდივართ კიდევ ჯანჯღარებს. ვიხედები გარშემო, არავინ ნერვიულობს. მე რატომ ვიყვირო? ეტყობა არაფერია საშიში. მივდივართ, ვუახლოვდებით შენობებს ისევ ცოტა ვმოძრაობ, მაგრამ სულ ოდნავ. ვიფიქრე იესსს მორჩათქო. იესსს და ჩემი გულის  ზევით დარჩენა ერთი იყო. უცბად ხელმარჯვნივ იხრება თვითმფრინავი, მე მარცხნივ ვზივარ. კიდევ ჩავარდნის გრძნობა. შეშინებული ვუყურებ შენობებს. ახლოს ვართ. უკვე ვარჩევ მანქანებს. უცბად ისევ ღრუბლებისკენ ავდივართ და პილოტიც გვეუბნება:

– ბაზელში ძლიერი  ქარია და მეორეჯერ  ვცდით დაშვებას, ბოდიში და იმედია გაგვიგებთ.

მე გაშტერებული თვალს არ ვაცილებ მიწას. თვითმფრინავი სწრაფად ეშვება  -აააააააა ვამბობ თავში. თვითფრინავი ჩემკენ იხრება და ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ეხლა გადამაგდებს, გაიხსნება ეგზით დორი და მე მისვრის. – გაააჩერეთ ეხლა, დავეცემით, გააჩერეთ!! ვამბობ ჩემთვის ქართულად გერმანელებსა და ფრანგებში.უკან ვიღაც ქალმა შეჰყვირა, იქითა რიგში ქალბატონი თვალ დახუჭული ებღაუჭება თავის ქმრის ხელს, ქმარი აწყნარებს. გავიხედე გვერდით, რას მოვეჭიდო მე? ამოვიღე ჩანთა და ვუჭერ და ვუჭერ ხელს. კიდევ ძალიან ვქანაობთ. რომელი საათია? ვაი, უკვე ორის ოცი წუთია, ალბათ როგორ ნერვიულობენ??!! იმედია გამოაცხადეს და იციან.

პარკს რომ ქარში გაუშვებთ ისე ვიყავით ჩვენც. გასწორდებოდა თვითმფრინავი, უკანა ნაწილი ქარის მიმართულებით მიდიოდა. კეტები მინდოდა ჩამეცვა და ვერ ვიპოვე უკან გადავარნილიყო. ვუჭერ ხელს ჩანთას და უცბად აეროპორტს ვხედავ. ხო ნამდვილად ეგ არის? კიი კიი ეგ არის, ამაზე მეტად არაფერი გამხარებია! ვაშააა მიდით ორი წუთიც  და დავჯდებით. გთხოოვვვ დაჯექი.  ბილიკთან ვართ. ეხლა შეეხება. აი ეხლა ვსიო გეყო გაშალე ბორბლები. უცბად ისევ ღრუბლებში აფრინდა! – რას აკეთებთ კაცო? მე აქ ჩამომსვით, გააჩერეთ !!!!! მე გამიჩერეთ! ვფიქრობ ჩემთვის – კი მაგრამ რააატომ???? ესე ახლოს ვიყავით.

პირველად ცხოვრებაში ავიღე თვითმფრინავის ინსტრუქცია და ყურადღებით წავიკითხე. პილოტიც აცხადებს რომ ციურიხის აეროპორტში დავეშვებით და ბოდიშებს იხდის. ცოტა დაწყნარდა სიტუაცია, ჩანთაც ფეხებთან დავიდე.ნახევარ საათის მერე დავინახე შენობები და ისევ ჯანჟღარი დაიწყო, რეაქცია აღარ მქონდა. ამდენი მოძრაობის გამო, ჩემს უკან ვინც იჯდა იმ გოგოს გული აერია და ყველაფერი ჩემს გვერდითა სკამზე გადმოვიდა (ბეეერკ). კიდევ კარგი ჩემს ნივთებს არ შეეხო, თორემ თუ თვითმფრინავი არ ჩამოვარდებოდა მე მოვკლავდი იმ გოგონას! ხელსახოცები მქონდა და გავუწოდე, მერე ფანჯრისკენ გავიხედე და კაშნეში ჩავყავი ცხვირი თორემ მართლა ცუდად გავხდებოდი.

– მიდი რა გეყო დაჯექი ან ჩამოვარდი, ოღონდ ეს სუნი გააქრეთ!

კონდიციონერის ღილაკი ისე დავატრიალე რომ მემგონი საერთოდ მოტყდა.

Desperate housewives-ში რომ თვითმფრინავი ვარდება ზუსტად ეგრე დავეხეთქეთ ბილიკს.  ვიფიქრე ალბათ ეხლა მიასკდება რამესთქო მაგარამ ისე დაატორმუზა რომ ბოლომდე წინა სკამისკენ გადამაგდო, მაგრამ ღვედმა დამიჭირა. ეგრევე ჩავრთე ტელეფონი დავურეკე მამას ( რომელსაც არ უთხრეს რა მოხდა და მეც უბრალოდ ვუთხარი დავეშვითქო, რომ გაეგო ალბათ ფეხით ჩამოვიდოდა ციურიხამდე) ბებოს, დედას შეშინებულები მელაპარაკებოდნენ, არ იცოდნენ რა ეთქვათ. ეტობა ჩემი შეშინება არ უნდოდათ.

ვურეკავ ნინუცას:

– კატო ვაიმეეე კატო შენი ხმა მესმის ვაიმე არ მჯერა აააა, ლევააან დაელაპარაკე მე ვტირივარ…

Advertisements

2 thoughts on “ყველაზე ცუდი მგზავრობა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s