მე რომ სტრასბურგში არ ვცხოვრობდე …

მე რომ სტრასბურგში არ ვცხოვრობდე არ მექნებოდა ისეთი კარგი ურთიერთობა ჩემს დეიდასთან როგორიც ახლა მაქვს ( აღარ მოგიყვებით დეტალებს, მემგონი უკვე საკმარისი იცით ჩვენს აღმაფრთოვანებელ ურთიერთობაზე)

მე რომ სტრასბურგში არ ვცხოვრობდე უფრო მეტჯერ მეჩხუბებოდა დედა, მამა, ბებო, ბაბუ, რუსო. (ეხლა მონატრებულზე ვერაფერს ვერ ამბობენ, ან თუ ამბობენ ისე ვერა როგორც უნდოდათ)

მე რომ სტრასბურგში არ ვცხოვრობდე უფრო ადვილად ვიმეგობრებდი ქართველ ბავშვებთან ( ცუდად არ გამიგოთ, არანაირი აგრესია არ მაქვს აქაური ბავშვების მიმართ მეც ამათი ნაწილი ვარ უბრალოდ რაღაც-რაღაცეებში ვერ ვუგებ ისევე როგორც ფრანგ მეგობრებს არ ვეთანხმები   ყველაფერში. მაგალითად კლარა და ლილი თვლიან რომ რაღაცა რომ დამივარდეს და აღება ვთხოვო დამამცირებელია, მე კი ეს მეგობრობად მიმაჩნია და არანაირად დამამცირდბა და უპატივცემლობა არ არის)

მე რომ სტრასბურგში არ ვცხოვრობდე ნაკლები თავისუფლება მექნებოდა. დარწმუნებული ვარ რომ არსად არ გამიშვებდნენ, არა ეხლა კი მიშვებენ მაგრამ მირეკავენ 39208301803810831 ჯერ ( თამუნას არ ეხება, რომ არ დავურეკო ავიწყდება რომ წასული ვარ , რამოდენიმე ხნის მერე გაახსენდება და ჩხუბით  რეკავს როგორ არ მომწერეო)

მე რომ სტრასბურგში არ ვცხოვრობდე არ მეყვარებოდა ესე ძალიან თბილისში ყოფნა, და თბილისისკენ მიმავალი თვითმფრინავი.

მე რომ სტრასბურგში არ ვცხობრობდე მექნებოდა 2იანი  რუსულში ( მინდა გითხრათ რომ მყავს 19,5 და ფრანგებს გონიათ რომ ძალიან კარგად ვფლობ ამ ენას:დ კუპალლლლლნიკ )

მე რომ სტრასბურგში არ ვცხოვრობდე არ მეცოდინება თუ რა მაგარია მარტო, ყველასგან შორს  ცხოვრება. ნინუცასთან, წყნარად, ისე რომ ორასი კაცი არ ერევა შენს საქმეში.

მე რომ სტრასბურგში არ ვხოვრობდე მომენატრებოდა უფრო ადვილად ადამიანები 😀 ეხლა კი საერთოდ არ მენატრებით ( ვხუმრობ ვხუმრობ, მენატრებით როგორ არა უბრალოდ მივეჩვიე)

მე რომ სტრასბურგში არ ვცხოვრობდე არ მეცოდინებოდა ჭურჭლის რეცხვა, იატაკების გამოცმენდა, მტვრების კარგად გადაწმენდა ისე როგორც ნინუცას უყვარს.

მე რომ სტრასბურგში არ ვცხოვრობდე ვიქნებოდი უფრო მოუქნელი ვიდრე ეხლა ვარ.

მე რომ სტრასბურგში არ ვცხოვრობდე ვერ შევჭამდი ასე ხშირად შოჯოლადის მაკარონებს და მაიას თერმომიქსით გაკეთებულ დესერტებს რაც დიდ ზიანს მომაყენებდა.

მე რომ სტრასბურგში არ ვცხოვრობდე არ მეცოდინებოდა თუ როგორი სასიამოვნოა დილით ჩხუბი ტრამვაიში შესასვლელად.

მე რომ სტრასბურგში არ ვცხოვრობდე  არ მეცოდინებოდა თუ რა სულელური წესებია ფრანგულ სკოლებში.

მე რომ სტრასბურგში არ ვცხოვრობდე არ მექნებოდა გასინჯული უგემური სასადილოს საჭმელი ( დიდი დანაკლისი არ იქნებოდა) სამაგიეროდ ყოველდღე სახლში სუპები დამხვდებოდა.

მე რომ სტრასბუგრში არ ვცხოვრობდე არ გადავიმტერებდი მადამ სონიას.

მე რომ სტრასბურგში არ ვცხოვრობდე არ მეცოდინებოდა თუ რა სასიამოვნოა დილით 6ზე ადგომა და ყინვაში გასვლა, რადგან თბილისში სკოლები 9ზე იწყება.

მე რომ სტრასბურგში არ ვცხოვრობდე ალბათ სულ ვინერვიულებდი სემესტრის ბოლო გამოცდებისთვის რადგან იქ გამოცდები საერთოდ არ მაქვს.

მე რომ სტრასბურგში არ ვცხოვრობდე ძალიან ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა. თქვენთვის ალბათ არც არაფერი შიეცვლებოდა. შეიცვლებოდა ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი მეგობრებისთვის, მაგრამ თქვენთვის არა. ისე პრინციპში რატომაც არა, მე რომ იქ არ ვცხოვრებდე თქვენ სალ პეტიტ პესტის ამ პოსტს ვერ წაიკითხავდით, არც სალ პეტიტ პესტზე გეცოდინებოდათ რამე.იმის  გამო რომ  salepetitepeste.wordpress.com არ იარსდებებდა. არამგონია სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონოდა ამას თქვენთვის მაგრამ აქ გატარებულ დროს სხვა რამეში დახარჯავდით. შეიძლება შემექმნა სხვა ბლოგი, სხვა სახელით, სხვა თემებით. შეიძლებოდა ამაზე კარგი გამოსულიყო შეიძლება ამაზე ცუდი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s