Dear Diary,

როგორ მომნატრებია აქაურობა, დიახ ალბათ 2 კვირაზე მეტია რაც არ შემომიხედავს ამ გვერდზე , სულ დამავიწყდით, ალბათ თქვენც. ეს ყველაფერი კვარიათის ბრალია, დიახ კვარიათის!თურქეთისაც! ჰო, მე კვარიათში ვისვენებდი 1 კვირა, მერე კი ჩემს მეორე დეიდასთან რომელიც შედარებით მშვიდი, და კეთილია და დეიდაშვილებთან ერთად წავედი თურქეთში. ეხლაც ბელეკში ვარ და ხვალ დავუბრუნდები სამშობლოს. მე რა თქმა უნდა ამ პერიოდის  განმავლობაში ფეისბუქს არ მოვწყვეტილვარ, მაგრამ ისე, სწრაფად შევირბენ ხოლმე და ახალ ფოტოებს ავტვირთავ. გუშინ ჩემი ორი ფრენდის სტატუსს მოვკარი თვალი, 14-17 წლის ასაკში რომ  დღიურები ჰქონდათ იხსნებდნენ და მაგრა ხალისობდნენ. მათ ახალი პოსტისთვის იდეა მომაწოდეს და მადლობას  ვუხდი, იმედია არ გაბრაზდებიან :)) მეც მაქვს დღიური თან უკვე მეოთხედ. პირველი 7 წლის ასაკში მქონდა, ფრანგულად ვწერდი ძალიან ბევრ სისულელეს :)) . ამ დღიურის ნაწილი ნინუცამ იპოვა და ბევრი  გვაცინა. ვყვებოდი თუ როგორ არმინდოდა  შაბათობით სკოლაში სიარული, როგორ გავერთე თბილისში ზაფხულის არდადეგებზე, როგორ დამცინოდნენ ბავშვები ჩემს შავ ქუდზე რომელიც ჩემი თავისთვის ზედმეტად დიდი იყო, რა დამესიზმრა, როგორი მაგარი იყო ვესოში ( გასართობი ცეტრი სტრაზბურგში )როგორ მაბრაზებდა ჩემი მეგობარი ელოდი და როგორ დამაბრალეს ქურდობა. მოკლედ ისეთია  როგორიც 7 წლის ბავშვს შეეფერება.მეორე  დღიური უკვე 12 წლის ასაკში მქონდა, იქ უკვე გამართული ქართულით მეწერა. ვროპულ სკოლაზე ვწერდი, აქაურ ბავშვებზე, როგორ ვკამათობდით, როგორ იჩხუბა დედამ ჩემს კონფერენციაზე, როგორ მომწონდა ერთი ბიჭი,  როგორ არ მინდოდა სკოლაში  სიარული (ეს მუდმივი პრობლემაა), როგორ მინდოდა სტრაზბურგში  ნინუცასთან ერთად ცხოვრება… დეტალურად მქონდა აღწერილი რა საშინელებაა ზონდი რაც სასიამოვნო წასაკითხი არ არის. სხვა დიდი არაფერი, ამ პერიოდში უინეტერესო ცხოვრება მქონდა და ცოტა მცხვენია ჩემი თავის, ეს რეებს ვბოდავდი:დ შემდეგ დღიურს სტრაზბურგში ვწერდი, ჰო, ის ცოტა დრამატულია.  ვტიროდი ხოლმე ჩუმად და თან ვწერდი. ძირითადად  კალენდრებია, ახალი მეგობრების ჩანაწერები, მათი აღწერები და ერთი ორი ფოტო, სკოლაზეც მიწერია, მასწავლებლებზე, მადამ შიკზეც. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბიჭი არსად ნახსენები არ არის.   გაკვეთილების დროსაც ვცდილობდი დაწერას , მაგრამ მაგ დროს ჩემი ბლოკნოტი ძირითადად მასწავლებლის მერხზე ამთავრებდა.  წლევანდელი დღიური ცოტა სასაცილოა:დ  ვყვები ჩემს მეგობრებზე, ნინუცაზე (სულ როგორ მეჩხუბება), სკოლის ნიშნებზე, ბიჭებზე, თბილისზე, წყნეთზე, როგორ მალე გადის დრო, არდადეგები, კიდევ ვწუწუნებ, ვწუწუნებ ძალიან ბევრს… და ასე შემდეგ                                .

 

იმ დღეს ბებიასთან და ბაბუასთან ვიყავი, ძველ ფოტოებს ვათვალიერებდი და უცბად დედაჩემის დღიური ვიპოვე როცა  ზუსტად ჩემხელა იყო, ბევრი ვიცინე მაგრამ გაკვირვებული დავრჩი. ძალიან ინფატილურია ჩემს დღიურთან შედარებით. კი მეც სისულელებს ვწერ, მაგრამ ცოტა უფრო დიდურ რაღაცეებსაც ვეხები,  თამუნა კიდევ უფრო ბავშვურია. თავიდან ვიფიქრე მოდი არ ვეტყვი რომ წავიკითხე არ გაბრაზდეს, მაგრამ ბოლოს მაინც ვუთხარი როგორი ბავშვური იყავი ჩემს ასაკშიმეთქი. მან მიპასუხა რატომ გიკვირს კატო მე მარტო ჟიულ ვერნი და ჯეკ ლონდონი მქონდა, და შენ ეხლა  ამდენ ინფორმაციას იღებ ინტერნეტიდან, შენი გარემოცვიდან და უფრო მეტიც იციო. ხო, მართალია მაშინ მას არც წესიერი ტელევიზორი ჰქონდა, არც ინტერნეტი, და არც ესეთი გარემოცვა…

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s