მადამ სონია.

    •   დაირეკა ზარი. დავდექით ბავშვები კლასსთან და ველოდებით მასწავლებელს რომელიც, როგორც ჩანს არ მოდის. ველოდებით, არ ჩანს . გამოდის კლასიდან სკოლის ასისტენტი და მკაცრად გვეუბნება: მადამ ვინტერი არ არის დღეს, წამოდით თქვენ პერმანანსში ( ოთახი სადაც მივდივართ როდესაც გაკვეთილი გვიცდება, იქ სულ სკოლის ახალგაზრდა ასისტენტები გვყარაულობენ ,როგორც მანდატურები ისე არიან.)

      შევედით პერმანანსში, სულ ცარიელია. მე და ლილი ბოლოს წინა რიგში დაჯექით, ამოვიღე მათემატიკის რვეული და დავიწყე მეცადინეობა. მანამადე მადამ სონია (ასისტენტი)  ყვირის, ყვირის და ყვირის. რატომ ყვირის ვერ მივხდი, მაგრამ ნუ ყვირის. ლილი ხატავს.

      – რა მაგარი მიკი მაუსი დაგიხატავს- ვუთხარი მე.

      უცბად ხმა პირდაპირ ყურში ჩამესმის.

      – კატარინა დროზე გადმოჯექი წინ. საერთოდ არ ვარ ხუმრობის ხასიათზე და დროზე, სასწრაფოდ გადმოჯექი. და შენ ( ჩემს უკან ვიღაც ბიჭს უყვირის) ყველა ფანჯრის ფარდა გადაწიე იქნებ გაგეღვიძოს. ხო, არავინ არ გაინძრიეთ და შენ რაღა დაგემართა?!  დროზე, წინ!

      – ოლალალა. ვთქვი მე და გადავჯექი პირველ მერხზე.

      – რა თქვი?  გაიმეორე, რა თქვი? მეცინება შენი აზრით?. ზუსტად ორ სანტიმეტრი გვაშორებს. შავად ჩახატული თვალებით მიყურებს და ისე შემეშინდა ხმა ვეღარ ამოვიღე.

      -არაფერი.

      გავიდა 20-25 წუთი.

      -ლილი გაჩუმდი ეხლა თორემ მესიუ პეტერთან გაგიშვებ და ნახავ იქ რამდენს ილაპარაკებ.

      – არაფერი არ მითქვამს, პასუხობს ლილიანა მშვიდად,წყანარად.

      – აა, ანუ მომეჩვენა?

      -ჰო, ჩაიჩურჩულა ლილიმ.

      სონია მასმა ეს არ შეიმჩნია დაჯდა თავის ადგილას, ჯერ სია წაიკითხა მერე კიდევ დაიწყო მოყოლა თუ რატომ იყო ცუდ ხასიათზე. მოხუცს შეკამათებია წინა დღეს და ძლივს შევიკავე თავი ისე გამაბრაზაო. ბევრი ვიცინეთ რადგან სასაცილო ამბავი გადახდენია თავს, მერე ჩხუბებზე დავიწყეთ საუბარი. გაიხსენა თუ როგორ ცუდ სიტუაციაში ცხოვრობდა, როგორ ცუდ უბანში გაიზარდა სადაც მხოლოდ ცემა-ტყეპები იყო.

      – კატარინა-  შემომიბრუნდა მე,  შენს მშობლებს ეპასუხები?

      – კი.

      – კი,აბა ყველა ვეპასუხებით, ჩაირთო მთელი კლასი.

      – მერე არაფერს გიშვებიან?

      – რა უნდა მიქნან? – ვუპასუხე, ცოტა დაბნეულმა.

      -მე რომ ჩემს მშობლებს შევპასუხებოდი ალბათ მაგრად მცემდნენ. არ  ვეთანხმები მაგ დასჯის ხერხს მაგრამ ასე იყო.  შენთან  არა?

      – არა, მხოლოდ სიტყვებით მადამ, მხოლოდ სიტყვებით ვკამათობთ მე და ჩემი ოჯახის წევრები. არ მირტყამენ.

      ძალადობა არამგონია რამეს აგებინებდეს ბავშვს, მე რომ მცემდნენ  უარესად მოვიქცეოდი ან  საერთოდ წამოვიდოდი სახლიდან. . ამ საუბრის მერე მადამ სონია გვიხსინდა თუ რა ძნელია ისეთი სიტაუციიდან და გარემოდან გამოსვლა როგორშიც ის იყო,  გვითხრა რომ ძალიან ბევჯერ შეიცვალა სახლი იმის გამო რომ თავის შვილს ჩხუბებისთვის არ ეყურებინა და მონაწილეობა არ მიეღო და ძლივს დააღწია თავი ეგეთ ცხოვრებას.

      მერე მივხდი როგორი იღბლიანი ვარ 🙂 დედა, მამა, ბებო, ბაბუ, დეიდებო მადლობა ! აღარ შეგეპასუხებით აღარასდროს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s