ჩემი ბაბუა!

დღეს ჩემი ბაბუას დაბადების დღეა!

ბაბუაჩემი ყველაზე ჭკვიანი ადამიანია რომელსაც ვიცნობ. ზოგჯერ მაცინებს, ზოგჯერ მაშინებს, ზოგჯერ მიხსნის,ზოგჯერ უბრალოდ ზის მის სავარძელში და ხმას არ იღებს, ზოგჯერ კი მანქანებს აწყობს. ეს პოსტი ალბათ საერთოდ არ მოეწონება, არ უყვარს მასზე ისტორიებს რომ ვყვებით საჯაროდ, თუმცა მე მაინც დავწერ, ვფიქრობ რომ თქვენც უნდა გაიცნოთ ჩემი ბაბუა.

სიტუაცია ნომერი 1:

ბაბუაჩემი ელოდება ბარგს. მიდის აეროპორტის თანამშრომელი და ეკითხება:

– რას ელოდებით?

– 34 ნომერ ტროლეიბუსს, პასუხებს ის სერიოზული სახით.

სიტუაცია ნომერი 2:

– კატო, ეს წაკითხული გაქვს?

– არა, ვპასუხობ დარცხვენილი, აწითლებულ-ამწვანებული.

– რა ხისთავა ხარ, ეს როგორ არ გაქვს წაკითხული? ეჰ, არაფერი არ იცი. წაიღე და წაიკითხე.

სიტუაცია ნომერი 3:

ვურეკავ სტრასბურგიდან თბილისში რადგან ვერ ვწერ რუსულის დავალებას.

–   ვოვა დაიკარგა ვ ლისუ, როგორ ვთქვა? და საერთოდ წაგიკითხავ ჩემს თემას და შემისწორე რა გთხოვ.

ფრანგულ-ქართული აქცენტით ვკითხულობ ჩემს რუსულ ნაჯღაბნს, ნახევარსაათიანი წვალების შემდეგ ის იცინის, მერე კი სერიოზულად მპასუხობს:

-ეგრე რუსულს ვერ ისწავლი, თუ არ იკითხე და ილაპარაკე არაფერი გამოვა. მე ეხლა კი დაგეხმარები უბრალოდ ხვალ შენს რუსულის მასწავლებელს ჩემგან გადაეცი რომ მასწავლებლობას თავი დაანებოს რადგან რუსული არ იცის.

– ვეტყვი აუცილებლად, უბრალოდ ეხლა ეს დამაწერინე.

სიტუაცია ნომერი 4, ადრე სანამ მე დავიბადებოდი ან შეიძლება დაბადებულიც კი ვიყავი:

ბაბუაჩემი აეროპორტშია.ეს ის პერიოდია ნარკოტიკები რომ ძალიან პოპულარულია ( მე საერთოდ არ ვიცი ეგ პერიოდი თუმცა ესე მიყვებიან) უახლოვდება პოლიციელი და ჩუმად ეჩურჩულება :

– წამალი ხო არ გაქვს მეგობარო?

– რა იყო, ავად ხართ?

სიტუაცია ნომერი 4:

ორი წუთით ავირბინეთ მე და ჩემმა მეგობარმა დიდუბეში. თიკო ბაბუაჩემთან ჯდება, მე ბებიაჩემთან ვარკვევ პასპორტის ამბებს. 20 წუთი საუბრის შემდეგ გავდივარ დიდ ოთახში. თიკო ფეხბურთზე ლაპარაკობს ბაბუაჩემთან ერთად. თიკოს ფეხუბრთი არ უყვარს, მაგრამ მაინც გულდასმით უსმენს და პასუხობს. გზაში ვეკითხები:

-რაზე ილაპარაკეთ?

– ამისხნა გუშინდელ თამაშზე რა უცოდინარი მსაჯი ჰყავდათ და როგორ არ იცოდა ფეხბურთის წესები, არც მაგან და არც დიმა ობოლაძემ.

