ფრანგული სკოლა

ააააააა  არდადეგები მინდა. 3 დღეში თბილისში მივდივარ და მაგრად  მიხარია, ვნახავ ჩემს ოჯახს, მეგობრებს, თბილისს, წყნეთს და ყველაფერ კარგს, ცუდსაც მაგრამ უფრო კარგს 🙂

მე ვსწავლობ საფრანგეთის ერთერთ ქალაქში უკვე  მეორე წელია. აქ  ცხოვრება მართლა ძალიან მაგარია, თან 22 წლის დეიდასთან ერთად რომელიც ჩემი მეგობარი უფრო არის ვიდრე მკაცრი ბაბაიაგა. თავიდან ცოტა გამიჭირდა რადგან უცხო გარემოში მოვხვდი, ფრანგულიც კარგად არვიცოდი და ოჯახისგანაც შორს ვიყავი. ნელნელა მივეჩვიე და ეხლა აღარ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება აქაურობის გარეშე, ამ პატარა სახლის და სკოლის გარეშე და ჩემი მეგობრების რომლებიც საერთოდ განსხვადებიან ქართველი ამხანგებისგან. კოლეჯიც სულ სხვანაირია, ჩემი აზრით ბევრად ჯობია ქართულ სკოლებს მაგრამ ყველას თავის აზრი აქვს. აქ მგონია რომ მართლა ვიგებ რასაც ვსწავლობ და ის რასაც ტესტებში ვწერ ნამდვილად ვიცი, თბილისში ეს გრძნობა არ მქონდა, ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს და საბოლოოდ თავში ბევრი რამ არ დამრჩა. ახალგაზრდა მანდატურები ჩვენს გყვავს ოღონდ პოლიციელის ფორმები არ აცვიათ,მაგრამ იმხელა ხმაზე ყვირიან ჯობია ისევ ფორმები ეცვათ, ისე საოპერო ხმები კი აქვთ. სკოლიდან გაპარვა ძნელია და თუ ეს შეძელი და დააღწიე თავი ყარაულს, მეორე დღეს წერილი მისდით მშობლებს… რაც მე არ მომწონს, თან საერთოდ! 😦 ჰო რაც შეეხება მასწავლებლებს, ბეტონის კედელივითაა შენს და მათ შორის , თბილისში თუ დამრიგებელს დაბადების დღეზე დაპატიჟებ და მოუყვები შენს ცხოვრებას აქ მაგას არ იზამ რადგან  მასწავლებელი  სულ მასწავლებლად დარჩება რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს.ეს არვიცი კარგია თუ არა, მე ვფიქრობ რაღაც ბარიერი უნდა არსებობდეს მოსწავლე-მასწავლბელს შორის მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე რომ მადამ  შიკი ( ფრანგულის მას.) ქუჩაში შემხვდეს არ მივესალმები. კიდევ რა გითხრათ, მმმ კარგია ის  რომ ყოველ სასწავლო წელს კლასები ირევა,და  სააბოლოდ ყველა პარალელურ  კლასელს  იცნობ და მეგობრობ, რაც ჩემი აზრით ძალიან მაგარია და დიდი პლიუსია ფრანგული სკოლის. ახლა გადავიდეთ მთავარზე: საგნები. მათემატიკა ბევრად უფრო კარგად და სწრაფად ისწავლება საქართველოში ვიდრე საფრანგეთში, ძალიან ჩამოვრჩით ქართულ პროგრამას, იმედია მაღალ კლასებში დავეწევი, არვიცი ვნახოთ, ჯერ მხოლოდ მერვე კლასში ვარ (მალე მეცხრეში გადავალ  რა მაგარია ლალალაა გავიზარდე). მეზიზღება მუსიკა და ხატვა  რაც სამწუხაროდ კოლეჯში სავალდებულოა, ვირივით ვყროყინებ სიმღერის დროს და ხატვის ნიჭიც არ მაქვს, ჩემი დახატული ადამიანი გორილას უფრო ჰგავს ვიდრე ადამიანს… ისტორიაზე ვერფერს ვერ გეტყვი რადგან ქართული მერვე კლასის ისტორიის პროგრამა არ მაქვს ნანახი, ბიოლოგიაში sex education მაქვს რაც საქართველოში არ ისწავლება. უი, დამავიწყდა მეთქვა, აქ თორმეტივე კლასი სხვადსხვა შენობებშია განაწილებული, აი ესე: პირველი კლასელები მეხუთე კლასელების ჩათვლით ერთ შენობაში არიან ,  მეექვსე კლასელები და მეცხრეები ერთად და ბოლოს მეათეები მეთორმეტემდე ერთად.  საქართველოში თორმეტიივე კლასი ერთ შენობაშია განთავსებული, ამიტომ დერეფნები და ბუფეთი სულ გადატვირთულია, და თან არ არის აუცილებელი პირველმა კლასელმა მეთორემეტე კლასელისგან აიღოს ცუდი მაგალითი.

ამ ყველაფრიდან დასკვნა: ძალიან ძალიან განსხვავდება ქართული განათლების სისტემა ფრანგული განათლების სისტემისგან, და მე პირადად ფრანგული სკოლა  მირჩევნია შეიძლება იმიტომ რომ მივეჩვიე.

ყველა მეკითხება სად მირჩევნია ცხოვრება აქ თუ თბილისში, მე ორივეგან მომწონს, სწავლა აქ მირჩევნია და არდადეგების გატარება თბილისში მიყვარს:))

Advertisements

2 thoughts on “ფრანგული სკოლა

  1. ძალიან საყვარელი და კარგი გოგო ხარ 🙂 წარმატებებს გისურვებ, ბევრი წერე ხოლმე საფრანგეთზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s