მიყვარს – არ მიყვარს

დღეს ფრანგულის მასწავლებელმა ასეთი დავალება მოგვცა: გავაკეთოთ ჩამონათვალი თუ რა გვიყვარს და რა არ გვიყვარს.

მე მიყვარს : ზაფხული, დიდხანს ძილი, ბრიოშები, მაკდონალდსი ( ალბათ მიხვდით რომ ჭამა მიყვარს ყველაზე ძალიან) ნინუცა დეიდას წვალება, მეგობრები, მარტო ყოფნა, სერიალების ყურება ( ამერიკულის, მაგრამ დონა ბარბარასაც ვუყურებდი  ადრე, ადრე, ადრე 😀 ), სკოლა, ჩემი კლასი, წყნეთი, სტრაზბურგი, თბილისი, ახალი წლის საღამო ( განსაკუთრებით საჩუქრები), ჩემი დაბადების დღე, ყურადღების ცენტრში ყოფნა, ლაპარაკი (მიუხედავად იმისა რომ ზოგჯერ სისულელეებს ვამბობ), ჩემი ბლოგი და მკითხველები ( არა, გააჩნია ვინ კითხულობთ თუ არ გიცნობთ რანაირად მეყვარებით)  სიცილი, ანეგდოტები ( მარტო ისეთი მე და ნინუცა რომ ვიგებთ), თიკოსთან ლაპარაკი ზაფხულზე, არდადეგები, დეკემბერი და ივლისის ბოლო, წერა, დღიური, კითხვა (გატყუებთ, არა ნუ გააჩნია რისი კითხვა თუ მაინტერესებს მიყვარს), მარწყვი და მალინა,პრეზენტაციების გაკეთება, კლასში ცანცარი, მუსიკის მოსმენა, აბაზანაში სიმღერა და ნინუცას ყვირილი : გაჩუმდი თორემ მე საბოლოოდ გაგაჩუმებ (ვიცი გშურთ ჩემი, ესეთი დეიდა ცოტა თუ არსებობს), მაკარონები ( ორივე), ცეკვა (სარკის წინ მარტო!), წუწაობა ( მე რომ ვწუწავ ხალხს, ისე არა), ჩაცმა, აუზში ცურვა, თბილისში მიმავალი თვითმფრინავი, სტრასბურგი-პრაღა-თბილისის რეისი,სისუფთავე, ჩემი თავის წარმოდგენა ძალიან გამხდრად, კლინდაცინი (ჩემი მშველელი), ფეისბუქი, ღამის გათენება ბავშვებთან ერთად, ექიმები ( როცა ვიცი რომ არაფერი სასიკვდილო არ მჭირს) კომპიუტერი და რაც მთავარია ფოტოაპარატი (ჩემი მიყვარს მაგრამ თამუნასი მირჩევნია) და ასე შემდეგ.

მე არ მიყვარს : სიცივე, დილის შვიდის ნახევარზე გაღვიძება და ყინვაში ტრამვაის აღება, ტრამვაის დილის ომები, უცხო ადამიანებთან ერთად ყოფნა, მაღვიძარა, პირველი ორი გაკვეთილი (ანდა ჯანდაბას პირველი იყოს მარტო), სუპები, სასადილოს საჭმელი, ძირს დაჯდომა, ჭუჭყიანი თითები, დირექტორის მოადგილე, მისტერ მეღეს ანეგდოტები, სიმღერა კლასის წინ ( დარწმუნებილი ვარ არც იმათ უყვართ ჩემი მოსმენა), სირბილი, ყველანაირი სპორტი ( ცურვის, ბადმინტონის გარდა), ჩემი ულამაზესი გარეგნობა, გარდატეხის ასაკი და მუწუკები, დიეტა, ჩემი ცხვირი ( კარტოფილის ფორმა აქვს), ჩუმად ყოფნა, ნინუცას გაღვიძების მეთოდები ( ლეილა ბებოსიც: სანამ ტუალეტის ჩარეცხვის ხმას არ გავიგებ დავრეკავ და დავრეკავ.აააააააააააა რატო რატო????)მადამ სონია, ფრანგების ზოგიერთი (ჩემი აზრით სულელური ) წესი სკოლებში, გრძელი აღწერები წიგნებში, კოცნა, ჩახუტება, ტკბილი სიტყვები, სასიყვარული სტატუსები ფეისბუქზე, რუსულში ჩემი აქცენტი, თვითმფრინავის პატარა სკამები, წვიმა, გამოცდები, სუპერმარკეტში გასვლა, ფეხით სიარული,ფრანგული გრამატიკა, გეორგრაფია, დაელექტროებული თმები, ადამიანები ვისაც მაკდონალდსი არ უყვართ, ნინუცა დეიდას ჩხუბი ( მართლა რომ ბრაზდება), გაბუტვა, უინტერნეტოდ ყოფნა და ასე შემდეგ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s