ბაბუაჩემი და ჟურნალისტები ვერ უგებენ ერთმანეთს. იმ დღეს ბევრი გვაცინა, თურმე ჟურნალისტს უთქვამს გარდაცვლილი ცხედარი იპოვესო.

სიტუაცია ნომერი 5:

ბაბუაჩემს 5 შვილი ჰყავს; დედაჩემი, ნინუცა დეიდა და რუსო დეიდა,  კიდევ Ford GT და ჯოჯო. მანქანების აწყობა უყვარს, ამ ბოლო დროს ინტერნეტში უკვეთავს ხოლმე ნაწილებს. რომ მოიწყენს ტელევიზორის ყურებით:

– რუსო, მე გარაჟში ჩავდივარ.

ჩადის ყოველ საღამოს გარაჟში, ჩადის, ჩადის… ერთ დღესაც ახალ აწყობილი მანქანებით ამოდის. ჰო, ნამდვილი მანქანებით. ტარება რომ შეგიძლია და სეირნობა, აი ეგეთით.

მანქანები ძალიან უყვარს. დიდ ოთახში თაროებზე მანქანების მოდელებია, კედლებზე ფოტოები. რომ კითხო როგორი სახლს ისურვებდა გიპასუხებს რომ მთლიანად გარაჟს გააკეთებდა, გვერდით ლეილას ( ბებიაჩემს) პატარა სამზარეულოს მიუშენებდა და ჩვენც გაგვანაწილებდა ოთახებში.

სიტუაცია ნომერი 6:

ბაბუაჩემი სტრასბურგშია ჩამოსული. საღამოს ვთხოვ:

-ბაბუ დილით შვიდისკენ გამაღვიძე რა, რვაზე ვიწყებ.

მეორე დილით, 6:59 წუთზე იწყებს ჩემი ლოგინიდან აგდებას. მე წუწუნით ვდგები,  ნელა ვმოძრაობ თუმცა ბაბუასი მერიდება და მაინც სწრაფად ვცდილობ ჩაცმას. გაკვეთილი რვაზე მაქვს. ვზივარ და ხლოპიებს ვჭამ, ნახევრად მძინავს რძეში. ბაბუაჩემი 7:33 წუთზე მეუბნება:

– დაგაგვიანდება,  წადი!

სკოლა სახლიდან 5 წუთშია. გაკვეთილები 8-ზე მეწყება. ეხლა კი მხოლოდ 7:33 ია.

ბაბუაჩემი ფიზიკოსია, თვლის რომ ფიზიკა თუ არ იცი, არაფერი არ გცოდნია. ბაბუაჩემთან კამათს აზრი არ აქვს, საბოლოოდ მაინც ის იგებს. ბაბუაჩემს ცივი ნაბეღლავი და შოკოლადები უყვარს, ჭამის დროს კი ლუდს სვამს.

მოკლედ, ესეთი მაგარი ბაბუა მყავს მე. აი ისიც:

479871_4668742045836_405022410_n

Advertisements

3 thoughts on “ჩემი ბაბუა!

  1. კატო, თამაზის ყველაზე ცნობილი რეპლიკა:
    როცა რაიმეს ჰყვები გაცხარებით, თამაზი გვერდზეა და ყურადღებით გისმენს, შენ უკვე დარწმუნებული ხარ რომ თანამოაზრეა და დამაჯერებლად ეკითხები, “ასე არ არ არის თამაზ?” და ის ასევე დამაჯერებლად გპასუხობს, ” კანეშნა , არა”

  2. ყოველთვის მაბნედა სახლის ტელეფონზე დარეკვისას თუ გადავეყრებოდი:

    – გამარჯობა თამაზი ბიძია, თაკო ვარ (პაუზას ვაკეთებ, რომ თავაზიანად გადავიდე რუსოს სთხოვეთქო)

    – იყავი რა! იყო ხოლმე პასუხი:))))

    დაილოცოს მობილურები!:)))))

  3. ძალიან მაგარი ბაბუა გყავს :3 საერთოდ ფიზიკოსები მაგრები არიან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s