Goodbye 2011 ! Hello 2012 ! :)

დღეს უკვე 31 დეკემბერია, დილის 5 საათია და მე საერთოდ არ მეძინება. ეს 2011 წლის სალ პეტიტ პესტის ბოლო ბლოგია. რა მალე გავიდა არა დრო? ხვალ უკვე ახალი წელია.ალბათ თქვენ რომ ამ პოსტს წაიკითხავთ უკვე 2012 იქნება რადგან არამგონია დღეს გეცალოთ ამისთვის. 31ში მე და დედა სულ საჩუქრებს ვყიდულობთ კესოსთვის, ჩემი დეიდაშვილებისთვის. მოკლედ თოვლის ბაბუის როლს ვასრულებთ, ვასრულებთ რა ასრულებს თამუნა, მე მხოლოდ ვაფორმებ სიტუაციას. წელს თოვლის ბაბუამ ტელევიზორი და დივიდი უნდა მოუტანოს კესოს რომ ოთახში დაიდგას და უყუროს და უყუროს თავის მულტფილმებს. მე ოქტომბერში მომცა დედას თოვლის ბაბუამ საჩუქარი ასე რომ განსაკუთრებულს არაფერს არ ველოდები, მამას თოვლის ბაბუამაც ადრე მაჩუქა და სულ დაეკარგა ეშხი ამ ახალ წელს.. არა, არა ვხუმრობ, პირიქით მადლობელი ვარ : ))

მოკლედ, თოვლის ბაბუაზე საუბრით აღარ მოგაბეზრებთ თავს სამაგიეროდ გეტყვით თუ რა იყო ჩემთვის ცუდი და კარგი 2011 წელს  და როგორი მინდა იყოს 2012 წელი.

სიმართლე გითხრათ განსკუთრებულად ცუდი არაფერი არ მომხდარა. ჩემთვის წელს ალბათ ყველაზე ცუდი მოვლენა იყო მუწუკებთან ომი, მაგრამ ამ ომის მოგება ერთერთი წარმატება იყო ჩემს ცხოვრებაში, რა თქმა უნდა კლინდაცინის აღმოჩენასთან ერთად. საშინელებაა  სკოლის ახალი წესები რომელიც არანაირად არ არის საჭირო. ცუდ მოვლენებეში ასევე ჩავწერდი მადამ სონიას გადამტერებას. ვიცი სასაცილოდ გეჩვენებათ მაგრამ მართლა მეშინია მაგ ქალბატონის თან დიდი ძალაუფლება აქვს სკოლაში.

რაც შეეხება კარგს, ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წელს იყო ამ ბლოგის შექმნა და ამ ბლოგიდან გამომდინარე სტატია რომელიც 24 საათში დაიბეჭდა. კარგია ისიც რომ მეცხრე კლასში წარმატებით გადავედი და იმედია ესევე კარგად გადავალ ლიცეუმშიც და ამაზე 6 ითვით ადრე ვნერვიულობ. წელს კატა, ბაფი შემოემატა ჩვენს ოჯახს, მიუხედავად იმისა რომ ცოტა მატერორებს ღამით, მაინც კარგ მოვლენებში ჩავწერდი მის არსებობას. ვფიქრობ თამუნასთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტი, შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანი როგორც ჩემი დაბადება : )). მმ კიდევ რა იყო კარგი? მემგონი სულ ეს არის, დანარჩენი სულ პატარპატარა რაღაცეებია.

როგორი მინდა იყოს 2012 წელი?

მინდა რომ ლისე დე პონტონიეში ( საერთაშორისო ლიცეუმი) წარმატებით ჩავაბარო თორემ დიდი ნინო სიხარულით გამომაგდებს სტრასბურგიდან. მინდა რომ ბღევეშიც ( გამოცდები  რომელებსაც ყველა მეცრე კლასელი გადის სამ საგანში მათემატიკა, ისტორია და ფრანგული) მაღალი ქულები ავიღო, მინდა რომ  წლის ბოლოს ვიცოდე რა მინდა გამოვიდე,  რადგან ეხლა აზრზე არ ვარ.მინდა რომ ძალიან გამხდარი ვიყო და თავს არ ვგრძნობდე გიგანტად. მინდა რომ 4 ივლისს მადამ სონიას დავემშიდობო და ვუთხრა რომ მინუს ქულებს ვეღარ დამიწერს!  მინდა რომ ნინუცა გაკეთილდეს მაგრამ უკვე იმდენად კეთილია რომ მემგონი შეუძლებელია. მინდა რომ მუზა ხშირად მეწვიოს და უფრო ხშირად ვწერო. მინდა რომ ხახლმა თავი დაანებოს ტრამვაის მოხმარებას და დილის ომები გაუქმდეს. მინდა მიხვდენენ საფრაგეთში რომ 8ზე სკოლის დაწყება მოსწავლეების წამებაა. მინდა რომ 2012 ზუსტად ამ დროს იგივენაირი პოსტი დავწერო და რამე დიდ ტალღას არ ვყავდე წალეკილი. მოკლედ  სულ ეს მინდა, ოჯახის, მეგობრების, ნაცნობების ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას აღარ ვამბობ,ეგ ისედაც შედის.

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს თუ დღეს კითხულობთ თუ არა და უბრალოდ გილოცავთ ახალ 2012 წელს. იმედი მაქვს რომ ისევ წაიკითხავთ ამ ბლოგს და ძალიან არ მოგბეზრდით.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s