მომენატრა სტრასზბურგი :(

თბილისში ვარ ! უკვე ერთი კვირაა. მე და ჩემი უკეთილშობილესი დეიდა გამოვფრინდით წინა პარასკევს, ნინუცას მაგრად არ უნდოდა ჩემთან ერთად მგზავრობა მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა მე ხომ მისი პესტი ვარ :)) თვითმფრინავში სხვადასხვა ადგილები მოგვცეს, რაც ნინუცას ძალიან გაუხარდა მაგრამ სულ ტყუილად, ადგილი გავუცვალე მის გვერდით მჯდომს და მასთან მოვხვდი 🙂 მთელი გზა ვლაპარაკობდი, სიმართლე გითხრათ ბოლოს მეც დავიღალე ჩემი ხმის გაგონებით და გავჩუმდი. არა, გატყუებთ მთელი გზა ნამდვილად არ ვლაპარაკობდი მე და ბაბაიაგამ კინოს ვუყურეთ აიპედში. ისე რა მაგარი რაღაც არის ეს აიპედი, პატარა და მოხერხებული. მე მგავს. კინოც მომეწონა. ნინუცა დეიდას დაეძინა, მე კი ისე მიხაროდა აქ ჩამოსვლა თვალი არ მომიხუჭავს. მერე მზეთუნახავმა გაიღვიძა ხელი არ დამაკაროო გამაფრთხილა, ცოტა იწუწუნა და ისევ დაიძინა ოღონდ ცოტახნით.ძლივს გავიდა სამი საათი, და განათებული თბილისიც გამოჩნდა. მაგარი გრძნობაა, მე მაგალითად მუცელი მტკივდება ხოლმე სიხარულისგან, თქვენ არვიცი.მალე თბილისი!! ნელნელა უკეთ ვხედავდი შენობებს,ყურები გამეხსნა, ბორბლები დასაჯდომ ბილიკს  შეეხო,   იესსსს  ჩამოვედით, ვსიო თბილისში ვარ! დაიწყო არდადეგები:))

ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან გავერთე, მართლა გამიხარდა აქ ჩამოსვლა, მეგობრებიის ნახვა, ოჯახის წევრების, სახლის, წყნეთის და მოკლედ ყველაფრის.  მაგრამ სტრაზბურგი უკვე ძალიან მომენატრა, ჩემი პატარა სახლი, დიდი სკოლა, ბავშვები, ფრანგული არხები, ცოტა მასწავლბლებიც ერთდაერთი რაც არ მომენატრა დილით ადგომაა.  ხოდა გადავწყვიტე თქვენ განახოთ როგორია სტრასზბურგი. აი რამოდენიმე სურათი. ზოგი ჩემი გადაღებული, ზოგიც ინტერნეტიდან გადმოწერილი.

სტრასზბურგის კათედრალი (ინტერნეტიდან)

კათედრალი.

პეტიტ ფრანს (პატარა საფრანგეთი) აქ ვცხვოვრობდით 2001 წელს.

ტრამვაი. ამ ტრანსპორტით დავდივარ ყოველდღე სკოლაში:)

ორანჟერიის პარკი :)) ძალიან ლამაზია

ჩვენი ქუჩა ახალწელს 🙂

ჩემი კოლეჯი რომელიც კარგად არ ჩანს:(

Advertisements

One thought on “მომენატრა სტრასზბურგი :(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s