მონატრება მაგარია! თუ არ გჯერათ, წაიკითხეთ :)

დღეს დედა და რუსო წავიდნენ თბილისში. დავრჩით მე და ნინუცა დეიდა:) ძალიან მიხაროდა ჩემი დეიდების და დედის სტრაზბურგში ყოფნა. რადგან თამუნა თბილისში სულ გადარბენაზეა და აქ კიდევ  სულ ჩემთან ერთად ატარებს დროს,კი ურეკავდა ტელეფონი 5 წუთში ერთხელ მაგრამ მაინც ჩემთან ერთად იყო,დავიოდით ხან სად ხან სად, ვლაპარაკობდით, ნუ  მარტო რომ ვიყავით  მე ვლაპარაკობდი და ის უსმენდა თუ არა ყველაფერს არვიცი, რადგან ცოტა ბევრი მომდის ხოლმე ( ნეტა ვისგან გამომყვა ეგ თვისება?) მოკლედ… მე პირადად მირჩევნია 2 თვის განმავლობაში ერთხელ ვნახო დედა, 1 კვირით და უფრო ”ხარისხიანად” ვიდრე თბილისში ვცხოვრობდე, სულ მას ვუყურებდე მაგრამ სულ დაკავებულს. აქამდე სულ პირიქით ვფიქრობდი, მერე თამუნამ ამიხსნა  და ერთერთ გადაცემაშიც ახსენა და მერე მივხვდი რომ ესე ჯობია. იმიტომ კი არა რომ თამუნამ თქვა, არა, სხვასაც რომ ეთქვა ალბათ იმ სხვასაც დავეთანხმებოდი.

აქამდე კიდევ იცით რა მჭირდა? დედა, ბებო ან ვინმე სტუმარი რომ ბრუნდებოდა სტრაზბურგიდან თბილისში სულ ცუდ ხასიათზე ვდგებოდი. ვფიქრობდი ” ეჰ ხვალ თბილისში იქნება, ნახავს ყველას ვისაც უნდა,როცა უნდა, აღარივინ მოენატრება ჩემს და ნინუცის გარდა, ნეტა მეც ეგრე ვიყო, ნეტა მეც იქ ვცხოვრობდე” მაგრამ ეს სურვილი მეორე თუ არა მესამე დღეს მიქრებოდა. ამჯერად საერთოდ არ გამჩენია. არა გატყუებთ, ორი წამი შეიძლება მომინდა უბრალოდ მანდ ჩამოსვლა და თქვენი ნახვა,  მაგრამ მხოლოდ ორი წამის განმავლობაში. დანარჩენი დღე სულ კარგ ხასიათზე დავდიოდი აქეთ იქით. კი, წავიდნენ და ძალიან მომენატრებიან დედა, რუსო, მამაც  და საერთოდ, ყველა ისე ძალიან მენატრება ვერ წარმოიდგენთ. მაგრამ ცუდი არ არის როდესაც ვიღაც გენატრება.ყველაზე მაგარია როდესაც მონატრებულ ადამიანს ნახავ, იმაზე მაგარია ვიდრე ყოველდღე მას უყურებდეთ, და ცოტა არ იყოს გბეზრდებოდეთ ერთმანეთი. მაგალითს მოგიყვანთ, მე და ჩემი მეგობარი თიკო მთელ ზაფხულს ერთად ვატარებდით სხვა ბავშვებთან ერთად , ბოლოს ისე მოხდა რომ მხოლოდ მე და ის დავრჩით მარტოდმარტო წყნეთში და 24 საათი მხოლოდ თიკულის  ვხედავდი. ალბათ თიკოს არ ეწყინება რომ გითხრათ, ბოლო დღეები საერთოდ აღარ გვინდოდა ერთად ყოფნა რადგან აღარაფერი აღარ გვქონდა სათქმელი და აღარაფერი გასაკეთებელი. ეხლა კიდევ მენატრება, ძალიან მინდა მისი ნახვა და მასთან ერთად დროის გატარება.

