Harry Potter

გამარჯობა, რამდენი ხანია არ დამიწერია აქ, იმედია არ დაგავიწყდით. ჰო, ცოტა გავზარმაცდი გვიანობამდე მძინავს და რომ ვიღვიძებ ეგრევე მეგობრებთან გავრბივარ. გუშინ მე, ნინუცა და თიკო, 7 წლის ბავშვებთან ერთად ჯერ მაკდონალდში მერე კი ჰარი პოტერის სანახავად წავედით კინოში. მაკდონალდში ძალიან გავერთეთ, მომსახურე პერსონალმა გვირგვინები დაგვირგა რაც მე და ნინუცას უფრო გაგვიხარდა ვიდრე ბავშვებს. თავი ნამდვილ დედოფლად ვიგრძენიJ

შემდეგ კინოში წავედით.თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხაროდა ჰერმიონის, რონის და ჰარის ნახვა, თან გული მწყდებოდა ეს ხომ ჰარი პოტერის ბოლო თავგადასავალია. მაგრამ ამაზე უფრო გულდასაწყვეტი ის არის რომ ფილმი რუსულად გაუშვეს, მე და რუსული კი საერთოდ ვერ ვუგებთ ერთმანეთს. არ მესმის, ინგლისურად რატომ არ უშვებებენ? კიდევ კარგი წიგნი მაქვს წაკითხული და რაღაც მაინც გავიგე, აი ნინუცას ძალიან გაუჭირდა. არა, არა, ყველაზე მეტად თიკო დაიტანჯა ყოველ წინადადებას გვითარგმნიდა, აი  ზოგჯერ ცოდნაც კი მავნებელია :დ  ფილმის დაწყებისთანავე დამბურძგლა, მთელი წელი ველოდებოდი ამ მომენტს. როგორ მიყვარს ჰარი პოტერი. შვიდივე ნაწილი ზეპირად ვიცი, ყველაზე მეტად მეექვსე არ მომეწონა ბნელი და  გაწელილია ჩემი აზრით.  ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები 2  სამგანზომილებიანია და ძალიან კარგად არის გადაღებული, უფრო სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება ვიდრე პირველი ნაწილი რომელიც ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია. ეს უფრო ეფექტურია. არა, მართლა ძალიან მაგარია. მსახიობებიც კარგად თამაშობენ, ვოლდემორი განსაკუთრებით. მე ბოლოს ძალიან გავრბრაზდი, ჰარიმ როდესაც ვოლდემორი მოკლა მხოლოდ სამმა თუ ოთხმა მიულოცა. მე რომ ჯადოქრების ქვეყანა გადამერჩინა ძეგლის დადგმას მოვითხოვდი, ნუ კარგი, ტაშს მაინც. საბოლოოდ ძალიან კმაყოფილი დავრჩით, იმედი მაქვს ჯ.კ როულინგი კიდევ გამოუშვებს ესეთ მაგარ საგას. J  დიდი სიამოვნებით წავიკითხავ 🙂 ეხლა თვაილაითის ველოდები, მაგრამ მე ჰარის არასდროს ვუღალატებ.

http://www.youtube.com/watch?v=_EC2tmFVNNE&feature=fvst

Advertisements

2 thoughts on “Harry Potter

  1. ჩემ ზემოთ რომ კომენტარია, ეგ არის სპამი ❤
    რა კარგად წერ :))) ძალიან მომწონს,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s