5 სექტემბერი 2011- სკოლის დაწყება.

გუშინ სკოლის პირველი დღე მქონდა, მეცხრე ”სკოლის პირველი დღე” 🙂  სტრასბურგში ვარ, სკოლაშიც ვიყავი თან  უკვე ორჯერ.  კვირას ადრე დავწექი რადგან დილის შვიდ საათზე უნდა ავმდგარიყავი, თერთმეტი საათის მაგივრად დილის ხუთზე დამეძინა. მინდოდა პირველ დღეს ლამაზი ვყოფილიყავი მაგრამ ნახევრად მძინარე, ჩაშავებული თვალებით მივედი სკოლაში. მიხაროდა წასვლა,  რამდენ მეგობარს ვნახავ და რამდენი სალაპარაკო გვაქვს , მთელი წელი რომ გვეყოფა აი იმდენი 🙂 შევედი სკოლის ეზოში, დავინახე ბავშვები და ეგრევე გავიქეცი ჩასახუტებლად. ყველა აქეთ იქით დახტოდა, ხან ვინ შემოვიდოდა ეზოში ხან ვინ, ყველას ეგრე ვეხუტებოდით.  მე რომ მოვრჩი ყველას მისალმებას გავექანე კლასის შესამოწმებლად რადგან ფრანგულ სკოლებში კლასები ყოველ წელს ირევა, ცოტა დაძაბული ვიყავი ცუდ კლასში არ მოვხვედრილიყავი მაგრამ გადავრჩი, დახვედე სიას და ჩემი გვარიც ამოვიკითხე,” რა კარგ კლასში ვარ უმეტესობას ვიცნობ და ვმეგობრობ” . ერთ მძიმე საქმე მოვიშორეთ, ეხლა მთავარია გავარკვიო მყავს თუ არა ფრანგულში მადამ შიკი და მაქვს თუ არა კარგი ცხრილი 🙂 დაირეკა ზარი და ყველანი ჩვენ ადგილებზე დავდექით მოგვაკითხა დამრიგებელმა რომელიც ჩვენი ფრანგულის მასწავლებელიცაა. იესსსსსსსს! ესეიგი მადამ შიკი არ მყავს, გავხედე ბავშვებს ყველას გაბრწყინებული სახე ჰქონდა, იმათაც ის უხაროდათ რაც მე 🙂 დამრიგებელმა მეორე სართულის რაღაც პატარა კლასსში შეგვიყვანა სადაც მათემატიკის გაკვეთილები ტარდება. ყველანი მასწავლებელს მივესალმეთ და დავსხედით. დაიწყო მადამ ნუვუმ  ლაპარაკი და ორი საათი აღარ გაჩუმდა, გვიხსნიდა რომ წელს მაგალითი ვართ პატარა მეექვსეებისთის, რომ ვართ ყველაზე დიდები( კოლეჯში ბოლო კლასი მეცხრეა), რომ წლევანდელი წელი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წელს ვირჩევთ ჩვენს მომავალს, წელს გვაქვს გამოცდები და ა.შ სიმართლე გითხრათ ბოლომდე არ მისმენია, ვიცი ცუდად მოვიქეცი მაგრამ  ლილი უფრო საინტერესო რაღაცას  მიყვებოდა. დამრიგებელი ძლივს გაჩუმდა და დაიწყო შესავსები საბუთების დარიგება ( სასადილოსი, დაზღვევის…) მაგრამ ჩვენ ყველაზე მეტად ცხრილი და მასწავლებლები გვაინტერესებდა. და აი დადგა ეს მომენტიც!  ძალიან გვეშინოდა… მაგრამ სულ ტყუილად, ძალიან კარგი ცხრილი მაქვს, ნუ ერთადერთი ორშაბათს მაქვს რვა საათი სწავლა, ბოლოს ორი საათი სირბილი.  რომ მოვრჩით ბავშვები ლაპარაკს დამრიგებელმა დაფაზე დაიწყო მასწავლებლების სახელების წერა, დაწერა სახელს კლასიდან ვიღაც წამოიყვირებდა ”ოოოო ეს მაგარი ცუდია, სულ ჩხუბობს” ან ” აუუუ, მე მათემატიკაში მყავდა ეს სულ ორებს წერს და ყველა სძულს” და ა.შ.  მე ჩუმად ვიჯექი. ხო, ეს ცოტა ცუდია რადგან ყველა მასწავლებელი ჩემთვის უცხოა გარდა სპორტისა რომელსაც პირდაპირ რომ ვთქვა ვეზიზღები ( ძალიან არასპორტული ვარ და თან ბევრს ვალაპარაკობ).  მოვრჩით დაფიდან სახელების გადმოწერას და წავედით ფოტოს გადასაღებად. ჯერ თითო თითოს უნდა გადაგვეღო და მერე ყველას ერთად კლასის ფოტო. კ ასოსზე რომ მივიდნენ დამიგვიძახეს მე და ჩემს მეგობარ სარას, შევედით ოთახში, ფოტოგრაფიც იქ დაგხვდა დიდი აპარატით. ( ქურდობა კარგი საქციელი რომ იყოს ნამდვილად მოვიპარავდი ფოტოაპარატს ისეთი მაგარი იყო) ” კატარინა აი მოდი აქ ამ სკამზე დაჯექი, მხრებში გაიმართე, სახე გაასწორე და აქეთ გამომხედე” ფოტოაპარატს რომ ვხედავ ეგრევე სიცილი მიტყდება არვიცი რატომ,  ანუ მე რომ მიღებს მაშინ თორემ ისე არა. და ეხლაც, უკან სარა მეჯღანებოდა წინ ეს კაცი მიღებდა და ძლივს შევიკავე სიცილი. ფოტო რაღაც საშინელებაა, ისედაც არაფოტოგენურ სახეს, დაემატა ეს ”სიცილს ვიკავებ” სახე და კატასტროფა გამოვიდა. ყველამ გადაიღო სურათი და ახლა წავედით კლასის ფოტოსთვის ეზოში. იქ შედარებით ლამაზი ვარ რადგან შორს ვართ და სახეები არ გვიჩანს. ფოტოს მერე ავბრუნდით კლასში, მადამ ნუვუ ისევ ალაპარაკდა და ილაპარაკა სანამ ზარი არ დაირეკა. ჰო, დამავიწყდა მეთქვა ზარი შეცვალეს, ეხლა რომ რეკავს თავი ვერსალის სასახლეში გგონია. ჩემი მეგობრები გასასვლელთან შემხვდნენ რომ საბვეიში  წავსულიყავით სასადილოდ , მე ძლივს დავდიოდი რადგან ფეხსაცმელმა ფეხი მატკინა.ასეთი იყო ჩემი მეცხრე ”პირველი დღე”. სკოლაში დღესაც ვიყავი, ხვალაც ვიქნები, ზეგაც, მაზეგაც და კიდევ 720 დღე სანამ სკოლას არ დავამთავრებ, მერე კიდევ უნივერსიტეტი და მოკლედ. წარმატებები მისურვეთ. 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s