-9 ნოემბერს მშობელთა კრებაა! – აჰ მაშინ 10დან ყველას გეპატიჟებით ჩემს პანაშვიდებზე !

სულ ახლახლანს მოვედით მე და ნინუცა ჩემი მშობელთა კრებიდან. აქაური მშობელი -მასწავლებლის შეხვედრა სულ სხვანაირია ქართულთან შედარებით, უფრო საშიშია ცუდი მოსწავლეებისთვის მაგრამ უფრო კონფიდენციალური. მე რომელი მირჩევნია ვერ გეტყვით, ანდა გეტყვით: არცერთი! ხო, არ მიყვარს მშობელთა კრება, რა საყვარელი ეგ არის. საფრანგეთში თან ძალიან საწვალებელია, ხუთასი რაღაც უნდა გააკეთო სანამ შენი მშობელი მასწავლებლამდე მიაღწევს მაგრამ არც ქართული სკოლები იქცევიან სწორედ. ყველაფერს აგიხსნით.

მშობელთა კრება ტარდება წელიწადში ერთხელ ( კიდევ კარგი თორემ ჩემი მეგობარი ლილიანა ვერ გადაიტანდა მაგდენ ნერვიულობას, არამარტო ლილიანა არამედ ნახევარი კოლეჯი) და ყველა პარალელურ კლასებს ერთ დღეს გვაქვს.

ქართულ სკოლებში, მშობლები ერთ კლასსში შედიან და ყველა მასწავლებელს უსმენენ რომელიც საჯაროდ საუბრობენ ყველა მოსწავლის პლუსებზე და მინუსებზე. მშობლებიც, შესაბამისად ყველაფერს ისმენენ უნდათ ეს თუ არა. ეს ძალიან ცუდიაა რადგან შენი პრობლემები არ არის აუცილებელი 29 ბავშვის ბებიამ, დედამ ან მამამ გაიგოს რადგან  ეგ პრობლემები პირადულია და მხოლოდ შენ გეხება. რა აუცილებელია ჩემმა კლასელის დეიდამ იცოდეს მე ქართულში რა ნიშნები მყავს ან როგორ ვიქცევი გაკვეთილზე? როცა თბილისში ვსწავლობდი შემიმჩნევია მშობელთა კრებებზე, რომ ზედმეტად ცნობიმიყვარე მშობლებს ძალიან აინტერესებდათ სხვისი შვილების ნიშნები და საერთოდ ვერ ვხვდები რატომ. თუ უნდა მოსწავლეს რომ გითხრას სხვა საქმეა მაგრამ მიხვიდე და მასწავლებელს ჩუმად ჰკითხო ვიღაც ბავშვის შეფასებები რომელიც შენი შვილი არანაირად არ არის, ჩემი აზრით სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა და უზრდელობაა.

საფრანგეთში ეს პირდული ინფორმაცია კარგად არის დაცული. 5 წუთის განმავლობაში განიხილავს მშობელი სასურველ მასწავლებელთან მოსწავლის პროგრესებს ან რეგრესებს, ისე რომ ყურში არავინ ჩაჰყვირით ეხლა ჩემს შვილზე ილაპარაკეთ, ამ ბოლო დროს ლექსებს ვერ სწავლობს კარგადო. ”სასურველი” იმიტომ რომ აქ ყველა მშობლები ერთი კვირით ადრე ეწერებიან სიაში, და იღებენ შეხვედრას მასწავლბელთან რომლის ნახვაც სურთ. ცოტა დამღლელია რადგან ამავედროს რაღაც დოკუმენტები უნდა შეავსო და ნუ მოკლედ, ყველას ეზარება ამის გაკეთება. ნინუცას ჩაწერა მე მომიწია, ძალიან გამიჭირდა რადგან ყველა საათები დაკავებული იყო თან კიდევ თავზე მადამ ტიშლერი მადგა და მიყურებდა როგორ ვწერდი.  (ძალიან საშიში ქალია) ასე რომ სიაში კოპალეიშვილი სულ დაკლაკნილად წერია :))

ხომ წარმოგიდგენიათ სკოლაში რა ხდება როდესაც 150 მშობელი დადის შენობაში, ეძებენ ც 122 ან დ 329 ან კიდევ ბ49, დიდი ალიაქოთია ხოლმე მაგრამ წელს მემგონი გადავრჩით. არვიცი რატომ რადგან წესით მეცხრე კლასის კრებებზე უნდა იყოს ყველაზე ბევრი ადამიანი (მეცხრე კლასი კოლეჯის ყველაზე მნიშვნელოვანი კლასია). ნინუცა დეიდაც გამოცხადდა 18საათსა და 42 წუთზე, ცოტა დააგვიანა მაგრამ თავის ლექტორს არ გამოუშვია უფრო ადრე 😀 ( მშობელთა კრებაზე დაგვიანების მიზეზი: გაკვეთილი მქონდა და ჩემმა მასწავლებელმა არ გამომიშვა კატოს კრებაზე:) )სანამ ნინუცა თავის კლასს დააღწევდა თავს, მე და ლილი კლარას მშობლებს ვუყურებდით ფანტჯრებიდან. სახის გამომეტყველებიდან ვხვდებოდით კლარა ამ საღამოს გადაიტანდა თუ არა. პასუხი უცნობია, შაბათს თუ მოვიდა სკოლაში ესეიგი ცოცხალია. ნინუცამ ჯერ მათემატიკა ნახა მერე ინგლისური. ჩემი ინგლისური მასწავლებელი ნინუცას მასწავლბელიც იყო ( ჩემს კოლეჯში დადიოდა ესეც ) ამიტომ იმის მაგივრად რომ  ჩემს აღმაფრთოვანებელ შესაძლებლობებზე ესაუბრათ ნინუცაზე ილაპარაკეს. რომ გამოვიდა შეხვედრიდან,  მისის ფლემინგის ნათქვამის თავისებური ინტერპრენცია შემომთავაზა: ” კატარინა შენი დამსახურებით არის ესეთი ჭკვიანი და კარგი გოგო. ყოჩაღ ნინო შენ გგავს ძალიან. სულ ვფიქრობდი რომ შენგან აქვს ამდენი კარგი თვისება მოკლედ მთავარი შენ ხარ. შენ რომ არა ალბათ მე დღეს ამას არ ვიტყოდი” რათქმაუნდა ნინუც რათქმაუნდა:)

დანარჩენი მასწავლებლები ვერ ნახა, მაგრამ არაუშავს, მაგას რა ჯობია. მე  გადავრჩი და ვისაც ცუდი ნიშნები ჰყავთ და მკაცრი მშობლები არვიცი რას იზამენ, ვხედავდი ზოგის ცრემლიან და სასწორკვეთილ სახეებს. უი, სასოწარკვეთილზე გამახსენდა წავედი მე  Desperate Housewives ვუყურო და დავტკბე მინინუმ 1 წლიანი ცხოვრებით ( შემდეგი წლის კრებამდე, თან ლიცეუმის).

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s