უი, ეგეთი შარვალი მეც მაქვს, ეგეთი კეტიც ! სამაჯურიც!

ცოტახნის წინ ვწუწუნებდი მუზა არ მომდისმეთქი, და აი გათენდა დილა და მოვიდა ისიც ( ჩემი არა დედაჩემის მაგრამ ნუ არაუშავს)! რაღა დილა,  საღამოს ხუთს საათზე გავიღივიძე… ჰო, მოახერხა თამუნამ დიდი წვალების შემდეგ ჩემი გაღვიძება. წუწუნით ავდექი, დავურეკე ჩემს უკეთილშობილეს დეიდას რომელიც ავად არის, მზრუნველი დიშვილივით მოვიკითხე, ნუ ის რა თქმა უნდა მეჩხუბა, ცოტა რეჟიმში ჩადეგიო. ძლივს მოვრჩით საუბარს. ჩავედი ქვევით საზაუზმოდ ( ან  სასადილოდ ) 🙂 თამუნაც იქ იყო ” მოიფიქრე რაზე უნდა დაწერო?” ”მმ… ვერა” ” ჩაცმაზე რომ დაგეწერა?’ ”ჩაცმაზე???” ”ჰო, შეადარე აქ და იქ” ” კარგი იდეაა, არვიცი ვნახავ”. ვისადილე/ვისაუზმე, რომელიც გინდათ და ამოვედი ჩემს ოთახში. მივუჯექი კომპიუტერს, გავხსენი ვორდპრესი და მივხვდი რომ წერის ხასიათზე საერთოდ არ ვიყავი, დავხურე ტაბი და მხოლოდ ახლა ღამის 4 საათზე დაგიბრუნდით.

ჩაცმა ზოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგს კი საერთოდ არ ანაღვლებს. აი, ჩემი ასაკის გოგონები (უმრავლესობა, მათ შორის მეც) პირველ კატეგორიას მივუკუთვნებით, ყურადღებას ვაქცევთ როგორ გამოვიყურებით, ეჭვი მაქვს ცოტა ზედმეტ ყურადღებასაც კი. აი მაგალითად, უხდება თუ არა კაბა ფეხსაცმელებს, მაისური ამ შორტს, ეს ჩანთა ამ ქვედაბოლოს, ეს აბადოკი ამ დახეულ ჯინს . ჰო, რას ვიზამთ ეგრეა, ხომ არ მოგატყუებთ.

მიუხედავად იმისა რომ სტრასბურგი თბილისთან შედარებით  პატარა ქალაქია, კარგი მაღაზიები და ლამაზი ტანსაცმელი იქ უფრო არის ვიდრე აქ,  და  უფრო ხელმისაწდომია . თბილისში რომ გახვიდე ქუჩაში ყველა ერთნაირად დადის, დახეული ჯინსები, ბენსიმონები, პიჯაკი, ბევრი შავი,ტყავის სამაჯური, ზოლიანი მაისურები, აგები, ტყავის ხელთათმანები, აგები ( ვაღიარებ, ძალიან კომფურტული და თბილია). რა თქმა უნდა  ყველას ერთნაირი ხარისხის არ აქვს, რადგან ზოგს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, ზოგს კიდევ ნაკლების. მაგრამ საბოლოოდ ყველას ერთნაირად აცვია და ყველა ერთფეროვანია. მეც მომწონს ეს ყველაფერი, და კი ჩემი აზრით ნამდვილად ლამაზია ოღონდ სტრაზბურგში სადაც შედარებით განვსხვავდები სხვებისგან. იქ ყველას როგორც უნდა ისე დადის, და არავინ არავის არ ბაძავს ( გამონაკლისები არსებობს), კი რაღაცა ერთნაირი ყველას გვაქვს მაგრამ ყველა ისე სხვადასხვანაირად ვატარებთ რომ ერთფეროვნები არ ვხდებით. ზოგი მოკლედ შორტებს იცმევს და დახეულ რეიტუზებს, ზოგი გრძელი კაბებს, ზოგი ელიზაბედ მეორესავით მოდის სკოლაში, გვირგვინაღა აკლიათ, ზოგი სპორტულებით, ზოგიც მაისურით და ვიწრო ჯინსებით  რომლის წელიც მუხლებიდან იწყება.  მაღალკლასელი გოგონები  ქუსლებით დადიან, რატომ იტანჯავენ თავს არვიცი, რა ძალა ადგიათ, მაგრამ ნუ მოსწონთ და ხომ არ დავუშლით. ზოგს კი საერთოდ არ ანაღვლებს რა აცვია.  ყველა ისე იცმევს როგორც მის გულს გაუხარდება, არ აინტერესებთ ვინმე უცხოს მოსწონს თუ არა, და ამით არაფერსაც არ კარგავენ.

მე  იმის თქმა მინდა რომ ლამაზად ჩაცმა არ ნიშნავს გეცვას ისე როგორც ყველას, ყველას თავის გემოვნება აქვს და ეს ერფეროვნება აკარგვინებთ მას. შენ როგრც მოგწონს ისე უნდა ჩაიცვა, მერე რა თუ ყველას არ მოეწონა? მთავარი შენი აზრია და არა სხვისი. არა  საერთოდ, ყველაზე ადვილი გამოსავალი ის არის რომ არ განაღვლებდეთ:)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s