ამით იმის თქმა მინდა რომ ზოგჯერ კარგია სადმე წასვლა, ერთმანეთისგან დასვენება. მერე იცით რამდენი რაღაც მაქვს ხოლმე მოსაყოლი? კი შეიძლება  ტელეფონით ყოველდღე ველაპარეკები მაგრამ მერე რა?!:) მაინც ვპოულობ ამბებს და თემებს რაზეც არ გვისაუბრია, იმიტომ რომ ეს ადამიანი მონატრებული მყავს და უფრო დიდი სურვილი მაქვს რომ დრო ერთად გავატაროთ. საბოლოოდ სულ ვახერხებ ტვინის ბურღვას, მე ხომ სალ პეტიტ პესტი ვარ და სხვა რა უნდა ვაკეთო?ეს ჩემი მოვალეობაა, და ძალიანაც მომწონს : ))

სულ მეკითხებიან ძნელია თუ არა აქ უაჯახოდ ყოფნა, ესეთ ახალაგზრდა დეიდასთან ცხოვრება, სხვა ქვეყანაში და მე სულ ვპასუხობ არას. დიახ, საერთოდ არ არის ძნელი, პირიქით მე ესე მირჩევნია და შემიძლია 5 მიზეზიც გითხრათ თუ რატომ, მაგრამ ეხლა მეძინება და თუ ვინმეს გაინტერესებთ, მომწერეთ და გეტყვით იმ 5 ივე მიზეზს.

რა გამოვიდა? თურმე ცუდი სულაც არ ყოფილა რუსიკოს და დედას წასვლა, არც ის ყოფილა  ცუდი რომ მე ჩემს უკეთილშობილეს დეიდასთან ერთად ვცხოვრობ სტრაზბურგში და არც ის რომ მენატრებით.

უი სულ დამავიწყდა, იმ დღეს ნინუცა მეწუწუნებოდა ბლოგებში სულ ბაბაიაგად გამოგყავარო. მე მინდა გითხრათ რომ ნინუცა არის უწყნარესი,ულამაზესი( ეს განსაკუთრებით), უთავმდაბლესი, უკეთილესი…კი არასდროს  მეჩხუბება ? აი რამე რომ დაიყაროს კი არ ყვირის ბოლო ხმაზე  და კი არ იღებს მამის მკვლელის სახეს, არა, ნინუცა და ეგეთი საქციელი?  შეუძლებელია, ყველაზე მშვიდი ადამიანია….. კარგი ნინუც,ვხუმრობ( ან არა),  ხომ იცი როგორ მიყვარს შენი ტვინის ბურღვა და შენი წუწუნი( არც მე არ ვუკლებ მაგრამ შენი მაინც სულ სხვაა).

Advertisements

2 thoughts on “მონატრება მაგარია! თუ არ გჯერათ, წაიკითხეთ :)

    • დიდი დიდი მადლობა 🙂 მიხარია რომ კითხულობ და მოგწონს. რაც შეეხება პოსტს, ეხლავე გეტყვი თუ რატომ მირჩევნია სტრასბურგში ცხოვრება.
      – კარგია 22 წლის დეიდასთან ერთად ცხოვრება რომელიც მეგობარივით მყავს, მაძლევს კარგ რჩევებს და ყველაფერს ვეუბნები ( ჩხუბობს ბევრს და ცოტა მანიაკია… მაგრამ ნუ არაუშავს)
      – კარგი სიტუაციაა, სკოლაში, გარეთ, სახლში. ყველგან.
      _ მაქვს მეტი თავისუფალი დრო, აქ უფრო ვიღლებოდი ვიდრე იქ.
      _ არ დავდივარ 193378173817 მასწავლებლეთან ყველაფერს სკოლაში ვაკეთებთ.
      _ კარგია მარტო ყოფნა ისე რომ მთელი ოჯახი არ მადგას თავზე ( ვნახულობ მათ არდადეგებზე და ამაზე არ მაქვს პრობლემა)
      _ ჩემი აზრით უკეთესს განათლებას იღებ ( ეს ჩემი აზრია და არ ვამბობ რომ ეს ყველასთვის ესეა. ზოგს აქ ურჩევნია სწავლა, ზოგს იქ)
      და კიდევ ერთი, იქ რომ არ ვცხოვრობდე ალბათ ეს ბლოგი არ იქნებოდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s